sozar subari

პოლიტიკა 1744635585

როდესაც ვთქვი, რომ დარბევა არ მოხდებოდა, ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე, მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების ძალისმიერი აღკვეთა და დარბევა არ მოხდებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან - სუბარი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია "ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე გიორგი გახარიას მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განხილვისას, განცხადება გააკეთა.დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტზე შტურმი იყო დაგეგმილი და ამ მხრივ კითხვები არ არსებობს, კითხვები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალების პროპორციულობაზე.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები ავრცელებენ ვიდეოს, სადაც 20 ივნისს დეპუტატი მედიასთან აცხადებს, რომ დარბევა არ იქნება."მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების არანაირი აღკვეთა და დარბევა არ იქნებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან. 1 საათის შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმაც და მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 10 წუთის შემდეგ, გიორგი გახარიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაზეც ამდენი ხანია საუბრობს“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი 20 ივნისის ღამის პროცესების განვითარებამდე 1 საათით ადრე იყო და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის დარბევის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო."პატარა განცხადება მაქვს. ის რომ შტურმი იყო პარლამენტის შენობაზე, ეს არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და სახელმწიფოს აქვს უფლება ამ დროს გამოიყენოს ძალა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, იქნა თუ არა გამოყენებული ის ძალა, რომელიც საკმარისი იქნებოდა კანონის დასაცავად და მინიმალურო იქნებოდა ზიანი მოქალაქეების მიმართ. აი აქ, სერიოზული კითხვები არსებობს.ამოიქოქა ცილისწამების მთელი ქარხანა და ძალიან აქტიურად ავრცელებენ ჩემს განცხადებას [20 ივნისის], სადაც ვამბობ, რომ არანაირი დარბევა არ იქნება. ეს არის განცხადება, რომელიც გაკეთდა გახარიას მიერ ბრძანების გაცემამდე. მე და ქალბატონი სოფო ქაცარავა ვიყავით იმედის ტელევიზიაში, ვისაუბრეთ თუ რა ხდებოდა პარლამენტში, გავაკეთეთ შეფასება, შემოსასვლელში დაგვხვდნენ ჟურნალისტები. მაშინ გვქონდა მკაფიო შეთანხმება, რომ ამ პროცესების არანაირი აღკვეთა და დარბევა არ იქნებოდა და მე ეს გავიმეორე ჟურნალისტებთან. 1 საათის შემდეგ იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმაც და მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან 10 წუთის შემდეგ, გიორგი გახარიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაზეც ამდენი ხანია საუბრობს და რაზეც თვითონ ყოველ ჯერზე ამბობს, რომ გადაწყვიტა ერთპიროვნულად და არავისთან არ შეუთანხმებია. ასე რომ, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს მიერ პროცესების დაწყებამდე 1 საათით ადრე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, თითქოს მაშინ სხვა რამეს ვამბობდი, განვმარტავ -არანაირი განსხვავება არაა ამ პოზიციას შორის, რაც ახლა მაქვს და იმ პოზიციას შორის, რაც მაშინ, პროცესებამდე 1 საათით ადრე დავაფიქსირე“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

