ნაპოლი

საზოგადოება 1788370800

„საშინელებაა, რაც ნეაპოლში ქართველ გოგოს დაემართა... არ გაბედოთ, გარეთ გვიან გასვლა“ - ფიქრია კუჭუხიძე

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში.ბრალდებული, 40 წლის მაროკოელი კაცი, დაკავებულია.შემზარავი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძეც წერს და ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.„საშინელებაა, რაც ნეაპოლში ქართველ გოგოს დაემართა 31 აგვისტოს.გოგო შოკურ მდგომარეობაშია.მოძალადე მაროკოელი ემიგრანტია, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ...მომხდარი, მომხდარია...ფრთხილად ხალხნო!და გარეთ არ გაბედოთ გვიან გასვლა, არაა...თან ნაპოლში???არ მკითხოთ აქ არაფერი.ნაპოლის გვერდზე დევს ინფორმაცია...დამეკარგა სიხალისე, ძალა წამართვა გაგებულმა“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.

იტალია

საზოგადოება 1785357303

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მყოფი თავშესაფრის (Asilo) მაძიებლებისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იტალიაში მყოფი თავშესაფრის (Asilo) მაძიებლებისთვის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე წერს. „ბოლო პერიოდში ბევრ ემიგრანტს აქვს კითხვა, რა შეიცვალა იტალიაში აზილოს პროცედურებთან დაკავშირებით.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იცოდეთ:აზილო არ გაუქმებულა. შეიცვალა გარკვეული წესები და დაემატა ახალი მიდგომები, რომლის მიხედვითაც თითოეული ადამიანის საქმე ფასდებაინდივიდუალურად, მისი პირადი მდგომარეობის, დოკუმენტების,ისტორიის და საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით.იტალიაში საერთაშორისო დაცვის პროცედურებზე ახალი ევროპული წესების შესაბამისად განახლდა პროცედურები და შეფასების პრაქტიკა.რა არის C3?C3 არის ოფიციალური ფორმა, რომლითაც იტალიაში რეგისტრირდება თავშესაფრის მოთხოვნა. ამ ეტაპზე იწერება ადამიანის მონაცემები, მისი მდგომარეობა და ის მიზეზები, რის გამოც ითხოვს საერთაშორისო დაცვას.რა ხდება ახლა C3-ზე?დღეს ბევრ შემთხვევაში ადამიანი C3-ის ეტაპს უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ადრე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი პროცესი დასრულებულია ან ყველა ადამიანს ერთნაირი შედეგი ექნება.ახალი წესების მიხედვით, საქმეები უფრო მეტად განიხილება ინდივიდუალურად. ამიტომ ერთი ადამიანის გამოცდილება არ შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს ყველა სხვა ადამიანზე.ასევე ყურადღება მიაქციეთ: C3-ის გაკეთების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს პრაქტიკაში შეიძლება ჰქონდეს სირთულეები:Codice Fiscale-ის,სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტების ან კონტრაქტის საკითხებში, სანამ მისი საქმე შესაბამის ეტაპზე არ გადავა და საჭირო საბუთები არ ექნება.მნიშვნელოვანია:აზილოს თემაზე ზოგადი საუბარი ხშირად იწვევს არასწორ ინფორმაციას. ყველა ადამიანის მდგომარეობა განსხვავებულია — განსხვავდება ქვეყანა, მიზეზები, დოკუმენტები და პირადი ისტორიავინც იტალიაში ითხოვს საერთაშორისო დაცვას,უნდა მიიღოს ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან და საკუთარი საქმის მიხედვით იმოქმედოს.გთხოვთ, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათ, ვისაც სჭირდება, რათა ემიგრანტებმა იცოდნენ რეალური მდგომარეობა და არ ენდონ ჭორებს“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე. 

ლენტა

საზოგადოება 1780172028

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფიქრია კუჭუხიძე ავრცელებს.„რა ვთქვა?ბარის საემიგრაციოდან ამერიკისკენ, შორ გზაზე მიდიან ემიგრანტები...15 წლის მერე ემიგრაციიდან ემიგრაციაშიგული ვერ უძლებს ყველაფერს...და ვერ გაუძლოლიკა ჯაფარიძებარელი ემიგრანტიამერიკაში გარდაიცვალა...ძალიან მეტკინა...“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში. 

