კორონავირუსი

ჯანდაცვა 1706259166

ვირუსების პიკი და სამი გარდაცვლილი საქართველოში - რას ამბობენ ექიმები

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გრიპის ვირუსით, 3 ადამიანი გარდაიცვალა.დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესობა ღორის გრიპია.ექიმების თქმით, რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ასაკში მყოფი ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. "საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია. გრიპით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მაღალი რისკის ჯგუფები აცრილიყვნენ გრიპზე. თუმცა, წლევანდელი აცრები არც ისე წარმატებით ჩატარდა",-ამბობენ ექიმები და მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მოუწოდებენ. სასარგებლო რჩევები:ოთახის განიავება, ხელების ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, ვიაროთ, სუნთქვის ვარჯიშები, სითხე ადეკვატურად შევავსოთ. კვება, რაც შეიძლება ჯანსაღი. სიცხის დროს დამწევი, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ვიცავთ და ჩვენი მდგომარეობა უარესდება, ეს არის ნიშანი, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს. უნდა ვიყოთ ფრთხილად. ასევე ნახეთ:VIDEO: რა ხდება ახლა გლდანი-დიდი დიღმის გზაზე, სადაც დიდი ხანძარია„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმსზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება„ასეთ დროს, თუ სასწრაფოდ არ მიმართავთ ექიმს, შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად...“ - რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში

ბუწაშვილი

საზოგადოება 1704875160

„ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ...“ - მაია ბუწაშვილი ეპიდვითარებას აფასებს

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აფასებს და განმარტავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს,„ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ, H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვაოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ, დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ, გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ - „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგ ნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ, დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია,“ - წერს ინფექციონისტი.

ამირან გამყრელიძე

ჯანდაცვა 1704831742

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა, 10-15 ტიპის ვირუსიდან, 3 საყურადღებოა...“ - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს - თუ წინა წლებში კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.„შემოდგომის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ყოველთვის ყველგან აქტიურდება ე.წ. რესპირაციული ვირუსი. ეს საკმაოდ დიდი ვირუსების ჯგუფია. არის ვირუსების ნაწილი, რომელიც ნაკლებ ყურადღებას იპყრობს და არის ის კატეგორია, რომელიც საყურადღებოა.ჩვენთან, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი, თუ ზაფხულს არ ჩავთვლით, ვინაიდან მათი რაოდენობა ნაკლებია. მიმდინარეობს შესწავლა, თუ რომელი ვირუსი სჭარბობს სეზონის სხვადასხვა დროს. როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს, დაახლოებით, 10-15 სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ყურადღება სამს აქვს.პირველი - ეს არის გრიპის ვირუსი. ამ ეტაპზე ფიქსირდება "ა" ტიპის ვირუსი, საიდანაც წინა ხაზზე გამოდის H1 და H3. მოგეხსენებათ, H1 მოსახლეობაში ცნობილია, როგორც "ღორის გრიპის" ვირუსით, რომელმაც 2008-2009 წლების პანდემია გამოიწვია. აღარ არის ეს პანდემიური შტამი, ის დასუსტებულია.მეორე - საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რასაც თვალს ვადევნებ მასმედიით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებში მომატებულია მიმართვიანობა. ალბათ, ძირითადად ეს უნდა იყოს გრიპით და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ძირითადად ბავშვებს და ხანდაზმულებს "ერჩის", გარკვეული გართულებები აქვს განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში.დღეს, ყოველკვირეული მონიტორინგის საერთო ცირკულაციაში რაც ვნახე, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.მესამე - კორონავირუსი, რომელიც ჯერ კიდევ იქცევს ყურადღებას თავისი ვირულენტობით მაინც ძლიერია, ვიდრე გრიპის ვირუსი.იცით, რომ ამ ეტაპზე ძირითადად მთელს მსოფლიოში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს.რომ გითხრათ, რომ წელს რაიმე უჩვეულო ხდება, ასე არ არის. გასულ წელს და წინა წლებში მონიტორინგის დროს, თუ კორონავირუსი სჭარბობდა და „ჩაგრავდა“ გრიპს და სხვა ვირუსებს, წელს მისი წილი ნაკლებია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