დავით კოდუა

პოლიტიკა 1741772590

სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა - დავით კოდუა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა,  მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ გაანჩენს ეხმაურება:„ქართულმა მართლმსაჯულებამ, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. კორუფციასთან მებრძოლს ელიტური კორუფციის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყველა ვხედავდით, ყველას გვესმოდა ის ბოროტება და სისასტიკე რასაც 9 წლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უკეთებდა, თუმცა ამის სამართლებრივი შეფასება არის, უმთავრესი ჩვენი ქვეყნის მომავლისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.მიხეილ სააკაშვილი, მისივე დანაშაულებრივი გუნდის წევრებთან ერთად წარმოადგენდა ამ ქვეყანაში სამოქალაქო ტერორის, ადამიანის უფლებების დარღვევის, საკუთრების უფლების ხელყოფის, საქართველოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის კოდორის ხეობის ჩაბარების, მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების - მთავარ შემოქმედს.ჩვენს რეგიონს კარგად ახსოვს ზღვაში ჩაძირული პაატა ქარდავა, გოგიტა აბულაძე, დავით ცინდელიანი; ჩვენ კარგად გვახსოვს ოდიშის ტყეში მიწისქვეშ მოწყობილი წამების ადგილი, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, ვიდეოთი იღებდნენ და აშანტაჟებდნენ; ჩვენ კარგად გვახსოვს ქონების ჩამორთმევის, ე.წ. ღამის პროკურატურის, ანაკლიაში მიწების მასიური გადაფორმების საქმეები. სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა და პროპაგანდით მისივე მოსახლობისგან მტრის ხატს ქმნიდა!ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ რეჟიმს, და უარს ეუბნება უკვე 12 წელია, ხალხი ბრძენია კარგად იცის და კარგად ახსოვს თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტების შემოქმედის მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის დამარცხება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა წარმოუდგენელი ამბავი ფაქტად აქცია, ამით კი საქართველო იხსნა და მრავალი წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ეროვნული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ - აღასრულა” - წერს დავით კოდუა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1741085503

ქალბატონ ლორა თორნტონს მინდა ვუთხრა, რომ თუ ვინმე დასუსტებული და შერცხვენილია, ის ძალებია, რომელსაც ის წარმოადგენს - ირაკლი კირცხალია

„ქალბატონ ლორა თორნტონს  მინდა ვუთხრა, რომ თუ ვინმე დასუსტებული და შერცხვენილია, ის ძალები არიან, რომელსაც ის წარმოადგენს და მისი აგენტურული ქსელი,  რომელიც აქ მოქმედებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. ამ ქსელების დიდი ლუსტრაცია მიმდინარეობს, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში მიმდინარეობს ლუსტრაცია იმ არარჩეული ბიუროკრატების, „დიფ სთეითის“ პოლიტიკოსების, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ავანსცენაზე გვევლინებიან“, - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის  მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ლორა თორნტონი  თავის სტატიაში წერდა, რომ  ღამის პროტესტიდან დღის სტადიაზე გადასვლა, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და გაფიცვები, ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა,  ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა  და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.„ორი კვირის  წინ, როდესაც ამ ადგილიდან ვსაუბრობდი ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე და ვამხელდი იმ აგენტურულ ქსელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ პატრონებს იმ ბოროტ ზრახვებში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციისკენ, თურმე, სწორედ იმ წუთებში ქვეყნდებოდა და მზადდებოდა ღია წერილი თუ ინსტრუქცია -  ამ აგენტურული ქსელის სამოქმედო გეგმა.  წერილში აღწერილია თუ როგორ უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანაში ეკონომიკის დანგრევა, ის დესტრუქცია, რასაც ბოლო თვეები და წლებია ვხედავთ, არ გაგიკვირდებათ და ამ წერილის ავტორი გახდა ქალბატონი ლორა თორტონი,  დღეს უკვე „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი რეგიონში და ჩვენთან, აქაური სტიპენდიატების, ასე ვთქვათ, უფროსი და დავალებების მიმცემი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ბერი გაბრიელის სასწაული

ისტორიები 1740394243

„ექიმმა მითხრა, აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა...“ - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა, მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.„ექიმმა მითხრა- აღარ არის შენი შვილი, გარდაიცვალა... ეს იყო საშინელება, მაგრამ მე არ მჯეროდა. იქ იყო მარტყოფის მონასტრიდან ჩამობრძანებული მოძღვარი. პირველად ცხოვრებაში, შემეშინდა მოძღვრის დანახვის. მე ვიცოდი რისთვისაც ემზადებოდა ეს მამაო...მამა გაბრიელს ძალიან შევთხოვე - „გამიცოცხლე შვილი“ჩემი მეუღლე მომიტრიალდა და მითხრა - ხუთ დღეში მარიამი გეყოლება გვერდით. შევიდა ბავშვთან მამაო, შევიდა ჩემი მეუღლე. არ ვიცი იქ რა ჩაატარეს, ბავშვი გაცოცხლდა. მანამდე არც გული, არცერთი ორგანო არ მუშაობდა.გაოცებულმა მამაომ თქვა: მე პირველად ვნახე მსგავსი სასწაული.

