აკრძალვები

მსოფლიო 1726673284

აკრძალულია პარლამენტში სიკვდილი, ტუალეტის ჩარეცხვა 22:00 საათის შემდეგ- უცნაური და სასაცილო აკრძალვები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც გაგაოცებთ

წეს-ჩვეულებები, კულტურული ფასეულობები, რელიგია, კანონები, -  მსოფლიოს ქვეყნებს ერთამანეთისგან ბევრი რამ განასხვავებთ.  მათ შორისაა ის აკრძალვებიც, რომლებსაც თითოეული სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს უწესებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ.1.იცოდით, რომ დიდ ბრიტანეთში პარლამენტის შენობაში სიკვდილი აკრძალულია?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  აღნიშნული ქმედება ქვეყანაში სახელმწიფო დანაშაულად ითვლება. საქმე ისაა, რომ გაერთიანებული სამეფოს დადგენილებით, ასეთ შემთხვევაში  დაკრძალვის ხარჯები მთლიანად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. 2. ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთია,  სადაც სკოლის სასადილოებში კეტჩუბის მოხმარება შეზღუდულია.  ამის მიზეზი ფრანგული სამზარეულოს უნიკალურობის შენარჩუნებაა. ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ ფრანგები საკვებ პროდუქტებსა თუ კერძებში კეტჩუბს საკმაოდ იშვიათად მოიხმარენ.. 3. შვეიცარიაში, ზოგიერთ საცხოვრებელ დაწესებულებაში  საღამოს 10 საათის შემდეგ  ტუალეტის ჩარეცხვა აკრძალულია. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ხმაურმა, რომელსაც ეს პროცესი იწვევს, შესაძლოა, მეზობლების შეწუხება ან გაღვიძება გამოიწვიოს. 4. თუ უახლოეს მომავალში საბერძნეთში მოგზაურობას აპირებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ქვეყნის ისტორიულ ადგილებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული აკრძალულია. ეს დადგენილება მთავრობამ მნიშვნელოვანი ძეგლების დაზიანების პრევენციის მიზნით მიიღო. 5.იტალიაში, ტრევის შადრევანში ბანაობა კანონით ისჯება. აღსანიშნავია, რომ რომის ერთ-ერთ უდიდეს შადრევანს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. მონეტების ჩაგდების პარალელურად, ისინი ხშირად ჩადიოდნენ შადრევანშიც.  სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას მკაცრი ზომების დაწესება მოუხდა. კანონის დამრღვევს 450 ევროს გადახდა მოუწევს.6. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მონაკოში ადგილობრივ მოსახლეობას კაზინოებში თამაში ეკრძალებათ. ამის მიზეზი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის დაცვაა.  7. ახალ ზელანდიაში კი  2008 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის მიყიდვაა აკრძალული. კანონის მიზანი მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თამბაქოსთან ბრძოლაა.     

ლიკა ქავჟარაძე

საზოგადოება 1714067512

„კაცის კომპლიმენტი ისეთი მთავარი არ არის, როგორც ქალის...“ - რას ამბობდა განუმეორებელი ლიკა ქავჟარაძე

სილამაზის ეტალონად და ლეგენდად აღიარებული ტელემსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა, თუმცა, ქართული საზოგადოება მას ხშირად იხსენებს და დღემდე, მის უზადო სილამაზეზე ბევრს საუბრობენ.ის საკუთარ თავს ლამაზს არასდროს უწოდებდა. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუდან:„პატარა ვიყავი ძალიან გამხდარი, სხვათა შორის, დედაჩემი წეროს მეძახდა... მქონდა ძალიან წვრილი ფეხები, საერთოდ არაფერს ვჭამდი...“„კაცის კომპლიმენტი ისეთი მთავარი არ არის, როგორც, როდესაც ქალი გაძლევს შეფასებას შენს სილამაზეზე... შეიძლება, ქალი არ იყოს ლამაზი, მაგრამ ისეთი შარმი ჰქონდეს, თვალებში ბრწყინვალება, საუბარი...“, - ამბობდა მსახიობი.კინომსახიობი, რომელსაც ხშირად „ნატვრის ხეში“ განსახიერებული როლისთვის მარიტას ეძახდნენ, 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა.12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა - 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო "როცა აყვავდა ნუში", "მშვენიერი კოსტიუმი" და სხვა ფილმები.კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათო.უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ფილმში „მედუზა გორგონა“.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა.5 წლის წინ, 2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა - ლიკა 57 წლის იყო... ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ტრევის შადრევაბ

მსოფლიო 1710769380

მსოფლიოს რომელ შადრევანში იყრება ყველაზე მეტი “სურვილის მონეტა” და სად მიდის წყალში შეგროვილი თანხა

წყალში მონეტების ჩაგდების ტრადიცია 2000 წელზე მეტს ითვლის: ოდესღაც ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უზენაესი ძალების კურთხევას მიიღებდნენ, მათ დაამშვიდებდნენ ან წარმატების გამო ამ ფორმით ემადლიერებოდნენ. ადამიანების მოლოდინი დღემდე იგივე დარჩა და შადრევნები მთელს მსოფლიოში მეტად დიდი ოდენობის მონეტას აგროვებენ.Forbes Life-მა მსოფლიოს “უმდიდრესი” შადრევნები შეარჩია და გაარკვია, თუ სად მიდის მათგან ამოღებული მონეტები.ტრევის შადრევანი, რომი რომის ტრევის შადრევანი, დაახლოებით, 300 წლისაა და მასში ყოველდღე 3,000-დან 4,000 ევრომდე ოდენობის სხვადასხვა ნომინალის მონეტა იყრება. ამბობენ, რომ სურვილის ასასრულებლად საჭიროა შადრევანთან ზურგით დადგომა და მარჯვენა ხელით მონეტის მარცხენა მხრიდან გადაგდება. ერთი მონეტის გადაგდება რომში დაბრუნდების, ორი მონეტა სიყვარულის, სამი კი დაქორწინების მომტანია. ეს ლამაზი რიტუალი შადრევანს მონეტების ნაკადით უზრუნველყოფს. შადრევანი ფულისგან ყოველ ღამე იწმინდება, ხოლო შეგროვილი თანხა კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas Italiana-ს გადაეცემა. ორგანიზაცია გაჭირვებულებს, მათ შორის, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და უსახლკაროებს ეხმარება. Caritas სპეციალურ სასადილოებსა და მაღაზიებს ხსნის, სადაც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს კვება და სურსათის შეძენა სპეციალური კუპონებით შეუძლიათ. შადრევნის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 1,5 მლნ ევროა. 2023 წელი რეკორდული იყო, როცა შადრევანში 1,6 მლნ ევრო შეგროვდა.დისნეილენდის შადრევნები, ორლანდომსოფლიოში ყველაზე დიდ გასართობ და დასასვენებელ პარკს 2022 წელს 17 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. ფლორიდაში მდებარე დისნეილენდში სტუმრები მონეტებს ყველგან ტოვებენ. მათ შორის არის პარკების შადრევნები, ფანტაზილენდის არხები და კონკიას ციხესიმაგრის სურვილების ჭა. გამოცემა Orlando Sentinel წერს, რომ 2020 წელსაც კი, როცა გასართობი პარკი დიდი ხნით დაიხურა, შადრევნებიდან 20,000 დოლარი ამოიღეს და ცენტრალური ფლორიდის უსახლკაროთა მხარდაჭერის კოალიციას გადასცეს. 2022 წელს გასართობმა პარკმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ Give Kids the World Village-ს 30,000 დოლარს გადასცემდა. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა და საკურორტო სოფელს წარმოადგენს, სადაც მთელი მსოფლიოდან სერიოზულად დაავადებულ ბავშვებს ოჯახებთან ერთად ერთკვირიანი შვებულებით დასვენება შეუძლიათ.ბელაჯიოს შადრევანი, ლას-ვეგასილას-ვეგასში ყველაზე ცნობილი და „უმდიდრესი“ ბელაჯიოს (Bellagio) მოცეკვავე შადრევნების კომპლექსია, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს გვერდით, ხელოვნურ კომოს ტბაზე მდებარეობს. მონეტებს სპეციალური მტვერსასრუტით, ეგრეთ წოდებული „წყალქვეშა ზამბონით“ აგროვებენ, რომელიც შადრევნის ძირზე სრიალებს და მთელ ნაგავს ისრუტავს. შადრევნების კომპლექსს რამდენიმე თვეში ერთხელ ასუფთავებენ, ხოლო შეგროვილ მონეტებს ჟანგის მოსაშორებლად პირსახოცებთან ერთად რეცხავენ. გამოცემა Las Vegas Review Journal-ის ცნობით, ბელაჯიოდან გაწმენდილი მონეტები ქველმოქმედებაში მიდის. მაგალითად, 2010 წელს შადრევნების მფლობელმა სასტუმრომ 12,000 დოლარზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაცია Habitat for Humanity-ს შესწირა, რომელიც გაჭირვებულთა საცხოვრებელ პირობებს აუმჯობესებს. დაივერი, ლონი სინგერი, რომელიც ბელაჯიოს შადრევნებს მართავს, ამბობს, რომ სასტუმრო ქველმოქმედებას ყოველწლიურად 2 ტონა მონეტას სწირავს, თუმცა შეგროვილი თანხის ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია.ათასწლეულის ცეცხლის შადრევანი, ოტავაოტავას პარლამენტის ბორცვის ძირში გაუყინავი შადრევანი ცენტრში დანთებული ალით არის დამონტაჟებული. ცეცხლი პირველად 1966 წელს, კანადის კონფედერაციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაანთეს. მაშინ ეს დროებითი ატრაქციონი ეგონათ, მაგრამ შადრევანი ისეთი პოპულარული გახდა, რომ პარლამენტის ბორძვზე მრავალი წლის განმავლობაში დარჩა. ყოველ ოთხ თვეში ერთხელ მას პროფილაქტიკა უტარდება. კერძოდ, ითიშება ალის გაზმომარაგება, შადრევანს წყლისგან ცლიან და ფსკერს ნაგვისგან და მონეტებისგან წმენდენ. სორტირების შემდეგ მონეტები ფედერალურ ხაზინაში იგზავნება, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით, 6,000 დოლარს Centennial Flame Research Award-ის ბიუჯეტში რიცხავს. ეს პრემია გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მკვლევარის არჩევას მისი ინკლუზიური პროექტის დასაფინანსებლად.შადრევანი ბრაიანტ პარკში, ნიუ-იორკიკერძო არაკომერციული ორგანიზაცია Bryant Park Corporation-ის გადაწყვეტილებით, რომელიც Bryant Park-ს მართავს, შადრევნებში ნაპოვნი ყველა მონეტა პარკის შენარჩუნებას ხმარდება. პარკის თანამშრომლები შადრევნებს რამდენიმე კვირაში ერთხელ რეგულარულად ასუფთავებენ. წელიწადში პარკი 3,000-დან 8,000 დოლარამდე ოდენობის მონეტას აგროვებს. ამ მხრივ ყველაზე შემოსავლიანი იანვრიდან მარტამდე პერიოდია, როცა ხალხი პარკში საშობაო ბაზრობაზე დადის, ციგურებზე სრიალებს ან უბრალოდ ფეხით სეირნობს. The New York Times-თან ინტერვიუს დროს Bryant Park Corporation-ის ოპერაციულმა დირექტორმა, ჯერომ ბარტმა განაცხადა, რომ მონეტები შადრევნების დასუფთავების ხარჯს ანაზღაურებს.წყაროასევე ნახეთ:თუ კვირის ამ დღეს ვალს დააბრუნებთ, შეიძლება ახალი ვალის აღება მოგიწიოთ - კიდევ რას აქცევდნენ ყურადღებას ჩვენი წინაპრები„შვილი მომიკლეს, კუჭს დაუწყია ლპობა...“ - თურქეთის კლინიკაში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

მარიტა

საზოგადოება 1706792672

VIDEO: მარიტა მეფარიშვილის უფროსი და, ნუცა, პატარა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ცოტა ხნის წინ მარიტა მეფარიშვილი ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - მის მშობლებს გოგონა შეეძინათ.მარიას და ნუცა, სოციალურ ქსელში ოჯახის ახალ წევრთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.  @nutsaa._   ♬ original sound - spotify_songs.x შეგახსენებთ, რომ 2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა.ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთის, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: „ვიაგრაზე შემოვიდა ძალიან ბევრი კითხვა და მოდით, გიპასუხებთ...“ - ეკა კვირკველია„დედამისს 3 შვილი "ესპანკათი" დაეღუპა...“ – ვინ იყო ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდაგაიგეთ სიმართლე, თქვენი სასიყვარულო კავშირის შესახებ - ტესტი, რომელიც, ფსიქოლოგთა მტკიცებით, არ ცდება

ტრევის შადრევანი

მსოფლიო 1704975240

გასულ წელს ტურისტებმა ტრევის შადრევანში რეკორდული რაოდენობის მონეტები ჩაყარეს

2023 წელს ტურისტებმა რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაში - ტრევის შადრევანში 1,6 მილიონი ევროს ოდენობის მონეტა ჩაყარეს, რაც 2006 წლის შემდეგ ახალი რეკორდია. ამის შესახებ გაზეთი Il Gazzettino წერს.გამოცემის ინფორმაციით, შადრევანში ჩაყრილ მონეტებს შორის არის როგორც ევროები და ევროცენტები, ასევე დოლარები და გირვანქა სტერლინგები. შადრევნიდან ამოღების შემდეგ მონეტებს ახარისხებენ და უცხოურ ვალუტას ევროზე ცვლიან. ევროები კი გამანაწილებელ ცენტრში გადააქვთ, აღდგენენ, შემდეგ კი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის „კათარსისი“ რომაულ განყოფილებაში გადააქვთ. ორგანიზაცია შეგროვილ თანხას გაჭირვებულების დასახმარებლად იყენებს.ფულთან ერთად შადრევანში სხვადასხვა ნივთებიც აღმოაჩინეს: სათვალეები, საათები, სამაჯურები, ბეჭდები, გიტარის მედიატორები და კბილის პროთეზიც კი. ნივთებს შადრევნიდან კვირაში სამჯერ ან უფრო მეტჯერ აგროვებენ.ტრევის შადრევანი რომის უდიდესი შადრევანია. ბაროკოს სტილის ობიექტი 1732-1762 წლებში არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ ააგო. ლეგენდის თანახმად, შადრევანში მონეტის ჩაგდება იმის საწინდარია, რომ ადამიანი რომში დაბრუნდება, ან შადრევანთან ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდება.

ტრევი

მსოფლიო 1704918633

რომში, ტრევის შადრევანში, ტურისტებმა 1 წლის განმავლობაში მილიონ-ნახევარი ევროს მონეტები ჩაყარეს

ყოველწლიურად ექსპერტები ითვლიან, რამდენი მონეტა ვარდება ტრევის შადრევანში, რომელიც რომში მდებარეობს. 2022 წელს 1,4 მილიონ ევროზე მეტი დათვალეს. 2023 წელს კი ტურისტებმა 1,6 მილიონი ევრო ჩაყარეს, იტყობინება გაზეთი La Gazzettino.ეს არის ასეულობით ევრო, რომელსაც კვირაში სამჯერ ან მეტჯერ აგროვებენ სპეციალური თანამშრომლები, რომელთა შესახებაც მოედნის მცველ ადგილობრივ პოლიციას აფრთხილებენ, განმარტა რომში საქველმოქმედო კარიტასის დირექტორმა, ჯუსტინო ტრინჩიამ. შადრევნიდან შეგროვებული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. მანამდე ისინი იგზავნება გასარეცხად, დასალაგებლად და გაჭირვებულთათვის მისაწოდებლად, განმარტავენ გაზეთში.ტურისტები ფულს შადრევნისკენ ზურგით მდგარნი ყრიან შადრევანში. ბევრი თვლის, რომ ეს მონეტა დაეხმარება, იპოვოს სიყვარული, მოიზიდოს იღბალი და მოგცემთ საშუალებას, კვლავ დაბრუნდეთ რომში. მაგრამ მონეტების გარდა, შადრევანში სხვადასხვა ნივთებიც ყრია. მათ შორის არის კბილის პროთეზები, სათვალე, კიბორჩხალის ბრჭყალები და სამკაულები. ასევე ნახეთ:ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ფული არასდროს აქვთრატომ გაწუხებთ შიმშილის გრძნობა მუდმივად - ფსიქოლოგ ია როზის განმარტება„ამ დაავადებებით, ყველაზე ნაკლები ადამიანი გარდაიცვლება“ - გოგა მანიას საიმედო პროგნოზი 2024 წლისთვის