გრიპის ვაქცინა

საზოგადოება 1704756919

გეშინია გრიპის? - ყველაფერი, რაც მასზე უნდა იცოდე

ზამთარი საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელებისთვის აქტიური დროა. ის ყოველწლიურად აქტიურდება და ათასობით ადამიანს აავადებს.ახლა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ღორის გრიპი, რომელიც H1N1-ისა და H3N2-ის სახელებით არის ცნობილი.გრიპისთვის დამახასიათებელია:ცხელება - მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, ოფლიანობით. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას სხეულის ტემპერატურა 380C-ზე მეტად არ იწევს, ხანგრძლივობა: 1-2 დღეა. საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისას 390C -მდე მატულობს და ხანგრძლივობა 2-3 დღეა. მძიმე მიმდინარეობისას 39-400C-ზე მეტია და 4-5 დღე გრძელდება;ინტოქსიკაცია - ვლინდება საერთო სისუსტით, ოფლიანობით, კუნთებსა და სახსრებში ტეხვის შეგრძნებით და/ან ტკივილით, თავის ტკივილით, ტკივილით თვალების ლატერალური მოძრაობისას;რინიტი - საწყის პერიოდში დამახასიათებელია ცხვირიდან თხევადი ლორწოვანი გამონადენი. თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში გამონადენი სქელდება, შეიძლება მიიღოს ჩირქოვანი ხასიათი და არასასიამოვნო სუნი;ფარინგიტი - ყელში ხეხვისა და ფხაჭნის, ტკივილის შეგრძნება, ზედაპირული ხველა;ლარინგიტი - მშრალი, ხშირ შემთხვევაში შეტევითი ხველა, ხმის ჩახლეჩა;ტრაქეიტი - მშრალი ან სველი ხველა, ტკივილი მკერდის ძვლის უკან;ბრონქიტი - სველ ხველასა და ნახველთან ერთად ფილტვებში აუსკილტაციით ისმინება ხიხინი.„გართულებების გარეშე მიმდინარეობისას ერთი-ოთხი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-მე-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ჰაერგამტარი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი)", - წერია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობარში გრიპის შესახებ.ასევე დაგაინტერესებთ:ვაკის ნაწილს წყალი დაახლოებით 14 საათით შეუწყდა - აღდგენის დრო და ქუჩების ჩამონათვალი3 წლის ბიჭი ახალი წლის ღამეს „სადღესასწაულოდ გასროლილმა“ ტყვიამ მოკლა (უცხოეთი)მხოლოდ ერთი ფრაზა - ექსპერტი გირჩევთ, როგორ მიუჩინოთ უხეშ ადამიანს თავისი ადგილი

ძროხების მოფერება

მსოფლიო 1701768910

VIDEO: ძროხების მოფერების სერვისი სტრესის მოსახსნელად - ახალი თერაპია დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.სტრესთან ორიგინალური მეთოდით ბრძოლას მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. როგორც ისინი ამბობენ, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს. მედიის ცნობით, ამ ფასში შედის ძროხების მოფერება, დავარცხნა, ასევე საგანმანათლებლო აქტივობები.ასევე ნახეთ:VIDEO: უიშვიათესი ფაქტი - ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდაბრიტანეთში, ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

ხელის პროთეზი

მეცნიერება 1701767516

VIDEO: უიშვიათესი ფაქტი - ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტისას დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროთეზი დაუყენეს, რომელიც ამავე დროს, ტრანსფორმაციულიც აღმოჩნდა.ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.ქალი, რომელსაც ბიონიკური ხელი დაუყენეს, სახელად კარინი (გვარი ანონიმურია), ახლა გარკვეულწილად გრძნობს შეხებას და ინდივიდუალურად ამოძრავებს ხუთ ბიონიკურ თითს, თანაც 95-პროცენტიანი წარმატებით.კარინმა ოცი წელი იცხოვრა მარჯვენა ხელის გარეშე, მაგრამ ახლა, მას უკვე შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის 80 პროცენტის შესრულება, მაგალითად, საკვების მომზადება, საგნების აღება, ჩანთებისა და ტანსაცმლის შეკვრა გახსნა, კარის ჩამკეტის დატრიალება, ხრახნების დაჭერა.გარდა ამისა, პროთეზული ხელის დაყენების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კარინის ყრუ ტკივილიც, რომელიც მისი თქმით, ისეთი იყო, თითქმის ხელს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფდა.„პროთეზით ყველაფერს უკეთესად ვაკონტროლებ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა. დღეს გაცილებით ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — ამბობს კარინი.ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც კარინის ბიონიკური ხელი შექმნა, მისი წარმატების შესახებ ახლახან გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჟურნალ Science Robotics-ში.შვედ, იტალიელ და ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში.ასევე ნახეთ:ბრიტანეთში, ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს„ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა... და მედიკო, ხომ გახსოვარ-მეთქი? გამიღიმა... ეს უკანასკნელი ღიმილი არასდროს დამავიწყდება“ - იმერი კავსაძე ლეგენდასთან ბოლო შეხვედრაზე

ღორის გრიპის ახალი შტამი

მეცნიერება 1701766136

ბრიტანეთში, ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს

გაერთიანებულ სამეფოში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს; ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა. წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ღორებში გავრცელებულ გრიპის ვირუსების მგავს,  მაგრამ განსხვავებულ ვირუსს.პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.„სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ, არის თუ არა მასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევებიც“, — ამბობს UKHSA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მეერა ჩანდი.რესპირატორული სიმპტომების გაჩენის შემდეგ, ჩრდილოეთ იორკშირელი პაციენტი ექიმმა 9 ნოემბერს გრიპზე გატესტა. მოგვიანებით, PCR ტესტმა H1N2 გამოავლინა.ანონიმურად რჩება პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მაგრამ ცნობილია, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.ღორის გრიპი A ტიპის გრიპის ვირუსებს მიეკუთვნება და მისი გავრცელება ღორებში ხშირად ხდება; ზოგჯერ ინფიცირდებიან ადამიანებიც.გრიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს, მაგალითად, ფრინველებში, ცხენებში და ღორებში და რომლებიც სპორადულად აინფიცირებენ ადამიანებს, გრიპის ვირუსების ვარიანტების (შტამი) სახელით არის ცნობილი.