ლორა თორნტონი

პოლიტიკა 1740042960

ლორა თორნტონი - ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“

როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება? – ასეთი სათაურით აქვეყნებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის სტატიას გამოცემა Civil.ge.თორნტონი წერს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით.„საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა  დამკვირვებლებმა არ შეაფასეს არც თავისუფლად და არც სამართლიანად, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მოიწვია პარლამენტი, დანიშნა ახალი პრეზიდენტი და ქვეყანა გამოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან. აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოს მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს კრემლის ინტერესების სამსახურისთვის, ვინაიან მას სურს, საქართველო გახდეს მორჩილი და დაქვემდებარებული სატელიტი ბელარუსის მსგავსად. ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უარყო ეს დისტოპიური ხედვა და უკვე ორი თვეა, პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლების  დაწყების შემდეგ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300 აწამეს „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა. აქციები გრძელდება და ასევე გრძელდება „ქართული ოცნების“ შეუპოვრობა. ყოველდღიურად მეტ ადამიანს აპატიმრებენ, სცემენ და რეჟიმმა მიიღო ახალი რეპრესიული კანონების პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს მთავრობის კრიტიკას, ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, არღვევს პროტესტის მონაწილეთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ახალი მედიაკანონი ხელახლა განსაზღვრავს ჟურნალისტურ ეთიკას და კრძალავს მედიის უცხოურ დაფინანსებას. ქვეყანა ჩიხშია და გაურკვეველია, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.რა განაპირობებს დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარმატებას? არ არსებობს მკაფიო გზამკვლევი, ინგრედიენტები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითიცაა. ხშირად მმართველ ელიტაში არსებული ბზარები თუ კონფლიქტები ან ეკონომიკური მაჩვენებლები რეჟიმს მოწყვლადს ხდის. ზოგჯერ ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური მოძრაობებიც კი, როგორც ჰონგ კონგში „ქოლგების მოძრაობა“, მარცხდება უბრალოდ შეუვალი გიგანტის პირისპირ. თუმცა წარმატება ჩვეულებრივ განისაზღვრება შიდა და არა გარე ზეწოლით. საერთაშორისო რეაგირების ყველაზე მკაცრი ფორმებიც კი – სანქციები, აღიარებაზე უარი, ემბარგო – არ არის გადამწყვეტი ფაქტორი (ვენესუელის მაგალითი). ქართველებს აქვთ შთამაგონებელი დემოკრატიული მოძრაობების საკუთარი ისტორია, ისევე როგორც მათ და-ძმებს უკრაინაში, სადაც „მაიდანი“ თავისუფლებისკენ გლობალურ მოწოდებად იქცა. აზიაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრების შემდეგ მე დამაინტერესა დიქტატორების ჩამოგდების რამდენიმე გამორჩეულმა მაგალითმა, რომელთა წასვლასაც არავინ ელოდა, როგორებიც იყვნენ ფერდინანდ მარკოსი, სუჰარტო და შეიხი ჰასინა“, – წერს ლორა თორნტონი და ზემოთ ჩამოთვლილი სამი აზიელი პოლიტიკური ფიგურის ისტორიას აღწერს.წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ სამივე ისტორია უნიკალურია, მაგრამ აქვთ რამდენიმე საერთო ხაზი.„მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, მან შეძლო, შეხებოდა გაცილებით ღრმა და ფართო საზოგადოებრივ წუხილებს, რაც დაკავშირებული იყო ხანგრძლივ ეკონომიკურ პრობლემებთან, კორუფციასთან და რეპრესიებთან. შესაბამისად, მოძრაობებმა მთელი საზოგადოება მოიცვა და დედაქალაქის გარეთაც გავრცელდა. უფრო მეტიც, ხალხმა ქვეყნები პრაქტიკულად უმართავი გახადა ეროვნული გაფიცვებითა და ბოიკოტებით. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობების მასშტაბურობის გამო უსაფრთხოების ძალები და სამხედროებიც კი ბევრ შემთხვევაში პირადად იყვნენ დაკავშირებული პროტესტის მონაწილეებთან. საინტერესოა ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული როლი ითამაშა მარკოსის შემთხვევაში, მისთვის უსაფრთხო თავშესაფრის შეთავაზებით, მისი ქმედებები ძირითადად არ იყო ამ ისტორიის ნაწილი. საქართველოსგან განსხვავებით, ამ შემთხვევებში ხალხი იმდენად დიდხანს იყო რეპრესირებული, რომ მთავრობის მიერ პროტესტის მონაწილეთა დახოცვა იქცა იმ გადამწყვეტ მომენტად, რომელმაც ქუჩაში გამოიყვანა ისინიც კი, ვინც სხვა შემთხვევაში სახლში დარჩებოდა. რეჟიმის ბევრი წარმომადგენლისთვის ძალადობამ ხელი შეუწყო დიქტატორის ჩამოსაგდებად საჭირო დეზერტირობას. მაგრამ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა სიმტკიცე მახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს სხვა მხრივ. ძალისხმევამ, დაეკავშირებინათ პროტესტი, რომელიც ევროკავშირის წევრობასა და არჩევნებს სცდება, ქართველების უფრო ღრმა წუხილებსა  და ყოველდღიურ პრობლემებთან, უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტებიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე – რაც გულისხმობს ნაგვის არგატანას, ბანკის მოლარეების სამსახურში არმისვლას, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენას – ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“. საბოლოოდ, ეს ხშირად რიცხვების თამაშია – მასიური ზეწოლა, რომელიც ძლევს და ბოლოსდაბოლოს არცხვენს ხელისუფლებაში მყოფთ“, – წერს ლორა თორნტონი.

მამა გაბრიელი

საზოგადოება 1731430453

VIDEO: „არც ერთი ორგანო არ მუშაობდა, მამა გაბრიელმა შვილი გამიცოცხლა...“ - მორიგი სასწაული, რომელიც ბერს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა,  მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.ვრცლად ↓

მამა გაბრიელი

საზოგადოება 1708117130

VIDEO: „არც ერთი ორგანო არ მუშაობდა, მამა გაბრიელმა შვილი გამიცოცხლა...“ - მორიგი სასწაული, რომელიც ბერს უკავშირდება

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა,  მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება„დასუსტებული ქალი ცხრა კაცმა ძლივს მიმიყვანა წმინდა ბარძიმთან...“- დაუჯერებელი სასწაული

გოზალიშვილი არჩვაძე

საზოგადოება 1699044604

„ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის...“ - მალე, აგვისტოს ომის გმირის ოჯახს ახალ კლიპში იხილავთ

8 აგვისტოს, გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს. დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის (აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილი დისშვილი)  ემოციურმა შესრულებამ ინტერნეტ სივრცე ააფეთქა.სწორედ ამიტომ, მამა პეტრეს ლექსზე შექმნილი სიმღერის „ფრთამოტეხილი მაფშალიას” ახალ ვიდეო რგოლს საზოგადოება სულ მალე იხილავს. ამაში აქტიურადაა ჩართული თავდაცვის სამინისტროც.დათო არჩვაძე: აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დისშვილთან შესრულებულ სიმღერის ამ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი მწერდა და მირეკავდა, ემოციებს მიზიარებდა, თვითონ ეს გადაცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც, ეთერში 8 აგვისტოს გავიდა. მოგეხსენებათ, 3 სიმღერა მაქვს აფხაზეთზე და ერთი სამაჩაბლოზე. ამ სიმღერებში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე.ბარბარე ჯაფარიძე - საოცრება გოგო, ულამაზესი, უნიჭიერესი, არის იმ ოჯახის შვილი და გენის გამგრძელებელი, საიდანაც ორი გმირი შეეწირა საქართველოს. მისი ბაბუა - ბადრი გზირიშვილი, აფხაზეთის ომს,  2008-ში კი ბიძა, ვახო გზირიშვილი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.ვიდეო რგოლის გადაღების სურვილი თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა.გადაცემის ჩაწერის დროს ცრემლი ბევრჯერ წამოგვივიდა, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სულის შემძვრელი იყო... დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის, მაყურებლის მხრიდან, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მწერდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიტირეთ და განვიცადეთო. მოგვიანებით, ქალბატონმა მარინა გზირიშვილმაც შემატყობინა, რომ ისინიც მსგავსად იყვნენ.- როგორც ვიცით, ვიდეო რგოლის გადაღება 2 ნოემბერს, კოჯორში მიმდინარეობდა... გვიამბეთ ამ პროცესზეც;- კლიპი კოჯორში გადავიღეთ, საოცარი ადგილი იპოვა რეჟისორმა, ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის. ომში წასვლის ინსცენირება გაკეთდა, ძალიან ემოციურია ბოლო კადრი. რაღაცებს სიურპრიზად დავიტოვებ... მე რომ გადასაღებ მოედანზე მივედი, გაოცებული დავრჩი... რეჟისორმა მადლობა გადამიხადა პროექტში ჩართვის გამო... ნამდვილად ისტორიულია. მნიშვნელოვანია ის, რომ  გმირის დედა, ქალბატონი მარინა გზირიშვილი მონაწილეობს, ბავშვთან ერთად... არ შემიძლია, მსახიობი რონალდ ოქროპირიძე არ აღვნიშნო... ამ ვიდეო რგოლში ბადრი გზირიშვილი ცოცხლდება და მას როლანდი ასახიერებს. ყველა ადამიანი თავის თავს ამოუცნობს, ვინც დაკარგა დედა, შვილი და ა.შ. ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთის პრობლემა და ოკუპაცია ახალმა თაობამ შეიმეცნოს და გაითავისოს. საუბარი იყო იმაზე, რომ მძიმე ხომ არ არის ბავშვისგან წარმოთქმული ფრაზა:„ ცას შეახმა თოლიების სისხლი“  - არა,  არ არის მძიმე, ბავშვმა მისი ქვეყანა, მისი ქვეყნის ტკივილი, დაკარგული აფხაზეთი, მისი ოჯახის ტკივილი უნდა განიცადოს. ამ ბავშვის სახით მთელი ახალი თაობა თავიდან შეიმეცნებს აფხაზეთის ტკივილს. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ ახალ თაობას ეტკინოს და სიყვარულით დაიბრუნოს აფხაზეთი, ღმერთის მადლით, როცა იქნება.- ეს სიმღერა პეტრე კოლხის ლექსზეა დაწერილი. გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია;- სიმღერის შექმნის ისტორია ასეთია: ზუგდიდში, წლების წინ, ჩემი და პეტრე კოლხის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მამა პეტრემ ლექსი საკმაოდ ომახიანად წარმოთქვა. მიკროფონო ავიღე და იმ წამსვე დავაანონსე, რომ ამ ლექსზე სიმღერა შეიქმნებოდა. შუა სცენაზე ცრემლები წამომივიდა. ეს მეორე სიმღერაა ჩემს ცხოვრებაში, რომლის შექმნის დროსაც ცხარე ცრემლით ვტიროდი. ამ სიმღერის ოთხი ვერსია არსებობს და უკვე მეოთხე ვიდეო რგოლია გადაღებული.- როდის იგეგმება პრემიერა?- 20 დეკემბერს ეროვნული გვარდიის დღეა. შესაბამისად, პრემიერა თავდაცვის სამინისტროში, სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი. მინი კონცერტი გაიმართება. ზოგიერთი სიმღერის საკონცერტო ვარიანტი იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, შედგება ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც.ნახეთ კადრები, რომელიც გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“ გავიდა ⇓ასევე ნახეთ:VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“რას ამბობს ნიკა თოიძის მამა - ერთი დღით გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალებისად იმალებოდნენ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრები და რა ელით მათ, ერთდღიანი თავისუფლებისთვის

ხატი

საზოგადოება 1698526786

VIDEO: სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები უთბება

ასწაულმოქმედი ხატების შესახებ მსოფლიოსა თუ საქართველოში არაერთი ისტორია მოგვისმენია.„ღამის პრაიმტიმის“ ერთ-ერთ გადაცემაში ზურაბ შიოშვილმა ისაუბრა ხატზე, რომელსაც ხელები უთბება.ზურაბ შიოშვილი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს. 

