1739302478
რა გვჭირდება იმისთვის, რომ იტალიაში მუშაობის უფლება მივიღოთ - რას ნიშნავს „აზილო“ და ვის შეუძლია ამის მოთხოვნა
![იტალია იტალია](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/11/111770/italia_w_h.jpeg)
საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე ემიგრანტებს იტალიაში ლეგალური ცხოვრებისათვის საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„პრაიმტაიმის“ მკითხველს ფიქრია კუჭუხიძე დეტალურად განუმარტავს ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საშუალებას იძლევა.
„კანონმდებლობით გვეუბნებიან, რომ იტალიაში, ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლებს „აზილო პოლიტიკო პერმესოს“ მოთხოვნა არ გვეხება. „აზილო პოლიტოკო“, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებს ეხებათ.
„აზილო პოლიტიკო“ რამდენიმე ქვეპუნქტს მოიცავს: არის „აზილო პოლიტიკო“ - საკუთარი ქვეყნიდან პოლიტიკური მოტივით დევნილი ადამიანები, არის „პროტეციონე სუსიდარია“ და ასევე, „კაზის პეჩიალი“.
„აზილო პოლიტიკოს“ პერმესო 5-წლიანია, „პროტეციონე სუსიდარია“ და „კაზის პეჩიალი“ 2 წლით გაიცემა.
„აზილო პოლიტიკო“ ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ აფხაზეთის ისტორია გვაქვს, წლებია გასული, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში რუსის ჯარი კიდევ დგას და ოკუპირებულია. ამიტომ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების საბუთებს მე უფრო თამამად ვკიდებ ხელს.
ჩემთან როდესაც ადამიანები მოდიან, არ მაქვს უფლება, დეტალები სრულად გამოვკითხო. არის ოჯახური ძალადობა, ბულინგი, სტიქიით დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ საქართველოში. შესაბამისი საფეხურების გავლის შემდეგ, კომისიაზე უნდა წარადგინო დამამტკიცებელი ფორმა, საბუთები, ამის მიხედვით, კოდი მოგენიჭება. მიიღებ „აზილო პოლიტიკოს“, „პროტეციონე სუსიდარიას“ და „კაზის პეჩიალის“.
ერთხელ, დამირეკა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ რეჯო-კალაბრიაში კიდევ ორ ქალთან ერთად „აზილო პოლიტიკო“ მოითხოვა და როდესაც ქვესტურაში მივიდნენ, დააკავეს და მიმაგრება მიეცათ - დილა-საღამოს უნდა მისულიყვნენ ხელმოსაწერად, რადგან ქვესტურა დაინტერესდა, სამი წელი რით არსებობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ.
ეს ფაქტები, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იტალიაშიც ხდება და რა ყალბ საქმეზეც საქართველოს მოქალაქეები ამხილეს, უფრო მეტად განიხილება სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან. ამიტომ თითოეულმა ქართველმა ნაბიჯები გონიერად უნდა გადადგან, როცა „აზილო პოლიტიკოს“ დაიწყებს.
ადრე ქართველებმა არ იცოდნენ, რა იყო „აზილო“, პასპორტი ათასში ერთს ჰქონდა ჩაბარებული.
შემდეგ, შიშის ფაქტორით, მასიური სახე მიიღო. ამ გაძევების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვითხოვთ „აზილო პოლიტიკოს“, რა თქმა უნდა, „აზილო პოლიტიკო“ არ მოგვეცემა, რადგან ქართველები პოლიტიკურად დევნილები არ ვართ, თუმცა, ამ მოტივითაც არიან დევნილები. მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანი 2-3 წელია, რაც ქვეყნის ტერიტორიაზეა, 2020 წელს გამოვიდა საბუთი და ოჯახმა არ გაუკეთა, ამ მოტივით დავიწყებ საქმის კეთებას. ყველას ვუხსნი, რომ კანონით, 2-3 წლის შემდეგ, არ გაქვს უფლება„აზილო“ მოითხოვო, რადგან ეს არის სასწაული სიტუაციიდან გამოქცეული ადამიანის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა“.