ემიგრანტი

საზოგადოება 1778698899

იტალიაში 35 წლის ემიგრანტი დაჩეხეს - პოლიციამ 4 არასრულწლოვანი და ერთი 20 წლის პირი დააკავა

 საშინელი ფაქტი მოხდა იტალიის ქალაქ ტარანტოში! დილის 5 საათზე სასოფლო სამეურნეო სამსახურის შესასრულებლად მიდიოდა35 წლის ემიგრანტი , წარმოშობით მალიდან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე წერს. „ მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა...ველოსიპედით სამსახურში მიმავალი  ახალგაზრდა გახდა 5 კაციანი ჯგუფის სამიზნე და  ამ ჯგუფის წევრებიდან 4 არასრულწლოვანი იყო:მხოლოდ 14 და 15 წლისანი.თავის გადასარჩენად მსხვერპლმა ,იქვე ახლოს მდებარე ბარს შეაფარა თავირა დროსაც მეპატრონემ მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდააააააა. და საშუალება არ მისცა სიცოცხლე დაეცვა საბრალოს.და არც პოლიციას გამოუძახა...ადამიანის გადარჩენისთვის ერთი ნაბიჯი იყო საჭირო....ის ყველანაირი ბასრი  საშუალებებით დაჩეხეს... რაც კი ხელთ ქონდათ ამ " არაკაცების ჯგუფს". რა უნდოდათ დილის 5 საათზე არასრულწლოვანებს გარეთ? სად იყვნენ მშობლები ამ დროს!ბარის მეპატრონე! საზოგადოება.სამწუხაროდ ჩვენ, რასისტული საზოგადოება ვართ !ამას დავწერ ხმამაღლა რადგანმე თავად მომიწია ნ.13 ავტობუსში, რომლითაც ვისარგებლოთ ყოველ დღე,მომიწია  შეტაკება პატივსაცემ "ასაკოვან მოხუცთან", რომელიც უშვერი სიტყვებით ამკობდა ავტობუსში ამოსულ შოკოლადისფერ დედა შვილს , პატარა სულ სადღაც 7 თვის იქნებოდა. რადგან შეწუხდა , ვერ აიტანა მისი ტირილი. აი ეს არის დღევანდელი ინტეგრაციის სახე!მე ვიტყვი რომ: სკოლები რომელიც  სავსეა ემიგრანტი ბავშვებით და დღემდე ბევრი სახით ხდება ახალმისული ბავშვების ბულინგი!მეტი ყურადღება არის საჭირო,საჭიროა საგანმანათლებლო ახალი პროექტები ინტეგრაციისთვის.ჩამოშლილია:მიმღებლობის კულტურა,სტუმარმასპინძლობის კულტურა !უნდა უფრო გაძლიერებული ფორმით ხდებოდეს  ორივე მხარის სტუმრის და მასპინძლის  თანდასწრებით  ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა!ჩვენ ვიღებთ უცხო სამყაროს და ამავდროულად ვანადგურებთ!დღეს  ჩემთვის " ბიძია თომას ქოხის" თანამედროვე ისტორია განმეორდა!შორეული ქვეყნიდან ჩამოსული საბრალო ადამიანი...ვინ იცის რა ოცნებებით ქარგავდა მის მომავალ სამყაროს🥺ის პატარას ელოდებოდა.აქ ყველა სიტყვა ზედმეტია ამ ჯგუფის დასაცავად.უმკაცრესი განაჩენი! ვერ ვიქნები ჰუმანური მათ მიმართ! ნებისმიერ სტრუქტურას, სკოლას, ადამიანებს, კანონს  ევალებათ ინტეგრაციისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და ამ ეტაპზე ვიტყვი ადგილობრივებთან მეტად.ემიგრაციაში არის მთელი მსოფლიოადამიანებს ავიწყდებათ თავიანთი ისტორიები. ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ისევ დუმილით ვგუდავ ამ ტკივილსამ ახალგაზრდის დაკარგული სიცოცხლე კი არის დღევანდელობის მწარე  რეალობა! საჭიროა: სანამ მოხდება ცუდი, მანამ ვიმოქმედოთ“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი: ოთხი არასრულწლოვანთა პროკურატურის, ხოლო ერთი საერთო პროკურატურის განკარგულებით. სრულწლოვანი 20 წლის ფაბიო სალეა, ხოლო ოთხი არასრულწლოვანი 15-დან 16 წლამდე ასაკისაა.

ფიქრია

საზოგადოება 1777659339

„უკეთესი სამყაროსთვის ბევრი ფერია საჭირო“ - პალერმოში, ქართველი ხელოვანებისა და ემიგრანტების ტრიუმფი შედგა

 პალერმოში, სასტუმრო „San Paolo Palace“-ში, ასოციაცია „La Via dell’Arte“-ს ორგანიზებით, მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც 25 აპრილიდან 1 მაისამდე გრძელდებოდა, ნიდერლანდელი გენიოსის, ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას მიეძღვნა.გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 50-მდე ხელოვანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცა. ნინა დარჩიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა 11 ხელოვანით დაკომპლექტებული დელეგაციით წარდგა.ქართული კულტურა და ემიგრანტთა წვლილი: გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი ქართული ემიგრაციის მონაწილეობა აღმოჩნდა. ქართველმა მოცეკვავემ, ფიქრია კუჭუხიძემ, რომელიც ასოციაციის ოფიციალურ დელეგატად დასახელდა იტალიაში, მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა. მისი სამოსის დიზაინი ნანა თოძაძეს, ხოლო ტრადიციული ჩიხტიკოპი როზეტა კიტოვანს ეკუთვნოდა. თავად როზეტა კიტოვანი გამოფენაზე ორ ნომინაციაში - როგორც დიზაინერი და პოეტი - დაჯილდოვდა.ორგანიზატორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტო გუჩიონემ ხაზი გაუსვა ხელოვნების როლს თანამედროვე რთულ პერიოდში: „ხელოვნება მშვიდობის ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ტკივილს იმედად გარდაქმნის“.საემიგრაციო სამსასახურის ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე: „საერთაშორისო გამოფენა დევიზით: რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არ გვქონოდა გამბედაობა!და მე გავბედე:სოციუმში შემთხვევით ვნახე ასოციაციის გვერდი, რომელიც საუბრობდა სამხატვრო გამოფენაზე... მეგობრობა გავაგზავნე და დაველოდე. პასუხი თანხმობით დამიბრუნდა და ახლა, რომ მახსენდება... პირვანდელივით განვიცდი გახსენებას,რამდენჯერ დავწერე წერილი, მერე წავშალე... ბოლოს  გავბედე:ვარ ემიგრანტი, ყოფილი მოცეკვავე,უცხო მიწაზე ყველა განსაცდელს  ცეკვით ვაჯობე, ცეკვა ჩემი თვითგადარჩენააჩემი ოცნებაა კიდევ ერთხელ დავდგე სცენაზე. მომცემთ ამის შესაძლებლობას? ვიცი გამოფენის სტერეოტიპს ვარღვევ, მაგრამ გავამრავალფეროვნოთსულ სხვა საქართველოს მოვიყვან. ვწერდი და ვწერდი უკვე ემოციურადდა პასუხი დამხვდა მეორე დილით: ამ ქვეყნად, ვცხოვრობ რომ ადამიანებს მივანიჭო სიხარული.გელოდებით 6 დეკემბერს სიცილიაში.ასე ჩავიდა ქართული ცეკვა სულ სხვა იტალიაში და ლამპედუზების საუკუნოვან სასახლეში ვიცეკვე  მსოფლიოში ყველაზებედნიერმა თვალცრემლიანმა ემიგრანტმა.ეს ისტორია მრავლისმთქმელია...შემდეგ დაიგეგმა 2026 წლის 25 აპრილი და ისევ ჩემი თხოვნა: იცნობთ ქართულ პოეზიას?მომცემთ საშუალებას გამოფენაზე წარვადგინო ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი პოეტი, დიზაინერი, მუსიკოსი?და ისევ პასუხი: რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ღიაა კარები.ამ პასუხის ავტორი გახლავთ ღონისძიების გენერალური დირექტორი ბატონი რობერტო გუჩიონე.ასე აღმოვჩნდი სიცილიურ ზღაპარში...უდიდესი მადლობა  გამოფენის დირექტორს ქართული კულტურის უდიდეს პატივისმცემელ ადამიანს  ბატონGuccione Roberto Artista Due ასეთი დიდი შესაძლებლობის მოცემისთვის საპასუხისმგებლო მოვალეობას ვეცდები დიდი პასუხისმგებლობით ვუხელმძღვანელო. მუდამ მადლობა ჟურნალისტს და ღონისძიების უცვლელ წამყვანს  ბატონ Valerio Martorana ქართული ხელოვნების  ლამაზად წარდგენისთვის.მადლობა ბატონ Nugzar-petre Chiaberashvili ყურადღებისთვის.მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ქართული საქმე ახარებს უცხოეთის ცის ქვეშ და უყურადღებოდ არ ტოვებს მათ საქმიანობას.მადლობა თითოეული სიტყვის ლამაზი სურვილების ავტორებს.გამოფენას ვაფართოებ სამომავლოდ  წარსადგენი ნომინაციებით ,საზღვარგარეთ მოღვაწე ემიგრანტებითსხვადასხვა ფორმატში: ქართული ჟურნალისტიკა ემიგრაციაშიქართული  კალეგრაფიაქართული სიმღერაქართული ცეკვაქართული პოეზიაქართული პროზასაემიგრაციო საქმიანობა ქართველ ემიგრანტებთანზღვა ამბების მომავალი გველოდება...ჩემი ორი სამშობლოიტალია და საქართველომიყვარხართ უკიდეგანოდ.ჩემი  უცვლელი დამოკიდებულება: ქართული სული ვამზეო ამაყად უცხოეთის ცის ქვეშ“.ვალერიო მარტორანა, დონ ბოსკოს ყოფილი აღსაზრდელების მსოფლიო პრეზიდენტობის წევრი, აღნიშნავს: „როდესაც ეკონომიკური ძალაუფლება დელუზიურ და ფსიქოპათურ ადამიანთა ხელშია, რთულია დიალოგი და მომავალზე ფიქრი. ერთადერთი, რაც ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, შეგვიძლია არის იმედი, რომელიც ასეთ კულტურულ მოვლენებში ვლინდება.უნდა შევძლოთ,ხელოვანთა ნამუშევრებით ვაჩვენოთ უკეთესი რეალობა“.ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის კულტურული და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მეწარმეები. ქართული მხრიდან პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები იტალიაში მოღვაწე პოეტები და მთარგმნელები: სოფო ბუკია (მოდენა), სოფიო ნუცუბიძე (ბარი/ალტამურა), პოეტი და დიზაინერი როზეტა კიტოვანი და ასევე, საქართველოდან  სპეციალური მოწვევით ნინო მოდრეკილაძე, რომელმაც საზოგადოებას წიგნი „აღარ მე“ წარუდგინა