დიტო რაზმაძე

ისტორიები 1695028518

„დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა, დედა შვიდი თვის ორსული იყო – დიტო რაზმაძე

ამ კადრმა მთელი მსოფლიო შეძრა. ომში დაღუპულის შვილი, დიტო რაზმაძე „ღამის პრაიმ-თაიმში“ აგვისტოს ომს იხსენებს.„შვიდი წლის ვიყავი. ყველაფერი კარგად მახსოვს. სახლში ვიყავით. კასეტური ბომბი შემოვარდა და გაიფანტა. მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა. იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ მეზობლებს საკუთარი ოჯახები დროებით მიატოვეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მაგრამ, ვერ გააღეს. შემდეგ, გაზის მილიდან ჩამომიყვანა მამაჩემმა. დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა.დედა შვიდი თვის ორსული იყო.თხოვნა მექნება ყველასთან… როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, შვილი მშობლების გვერდით უნდა იყოს,“ – ამბობს დიტო რაზმაძე.ასევე ნახეთ:„სნეულთა საკურნებლად წაიღებთ ზეთს...“ - უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს"პრაიმ ჰაუსი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს - რას ნახავთ 15:00 საათზე 

ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1693420071

„რაღაც ახალი...“ - კესო ბერუაშვილის ახალმა ფოტოებმა გამომწერები აალაპარაკა

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია.„ღამის პრაიმ ტაიმთან“ ერთ-ერთ საუბარში თქვა, რომ მისთვის წარმატებული და შემდგარი მამაკაცებია მხოლოდ მომხიბვლელი და პაემანზე სხვას არ გაჰყვება.„ფულის გამო მამაკაცთან არასდროს მაქვს ურთიერთობა. ჩემთვის ფულიანი, წარმატებული, შემდგარი მამაკაცების საზოგადოება არის ნორმალური. ვიცი, რა სოციუმში უნდა ვიყო. მამაკაცი რომ მირეკავს და პაემანს მინიშნავს, მასაც ხომ აქვს სტანდარტი? მახინჯი რომ ვიყო, ხომ არ შემხვდებოდა? მას მოსწონს ჩემნაირი ქალები, ისევე, როგორც მე მომწონს მისი მსგავსი მამაკაცები, წარმატებული და შემდგარი. შემდგარი მამაკაცი არის ის, რომელსაც აქვს მიღწევები და არის ფინანსურად სტაბილური…“ცოტა ხნის წინ, კესომ instagram-გვერდზე ბეჭდის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: „რაღაც ახალი“, რამაც გამომწერები აალაპარაკა, ნაწილი ფიქრობს, რომ კესი დაინიშნა.  ნახეთ, ფოტოები:

guram sherozia

საზოგადოება 1693301841

VIDEO: „ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა... იმ დღეს ლამის გავრბოდი პროექტიდან და მაკავებდნენ“ - რა კადრებს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია „ღამის პრაიმტაიმში“ შესრულებულისიმღერას აზრიარებს და რეალითი შოუს სხვა მონაწილეების რეაქციას ეხმაურება.„მადლობა ქაჯობისთვის, უადგილო ცინიზმისთვის, ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა და ბოლოს პროექტიც მოვიგე.  არა და, იმ დღეს ისე დავისტრესე და ისე მეწყინა - ლამის გავრბოდი პროექტიდან და მაკავებდნენ. ზღაპრის ბოლო კეთილია. მადლობა გულშემატკივრებს, „ყველაზე მეტად მიყვარხართ და სულ ასე იქნება, გპირდებით,” - წერს შეროზია. ნახეთ კადრებიასევე ნახეთ:„29 აგვისტოს დავიბადე მეც!“ - როგორ ულოცავს ნანუკა გულუა შვილს იუბილესლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებსთეა დარჩიას ქალიშვილს დაბადების დღეზე მანქანა აჩუქეს„ამდენი გულისტკივილი და იმედგაცრუება სად წავიღო… ყველაფერი დასრულდა“ - ალექსანდრა პაიჭაძე