VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის დელეგაციები მომდევნო შეხვედრას მომავალ კვირას ლონდონში გამართავენ. აღნიშნულ საკითხზე ისინი პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ესწრებოდნენ: დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებით, პარიზში ჩავიდა კონკრეტული მიზნით - იპოვოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდნენ. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ემანუელ ბონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.