გრიპის A ქვეტიპებით, როგორიც არის H1N1v, H3N2v და H1N2v, ადამიანის ინფიცირების შემთხვევები აქამდეც არის დაფიქსირებული; აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წელს აშშ-ში ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევები აგვისტოში დაფიქსირდა.გაერთიანებულ სამეფოში H1N2v ადამიანებში აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა; UKHSA-ს მონაცემებით, 2005 წლიდან დღემდე, მსოფლიოში გამოვლენილია მხოლოდ 50 შემთხვევა.ბრიტანეთის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სააგენტოს ვირუსოლოგის, იან ბრაუნის განცხადებით, ზოგადად, ამ ვირუსებს ადამიანიდან ადამიანზე გადადების უნარი არ აქვთ და როგორც წესი, ხდება ღორებთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით.მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპის ვირუსებს ღორების პოპულაციებში ფართოდ გავრცელება და დაავადების გამოწვევა შეუძლია, აქვს სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ინფიცირებულ ღორებს აღენიშნებათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მსუბუქად ან საერთოდ არ არის გამოხატული.ექსპერტთა განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკის შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი ინფორმაცია შტამის შესახებ.გლაზგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ედ ჰატჩინსონი ამბობს, რომ გრიპის A ვირუსებს ზოგჯერ ახალ მასპინძელ სახეობებში დამკვიდრება შეუძლიათ.„ადამიანის და ღორის გრიპის A ვირუსები შეიძლება „შეჯვარდნენ“, თუკი ერთ მასპინძელში აღმოჩნდებიან და წარმოქმნან ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებიც კარგად არიან მორგებული ადამიანებში ზრდას; წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქციები მათ ვერ ცნობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის A ვირუსების გავრცელების მონიტორინგი“, — განმარტავს ჰატჩინსონი.გრიპის A ქვეტიპმა H1N1-მა უახლეს ისტორიაში უკვე გამოიწვია რამდენიმე ეპიდემია, მათ შორის, ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინფექცია ადამიანებში სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.ის კონკრეტული შტამი, სახელად A(H1N1)pdm09, ახლა სეზონურად ბრუნდება ადამიანებში და ღორის გრიპს უკვე აღარ უწოდებენ. ის უკვე განსხვავდება ღორებში ამჟამად ცირკულირებადი ვირუსებისგან.ადამიანებსა და ღორებში გრიპის ვირუსების გავრცელების შესამცირებლად, CDC გვირჩევს ხელების დაბანას ღორებთან კონტაქტის წინ და შემდეგ, არ ვჭამოთ ან დავლიოთ მათ სიახლოვეს და თავი ავარიდოთ ავადმყოფობის ნიშნების მქონე ღორებთან კონტაქტს.მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნაასევე ნახეთ:„ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა... და მედიკო, ხომ გახსოვარ-მეთქი? გამიღიმა... ეს უკანასკნელი ღიმილი არასდროს დამავიწყდება“ - იმერი კავსაძე ლეგენდასთან ბოლო შეხვედრაზე„მათთვის განსაკუთრებული პერიოდია“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბერში (არ) გაუმართლებთVIDEO: დარბაზი დაინგრა! დაუსრულებელი ოვაციები და აღფრთოვანებული ამერიკელები - ნინი ბრეგვაძის ფურორი „ვოისის“ მორიგ ტურში

