10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე - ცნობილია, ვინ მიიღებს კომპენსაციას მთავრობისგან
1792135860
ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის - იგივე „კაწროს“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია - იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამივე პირი, სამართალდამცველებმა გუშინ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს.