კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გრიპის ვირუსით, 3 ადამიანი გარდაიცვალა.
დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესობა ღორის გრიპია.
ექიმების თქმით, რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ასაკში მყოფი ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები.
"საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია. გრიპით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მაღალი რისკის ჯგუფები აცრილიყვნენ გრიპზე. თუმცა, წლევანდელი აცრები არც ისე წარმატებით ჩატარდა",-ამბობენ ექიმები და მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მოუწოდებენ.
ოთახის განიავება, ხელების ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, ვიაროთ, სუნთქვის ვარჯიშები, სითხე ადეკვატურად შევავსოთ. კვება, რაც შეიძლება ჯანსაღი. სიცხის დროს დამწევი, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ვიცავთ და ჩვენი მდგომარეობა უარესდება, ეს არის ნიშანი, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს. უნდა ვიყოთ ფრთხილად.
ასევე ნახეთ:
VIDEO: რა ხდება ახლა გლდანი-დიდი დიღმის გზაზე, სადაც დიდი ხანძარია
„სამწუხაროდ, გრიპით, ათეულობით და ასეულობით ადამიანი იღუპება...“ - რა დროს მივმართოთ ექიმს
ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება