„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
როგორ ატარებს გურამ შეროზია დაბადების დღეს. ამ თემაზე ის ,,თბილისელებს" ესაუბრება.
,,ჩემი დაბადების დღე დიდად არ მიყვარს, ყოველთვის სტრესულია იმაზე ფიქრი, სად და როგორ გადაიხადო და ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, ტრადიციად მაქვს, ამ დღეს სახლში შევხვდე, ჩემი შვილის გაკეთებული სიურპრიზებით დავტკბე, მასთან, დედაჩემთან და ძაღლთან ერთად გავატარო რამდენიმე საათი და მეორე დილით რომელიმე ქვეყანაში გავფრინდე. წლევანდელ დაბადების დღეზე დუბაიში მქონდა ჯგუფური ტური, სადაც 25 ძალიან კარგ და მეგობრულ ადამიანთან ერთად ვიყავი.
– რომელი დაბადების დღე გახსენდება განსაკუთრებულად?
– ერთ-ერთ დაბადების დღეზე გავიგე, რომ მამა ვხდებოდი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე და ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე. ზუსტად დაბადების დღეზე არ მომხდარა, მაგრამ მიმდინარე დღეები იყო და საერთოდ, ის წელი ყველაზე ბედნიერად მახსოვს. უჩვეულო შეგრძნებები მქონდა.
ამ დღეს სევდაც არის?
– ერთადერთი, იმ თვალსაზსირით შეიძლება, იყოს, რომ მინდა, კიდევ უფრო მეტი რამ მოვასწრო. თუმცა, დროსთან კარგად ვარ, უფრო მეტი, წინაც ვარ, ჩემს ასაკს ვასწრებ. ვიღაცები 60-70 წლის ასაკში ახერხებენ იმდენს, რამდენიც მე ამის ნახევარში მოვასწარი. ასე რომ, სევდასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას თავისებური შეგრძნება უკავშირდება. ყოველი ახალი წელი ჩემთვის გამოწვევაა, რომ ჩემს თავს კიდევ უფრო მეტად ვაჯობო და კიდევ უფრო მაგარ ფორმაში ვიყო.