ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1756478101

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი - ასტროლოგების პროგნოზი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე.0 და 1ელემენტი – ლითონიამ ელემენტის წარმომადგენლები ძალიან მიზანდასახულები არიან. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და ყოველთვის მზად არიან დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი. მათ აქვთ ძლიერი ხასიათი და ზოგჯერ ძალიან მაღალი მოთხოვნები საკუთარ თავსა და სხვებზე. ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ. მათ ასევე არ ეშინიათ მარტოობის და რთული ცხოვრების პირობების.2 და 3ელემენტი – წყალიამ ელემენტის წარმომადგენლები ემოციურები და გამჭრიახები არიან. აქვთ კარგი ინტუიცია და ხშირად მიდრეკილნი არიან მანიპულირებისკენ. ასეთი ადამიანები იდუმალები არიან და არ უყვართ სხვებისთვის საიდუმლოების გამხელა. მათ აქვთ კარგი ფანტაზია და დიპლომატიური თვისებები. “წყლის” ადამიანი არა მხოლოდ კარგი ორგანიზატორია, არამედ შემსრულებელიც. თუმცა ის ხშირად პასიურია და მიდრეკილია თავისი ახირებებისკენ.4 და 5ელემენტი – ხეამ ელემენტის ადამიანი ძალიან გულუხვია და ღიაა ყველაფრისთვის. მათ უყვართ სამყაროს შესწავლა და ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ზოგჯერ ზედმეტად შრომისმოყვარეებიც კი, ამიტომ უნდა შეძლონ სათანადო დასვენება. ისინი ხშირად იღებენ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს, საკუთარი ძალების გამოთვლის გარეშე. კარგი მეგობრები არიან, რომლებსაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. 6 და 7ელემენტი – ცეცხლი“ცეცხლოვანი” ადამიანები ძალიან ენერგიულები, ქარიზმატულები და ტემპერამენტულები არიან. ასევე, ეს ადამიანები ვერ იტანენ მარტოობას და მოსწონთ მუდმივად წინსვლა. ამიტომ ისინი ხშირად ირჩევენ ლიდერის როლს. კომუნიკაციაში ცეცხლოვანი ადამიანი არის ეგოისტი, ძალიან ემოციური და ხშირად აგრესიულიც კი. ის ხშირად მოუთმენელი და კაპრიზულია. ნახეთ სრულადასევე ნახეთ:რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას და რას გვირჩევენ ასტროლოგებიმარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის „დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე…“ - გურამ შეროზია

შატო მუხრანი

ფინანსები 1755158168

შატო მუხრანი: ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია. მისი განცხადებით, გაიზარდა უცხოელთა რაოდენობა, რომელთაც საქართველოში ქორწილის გადახდა სურთ. როგორც შატო მუხრანში აცხადებენ, ტურისტების ზრდასთან ერთად მატულობს საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების რაოდენობაც.„წელს გვესტუმრა ძალიან ბევრი უცხოელი წყვილი, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან ღონისძიების დაგეგმვა, განსაკუთრებით ქორწილის მიმართულებით. ასევე გაიმართა კონფერენციები და შეხვედრები. საქართველოს აქვს პოტენციალი, თავისი კულტურით წარმოაჩინოს თავი მსოფლიო ბაზარზე და დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი და ღირსეული მასპინძელია რეგიონში. ძალიან კარგია, რომ უცხოელთა დაინტერესება იზრდება როგორც ქართული ღვინის, ისე ტურისტული ლოკაციების მიმართ და ველოდებით ძალიან ნაყოფიერ ტურისტულ სეზონს“, - განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.