ვაკის პარკის საქმე

სამართალი 1699270409

ვაკის პარკის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი დამნაშავედ სცნო.მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლით, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს კი 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.გიგაშვილს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.„შპს „გრინსერვის პლუსის“ მიმართ სასამართლომ მიიღო უკანონო განაჩენი და ის დოკუმენტები, რომლებიც სიყალბესაც ედავებოდნენ გამოყენებას შპს „გრინსერვის პლუსს“ დედნის სახით არ არსებობს. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა თავი დაგვეცვა ამ ბრალდებისგან და ჩაგვეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მეორე შუალედური ექსპერტიზის დასკვნაც სრულად იყო შესაბამისობაში ტექნიკური ზედამხედველობის აქტებთან, ეს აქტები დღემდე კანონიერია, არავის სადაოდ მათი კანონიერება არ გაუხდია. სამაგიეროდ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი,“ -  ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ ელოდა ასეთ მკაცრ განაჩენს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.„განაჩენი არის მკაცრი. ვაპირებთ გასაჩივრებას და რაც შეეხება ვახტანგ ლონდარიძეს, ამ ნაწილში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ველოდი ასეთ განაჩენს. არავითარი შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში,“ – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.პროკურორის განცხადებით, სასამართლო პროკურატურის მიერმოპოვებულ მტკიცებულბებს დაეყრდნო, რომლებიც ერთობლიობაში თითოეული პირის ბრალეულობას ადასტურებდნენ, რაც სასამართლომაც გაიზიარა.„სასამართლო დაეყრდნო ჩვენს მიერ მოპოვებულ, წარდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს იყო მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, რაც მათ ჩვენებების სახით დააფიქსირეს სასამართლო პროცესზე. ასევე მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთი ეს არის საინჟინრო და ტრასოლოგიური, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ასევე სხვა ის წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებდნენ თითოეული პირის ბრალეულობას, რაც სასამართლომაც გაიზიარა,“ - აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 9 პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

5 ყველაზე საშიში მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგია 1698829034