სიცილია

კულტურა 1764613549

ქართული ხელოვნება სიცილიას იპყრობს - კულტურათა დღესასწაული პალმა დი მონტეკიაროში გაიმართება

ქართული ხელოვნება სიცილიას იპყრობს — კულტურათა დიალოგის, ფერებისა და ემოციის ამაღლებული დღესასწაული, რომელიც პალმა დი მონტეკიაროში ტარდება, წელს განსაკუთრებულად ბრწყინვალე ფორმატით გაიმართება.ქალაქი, რომელიც გატოპარდოს ისტორიასა და ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს ატარებს, ამჯერად, მრავალრიცხოვან ევროპელ მხატვართა გვერდით ქართული ხელოვნების უნიკალურ ხმასაც მასპინძლობს.სწორედ აქ, კულტურულად დატვირთულ სცენაზე, ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებითი ენერგია, ხოლო ქართული კულტურა — თავისი სიღრმით, ტრადიციით და სცენური ძალით — ღონისძიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამორჩეულ ელემენტად გადაიქცევა.ღონისძიებაზე დაახლოებით 70-მდე მხატვარი წარადგენს საკუთარ ნამუშევრებს უნგრეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, მალტადან, სლოვაკეთიდან, ავსტრიიდან და ფინეთიდან. განსაკუთრებული სტუმარი იქნება საქართველოს 24-კაციანი არტ-დელეგაცია, რომელსაც „ხელოვნების გზის“ წარმომადგენელი ნინო დარჩია უხელმძღვანელებს.ღონისძიების კულტურის ელჩი ქალბატონი ნინო დარჩია წლების განმავლობაში იყო ამ ფესტივალის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი საქართველოდან, ბატონ რობერტო გუჩიონესთან ერთად. ისინი აქტიურად ხელს უწყობენ ქართული და იტალიური ხელოვნების ინტეგრაციას და პოპულარიზაციას თავიანთ სამშობლოში, რაც გამოფენას განსაკუთრებულ, საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.ორგანიზატორები კვლავ უბრუნდებიან გატოპარდოს ქალაქს.ღონისძიების ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტო გუჩიონე: „სასიამოვნოა დაბრუნება. რადგან გვჯერა, რომ ამ რთულ ისტორიულ მომენტში განსაკუთრებით გვჭირდება მშვიდობა, ხოლო მისი გადაცემისა და გავრცელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზა სწორედ ხელოვნებაა — თავისი სილამაზითა და ფორმებით“.იოსეფ ტომაზი დი ლამპედუზას ინსტიტუციის თავმჯდომარე, ლეტიცია პაჩე: „დარწმუნებული ვართ, რომ „ხელოვნების გზის“ ასოციაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო აჩენს სინათლეს ჩვენს ქალაქში  და ერთად ჩვენს ქალაქს კიდევ ერთ ფერად შეხებას შევძენთ“.მერი სტეფანო კასტელინო — „ქალაქიც კვლავ გულისხმიერად მიიღებს იმ მრავალ მხატვარს, რომლებიც ოსტატ გუჩიონესთან ერთად თავიანთი შემოქმედებით მოგვმართავენ და მოგვცემენ შესაძლებლობას, მშვიდობის მნიშვნელობაზე დავფიქრდეთ. მათი ნამუშევრები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ კულტურულ გზას, რომელსაც ჩვენი ქალაქი არტ-რენესანსისკენ ადგას“.დონ ბოსკოს მსოფლიო ყოფილი აღსაზრდელთა საბჭოს წევრი ვალერიო მარტორანა: „გატოპარდოდან ტაძართა ველემდე ერთი ნაბიჯია, — და ეს მოგვიტანს სილამაზისა და კულტურის ნამდვილ ფერად-აფეთქებას, რომელიც კვლავ მოხიბლავს დამთვალიერებლებს.“ისტორიული მონაწილეობა – ქართველი ემიგრანტის ახალი სიტყვაამ გამოფენის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ემიგრანტი ქართველი ფიქრია კუჭუხიძე, რომელიც სრულიად განსხვავებული ფორმატით წარადგენს თავის შემოქმედებით ხედვას: ქართული კულტურული საგანძურის — ქართული ცეკვის — სცენურ ინტერპრეტაციას.მისი ქორეოგრაფიული წარმოდგენა ღონისძიების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ, ელეგანტურ და დამამახსოვრებელ მომენტად გადაიქცევა, შინდისფერი ქართულით შეფერავს სიცილიის სცენას და საქართველოს ენერგიასა და იდენტობას საერთაშორისო აუდიტორიას გადასცემს.