გურამ შეროზია

faceამბები 1750798153

„დღემდე ვერაფრით ვიჯერებ, რომ წავიდა...“ - გურამ შეროზიას ემოციური პოსტი მამაზე

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია, რომელსაც ახლახან მამა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ბავშვობაში მამას თითქმის ვერ ვხედავდი, დილის 8-ზე გავიდოდა და ღამით, დაღლილი ბრუნდებოდა.მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ჩემთვის ხდებოდა და იმ რთულ, ბნელ პერიოდში ეს ყველაფერი - ათჯერ უფრო შრომატევადი იყო…ბავშვობაში მეგონა ისეთი შვილი ვიყავი, როგორითაც მამები არ ამაყობდნენ. ყველას ფეხბურთელი ან სპორტსმენი უნდოდა მათი შვილი რომ გამოსულიყო, მე კიდევ დღე და ღამე სახლში ვიჯექი, ვსწავლობდი, ხატვაზე, ჭადრაკზე, სასკოლო ტურებზე, მუსიკაზე დავდიოდი…ზრდასრულ ასაკში ახლიდან გავიცანით და ახლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. როგორ სიამაყით ამბობდა უცნობ ადამიანებთან, რომ ჩემი მამა იყო, რაზეც ვუბრაზდებოდი, მაგრამ ისე უხაროდა - მერე გავეშვი:)ჩემს წიგნებს დაატარებდა და ბედნიერად ჩუქნიდა ხალხს, სახლს როცა ვიყიდდი - პირველი ის მორბოდა სანახავად და რჩევებს მაძლევდა, როგორც ყოფილი ინჟინერი, სახლში სულ ჩემს კლიპებს ატრიალებდა და ჩემი პირველი მსმენელი იყო. ელენასაც ჩემგან მალულად ყიდულობდა უამრავ საჩუქარს, პენსიით და ყველა სურვილს უსრულებდა.ექიმთან თუ უნდოდა წასვლა - მე მელოდებოდა მხოლოდ, თვლიდა, რომ მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერში ვერკვევი და ყველაფერს იდეალურად სწორად გავაკეთებდი ყველგან. და ჩემს იმედად აღარაფრის ეშინოდა…ჰოდა, დღემდე ვერაფრით ვიჯერებ, რომ წავიდა. ისევე ჩუმად, მშვიდად და უხმოდ, როგორც მისი მთელი ცხოვრება იყო“, - წერს ბლოგერი. 

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1750507634

ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში

გურამ შეროზიას ოჯახში ტრაგედია მოხდა. მას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს. „არ მჯერა, ამას რომ ვწერმამა წავიდა, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ალალი და პატიოსანი კაცი, ვისაც კი ვიცნობდი და ელენას უსაყვარლესი ბაბუაპანაშვიდები კვირას და ორშაბათს: 14:00 საათიდან, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, დიდუბის პანთეონში“,- წერს გურამ შეროზია. 

მეჩანთე

საზოგადოება 1750092733

„აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რაკეტა მეზობელ კორპუსს დაეცა...“ - „მეჩანთე“ მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე დავით შეროზია, იგივე „მეჩანთე“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ინფლუენსერის და, თეა შეროზია, რომელიც უკვე წლებია ისრაელში ცხოვრობს, სასწაულებრივად გადაურჩა ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.როგორც დავით შეროზია წერს, ირანის მიერ ნასროლი რაკეტა, მისი ემიგრანტი დის საცხოვრებელი ბინის მეზობელ კორპუსს დაეცა და დაანგრია.„რადგან ამდენი კითხვაა ცალ-ცალკე რომ არა ერთად მოგიყვებით... თეა და ანკა კარგად არიან... ცუგა "რიკიც გადარჩა და ჩიტიც(სახელი არ ვიცი).დილას, მძინარეს, მეგობრის ხმა ჩამესმა, რომელიც ტელეფონში საუბრობდა (ეკას უყვებოდა) გუშინ "ბათიამი" დაიბომბა, თქვენები როგორ არიანო...როგორ ჩავრთე ტელეფონი არ ვიცი, დედაჩემის 100-ზე მეტი გამოტოვებული ზარის ნოთიფიკაციები აჭრელდა ტელეფონი... სანამ კავშირზე გავედი, არ ვიცი, რა განვიცადე...წუხელ უკვე დაძინებას აპირებდნენ, sms მიუვიდათ, თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო...წამოხტნენ "პიჟამოებით" და ის იყო სამალავში ჩავიდნენ, რომ აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს... რასაც ბიძგები მოჰყვა... სამალავში მტვერი შემოიყარა... რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა და ინერციით ჩემების კორპუსიც ჩამოშალა... ის ნაწილი, სადაც გოგოების საძინებლები იყო...მიუხედავად იმისა, რომ ბეწვზე გადარჩნენ, მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომ ნაწვალები ნივთები, ავეჯი, ტექნიკა, ნანგრევებმა ჩაიტანა.ჩემი "რკინის ემიგრანტი" დაიკო მაინც ამბობს, არაფრის მეშინიაო... დაინგრაო, კიდევ ვიშრომებ, კიდევ ვიწვალებ და თავიდან შევქმნინო...  მთავარია, ცოცხლები გადავრჩითო.. ისეთ "დუხზეა" არ ვიცი...რა მაქვს სატირელი, ღმერთის მადლით ცოცხლები ვართო...თქვენ არაფერზე არ იდარდოთო, აქეთ გვაწყნარებს მე და ჩემ მშობლებს... ვაჟკაცსა გული რკინისაო, ამ გოგოზეა ნათქვამი, იმიტომ კი არა, რომ, ჩემი დაა, უბრალოდ, ეგეთია...მე აქ ხელფეხშეკრული, ვერაფერს ვერ ვშველი, ბოღმისგან და სიბრაზისგან ლამის არის გავსკდე... უსუსურობისგან სიმწრის ცრემლებს ვყლაპავ... რას ვეტაკო არ ვიცი და ის კიდე მე მაწყნარებს... იცინის და ცდილობს რამე ისეთი მითხრას, რომ გამაღიმოს. ძალიან მიყვარხარ“,- წერს დავით შეროზია.  

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1745652920

„როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე...“- რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.სოციალურ ქსელში მას ამ დროისთვის 230 ათასი გამომწერი ჰყავს. ამჯერად ბლოგერი საზოგადოებას ფოტოს უზიარებს, რომელზედაც წერს:ვისაც ჰგონია, რომ ბევრს ვისვენებ, რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობ, აი აქაც კი! ოღონდ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად, ძალიან ჯანსაღ და სასამოვნო გარემოცვაში. ანუ, როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე და ვიბრძოლე და ამასობაში, სულიერად ოკ და ფიზიკურადაც “საკაიფოდ” გავძლიერებულვარ, ხო?“,- წერს გურამ შეროზია.            View this post on Instagram                       A post shared by Guram Sherozia (@guramsherozia)

კესარია აბრამიძე

საზოგადოება 1744788666

„და მაინც მეცოტავება!...“ - როგორ ეხმიანებიან ბექა ჯაიანის განაჩენს სოციალურ ქსელში

ტრანსგენდერის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.ბლოგერი გურამ შეროზია მოსამართლის დღევანდელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!„კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. და მაინც მეცოტავება! მინდა, რომ დიდ ხანს იცოცხლოს და ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!“ „სახელმწიფო, რომლის შესაბამისი სამსახურები კანონს მთელი სიმლაცრით და უკომპრომისოდ აღასრულებს და დამნაშავისთვის სასჯელის მოხდას ღირსების შემლახავი პირობების გარეშე უზეუნველოყოფს. სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით მინიჭებული უზენაესი უფლებაა, უზომოდ დასანანია ამ გოგოს ასეთი სისასტიკით დაღუპვა “ - წერს თამთა დემურიშვილი.„კესარია აბრამიძის მკვლელს დამსახურებული უვადო მიესაჯა“„აუცილებელი იყო“„ძლივს სამართლიანი განაჩენი. ყველა მოძალადეს და მკვლელს უვადო პატიმრობა!!!“,- წერენ მოქალაქეები.

გაიცანით, დემეტრე ჯიჯელავა - ფეხბურთის პატარა გულშემატკივარი დიდი მიზნებით

სპორტი 1732704324

გაიცანით, დემეტრე ჯიჯელავა - ფეხბურთის პატარა გულშემატკივარი დიდი მიზნებით

დემეტრე ჯიჯელავა  ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, მისი გული კი მთლიანად ფეხბურთს ეკუთვნის. დემეტრე საქართველოს ეროვნული ნაკრების პატარა გულშემატკივარია, მისი გმირები კი ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ქართულ ფეხბურთს მსოფლიო აღიარება მოუტანეს და საზოგადოებას ფეხბურთი შეაყვარეს. პატარა ფეხბურთელი სპორტით 3 წლის წინ დაინტერესდა და ვარჯიში საფეხბურთო სკოლა „გრანდში“ დაიწყო. დღეს, ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობს.აფხაზეთიდან წამოსული მშობლების შვილი, რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ახდენილ ოცნებასა და მიზნებზე გვესაუბრება.ფეხბურთისადმი სიყვარული და კუმირიდემეტრე ჯიჯელავა: „ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და სამი წლის წინ მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ჩვენი ნაკრების. ყველა ფეხბურთელი ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩა არის ჩემთვის ნომერ პირველი, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. მომწონს მისი ყველა თვისება, როგორი მიზანდასახულია, შრომისმოყვარე, მეგობრული და ძალიან უბრალო. ყოველთვის ვუყურებ ყველა მის თამაშს და ვგულშემატკივრობ. მახსოვს, უკრაინასთან მატჩში, როგორ ამხნევებდა ქოჩორას. ეს თვისებები ყოველთვის ლიდერს ხდის მას“.ახდენილი ოცნებადემეტრე ჯიჯელავა: „ჩემი ოცნება იყო კვარასთან შეხვედრა და ამ ზაფხულს ოცნება ამიხდა. იტალიაში მიფრინავდა, როცა მას შევხვდი. ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია. როდესაც მივუახლოვდი თავი ვერ შევიკავე და ამეტირა. ჩამეხუტა და მითხრა: „ხომ მაგარი ბიჭი ხარ, ჩემი ხათრით არ იტიროო“. მეგონა ჩემს გარშემო სამყარო გაჩერდა. წლების წინ ზუსტად ასე შეხვდა პატარა ხვიჩა თავის კუმირს რონალდოს, ახლა კი მე ვიდექი მის წინ. ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი სისრაფით გავრცელდა. უამრავმა საიტმა და ჯგუფმა გამოაქვეყნა, მათ შორის, ნაპოლის ჯგუფშიც. ამ ვიდეომ პოპულარობა მომიტანა. თითქოს ისტორია განმეორდა. ეს იყო ჩემთვის მოტივაცია და კიდევ უფრო მეტად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. როგორც კი გამოვძებნი დროს ეგრევე მივდივარ სტადიონზე სავარჯიშოდ. ვცდილობ, ყველაფერში კვარას მივბაძო.ძალიან მიხარია, რომ ქართული ფეხბურთი ასე განვითარდა და ჩემი თაობის ბავშვებს გვაქვს მეტი შესაძლებლობები. ბევრი ჩემი მეგობარი დადის ფეხბურთზე და ფეხბურთისადმი ასეთი სიყვარული ჩვენი ბიჭების დამსახურებაა.  მათ მოახერხეს და დიდსა თუ პატარას, ყველას შეაყვარეს ფეხბურთი. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, როდესაც ევროპაზე გავედით. უამრავი ბედნიერი წუთები მოგვანიჭეს ჩვენმა ბიჭებმა. ყველა ძალიან მიყვარს, მიყვარს მათი გუნდურობა, მხარში დგომა და ერთმანეთის გამხნევება. ასევე, მინდა გამოვყო ბუდუ ზივზივაზე და ნიკა კვეკვესკირი. ამ ზაფხულს მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბუდუს. უკარგესი ადამიანი და მჯერა, რომ ჩვენი ბიჭები კიდევ უამრავ ბედნიერ წუთებს მოგვანიჭებენ. მე კი, როგორც პატარა ფეხბურთელი, ვეცდები, მათგან ავიღო მაგალითი“.მიზნებიდემეტრე ჯიჯელავა: „წარმატების მისაღწევად აუცილებელია ბევრი შრომა, ამიტომ ბევრს ვვარჯიშობ. ასევე, დავდივარ ფეხბურთის ინდივიდუალური მომზადების ცენტრში. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს გიორგი შეროზიას და აკაკი ქილიფთარს. მადლობა მათ ყველა იმ წუთისთვის, რასაც მე მითმობენ. აუცილებლად შევეცდები, გავამართლო თქვენი იმედები და რომ გავიზრდები, ვეცდები, მეც შევიტანო მცირეოდენი წვლილი ქართულ ფეხბურთში. ჩემი ოცნებაა,  ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“. რჩევა თანატოლებისთვისდემეტრე ჯიჯელავა: „არასოდეს დანებდეთ, აუცილებლად ბევრი იშრომეთ, როგორც ხვიჩა ამბობს, უფლის იწამეთ და ყველაფერს მიაღწევთ!“