5 ყველაზე საშიში მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგები ასახელებენ, რომელია ყველზე საშიში მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.კირჩხიბიბევრს გაუკვირდება, რადგან კირჩხიბები ძალიან ემოციურები, თბილები და ოჯახზე ორიენტირებულები არიან. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია უფრო არაპროგნოზირებადი მამაკაცი აგრესიის გამოვლინებაში. ხშირად კირჩხიბი თრგუნავს თავის ზედმეტ ემოციებს და მართავს მათ საკუთარ თავში. ეს წარმოშობს უზარმაზარ შინაგან დაძაბულობას, რომელიც ერთ დღეს აფეთქდება დათრგუნული ემოციების შადრევანში. კირჩხიბი კაცისგან შეგიძლიათ ელოდოთ ყველაფერს, სიტყვიერი აგრესიიდან ღია ძალადობამდე. კირჩხიბებს ემოციები მართავენ. კირჩხიბები ასევე მიდრეკილნი არიან პასიური აგრესიისკენ.კურო კურო ძალიან შურისმაძიებელი ნიშანია და შეუძლიათ აგრესიის გამოვლენა დიდი ხნის წყენის გამო. კურო, როგორც ზოდიაქოს ნიშნების მიწიერი ჯგუფის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, დიდხანს მალავს ბრაზს, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი შეჩერება შეუძლებელია.სასწორისასწორი მამაკაცი, რომელიც ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ, ამჩნევს თქვენს ყველა არასრულყოფილებას. სასწორი, როგორც ზოდიაქოს ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები, დიდი ალბათობით, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლება. დაცინვა, პასიურ-აგრესიული განცხადებები და საჯარო დამცირება - ეს ყველაფერი სასწორ მამაკაცთან ურთიერთობისას გელოდებათ.მორიელიმორიელები, მიუხედავად სტერეოტიპების უზარმაზარი რაოდენობისა, გაცილებით ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე, მაგალითად, კირჩხიბები. საქმე იმაშია, რომ ისინი ნაკლებად თრგუნავენ ემოციებს და საკმაოდ ღიად საუბრობენ მათზე. მაგრამ მორიელების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიდრეკილნი არიან მანიპულირებისა და გადაჭარბებული კონტროლისკენ.ქალწულიქალწულები ნამდვილი პერფექციონისტები არიან; თუ თქვენ როგორმე დაარღვევთ ამ იდეალურობას, შესაძლოა შენიშვნებისა და შეურაცხყოფის ატანა მოგიწიოთ. 

vakis parki

საზოგადოება 1688502247

"იცი, როგორი ეშხიანი იყო?" მანანა ხეებს რგავდა, ნოდარი შადრევანს აპროექტებდა..." - სიყვარულის ისტორია, რომელიც ვაკის პარკს უკავშირდება

"ვეძებდი ვაკის პარკის ისტორიის მასალებს და ვიპოვე დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ამ პარკში არასდროს დასრულდება..." - წერდა ფეისბუქზე ირაკლი ჟვანია, ვაკის პარკის შადრევნის დამპროექტებელი.პოსტი მოქანდაკე-მონუმენტალისტმა რამდენიმე წლის წინ დაწერა. სიყვარულის ისტორიის გარდა, იქვე გააჟღერა სურვილი, რომ თუ ოდესმე, შესაძლებლობა მიეცემა, ლიკა ქავჟარაძეს, ანუ მარიტას, ვაკის პარკში დაურგავს ბროწეულების ხეივანს. "ნატვრის ხის" მარიტას, გასული წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ტრაგიკულად გარდაცვლილი პატარა მარიტაც მიემატა...ირაკლი ჟვანია: გავიცანი კაცი, ვინც 1955 წელს დააპროექტა დიდი შადრევანი, ასევე აღმოვაჩინე იმათი ფოტოები, ვინც გააშენა ვაკის პარკი. პარკის არქიტექტორი იყო ქუჩუ დგებუაძე, გამწვანების პროექტის ავტორები, ულამაზესი ქალბატონები - ნელი ციციშვილი და მანანა კობერიძე, დიდი შადრევნის ავტორები კი - ბატონი ნოდარ ჯობაძე და აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბრამიშვილი. სტუმრად სწორედ ბატონ ნოდართან მივედი.როგორი ჭკვიანი და იუმორით სავსეა, რომ ნახოთ ეს კაცი... პარკზე მიყვებოდა, ჟორა გეგეშიძეზე. რამდენჯერაც დაიწყებდა საუბარს, მანანაზე მოყოლას აგრძელებდა.ისინი 1955 წელს დაქორწინდნენ, ახალგაზრდები, ნიჭიერები, ლამაზები - ნოდარ ჯობაძე და მანანა კობერიძე.... ნოდარს ვაკის პარკში დიდი შადრევნის პროექტი დაევალა, ულამაზესი მანანა კი ნელისთან ერთად ამ პარკის დენდროლოგიის პროექტს აკეთებდა."იცი, როგორი ეშხიანი იყო..." - მეუბნება ბიძა ნოდარი და მხოლოდ თვალებში ეტყობა, როგორ სტკივა მისი მანანა რომ აღარ ჰყავს.63 წელი იყვნენ ერთად და წავიდა მანანა. თავიდან გავბრაზდი, როგორ დამტოვაო, მიყვებოდა ძია ნოდარი. მისთვის სულ ერთია ის პარკი და შადრევანი, სულ მანანა ენატრება. დედოფალივით ქალი იყოო...მანანა ხეებს რგავდა, ნოდარი შადრევანს აშენებდა.რა პატარაა ეს ცხოვრება. სიყვარულისთვის თურმე 63 წელიც ძალიან ცოტაა. როდესაც ფოტოებს ვათვალიერებდი, სულ ამაზე ვფიქრობდი.დავრგავ ორ ხეს ერთმანეთის გვერდით და დავაწერ ნოდარის და მანანას სახელებს.ამ პარკში ნოდარის და მანანას სიყვარული გაგრძელდება მუდამ, იმიტომ, რომ სიყვარული არასდროს მთავრდება იქ, სადაც შენი სული და გულია ჩაქსოვილი ოდესღაც შენ გაშენებულ ვაკის პარკში....ოდესმე თუ საშუალება მომეცემა, ვაკის პარკში აუცილებლად უნდა გავაკეთო ბროწეულების ხეივანი ჩემი ლიკასთვის - მარიტასთვის... ასევე დაგაინტერესებთ: „წმინდა მიწაზე ორმოცდამეათედ ჩასულ ქალს ვკითხე, რა განცდა დაეუფლა იერუსალიმში. მან მითხრა, რომ..." - ისრაელიდან დაბრუნებული ანგელოზების მხატვარი შთაბეჭდილებებს გვიზიარებსExclusive: "ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე და გაოცებული დავრჩი; თურმე ფრუნზიკა..." - უცნობი ფაქტები ლეგენდარულ ფრუნზიკ მკრტჩიანზე,,მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