საემიგრაციო საზოგადოება „ANOLF“-ის ქართველი ოპერატორი, მოცეკვავე, ფიქრია კუჭუხიძე: „ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სოციალურ ქსელში გადავაწყდი აღნიშნულ ინფორმაციას და მივმართე ბატონ რობერტო გუჩიონეს, როგორც მოცეკვავეს მონაწილეობის მიღება თუ შემეძლო აღნიშნულ ფესტივალზე. ბატონმა რობერტო გუჩიომემ გაითვალისწინა უცხო ადამიანის სურვილი და თხოვნა, დიდი ნაბიჯი გადმოგდა და კიდევ ერთ  ემიგრანტს საშუალება მომცა  15 წლის მერე ოცნება ამესრულებინა და პროფესია, რომელიც საქართველოში დავტოვე და გამოვიტირე, რადგან არ ვიცოდი ცეკვის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი. ყოველდღე ვცეკვავ და ვცეკვავ თვითგდარჩენას. თუმცა, ბატონი რობერტო გუჩიონე არის ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ოცნებას მზე ამოუყვანა სიცილიაში. აქვე, აღვნიშნავ ნინო დარჩიას დიდ როლს ამ საკითხში, როგორც საქართველოდან კულტურის ხელოვნების ელჩს სიცილიაში წლების განმავლობაში უდგას ამ ფესტივალს გვერდით. 6 დეკემბერს წარვადგენთ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ქართული ხელოვნებისა და კულტურის უდიდეს საგანძურს - ცეკვას გავუწევ პოპულარიზაციას სიცილიის ცის ქვეშ“.სტუმრები და სპეციალური მონაწილეები:ვენცენცო კანსონიერი (ანატომი-პათოლოგი), ლუჩია ლომბინო (შრომის მედიცინის სპეციალისტი), ალესანდრა ფალსონე (ადვოკატი), მარია გრაცია ჭიანჩული (ჟურნალისტი), ქეთევან ტრაპაიძე (პოეტი, მწერალი, კომპოზიტორი, მომღერალი), დომენიკო შიკოლონე (საკრებულოს თავმჯდომარე), ლეტიცია პაჩე, მარიანა ლა ბარბერა (ჟურნალისტი), მარიელა დ’ანჯელო (კოსტუმისტი), ალფრედო ფალეტა (მეწარმე), ნინა დარჩია („La Via dell’Arte“-ის საქართველოს წარმომადგენელი), ანჯელიკა ავსილია ჯადონე (ფოტორეპორტიორი), მარკო გუჩიონე (მუსიკოსი), ალესანდრო კასიბა (ტენორი), ბალერინა ფიქრია კუჭუხიძე, მეგი გევენეტაძე („Megi Art Georgia“-ს ხელმძღვანელი).გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები: ჯოვანი ტარასიო, როზეტა ჯიომბარესი, დინო პუღლიზი, ლუჩილა ლუჩიანი, ფრანკო კარლეტი, მარია რიტა ფოლიასო, კატალინ ნ. სებასტიენ, ადრიანა სტელა, ტიტი რაპისარდა, ვერონიკა ვერდირამე, მიჰელინა მილელა, მინა დი სალვო, ედენ DSG, ლორედანა პელეგრინო, მარია ლუიზა რომანო, ჯუზეპე სპადოლა, რიტა გუარდავასკიო, მარიო ვიდეორია, ანა ჯულია ენრილე, კარმელო ბატალია, მილენა ემა კარაკიოლო, მარია ტემბესტა, მარია ფელიჩე ვადალა, ვალენტინა დეციო, ვალერია ფიაკაბრინო, სალვატორე გერბინო, ლუიზა ბარანო, ანდრეა ჰარანგი, ვერენა პაპინ, პიპო დეპეტრო, როზანა რეატეგუი, კარმელიზა პარავიცინი, ჯოვანი კუსუმანო, ფლორინდა ჯანონე, პაოლა მავერ, დობუშ გიერგი, დობუშ დორკა, ბრუნო კუტრალე, ნელი ფონტე, ლორედანა აიმი, ჯუზეპე ბარბა, ჯანინა ზურადელი, ნინო დარჩია, დალილა მინჯორია, გიორგი მარდალეიშვილი, ეკა კალატოზი, მადონა ახალკაცი, თამარ კვიზინაძე, მაია ნახუცრიშვილი, თამუნა კაკაბაძე, სუზან ავანესიანი, ბარბარე საძაგლიშვილი, ნინო ვეშაგური, ნუცა ფურცელაძე, თეა სისვაძე, თეა გოლოშვილი, მარიამ ქელბაქიანი, სალომე სიხარულიძე, შორენა ქოჩიაშვილი, მეგი გვენეტაძე, რუსუდან კობახიძე, ლიკა მდინარაძე, გიული მარღიშვილი, მაია ფხოველიშვილი, ამირან წილოსანი, ელენე ილიაევი, სოსო ილარიანი, ბარბარა აბრამიშვილი, მარიტა ჯიონტი, ნინო კურტანიძე.ღონისძიება 2 დეკემბერს გაიხსნება და 15 დეკემბერს დაიხურება. 

