1728312638
აკრძალულია პარლამენტში სიკვდილი, ტუალეტის ჩარეცხვა 22:00 საათის შემდეგ- უცნაური და სასაცილო აკრძალვები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც გაგაოცებთ
წეს-ჩვეულებები, კულტურული ფასეულობები, რელიგია, კანონები, - მსოფლიოს ქვეყნებს ერთამანეთისგან ბევრი რამ განასხვავებთ. მათ შორისაა ის აკრძალვებიც, რომლებსაც თითოეული სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს უწესებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ.
1.იცოდით, რომ დიდ ბრიტანეთში პარლამენტის შენობაში სიკვდილი აკრძალულია?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნული ქმედება ქვეყანაში სახელმწიფო დანაშაულად ითვლება. საქმე ისაა, რომ გაერთიანებული სამეფოს დადგენილებით, ასეთ შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯები მთლიანად ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
2. ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთია, სადაც სკოლის სასადილოებში კეტჩუბის მოხმარება შეზღუდულია. ამის მიზეზი ფრანგული სამზარეულოს უნიკალურობის შენარჩუნებაა. ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ ფრანგები საკვებ პროდუქტებსა თუ კერძებში კეტჩუბს საკმაოდ იშვიათად მოიხმარენ..
3. შვეიცარიაში, ზოგიერთ საცხოვრებელ დაწესებულებაში საღამოს 10 საათის შემდეგ ტუალეტის ჩარეცხვა აკრძალულია. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ხმაურმა, რომელსაც ეს პროცესი იწვევს, შესაძლოა, მეზობლების შეწუხება ან გაღვიძება გამოიწვიოს.
4. თუ უახლოეს მომავალში საბერძნეთში მოგზაურობას აპირებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ქვეყნის ისტორიულ ადგილებში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული აკრძალულია. ეს დადგენილება მთავრობამ მნიშვნელოვანი ძეგლების დაზიანების პრევენციის მიზნით მიიღო.
5.იტალიაში, ტრევის შადრევანში ბანაობა კანონით ისჯება. აღსანიშნავია, რომ რომის ერთ-ერთ უდიდეს შადრევანს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. მონეტების ჩაგდების პარალელურად, ისინი ხშირად ჩადიოდნენ შადრევანშიც. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას მკაცრი ზომების დაწესება მოუხდა. კანონის დამრღვევს 450 ევროს გადახდა მოუწევს.
6. ნაკლებად ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მონაკოში ადგილობრივ მოსახლეობას კაზინოებში თამაში ეკრძალებათ. ამის მიზეზი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის დაცვაა. 7. ახალ ზელანდიაში კი 2008 წლის შემდეგ დაბადებულთათვის სიგარეტის მიყიდვაა აკრძალული. კანონის მიზანი მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თამბაქოსთან ბრძოლაა.