ლანა ნიკოლეიშვილი

საზოგადოება 1679132546

ექსკურსიაზე ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფოს დედა დიდ დიღომში მომხდარ ამბავს ეხმიანება

ლაგოდეხის ნაკრძალდში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ფარნავა, დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.„რა უნდოდა 16 წლის ბავშვს ექსკურსიაზე დედის გარეშე?რა უნდოდა 10 და 12 წლის ბავშვებს ბატუტზე?რა უნდოდა შადრევანში 13 წლის ბავშვებს?რა უნდოდა 10 წლის გოგონას გორში სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე?რა უნდოდა 12 წლის ბავშვს ცხრა საათზე გარეთ? (11- მდე ეძიეს უნამუსოებო და მერე დარეკეს პატრულში)ასეთი კომენტარების დამწერები, დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში!!!“ - წერს ლანა ფარნავა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

პოლიტიკა 1678988692

შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან - „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძრვნენ - ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართულ ოცნებაზე“

ჩვენს სტერეოტიპებზე აპელირებით, ოცნება ახერხებდა ყველა სიტუაციაში გამომძვრალიყო. შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან, რის ხარჯზე გამოძვრნენ - „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძვრნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე, პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილი იყო ძველ თაობებში, თუმცა, ახალი თაობისთვის აღარაფერს ნიშნავს ომის საფრთხე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიში. „გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც „აბა ომი გინდათ?“, „აბა ნაცები გინდათ?“ - აღარაფერს ნიშნავს, ცარიელია ეს ფრაზები მათთვის და ძალა დაკარგა მათმა [ქართული ოცნების] პროპაგანდამ.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე თვლის, რომ საქართველოში მორალური სიცხადის დრო დადგა. 

ვაკის პარკი

საზოგადოება 1676798581

როდის მოხდა ელექტროსადენების დაზიანება ვაკის პარკის შადრევანში - რას ამბობენ ,,გრინ სერვის პლუსის" ადვოკატები

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ - "გრინ სერვის პლიუსის" და ამავე კომპანიის თანამშრომლის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ მოკვლევის ფარგლებში არ გამოუკითხავთმნიშვნელოვანი მოწმეები, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზები და არ მოუპოვებიათ მტკიცებულებები, რაც ბრალის დამძიმების საფუძველს შექმნიდა. ადვოკატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს- მე აქვე გეტყვით რომ ორი დღის წინ საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუმძიმდაადვოკატებს პროკურატურის მიმართ შენიშვნები და ბრალდებებიც აქვთ. შენიშვნებთან დაკავშირებით შემდეგი გარემოება გამოიყო. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი პირების გამოკითხვა არ მომხდარა, პირველ რიგში კი იმ ხალხის, ვინც შეასრულა სამუშაოები და ვინც იყო პასუხისმგებელი ხარისხზე, კომპანიის, რომლისგანაც შეისყიდეს ტექნიკა შადრევნისთვის და ამავე კომპანიის იმ წარმომადგენლების, რომლებმაც უშუალოდ დაამონტაჟეს ის.""გრინ სერვისმა" შადრევნის საჭირო მოწყობილობები და ტექნიკა შეიძინა ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა, ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომი გარანტია განხორციელდებოდა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და 3 თვე იმუშავა ამ შადრევანმა. 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ დაადგინა და არ გადადგა არც ერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად. ბრალდებას არ დაუსვამს კითხვები ელექტროსადენის დაზიანების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით თუ როდის მოხდა ამ ელექტროსადენების დაზიანება, არ ჩაუტარებიათ საჭირო ექსპერიმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ვითარების აღდგენას და ობიექტური რეალური მიზეზის დადგენას ამ ტრაგედიისა," - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.გარდა ამისა, ადვოკატები საუბრობენ მტკიცებულებების გაყალბებაზე. ასევე, რაც შეეხება ბრალდებას, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულ პირებს დაცვის უფლება ეზღუდებათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე და მტკიცებულებების გაცვლის ვადის ბოლო დღეს დამძიმდა ბრალი, რაც მათ წაგებიან პოზიციაში აყენებს.როდის მოხდა ელექტროსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ვაკის პარკის ტრაგედია - ამ კითხვას სამართალდამცველები სვამენ და უპირისპირდებიან ბრალში არსებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კაბელები დამატებითი სამუშაოების დროს დაზიანდა. ადვოკატები უსვამენ ხაზს, რომ საქმეში არ მოიპოვება და გამქრალი არის ვიდეოკამერის  ჩანაწერები. კერძოდ 12 თებერვლის კადრები, სადაც  აღნიშნულია ტრაგედიის წინა დღე."ბრალდებამ ვერ შეძლო მიუხედავად ჩვენი მიმართვისა და მოთხოვნისა აღნიშნული ვიდეომასალის უწყვეტობის ან და მასზე ზეგავლენის არ არსებობის ფაქტის დადასტურება. კერძოდ, მოცემულ მომენტში ამოღებულ იქნა მერიის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჩამწერი მოწყობილობებიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც 12 ოქტომბერს, შემთხვევის წინა დღეს დაახლოებით 7-8 საათის მონაკვეთი არის გამქრალი სრულად ვიდეოჩანაწერის. საორიენტაციოდ, შუადღის 3 საათიდან საღამოს 9 საათამდე.ჩვენს მიერ მოპოვებულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, სადაც მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ წინა დღეს შადრევანში გადაადგილდებოდნენ "გრინ სერვისის" თანამშრომლები. მთელი ამ დროის განმავლობაში შესაძლოა წაშლილი იყოს სწორედ ის კადრები, სადაც "გრინ სერვისის" თანამშრომლები გადაადგილდებიან აუზში და მათზე არ მოქმედებს ელექტროდენი, რაც თავის მხრივ ბუნებრივია დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ელექტროენერგიის გაჟონვის ფაქტი წარმოიშვა უშუალოდ შემთხვევის დღეს და არა 22 სექტემბრის სამუშაოების შედეგად," - აცხადებს "გრინ სერვის პლუს-ის" წარმომადგენლების ადვოკატი ომარ ფურცელაძე.