მალო კოტუა

ისტორიები 1686985140

„ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში... სისხლი მქონდა გაყინული. ვიცოდი, რომ ეს იყო დასასრული“ - მალო კოტუა

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 27  წლის, მალო კოტუას  ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:მალო კოტუა, 27 წლის, გალის რაიონი, საბერიო/ზუგდიდი"13 წლამდე აფხაზეთში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან, საბერიოში. ჩემმა და-ძმამაც იქ დაამთავრა სკოლა. 13 წლის რომ გავხდი, დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით, ზუგდიდში, ბებიასთან უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბებია მაშინ მარტო ცხოვრობდა ზუგდიდში და დახმარება ჭირდებოდა. რადგან უფროსი შვილი ვიყავი, უარი ვერ ვუთხარი, თორემ ჩემთვის ისეთი მძიმე იყო ოჯახთან განშორება. თან ვიცოდი, რომ ხშირად ვერ შევძლებდი მათ ნახვას, რადგან ამ პერიოდში უსაბუთოდ, ჩუმად გადმოვდიოდით ხოლმე საზღვარზე. მაგრამ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, 5-6 წელი ასე გავატარე. ყოველი პარასკევის დადგომა დღესასწაული იყო ჩემთვის, რადგან ზუგდიდიდან ისევ ოტობაიაში უნდა დავბრუნებულიყავი და შაბათ-კვირა იქ გამეტარებინა. კვირა ჭირის დღესავით მძულდა, რადგან ისევ ოჯახს უნდა მოვცილებოდი მთელი ერთი კვირით. წარმოიდგინეთ, ზუგდიდიდან ჩემი სახლი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მანძილი პატარაა, მაგრამ იმდენად რთული და რისკიანი გზა უნდა გაგვევლო, რომ არასდროს იცოდი, ცოცხალი გადარჩებოდი თუ არა.როგორც ვახსენე, მაშინ არ გვქონდა საბუთი, რითიც ლეგალურად გადასვლის შესაძლებლობა გვექნებოდა. ამიტომ ტყის გზით ვიპარებოდით ხოლმე. მამიდაჩემი საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. მას "გამცილებელს" ეძახდნენ, რადგან კარგად იცნობდა ტყის ბილიკებს და ქართველებს ეხმარებოდა საზღვრის გადაკვეთაში. ამის გამო მამიდას ბევრჯერ ჩაუგდია თავი საფრთხეში და რუსების მიერ დაკავებულიც ყოფილა.ერთხელ მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში. 2009 წლის 14 ოქტომბერი იყო და მე, მამიდა, დედა და დედას მეგობარი ქალი ზუგდიდში უნდა გადმოვსულიყავით. არ ვიცი, რანაირად მოახერხეს და გაიგეს რუსმა მესაზღვრეებმა, მაგრამ ატყდა ორმხრივი სროლა ქართველებსა და რუსებს შორის. ჩვენ უკან გამოვიქეცით სახლში და სარდაფში ჩავიმალეთ. ავტომატის ჯერი არ წყდებოდა. სახლის გვერდით დაფნარი იყო და ტყვიებისგან დაფნის ფოთლებს მტვერი ასდიოდა. ჰაერში დაფნის სუნი იდგა. გვესმოდა, რომ ავტომატის ჯერის ხმა სახლს უახლოვდებოდა და მამიდამ გაგვაფრთხილა, აქ აზრი აღარ აქვს დარჩენას, უნდა გავიქცეთ და ტყეს შევაფაროთ თავიო. გავიქეცით, მაგრამ მალევე წამოგვეწივნენ. "მასკიანი" ჯარისკაცები იყვნენ და კიდევ მახსოვს ჩემი შუბლისკენ მოშვერილი ავტომატის ლულა. სისხლი მქონდა გაყინული. ვიცოდი, რომ ეს იყო დასასრული. მაგრამ დაგვინდეს, ალბათ მე, რომ ბავშვი ვიყავი, ამან დააბრკოლა. არ მოგვკლეს, მაგრამ უკან საბერიოში დაგვაბრუნეს.დღემდე იმ ადგილას თუ მოვხვდი ზურგში ვგრძნობ ტყვიას და სიკვდილის სუნს - ტყვიებით დაფლეთილი დაფნის ფოთლების სურნელს. ასეთი დღეები იმდენი მაქვს გამოვლილი იქ მცხოვრებ ქართველებს.ჩვენ, გალელებს ხშირად გვადანაშაულებენ, რატომ არ დავტოვეთ სახლ-კარი და არ წამოვედით. ტერიტორიის დატოვება მე არ მიმაჩნია გამოსავლად. პირიქით, მგონია, რომ რახან ჩვენ იქ ვართ და ვარსებობთ და ქართული ჟღერს, ესეც ბევრს ნიშნავს და ჩვენი ერთგვარი პროტესტია. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რად გვიჯდება ჩვენ იქ ყოფნა და ორ სახლს შორის სიარული. იქ დარჩენა სიცოცხლის რისკის ფასად დაგვიჯდა ყველას. მე და ჩემი კლასელები რომ შევიკრიბებით, ვიხსენებთ, რა გადაგვხდენია თავს... მამაჩემს ურჩევნია გაჭირვებასა და შიშში იცხოვროს, ვიდრე დატოვოს სახლი და წამოვიდეს. ან აქეთ რომ წამოვიდეს, რა აზრი აქვს, საკუთრებაშიც არაფერი გვაქვს.გული მტკივა, როცა მესმის გალელები ქართველები არ არიანო. ამ ზამთარს წავედით გალში და რამდენიმე დღეში ბაბუა გარდაგვეცვალა. ზუსტად პანაშვიდებისა და დაკრძალვის პერიოდში ჩაიკეტა საზღვარი ღორის გრიპის გამო. 1 თვე ვიყავით ასე იზოლაციაში, ყველას საარსებო წყაროც და სამსახურებიც ზუგდიდში გვაქვს და როგორ გინდა ასეთ იზოლაციაში ადამიანმა რამე ჭამო, ან წამალი იყიდო, საერთოდ იარსებო. მახსოვს ერთმანეთს როგორ ვულოცავდით ქართველები საზღვარი რომ გაიხსნა. ამ სიხარულის გაზიარება მხოლოდ შეგვიძლია ერთმანეთთან, ვინც იცის რას ნიშნავ გახლეჩილ ტერიტორიაზე ცხოვრება. ამ პერიოდში თვალს ვადევნებდი სოციალურ ქსელში ადამიანების რეაქციას და არანაირი თანაგრძნობა არ გვიგვრძვნია. პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რაც დათესეთ, ის მოიმკეთო. არადა რამდენი ნერვიულობისა და ფსიქიკის შერყევის ფასად გვიჯდება ჩვენი სახლების დაცვა. წარმოიდგინეთ ქუჩაში გამოდიხარ და რუსის ჯარისკაცი მოგყვება. მაგრამ 9-ჯერ რომ მომადონ შუბლზე იარაღი, ალბათ მეათედ მაინც გადავალ და ეს გამიკეთებია კიდეც. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს იქაურობა, თუნდაც ერთი კვირით იმ ჰაერის სუნთქვა მაძლევს ძალას. ეს სახლებიც რომ დავტოვოთ, ისევე გაპარტახდება, როგორც სხვა კარ-მიდამო.ალბათ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, თავის დროზე ზუგდიდში რომ წამოვედი. ჩემი კარიერისთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთე. ვძერწავ პოლიმერულ თიხაზე, ვაკეთებ ჩანთებს, სამკაულებს, და ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ვასწავლით ამ ხელობას სოციალურად დაუცველ ქალებს და დევნილებს. რამდენიმე საგრანტო პროგრამაში გავიმარჯვე, მათ შორის "აწარმოე საქართველოში" და ჩემი სახელოსნო მაქვს. აქ გაკეთებული ნივთების გაყიდვაა ჩემი საარსებო წყარო. პერიოდულად დიდი შეკვეთები მაქვს, მეუღლეც მეხმარება და ჩვენ ორივე ერთად კი ჩვენს მშობლებს აფხაზეთში.ძირითადად პროდუქტებს ვაგზავნით მარშუტკით საზღვრამდე და მერე იქიდან ხვდებიან. ჩვენს მშობლებს მეურნეობა არ აქვთ. იქ საერთოდ არაა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ერთადერთი თხილის ჩაბარებით ედგათ სული, მაგრამ ადრე 3-4 ტონა თუ ქონდათ მოსავალი, წელს 150 კილო ძლივს აიღეს და ისიც ვერ გაყიდეს, სულ უვარგისი იყო.ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები. იქ საერთოდ არაა მათთვის სამუშაო ადგილები, ბიჭები კიდევ პერიოდულად საქმდებიან ჰესებზე ან ბლოკის ქარანაში, მაგრამ გოგოებისთვის არაფერი არაა. იდეა მაქვს რომ ჩემი ხელსაქმე შევასწავლო აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალებს, რომ შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ. თუმცა ამ იდეას დაფინანსება ჭირდება, რადგან მასალებია ძვირი და მათ კიდევ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. აქ გადმოსვლას კიდევ ვერ წყვეტენ, რადგან არანაირი საკუთრება და კავშირები არ გააჩნიათ.რთულია ორ განსხვავებულ სივრცეში ცხოვრება. აქეთ ფერადია სამყარო, იქით - შავ-თეთრი. ხალხიც რაღაცნაირია, დაბერებული მოსახლეობით. გზები დანგრეული, დახლებზე საკვები ორმაგად ძვირი. აქ რასაც გინდა გააკეთებ, იქ ის უნდა გააკეთო, რასაც გეუბნებიან. თავისუფლება - ეს ის სიტყვაა, რითიც განსხვავდება ეს ორი სივრცე." პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

