ცნობილი გახდა ვახშმის მენიუ, რომლითაც ტრამპი ზელენსკის უნდა გამასპინძლებოდა
1740857609
ახალზელანდიელი ტურისტი 500 ევროთი დააჯარიმეს რომის ცენტრში მდებარე ცნობილ ტრევის შადრევანში ჩახტომის გამო. შადრევანი ტურისტებისთვის 2024 წლის ბოლოს გაიხსნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
როგორც CNN Travel წერს, კვირას საღამოს ტურისტი და მისი ორი თანამგზავრი პოლიციამ გააჩერა, როცა დადგენილი წესების დარღვევით ტრევის შადრევნის მიმდებარე მოედანზე შესვლა სცადეს. სანამ ისინი ტერიტორიიდან გაჰყავდათ, 30 წლის მამაკაცი პოლიციას გაეცა და შადრევანში გადახტა.
2024 წელს ქალაქმა შემოიღო სისტემა, რომელიც ზღუდავს ვიზიტორთა რაოდენობას შადრევნის წინ ერთდროულად 400 ადამიანამდე. მისასვლელი ტერიტორია ამჟამად ღიაა ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, მაგრამ ქალაქი განიხილავს მცირე შესვლის საფასურის შემოღებას.
ამასთან, რომის პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემის კომენტარში დაამატა, რომ ტურისტი სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ჯარიმის გარდა, ტურისტს სამომავლოდ შადრევნის ნახვა აუკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ მე-18 საუკუნის ამ ბაროკოს შადრევანში ჩასვლის ცდუნებამ მრავალი ტურისტი შთააგონა.
რომის პოლიციის ცნობით, ყოველწლიურად დაახლოებით ათეული ტურისტი ჯარიმდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგი შიგნით ხელს ყოფს, ზოგი კი ბოთლს.
პოლიცია ასევე იჭერს უფრო მეტ ქურდს, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ მონეტები, რომლებსაც ტურისტები ყოველწლიურად წყალში აგდებენ - ეს არის ფული, რომელსაც ყოველდღიურად აგროვებენ მუნიციპალური მუშაკები და შემდეგ ქველმოქმედებისთვის ხმარობენ.