„შენი მამიკოს სული ხარობს... არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა დღეიდან „მარშუტკის“ ამბავი...“ - რას წერენ ნინი ორკოშნელზე

ნინი

„რუსთავი 2-ის“ მეგა შოუ „ნიჭიერის“ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, მეთერთმეტე სეზონის გამარჯვებული „ნია სტუდიო“  გახდა.

„ნიჭიერის“ ოქროს სპონსორის „ატლანტ დეველოპმენტის“ რჩეული კი ნინი ორკოშნელი გახდა, რომელსაც ბინა გადაეცემა.

მეგა შოუების ისტორიაში პირველად, პრიზი არა ერთი, არამედ ორი ბინა იყო. ერთი ბინა „ნიჭიერის“ გამარჯვებულს ერგო, ხოლო მეორე სპონსორის რჩეულს.

ნინის შესახებ ემოციურ სტატუსს ფიქრია კუჭუხიძე წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„შენი ცრემლი დღეს ყველაზე ლამაზმა სიხარულმა შეცვალა, შენი მამიკოს სული ხარობს ნინი, არასოდეს მოჰყვე თვალცრემლიანმა დღეიდან მარშუტკის ამბავი. ჩვენი ცხოვრების გზაზე უფლის სახით მოდიან ადამიანები და გვიხატავენ ლამაზ მომავალს....შენს ცხოვრებაში ეს არის..."ნიჭიერის" ოქროს სპონსორი "ატლანტ დეველოპმენტი" რომელსაც კიდევ ერთხელ პირადად ვუხდი მადლობას. არასოდეს დაუხარო თავი ტკივილს...არასოდეს მისცე საშუალება ცრემლს, შენს თვალებში ბუდე დაიდოს... გაიღიმე  მომავალი შენია  ოქროს მზე ამობრწყინდა შენს ცხოვრებაში. გილოცავ ნინიკო შენ უპირობო გამარჯვებული ხარ“,- წერს ფიქრია.