გლოვა

საზოგადოება 1761251046

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საემიგრაციო საზოგადოება „ANOLF-ის“ ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ავრცელებს.„დაჯერება მიჭირს, ნინო! დავდუმდი.... რატომ, რატომ, რატომ? ნინო კასრაძე, ბარის საემიგრაციოს დანაკარგი ხარ... ტკივილი ხარ... მოგვენატრები... დღეს ძალიან მეტკინა ლამაზი ემიგრანტის დაკარგვა.... სიტყვებს ვერ ვპოულობ...“ - წერს კუჭუხიძე.    

ნინი

საზოგადოება 1745485017

„შენი მამიკოს სული ხარობს... არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა დღეიდან „მარშუტკის“ ამბავი...“ - რას წერენ ნინი ორკოშნელზე

„რუსთავი 2-ის“ მეგა შოუ „ნიჭიერის“ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.მაყურებლის გადაწყვეტილებით, მეთერთმეტე სეზონის გამარჯვებული „ნია სტუდიო“  გახდა.„ნიჭიერის“ ოქროს სპონსორის „ატლანტ დეველოპმენტის“ რჩეული კი ნინი ორკოშნელი გახდა, რომელსაც ბინა გადაეცემა.მეგა შოუების ისტორიაში პირველად, პრიზი არა ერთი, არამედ ორი ბინა იყო. ერთი ბინა „ნიჭიერის“ გამარჯვებულს ერგო, ხოლო მეორე სპონსორის რჩეულს.ნინის შესახებ ემოციურ სტატუსს ფიქრია კუჭუხიძე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „შენი ცრემლი დღეს ყველაზე ლამაზმა სიხარულმა შეცვალა, შენი მამიკოს სული ხარობს ნინი, არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა დღეიდან მარშუტკის ამბავი. ჩვენი ცხოვრების გზაზე უფლის სახით მოდიან ადამიანები და გვიხატავენ ლამაზ მომავალს....შენს ცხოვრებაში ეს არის..."ნიჭიერის" ოქროს სპონსორი "ატლანტ დეველოპმენტი" რომელსაც კიდევ ერთხელ პირადად ვუხდი მადლობას. არასოდეს დაუხარო თავი ტკივილს...არასოდეს მისცე საშუალება ცრემლს, შენს თვალებში ბუდე დაიდოს... გაიღიმე  მომავალი შენია  ოქროს მზე ამობრწყინდა შენს ცხოვრებაში. გილოცავ ნინიკო შენ უპირობო გამარჯვებული ხარ“,- წერს ფიქრია. 

სტიქია იტალიაში

საზოგადოება 1744972363

“წითელ ზონაში ვართ…”- რას წერს იტალიაში მყოფი ქართველი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს… ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და….ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია…300-მდე ქართველი ვართო… თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ… უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის…არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი… აქ ყველა ჩვენ ვართ.ეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, – წერია ფიქრია კუჭუხიძე.

სტიქია

საზოგადოება 1744922837

„წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს...“ - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სტიქიას ებრძვიან. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტიქიის ზონიდან ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„7 მეტრით მოიმატა მდინარემ, წითელ ზონაში ვართ, ევაკუაციისთვის მოგვამზადეს... ვკითხულიბ სოციუმში ქართველი ემიგრანტის ნათია ჯაბაურის სტატუსს და....ბორგოსეზია! ბიელა! ეს საშიშ ზონაში მდებარე დასახლებებია, მწერს ნათია...300-მდე ქართველი ვართო... თვითონ უფრო შემაღლებულ ადგილზეა და მაღალი კერძო სახლი აქვთ... უფრო დაბლა მცხოვრებლები გაიყვანესო! ჩემს 300 ქართველს ვუსურვებ სიმშვიდეს და ვუგზავნი ყველაზე ლამაზ სიტყვას მიყვარხართ  ამ 300 ქართველში რამდენი ადამიანის დედა! და! შვილი!მეუღლე არის...არც მინდა წარმოვიდგინო იქ ვინმე ჩემიანი და ამ დროს არ არსებობს ჩემი და შენი... აქ ყველა ჩვენ ვართეს სტიქიაც დაწყნარდება და ლამაზ კვირა დღეს და აღდგომის დღესასწაულს მოგმადლებთ უფალი უცხოეთის ცის ქვეშ ჩემო ქართველო ემიგრანტებო“, - წერია ფიქრია კუჭუხიძე. 

