“ტაბულას„ რედაქტორი

პოლიტიკა • 1792585080

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას კარვის ანთროპოლოგი ქალები გვამუნათებენ, რომ ენმ-ის დაანონსებულ აქციაზე ბიძინას ცირკთან, 20 კაცია, აბა, მიშა რომ აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ამას ხომ არ აღიარებენ

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„მიშას კარვის ანთროპოლოგი ქალები ჩვენ გვამუნათებენ, რომ ენმ-ის დაანონსებულ აქციაზე ბიძინას ცირკთან, 20 კაცია. აბა მიშა რომ აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ამას ხომ არ აღიარებენ.პ.ს. ჩვენი პასუხისმგებლობით, აქცია 28 ნოემბერს იქნება და მობრძანდით, 25 ოქტომბერსაც შეგიძლიათ კამპანიის ლონჩს დაესწროთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „პროცესი ანტიკონსტიტუციურია და გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი“.საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1792310277

გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - ირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე

კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან - 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.მტკიცებულებათა ნუსხით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოპასუხე, ისევ გაურკვეველია.ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება შემადგენლობაზეც. გზები გაყოფილია - "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამიას "ახალი" დარბაზში იქნებიან, ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები" დარბაზთან ახლოს, თუმცა ქუჩაში, გიორგი გახარიას პარტია კი ისევ ფიქრობს.კონკრეტულ მტკიცებულებებს, ფაქტებსა და საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას წარუდგენს მოსამართლეთა კოლეგიას უმრავლესობა და მოითხოვს, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს 5 პოლიტიკური ძალის ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში.რევოლუციის არაერთი მცდელობა, დესტრუქცია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმა - ამ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საინტერესოა რა არგუმენტით შეძლებენ მათი ოპონენტები სასამართლო სხდომაზე თავის დაცვას."პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი და ვერცერთ ნომერს და ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან.დაიწყება განხილვები. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს ეს აგენტურა და მათი სექტის მიმდევრები. ჩვენთვის მთავარია რა განწყობაა ჩვენ ქვეყანაში, რა სჭირდება ქვეყანას კიდევ უფრო მკაფიო და წარმატებული წინსვლისთვის.ძალიან საინტერესოა როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. ძალიან რთულია აგენტმა რომ თავი დაიცვას იმ სარჩელის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საკონსტიტუციო სასამართლო

სამართალი • 1792234879

ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს - 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომები მომდევნო კვირიდან გაიმართება

დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს. ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. ფიქრს აგრძელებს გახარიას პარტია.კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს."ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:"არ ვთვლით, რომ ტაქტიკურად, ჩვენთვის მომგებიანია ეგეთ პროცესში სანახაობის შექმნა. ამავდროულად, არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს მათთან, ვისაც სურს პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა." - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი."კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე კი აღნიშნავს, ისინი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე - 21-ში, 22-ში, 23-ში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან და მათ უფლებებსა და ინტერესებს დაიცავენ."21-ში, 22-ში, 23-ში, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები დავიცავთ იმ უფლებას და ინტერესს, რასაც პოლიტიკური უფლებების დაცვა ჰქვია ქვეყანაში. მტკიცებულებებს, არგუმენტებს და პოზიციებს ჩვენ ადგილზე წარმოვადგენთ." - აცხადებს თენგიზ თევზაძე

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792233286

ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი - დავით მათიკაშვილი

დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს. ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. ფიქრს აგრძელებს გახარიას პარტია.კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და დემოკრატიას თავდაცვისუნარიანობა სჭირდება:"ე.წ პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც გამოირჩეოდა და გამოირჩევა კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმით, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით, მუდმივად არეულობის, ხელისუფლების დამხობის მცდელობით.პარტიები, რომლებიც პირდაპირ მუდმივად იღებენ დავალებას და დაფინანსებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, წარმოადგენენ რეალურად აგენტურულ ქსელს საკუთარ სამშობლოში. ბუნებრივია, რომ ასეთი პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობა. დემოკრატიას კი სჭირდება თავდაცვისუნარიანობა. სწორედ ამ მიზნით მომზადდა კონსტიტუციური სასჯელი და წარედგინა ის საკონსტიტუციო სასამართლოს.ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია ეს საკითხი უშლის ხელს.ნაწილი აცხადებს, რომ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, ნაწილს გარეთ სურს ყოფნა, ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება, ზოგმა პირდაპირ დაყარა ფარხმალი და გამოაცხადა კაპიტულაცია, ნაწილი ფიქრობს, რომ გარკვეული არგუმენტებით დაიცავს თავს, თუმცა დიდი ეჭვია, თუ რა ფორმით და რა სახით შეიძლება იქ არგუმენტის მოძებნა, სადაც არგუმენტი ელემენტარულად არ არსებობს." - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა • 1792225155

ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას, ვინც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წყობას, მათ უნდა მიეჩინოთ სათანადო ადგილი და ამას საზოგადოება ძალიან მალე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იხილავს - გიორგი სოსიაშვილი

დღეს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს.ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს, ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. გახარიას პარტია კი ფიქრს აგრძელებს.კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, ანტიკონსტიტუციური ძალები საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ."ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა დავალება, მოდი ასე ვთქვათ, რომ ანტიკონსტიტუციური ძალები საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ უნდა არსებობდნენ. რადიკალები, ექსტრემისტები, რომლებიც ორიენტირებული არიან ქვეყნის დამხობაზე, გადატრიალებაზე, სისხლიან დაპირისპირებაზე, დედაქალაქის გადაწვაზე და უცხო ძალების მსახურებაში არიან მთელი ამ ხნის განმავლობაში და ცდილობენ, რომ აგენტურული საქმიანობიდან გამომდინარე, ქვეყანა გადაჩეხონ უფსკრულში, ბუნებრივია მმართველმა ძალამ, რომელსაც ნდობის მანდატი მიანიჭა ჩვენმა ხალხმა, აი ასეთი ნაბიჯი გადაიდგა. უნდა მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კონსტრუქციული წყობილების მოწინააღმდეგე, ამ რადიკალების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა კონსტიტუციურ სასამართლოში. არ არის საინტერესო ექსტრემისტებისაგან, ანტიკონსტიტუციური ძალებიდან, ვინ დაესწრება და ვინ არ დაესწრება.მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დავალებას, ქართველი ხალხის დაკვეთას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ვინც ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წყობას, მათ უნდა მიეჩინოთ სათანადო ადგილი და ამას საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იხილავს." - გიორგი სოსიაშვილი.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792129817

არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით - დავით მათიკაშვილი

 მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.პარტიებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ჩერგოლეიშვილი გარეთ აპირებს ყოფნას, გვარამია დარბაზში, სააკაშვილის და გახარიას პარტიები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, "ლელომ" თავიდანვე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტების გუნდთან ერთად მივა.საპარლამენტო უმრავლესობა კი, კვლავ ოპოზიციური პარტიების მოღალატეობრივ ქმედებებზე საუბრობს."ნაწილს ფარ-ხმალი აქვს დაყრილი, ნაწილი აპირებს სამართლებრივ დავაში შემოსვლას, თუმცა რა არგუმენტებს მოიშველიებს ამ შემთხვევაში, ძალიან ეჭვი მეპარება. ზოგს გარეთ სურს გაპროტესტება, ზოგი შიგნით. მოსამართლეთა ხელშია, ცხადია, გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ მოსამართლეთათვისაც, ის არგუმენტები, ის მტკიცებულებები, რომელიც უმრავლესობის მიერ არის სარჩელით წარდგენილი, ერთადერთ რამეზე მიუთითებს, არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, ვინც არის სავსე მოღალატეებით", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება

პოლიტიკა • 1792068060

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადება – 25 ოქტომბერს დავიწყებთ ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას

რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, არ იცვლება ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.„ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრება დაანონსეს.მათი განმარტებით, იწყებენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას.„ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. საქართველო ივანიშვილის გარეშე. ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია. მაგრამ ერთია, მას რა უნდა, მეორეა, რის საშუალებას მივცემთ. სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს – მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს – ხმას.სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე – არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს. მაგრამ რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს – ივანიშვილის გარეშე. 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე თსუ-თან“, – აცხადებენ „ოპოზიციის ალიანსში“.ბრიფინგს ესწრებოდნენ „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლები, მათ შორის ნიკა გვარამია, გიგი წერეთელი და თამარ ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1792064976

ბათუმში ვიქნებით, ოღონდ პროცესზე არა, არ ვთვლით პროცესად - თამარ ჩერგოლეიშვილი

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.ცოტა ხნის წინ, საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს ოპოზიციურ გაერთიანებაში. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ისინი დარბაზში იქნებიან წარმოდგენილნი."ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში, თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად. ვიღაცა შევა დარბაზში და წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაცა არა. არ მგონია, რომ ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.რაც შეეხება "ფედერალისტურ პარტიას", თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ბათუმში იქნებიან, თუმცა პროცესზე არა, რადგან მიმდინარე სამართლებრივ დავას პროცესად არ თვლიან."ბათუმში ვიქნებით, ოღონდ პროცესზე არა, არ ვთვლით პროცესად", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.მიიღებენ თუ არა პროცესში მონაწილეობას - ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს პარტია "საქართველოსთვის" წევრებს. როგორც გიგა ფარულავამ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს."ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება პარტიების გასაუქმებლად. ეს არის იმ წნეხის გაგრძელება, რასაც მთელი ეს წლებია "ოცნება" ახორციელებს.რაც შეეხება პროცესში მონაწილეობის საკითხს, ამაზე ჩვენ ჩვენს პარტიის წევრებთან ერთად ვმსჯელობთ და ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცნობილი", - განაცხადა გიგა ფარულავამ.ცნობისთვის, მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. 88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1791285812

თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ - ლაშა ფარულავა

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი.შექმნილ ვითარებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ჩერგოლეიშვილის განცხადებებზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ თვლის."თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ. მე არ შევალ ურთიერთბრალდებებში, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ყველა პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა მე მიმაჩნია სწორედ, თუ ამ შესაძლებლობას პატიმრები გამოიყენებენ." - განაცხადა ლაშა ფარულავამ."ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ მათი პოლიტიკური ძალა 4 ოქტომბრის აქციის არც ორგანიზატორი და არც მონაწილე ყოფილა."ჩვენ რომ ჩაგვეთვალა მიზანშეწონილად 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობა, მაშინ ორგანიზატორებიც ვიქნებოდით და მონაწილეებიც, მაგრამ არც ორგანიზატორები ვყოფილვართ, არც მონაწილეები და ამ პერიოდში მთელი დღის განმავლობაში და საღამოს შემდეგ უკვე, ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე", - განახადა ლანა გალდავამ.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1791275760

არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის."ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხში მართალია დაიწყეს, მაგრამ ოთხშივე დაამთავრეს და მერე ხუთში დაიწყეს აღიარებები. აი ეს არის რეალობა და იმის მერე გრძელდება ეს აღიარებები, იმის მიხედვით გაგრძელდება, რაც დრო გავა, რადგან მიხვდნენ, რომ არავინ მათი მხარდამჭერი უკვე აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები და ასე შემდგომ.მე არ მესმის ახლა კრიტიკა იმ ადამიანების, ვინც ციხეში მყოფ ადამიანს აკრიტიკებს, რატომ არ გინდა, რომ ციხეში იჯდეო. მაშინ თვითონაც ჩაჯდეს. აღიაროს, მივიდეს. ხომ ამბობს, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

პოლიტიკა • 1791274856

საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები დედამიწაზე - თამარ ჩერგოლეიშვილი

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც."საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე", - წერს "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

ჩერგოლიეშვილი

პოლიტიკა • 1790704761

ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს

ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შესახებ.ჩერგოლეიშვილი იხსენებს იმასაც, რომ კუპრაძე მას ერთ-ერთ აქციაზე ევაჭრებოდა, რომ სცენის ფულს მამუკა ხაზარაძე გადაიხდიდა, თუ აქციაზე გაჟღერდებოდა ის გზავნილები, რაც ხაზარაძეს გაუხარდებოდა. მისივე თქმით, კუპრაძე იმაზეც ევაჭრებოდა, რომ თავს არ დასხმოდა, სანაცვლოდ კი სატელევიზიო ეთერს პირდებოდა."ანუ ხაზარაძემ ჯამში დახარჯა ალბათ 100 მილიონი გასულ 6 წელიწადში.იქამდე რა იყვნენ, მაგრამ ამან მთლად საკუთარ საშარდე  საფენად აქცია ოპოზიციური  ტელემედია.და რა ჩმორად უნდა ჰყავდე დედას გაჩენილი, არ გრცხვენოდეს, ხაზარაძის ტელეკლოაკაში შეერთებული, ისევ ჩერგოლეიშვილს აბრალებდე საკუთარ ლუზერობას.P.S. ეს ტიპი ერთ-ერთ აქციაზე გვევაჭრებოდა რომ სცენის ფულს სულ ხაზარაძე გადაიხდის, თუ სცენაზე იმას ვიტყვით, რაც ხაზარაძეს გაუხარდება - ცხადია თავზე გადავახიეთ შემოთავაზება და გერმანული ანგარიშით ავკრიფეთ ფული.მერე მომადგა და მევაჭრებოდა, თავს არ დაგვესხა და ეთერს მოგცემთო - ანუ ასეთი უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს და ლუზერი ალბათ ჩერგოლეიშვილის გამო ვარო, თავს იტყუებს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

✕