khkh

მსოფლიო • 1792596065

იტალიაში სატვირთო მანქანების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რის გამოც მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდება შეფერხებულია, მალფუჭებადი სურსათი კი სატვირთო მანქანებსა და საწყობებში ფუჭდება

იტალიაში სატვირთო მანქანების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, რის გამოც მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდება შეფერხებულია, მალფუჭებადი სურსათი კი სატვირთო მანქანებსა და საწყობებში ფუჭდება. მძღოლები საწვავის ფასებსა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ.საპროტესტო აქციის გამო ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. საწვავის მიწოდების შეფერხებამ პრობლემები შექმნა კალაბრიის რეგიონის ორ აეროპორტში.პროტესტს ფერმერებიც შეუერთდნენ.

კაია კალასი

პოლიტიკა • 1792560339

კაია კალასის განცხადებით, აშშ უკრაინას პუტინის პირობებით დანებებისკენ უბიძგებს

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც Euronews-ი წერს, კალასი ვაშინგტონს კიევზე ზეწოლაში ადანაშაულებს - მისი შეფასებით, შტატებს სურს, უკრაინა დათანხმდეს პირობებს, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვისაა ხელსაყრელი."ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას იძულებით კაპიტულაციისკენ უბიძგონ - უფრო ზუსტად, ეს წელიწად-ნახევარია გრძელდება. უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერს", - განუცხადა მან ევროპარლამენტის წევრებს.კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია, რათა დაბალანსდეს თეთრი სახლის მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეამსუბუქა ისე, რომ, სანაცვლოდ, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წასულა.ტრამპმა უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება აკრძალულია. მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მას უღალატა."ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ", - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს ბოლო ინტერვიუში.კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ევროპას სამშვიდობო სტრატეგია არ გააჩნია."ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალასმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს წარუდგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ევროპა მოსკოვისგან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა ელოდოს."თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და წინადადებებს აყენებს, ჩვენც მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები უნდა დავდოთ, რათა მოლაპარაკებებში ბალანსი შევინარჩუნოთ. ამასთანავე, რუსეთს მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ: ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აინტერესებს - მათ შორის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით - ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, რადგან ეს გადაწყვეტილებები ევროპამ უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე უბრალოდ დავთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ ისიც, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი და სამართლიანი იყოს", - განაცხადა კალასმა.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792477123

ჯეი დი ვენსი: უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, თუმცა, მათ რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები უნდა შეწყვიტონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა კიევმა რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის დიზელის საწვავის წარმოების ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მოკავშირე, ვენსმა უპასუხა, რომ „გარკვეული გაგებით, ისინი უდავოდ პარტნიორები არიან“.„თუმცა, ვფიქრობ, რომ დროდადრო ჩვენს ინტერესებს შორის გარკვეული განსხვავებებია. მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსულ დიზელის საწვავის ობიექტებს უნდა დაარტყან, რაც ამერიკელებისთვის ენერგიის ფასს ზრდის? არა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან გარკვეულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ტერმინი „პარტნიორი“ „მოკავშირესთან“ შედარებით ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობას, ვენსმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან ოფიციალური სამოკავშირეო ურთიერთობა არ აქვს.„უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის. არ მიმაჩნია, რომ ის ნატო-ს უნდა შეუერთდეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს, მშვენიერი ქვეყანა, სადაც უამრავი შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გარკვეულ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, თუმცა სხვა საკითხებზე ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1792401334