ეტაპები:
„ძალიან მარტივია „აზილო პოლიტიკოს“ მოთხოვნა. შენ მიდიხარ ქვეყანაში, იქ ფერადკანიანები თავშესაფრებში ცხოვრობენ, მათ არ აქვს ბინადრობის უფლება, ვინაიდან, სახელმწიფო უზრუნველყოფს, მაგრამ ქართველებისთვის სიტუაცია შეცვლილია. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები შინამოსამსახურეებად მუშაობენ და წესით, არ უნდა მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც მოდის და მეუბნება, არ ვმუშაობო, მე ვთხოვ მას „ოსიტალიტას“, ანუ სტუმრობის ფურცელს. მიმღები ოჯახი ან ქართველი, ან იტალიელი უნდა იყოს. თუ ქართველია, სჭირდება ბინის ქირის ხელშეკრულება, რომელი ბინაც ქართველს აქვს ნაქირავები, მისი პირადი საბუთები, პასპორტი, „პერმესო“, „კარტაიდენტიდა“ და „ტესერა სანიტარია“. თუ იტალიელია და ქირით ცხოვრობს, მისი სახლის ქირის ხელშეკრულებაც საჭიროა, თუ საკუთრებაში აქვს ეს სახლი, მაშინ მისი მხოლოდ „ტესერა სანიტარია“ და „კარტაიდენტიდა“.
შემდეგ არის ერთ-ერთი ოფიციალური მოდული, ამას ბოლოს მარკას დავკრავ 16-ევროიანს. პიროვნების პასპორტის სურათს, შევავსებ,პასპორტის ის გვერდი, რომელზეც ჩარტყმული არის შემოსვლის ბეჭდები და სულ ესაა. ამ აკინძული საბუთით პიროვნება მიდის და მას ანაბეჭდის დღეს აძლევენ.
შემდეგ გარკვეული პროცედურებია გასავლელი პირველი, მისვლა, მეორე, ანაბეჭდის გასვლა.
„შენგენის“ ზონაში ვინმე იდენტური ხომ არ გყავს, შენი საბუთები ხომ არ გამოიყენეს, შენგენის ზონაში ხომ არ გაქვს დეპორტი - ამ ყველაფრის გამოიკვლევენ. იქიდან ბრუნდებიან, ინიშნება „აპუტანემნტო“. ჩიტრეზე რა ხდება - ქვესტურაში ქართველი თარჯიმანი გვყავს, რომელიც გემსახურება და საბუთებს კომისიისთვის გიმზადებს, ამავდროულად, „ჩიტრის“ მერე, შენ მოგენიჭება კოდი, 2-3 თვეში მიიღებ დროებით „პერმესოს“. თუ მისამართი შეიცვალე, ან რამე სიახლეა, თარჯიმანს ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიაწოდო. გაივლი „ჩიტრეს“, მინი კომისიას ვუწოდებთ, გამოდიხარ გარეთ და „პერმესოს“ ელოდები. როგორც კი „პერმესოს“ აიღებ, ჩვენ შეგვიძლია ბინა ქირით ავიღოთ, საცხოვრებელი ადგილი ჩავწეროთ, გავამზადოტ „კარტა იდენტიდა“ სამუშაო ხელშეკრულება დავიდოთ. იქ, სადაც მუშაობას იწყებ, ოჯახმა უნდა გადაგიხადოს „კონტრიბუდები“, „ბუსტაბაგა“, „კუდი“, „სეტეტრენდა“. ეს არის დროებითი „პერმესო“, რომლის გადავადებაც შენ გიწევს სამჯერ მაინც, სანამ კომისია დაგენიშნება. ამ დროის განმავლობაში, უწყებას ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდო.
„აზილოს“ სტატუსის მიღება რთული არ არის. რთული იქნება მაშინ, როცა საქმე ყალბი საბუთებით მოქმედებასთან გვაქვს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ადამიანი მაქსიმალურად შევამოწმო, განსაკუთრებით, თუ საბუთების მოგვარება სხვასთან აქვს დაწყებული, რადგან მე არ შემექმნას პრობლემა. დღეს, იტალიაში, „აზილო პოლიტიკოს“ ჩვეულებრივ იბარებენ“.