იტალია

საზოგადოება 1738061820

რა გვჭირდება იმისთვის, რომ იტალიაში მუშაობის უფლება მივიღოთ - რას ნიშნავს „აზილო“ და ვის შეუძლია ამის მოთხოვნა

საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ემიგრანტებს იტალიაში ლეგალური ცხოვრებისათვის საჭირო ინფორმაციას უზიარებს. „პრაიმტაიმის“ მკითხველს ფიქრია კუჭუხიძე დეტალურად განუმარტავს ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას იძლევა.„კანონმდებლობით გვეუბნებიან, რომ იტალიაში, ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლებს „აზილო პოლიტიკო პერმესოს“ მოთხოვნა არ გვეხება. „აზილო პოლიტოკო“, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებს ეხებათ.„აზილო პოლიტიკო“ რამდენიმე ქვეპუნქტს მოიცავს: არის „აზილო პოლიტიკო“ - საკუთარი ქვეყნიდან პოლიტიკური მოტივით დევნილი ადამიანები, არის „პროტეციონე სუსიდარია“ და ასევე, „კაზის პეჩიალი“.„აზილო პოლიტიკოს“ პერმესო 5-წლიანია, „პროტეციონე სუსიდარია“ და  „კაზის პეჩიალი“  2 წლით გაიცემა.„აზილო პოლიტიკო“ ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ აფხაზეთის ისტორია გვაქვს, წლებია გასული, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში რუსის ჯარი კიდევ დგას და ოკუპირებულია. ამიტომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების საბუთებს მე უფრო თამამად ვკიდებ ხელს.ჩემთან როდესაც ადამიანები მოდიან, არ მაქვს უფლება, დეტალები სრულად გამოვკითხო. არის ოჯახური ძალადობა, ბულინგი, სტიქიით დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ საქართველოში. შესაბამისი საფეხურების გავლის შემდეგ, კომისიაზე უნდა წარადგინო დამამტკიცებელი ფორმა, საბუთები, ამის მიხედვით, კოდი მოგენიჭება. მიიღებ „აზილო პოლიტიკოს“, „პროტეციონე სუსიდარიას“ და  „კაზის პეჩიალის“.ერთხელ, დამირეკა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ რეჯო-კალაბრიაში კიდევ ორ ქალთან ერთად „აზილო პოლიტიკო“ მოითხოვა და როდესაც ქვესტურაში მივიდნენ, დააკავეს და მიმაგრება მიეცათ - დილა-საღამოს უნდა მისულიყვნენ ხელმოსაწერად, რადგან ქვესტურა დაინტერესდა, სამი წელი რით არსებობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ. ეს ფაქტები, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იტალიაშიც ხდება და რა ყალბ საქმეზეც საქართველოს მოქალაქეები ამხილეს, უფრო მეტად განიხილება სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან. ამიტომ თითოეულმა ქართველმა ნაბიჯები გონიერად უნდა გადადგან, როცა „აზილო პოლიტიკოს“ დაიწყებს.ადრე ქართველებმა არ იცოდნენ, რა იყო „აზილო“, პასპორტი ათასში ერთს ჰქონდა ჩაბარებული.შემდეგ, შიშის ფაქტორით, მასიური სახე მიიღო. ამ გაძევების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვითხოვთ „აზილო პოლიტიკოს“, რა თქმა უნდა, „აზილო პოლიტიკო“ არ მოგვეცემა, რადგან ქართველები პოლიტიკურად დევნილები არ ვართ, თუმცა, ამ მოტივითაც არიან დევნილები. მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი 2-3 წელია, რაც ქვეყნის ტერიტორიაზეა, 2020 წელს გამოვიდა საბუთი და ოჯახმა არ გაუკეთა, ამ მოტივით დავიწყებ საქმის კეთებას. ყველას ვუხსნი, რომ კანონით, 2-3 წლის შემდეგ, არ გაქვს უფლება„აზილო“ მოითხოვო, რადგან ეს არის სასწაული სიტუაციიდან გამოქცეული ადამიანის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა“.ეტაპები:„ძალიან მარტივია „აზილო პოლიტიკოს“ მოთხოვნა. შენ მიდიხარ ქვეყანაში, იქ ფერადკანიანები  თავშესაფრებში ცხოვრობენ, მათ არ აქვს ბინადრობის უფლება, ვინაიდან, სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ ქართველებისთვის სიტუაცია შეცვლილია. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები შინამოსამსახურეებად მუშაობენ და წესით, არ უნდა მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც მოდის და მეუბნება, არ ვმუშაობო, მე ვთხოვ მას „ოსიტალიტას“, ანუ სტუმრობის ფურცელს. მიმღები ოჯახი ან ქართველი, ან იტალიელი უნდა იყოს. თუ ქართველია, სჭირდება ბინის ქირის ხელშეკრულება, რომელი ბინაც ქართველს აქვს ნაქირავები, მისი პირადი საბუთები, პასპორტი, „პერმესო“, „კარტაიდენტიდა“ და  „ტესერა სანიტარია“. თუ იტალიელია და ქირით ცხოვრობს, მისი სახლის ქირის ხელშეკრულებაც საჭიროა, თუ საკუთრებაში აქვს ეს სახლი, მაშინ მისი მხოლოდ „ტესერა სანიტარია“ და „კარტაიდენტიდა“.შემდეგ არის ერთ-ერთი ოფიციალური მოდული, ამას ბოლოს მარკას დავკრავ 16-ევროიანს. პიროვნების პასპორტის სურათს, შევავსებ,პასპორტის ის გვერდი, რომელზეც ჩარტყმული არის შემოსვლის ბეჭდები და სულ ესაა. ამ აკინძული საბუთით პიროვნება მიდის და მას ანაბეჭდის დღეს აძლევენ.შემდეგ გარკვეული პროცედურებია გასავლელი პირველი, მისვლა, მეორე, ანაბეჭდის გასვლა.„შენგენის“ ზონაში ვინმე იდენტური ხომ არ გყავს, შენი საბუთები ხომ არ გამოიყენეს, შენგენის ზონაში ხომ არ გაქვს დეპორტი - ამ ყველაფრის გამოიკვლევენ. იქიდან ბრუნდებიან, ინიშნება „აპუტანემნტო“. ჩიტრეზე რა ხდება - ქვესტურაში ქართველი თარჯიმანი გვყავს, რომელიც გემსახურება და საბუთებს კომისიისთვის გიმზადებს, ამავდროულად, „ჩიტრის“ მერე, შენ მოგენიჭება კოდი, 2-3 თვეში მიიღებ დროებით „პერმესოს“. თუ მისამართი შეიცვალე, ან რამე სიახლეა, თარჯიმანს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდო. გაივლი „ჩიტრეს“, მინი კომისიას ვუწოდებთ, გამოდიხარ გარეთ და „პერმესოს“ ელოდები. როგორც კი „პერმესოს“ აიღებ, ჩვენ შეგვიძლია ბინა ქირით ავიღოთ, საცხოვრებელი ადგილი ჩავწეროთ, გავამზადოტ „კარტა იდენტიდა“ სამუშაო ხელშეკრულება დავიდოთ. იქ, სადაც მუშაობას იწყებ, ოჯახმა უნდა გადაგიხადოს „კონტრიბუდები“, „ბუსტაბაგა“, „კუდი“, „სეტეტრენდა“. ეს არის დროებითი „პერმესო“, რომლის გადავადებაც შენ გიწევს სამჯერ მაინც, სანამ კომისია დაგენიშნება. ამ დროის განმავლობაში, უწყებას ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდო.„აზილოს“ სტატუსის მიღება რთული არ არის. რთული იქნება მაშინ, როცა საქმე ყალბი საბუთებით მოქმედებასთან გვაქვს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანი მაქსიმალურად შევამოწმო, განსაკუთრებით, თუ საბუთების მოგვარება სხვასთან აქვს დაწყებული, რადგან მე არ შემექმნას პრობლემა. დღეს, იტალიაში, „აზილო პოლიტიკოს“ ჩვეულებრივ იბარებენ“.

გლოვა

საზოგადოება 1702755608

„გუშინ ცოცხალი იყო... საქართველოში გარდაიცვალა...“ - ფიქრია კუჭუხიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საემიგრაციო საზოგადოება „ANOLF“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ფეისბუკ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოში გარდაიცვალა მანანა  საქართველოში, რომელიც მანამდე ემიგრაციაში იმყოფებოდა.„გუშინ ცოცხალი იყო ეს კარგი ადამიანი... ამ დილით თრომბმა შეიწირაო... ამ დროს ვდუმდები... წამია წუთისოფელი... მერამდენედ წავიკითხე ჩვენი მიმოწერა, აზრებს ვუზიარებდით ერთმანეთს... მოკრძალებული და საინტერესო, კარგი ადამიანი... სხვა გზა არაა, უფლის ნება იქნა ასეთი და უნდა დავწერო... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი...  საქართველოში გარდაიცვალა ემიგრანტი ქალბატონი, ოპერაციის შემდეგ!“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.ასევე ნახეთ:ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა„ამის თქმაც შენით გულმოცემულმა გავბედე... მტკივა შვილო! მტკივა უშენობა...“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი შვილს