კულუმბეგოვი

საზოგადოება 1675676898

ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს

ქვეყანაში გრიპების სეზონია, ამ ეტაპზე, ყველაზე დომინანტური A ტიპის H3-ია. გავრცელებულია, ასევე, სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი და მაღალი ტემპერატურა.ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ურჩევს, ხალხმრავალ ადგილებში გამოიყენონ პირბადე.მისივე თქმით, არ არის გვიან არც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.„ძირითადად, სტანდარტული ვირუსი ცირკულირებს. წელს პრედომინანტური ვარიანტი არის H3 და არა "ღორის გრიპი". რესპირაციული ვირუსებიდან ცირკულირებს ადენოვირუსი. აუცილებელია სკოლამდელი ბავშვების აცრა გრიპის ვირუსზე,"- აცხადებს კულუმბეგოვი. 

სკოლა

საზოგადოება 1673603040

არსებობს თუ არაა სწავლის გადადების საჭიროება - ინფექციონისტები სასწავლო დაწესებულებებს და მშობლებს აფრთხილებენ

ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში სეზონური ვირუსული ინფექციები გააქტიურდნენ. ქვეყანაში ამჟამად 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. არსებული ფონის გათვალისწინებით, ინფექციონისტები საზოგადოებას გარკვეული რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით საყურადღებოა სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების ტენდენცია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა იმართოს ვირუსი ისე, რომ ქვეყანა კოლაფსამდე არ მივიდეს.აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, როგორც სასწავლო დაწესებულებების, ასევე მშობლების მისამართით „პრაიმტაიმთან“ საუბრისას რეკომენდაციებს გასცემს და განმარტავს, არსებობს თუ არა ამჟამად სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების გადავადების საჭიროება.როგორც გოგინავა აცხადებს, ყველამ უნდა აიღოს ვირუსის მართვასთან დაკავშირებით თავისი პასუხისმგებლობა. ხოლო რაც შეეხება სწავლის განახლებას, ამჟამად სასწავლებლების მუშაობის შეფერხება და სწავლის გადავადება მიზანშეწონილი არ არის. „ზოგადად, ზამთარში რესპირაციული ვირუსების აქტივაცია ბუნებრივი მოვლენაა. ყველაზე საყურადღებო, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატული ინტოქსიკაციითა და სიმპტომების გახანგრძლივებით გამოირჩევა.ვიცით, რომ ვირუსები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში ვრცელდება, ამიტომ როგორც მშობლების, ასევე სასწავლო დაწესებულების მხრიდან, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება არის აუცილებელი.მშობლებმა უნდა გააკეთონ შემდეგი - თუ ბავშვს აქვს სიმპტომები, ის არ უნდა გაუშვან  სკოლებსა თუ ბაღში. სიმპტომიანი ბავშვი აუცილებლად უნდა მოერიდოს სხვა ადამიანებს, რადგან ის ძალაუნებურად არ გახდეს ინფექციის გადატანის წყარო.რაც შეეხება სასწავლებლებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებს, აუცილებელია, რომ ამ ადგილებში ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული, საუბარია ზედაპირების დამუშავებაზე, ჰაერის ხშირ განიავებაზე და ა.შ.ბაღებში შედარებით რთულია კონტროლი, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობლის ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სიმპტომების მქონე ბავშვი ბაღში არ უნდა გაუშვან. ამჟამად სასწავლებლების მუშაობის შეფერხება და სწავლის გადავადება მიზანშეწონილი არ არის, უბრალოდ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს რეკომენდაციები“,- განაცხადა გოგინავამ.აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ, კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს. ახლა ქვეყანაში ძირითადად, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

ინფიცირებული

საზოგადოება 1673512587

ქვეყანაში 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ვეყანაში 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ექიმების რეკომენდაცია ისევ აცრაა. ამბობენ რომ აუცილებელია პირბადის ტარება და სიმპტომების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაცია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა კლება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.„შარშან ძალიან მკაცრად ვატარებდით ნიღაბს, ვიცავდით ჰიგიენურ პირობებს და ეს ყველაფერი არა მარტო კორონავრისუსიგან, არამედ ნებისმიერი რესპირატორული ვირუსისგან გვიცავდა“, - აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს.განმარტებით, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს.ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ახლა ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

ვირუსი

ჯანდაცვა 1673462544

„ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, დიარეა...“ - როგორ მიმდინარეობს „ღორის გრიპი“ და „ჰონკონგის ვირუსი“