კოსტა და გურამი

ტაბლოიდი 1732127214

PHOTO: „არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, მერსი სულხანიშვილი, თამაზ ლოხიშვილი, სალომე ბარათაშვილი და გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძესთან შეიკრიბნენ. ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია ავრცელებს.„არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით: კოსტას ახლიდან დაბადებას აღვნიშნავთ, იმ ავბედითი დღის შემდეგ, მის სახლში. რაც კონკურენციას დაუნგრევია, მეგობრობას უშენებიაო“, - წერს გურამ შეროზია „ფეისბუქის“ გვერდზე.

როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

ტექნოლოგიები 1731564451

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

ცნობილია, რომ ჩვენს თავის ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.„პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში ეს პროცესი ვიხილეთ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგი ხაიმე გრუცენდლერი.გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.ასევე ნახეთ:"თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი " - ოჯახი, რომელიც ტერორისტების თავდასხმას შეეწირა„ყველა ნასვამი მძღოლი ციხეში უნდა მიდიოდეს!“ - გურამ შეროზია მარიშა გვიდანის გარდაცვალებას ეხმიანება

„შატო მუხრანის“ წარმომადგენელი

საზოგადოება 1731063276

ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო - „შატო მუხრანის“ წარმომადგენელი

დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი.WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია შატო მუხრანის წარმომადგენელი თაკო შეროზია.„ჩვენ ვმონაწილეობდით ლონდონის უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აქ ძალიან ბევრი ახალი სტრატეგიული პარტნიორი შევიძინეთ, გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო. გაზაფხულიდან ველოდებით უკვე პირდაპირ ფრენებს ლონდონი-თბილისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი შეძენილი კონტაქტებით მეტი ტურისტი გვეწვევა მომავალი წლიდან საქართველოში და გაიზიარებს ჩვენს კულტურას“, - განაცხადა თაკო შეროზიამ.WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია წარსდგა, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასი იყო

პაატა თედიაშვილი

ტაბლოიდი 1720901674

VIDEO: რა საჩუქარი მიიღო პაატა თედიაშვილმა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილემ, პაატა თედიაშვილმა ამავე პროექტის ყოფილი მონაწილისგან, დათო შეროზიასგან საჩუქრად სამგზავრო ჩემოდანი მიიღო. ამის მიზეზი პაატას და დიასას შორის შემდგარი დიალოგი გახდა, რომელიც პარასკევის ლაივ შოუზე გაჟღერდა.ნახეთ კადრები ↓