VIDEO: „არც ერთი ორგანო არ მუშაობდა, მამა გაბრიელმა შვილი გამიცოცხლა...“ - მორიგი სასწაული, რომელიც ბერს უკავშირდება

მამა გაბრიელი

მამა გაბრიელის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება, ის ჩვენს გაოცებას დღემდე არ წყვეტს.

2014 წელს, მაშინ როცა სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა,  მისი წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო.

ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული, უხრწნელი იყო, ასევე დაუზიანებელი იყო მისი ფეხსაცმელიც.

ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც საფლავის გახსნას ესწრებოდა, მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა.

მორწმუნეები  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებია დასვენებული, დღემდე სასწაულის მოხდენის იმედით მიდიან.

გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ მოქალაქემ საკუთარი ისტორია გაიხსენა, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება.

მისი თქმით, სალოსმა მას შვილი გაუცოცხლა.

ვრცლად ↓