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით საზოგადოებაში  არსებულ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს.რამდენი სახის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში და როგორია მათი მიმდინარეობა?- ზოგადად ცივი სეზონი, ზამთარი - გაზაფხული გამოირჩევა რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებით. წლევანდელი წელიც არ არის ამ კუთხით გამორჩეული, პირიქით საკმაოდ მატება თითქმის ყველა რესპირაციული ინფექციის, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა წინა ორ წელთან შედარებით. საკმაოდ ბევრი გვაქვს გრიპის შემთხვევები. როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ძირითადად A გრიპის ვირუსი ორი ტიპის ცირკულირებს: H3N2(ე.წ ჰონკონგის ვირუსი) და H1N1 (ე.წ ღორის გრიპი). ამას დამატებული გვხვდება სხვა გრიპის მსგავსი რესპირაციული ვირუსები: პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვ.ბოლო ორი თვის სტატისტიკას თუ ავიღებთ, კორონავირუსის მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება, ყველაზე უფრო საყურადღებო ამ ეტაპზე არის გრიპის შემთხვევები. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ინფექციებს დაახლოებით აქვთ მსგავსი სიმპტომები: ზემო სასუნთქი გზების დაზიანება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სურდო, გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურის მატება, ასევე სახსრების ტკივილი და საერთო სისუსტე. დაჩირქებული ცხვირ-ხახა მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის გართულებაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს პაციენტს და ხელს შეუწყობს დაავადების კიდევ უფრო გართულება აიცილონ თავიდან. ბავშვებში ძალიან ხშირია ხოლმე მუცლის ტკივილი და დიარეა. ყველაზე მეტად სიმპტომების სიმძიმე დამახასიათებელია გრიპისთვის, ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს მაღალი, 38-ზე მეტი ტემპერატურა და ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი, ეს გამოწვეულია ხოლმე გრიპით ან გარკვეულ შემთხვევებში, კოვიდით. შესაძლებელია თუ არა, რომ სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთობლივად მიმდინარეობდეს ორგანიზმში?- თეორიულად შესაძლებელია, რომ ორივე ვირუსით ერთობლივად დავინფიცირდეთ, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია ძალიან. უფრო ხშირია, როცა ერთს გადაიტანს პაციენტი, იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული და შემდეგ ემართება მეორე.როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის გართულების შემთხვევაში?- გრიპს ახასიათებს ბაქტერიული ინფექციის გართულებები. თუ პაციენტს აქვს სინუსიტები, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, იმისათვის, რომ გამოირიცხოს სინუსიტი, ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. ასევე, გრიპი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით, პნევმონიით.თუკი ნახველი ან ცხვირიდან ჩამონადენი მომწვანო-მოყვითალო ფერის არის, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი გრიპის გართულებაზე, ბაქტერიულ ინფექციაზე. ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ შესაბამისი კვალიფიციური კვლევები და მკურნალობა. როგორ უნდა ვმართოთ ვირუსი სახლის პირობებში?- პირველ რიგში, უნდა ავიღოთ ცხვირ-ხახის ნაცხი, ჩავიტაროთ ტესტირება კოვიდზე და გრიპზე. განსაკუთრებით რისკ ჯგუფების შემთხვევებში.რჩევები რესპირაციული ვირუსების ბინაზე მართვის შემთხვევაში ყველასთვის არის ერთი: ოთახის ხშირი განიავება, მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა არა სრული უმოძრაობა, კვების რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი, მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევების გამოყენება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად და დიდი დოზით არ გამოვიყენოთ. ძლიერი სისუსტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და მისი პრევენცია მოვახდინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსებს შემაწუხებელი სიმპტომები აქვს, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით მთავრდება. რა რეკომენდაციის გაცემა შეგიძლიათ მშობლებისთვის ?ბავშვებში, როგორც წესი, დაავადება, შესაძლოა, უფრო აგრესიულად მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით კი, ტემპერატურა გახანგრძლივდეს და სახლის პირობებში სიცხის მართვა არის ცოტა რთული. თუ შეხედავს მშობელი, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ სიცხის დამწევ საშუალებებს არ ექვემდებარება ტემპერატურა, ბავშვი არის სუსტად არ და იღებს საკვებს, სითხეს, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ჩავრთოთ ექიმი პედიატრი და დროულად გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა.