არავინ მათი მხარდამჭერი აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

გურამ მაჭარაშვილი

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.

ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხში მართალია დაიწყეს, მაგრამ ოთხშივე დაამთავრეს და მერე ხუთში დაიწყეს აღიარებები. აი ეს არის რეალობა და იმის მერე გრძელდება ეს აღიარებები, იმის მიხედვით გაგრძელდება, რაც დრო გავა, რადგან მიხვდნენ, რომ არავინ მათი მხარდამჭერი უკვე აღარ არის, რადგან გაიშიფრა მათი მიზნები, რომ ვერასოდეს საქართველოში ვეღარ უნდა მოხდეს რევოლუციები და შტურმები და ასე შემდგომ.მე არ მესმის ახლა კრიტიკა იმ ადამიანების, ვინც ციხეში მყოფ ადამიანს აკრიტიკებს, რატომ არ გინდა, რომ ციხეში იჯდეო. მაშინ თვითონაც ჩაჯდეს. აღიაროს, მივიდეს. ხომ ამბობს, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

✕