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები“, - წერს ექპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული.მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. აქვე, წერს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს.„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა  და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ა.შ.ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის შეფასებებში ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მართვას. ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება, ომების თანმდევი კრიზისები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. გაღარიბებული, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოება კი გაცილებით მოწყვლადი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ.ამას ემატება ახალგაზრდებში ისეთი ცხოვრების წესისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, რომელიც კრიტიკული აზროვნების ნაცვლად შემგუებლურ აზროვნებას აძლიერებს და ახალგაზრდებს უფრო ადვილად სამართავ ჯგუფად აქცევს. ფაქტია ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ისეთი მართულები, როგორც დღეს არიან, პარადოქსია, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ახალგაზრდები, საკუთარ უმწეო მდგომარეობას ვერ ხვდებიან და  თავს თავისუფალ თაობას უწოდებენ, მაშინ როცა აზროვნება და ფიქრიც კი აკრძალული აქვთ. პარალელურად, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები ცენზურისა და იმ შეხედულებების შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტრადიციულ პოლიტიკურ ხედვებს ემყარება.კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული. დღეს ამ როლს ხშირად რუსეთი ასრულებს, ხვალ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანა ან ძალა შეარჩიონ. რუსული ჩარევის თემა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ შესაძლო ჩარევის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიუღებელი ძალა იმარჯვებს, თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რისი ნათელი მაგალითიც რუმინეთი და იქ გაუქმებული არჩევნებია (პირველი ტური)  ამასთან, საგულისხმოა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უცხოური ჩარევის თემა ხშირად კარგავს აქტუალობას.მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს. პარადოქსულია ისიც, რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.ეს შედარება არ ნიშნავს, რომ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკა ავტომატურად გამართლებულია. თუმცა ის აუცილებლად აჩენს კითხვას: რეალურად რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებისთვის მუდმივად ერთი და იმავე საფრთხის წინაშე ყოფნის განცდის შექმნა?ზაზა შათირიშვილის შეფასებების მთავარი ღერძიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება,  გლობალური გავლენების, არაფორმალური ძალაუფლების, მედიის როლისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმების გააზრებას. დღევანდელ მსოფლიოში კი კრიტიკული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტიანი მანიპულაცია ის არის, როდესაც ადამიანს სხვისი ინტერესების დაცვა საკუთარი თავისუფალი არჩევანი ჰგონია“, - წერს ჩიხელიძე.

გაზსადენი

მსოფლიო • 1792303070

„ნიუ იორკ თაიმსი“: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული გაზის შესყიდვის განახლებას სთავაზობს, რაც მოსკოვს მილიარდობით შემოსავალს და განახლებულ ეკონომიკურ გავლენას მოუტანს

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ რუსეთს კიდევ ერთ „გადარჩენის გზას“ სთავაზობს: ევროპისთვის მეტი გაზის მიყიდვის ნებართვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამ იდეას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად წარმოადგენს.აშშ-ის შეთავაზების თანახმად, ევროპამ კვლავ უნდა დაიწყოს რუსული გაზის უფრო დიდი მოცულობით შესყიდვა - ნაბიჯი, რომელიც მოსკოვისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს და რეგიონში მის გავლენას აღადგენს.გამოცემა მოლაპარაკებების დეტალებში ჩახედულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ ვიტკოფმა, ეს იდეა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრეს; მათ შორის, გასულ თვეში კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას. ამერიკული მხარის არგუმენტით, იმისათვის, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებაზე დაითანხმონ, უკრაინამ უნდა განიხილოს იმ მილსადენების ამოქმედება, რომლებითაც ადრე რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში მიეწოდებოდა.იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალ გზებს ეძებს, ხოლო დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლების მაღალი ფასების გამო წუხს, ადმინისტრაცია სულ უფრო ხშირად განიხილავს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტს გაუადვილებს.ევროპა ამ წინადადების მიმართ სიფრთხილეს იჩენს, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ რუსეთი გაძლიერდება, თუმცა, გერმანიის ხელმძღვანელობა საკუთარ ქვეყანაში ომთან და კონკრეტულად, გაზის იმპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ზეწოლას განიცდის. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც ეროვნულ გამოკითხვებში თითქმის 30%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, რუსული გაზის იმპორტის განახლებას ინფლაციასთან ბრძოლისა და გერმანიის ეკონომიკის გაძლიერების გზად წარმოაჩენს.მერცმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა საჯაროდ გააკრიტიკეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის შესახებ; მათი თქმით, ამ ნაბიჯმა დაარღვია მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ განხორციელებული ეკონომიკური ზეწოლის კამპანია.

ჩერნობილი

მსოფლიო • 1792264231

გასაჯაროვდა ჩერნობილის ავარიიდან 40 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგები

ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფის შედეგად გარემოში მოხვედრილმა ბირთვული საწვავის მიკროსკოპულმა ნაწილაკებმა პრაქტიკულად უცვლელად შეინარჩუნეს კრისტალური სტრუქტურა. აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ რადიოაქტიული მასალები ასეთი ნაწილაკების შიგნით შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩეს.კვლევისთვის ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტისა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის მეცნიერებმა უკრაინაში შეგროვებული ექვსი ნიმუში შეისწავლეს. ნაწილაკების შიდა სტრუქტურა საფრანგეთში, გრენობლში, მაღალი ენერგიის რენტგენული გამოსხივების გამოყენებით გაანალიზდა, წერს Interesting Engineering.1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის დროს გარემოში მოხვდა ე.წ. "ცხელი ნაწილაკები" — 8-დან 50 მიკრომეტრამდე ზომის მიკროსკოპული ნატეხები, რომლებიც რადიოაქტიურ მასალებს შეიცავდა. მათი აგებულების დეტალურად შესასწავლად მეცნიერებმა თითოეული ნიმუში დაახლოებით 2000 სხვადასხვა კუთხით გააანალიზეს. ამან საშუალება მისცა, ნაწილაკების შემადგენლობასა და შიდა სტრუქტურაზე უფრო ზუსტი წარმოდგენა შექმნილიყო.შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკვლეულ ნიმუშებში ბირთვული საწვავის კრისტალური სტრუქტურა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.ნაწილაკების ნაწილი წააგავდა ურანის დიოქსიდზე დაფუძნებულ საწყის საწვავს. დანარჩენებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს მასალა, რომელშიც ბირთვული საწვავი შეერწყა რეაქტორში მის გარშემო არსებულ ცირკონიუმს. კიდევ ერთი ჯგუფი შეიცავდა ნივთიერებებს, რომლებიც რეაქტორის გრაფიტის შემანელებლის წვის პროცესში წარმოიქმნა.რატომ იწვევს შეშფოთებას რადიოაქტიური ნაწილაკების მდგრადობა?ნაწილაკების სტრუქტურის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გასაგებად, თუ როგორ იქცევა რადიოაქტიური ნივთიერებები გარემოში.როგორც მკვლევრები განმარტავენ, მდგრად ნაწილაკებს შეუძლიათ შიგნით შეინარჩუნონ ის მასალები, რომლებიც რადიოაქტიური დაშლის შედეგად წარმოიქმნება. ამის გამო, ნიადაგსა თუ წყალში მათი გამოთავისუფლება შესაძლოა უფრო ნელა მოხდეს.ამავდროულად, ასეთი სტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ დაბინძურება უსაფრთხო გახდა. ნაწილაკებს შეუძლიათ ხანგრძლივად დაიკავონ რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც მოგვიანებით მაინც შეიძლება მოხვდეს გარემოში.მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგების განზოგადება ჩერნობილის გასხვისების ზონის მთელ ტერიტორიაზე არ შეიძლება. მათ შეისწავლეს მხოლოდ ექვსი ნაწილაკი ორი სხვადასხვა ადგილიდან, ხოლო ასეთი მასალების თვისებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.მკვლევრები გეგმავენ ექსპერიმენტების გაგრძელებას, რათა უფრო დეტალურად შეისწავლონ ავარიის შემდეგ დარჩენილი რადიოაქტიური მასალების ქცევა.ამ ეტაპზე მიღებული შედეგები არ იძლევა ჩერნობილის  ზონაში მოქმედი შეზღუდვების გაუქმების საფუძველს. ისინი მხოლოდ გვეხმარება უკეთ გავიაზროთ, თუ როგორ იცვლება ათწლეულების განმავლობაში კატასტროფის დროს გაფრქვეული მასალები.

კონგრესი

მსოფლიო • 1792225476

დემოკრატმა გრეგორი მიქსმა წარადგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. დიზელის შეთანხმების შეჩერებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა გრეგორი მიქსმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ე.წ. დიზელის შეთანხმების შეჩერებას ითვალისწინებს.კანონპროექტს „რუსული ნავთობის შესახებ კორუმპირებული გარიგებების აკრძალვის აქტი“ ჰქვია და მიზნად ისახავს ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ბლოკირებას, რომელიც რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასა და იმპორტს ეხება.დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას რუსეთის ენერგეტიკაში ინვესტირებას უკრძალავენ. გარდა ამისა, უქმდება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს  მიერ გაცემული ზოგადი ლიცენზიები, ხოლო მომავალში მათი გაცემა აიკრძალება. კანონპროექტი ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც ავალდებულებს.კანონპროექტის ავტორის, გრეგორ მიქსის თქმით, შეთანხმება ამერიკელების ხარჯებს არ შეამცირებს, რადგან ისინი ისედაც იხდიან იმ ომის ფასს, რომლის დაწყებაც დონალდ ტრამპმა ირანში გადაწყვიტა.„ის პუტინს მილიონობით დოლარს მისცემს, რათა დაუსჯელად განაგრძოს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების მკვლელობა“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ზელენსკი

ომი უკრაინაში • 1792156234

ზელენსკი: აშშ არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატები არ დათანხმდა კომპრომისულ წინადადებას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს შეწყვეტდა.ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიზელის შეთანხმების შესახებ კიევი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კიევისთვის მიუღებელია ის შეთანხმებები, რომლებიც უკრაინის მოქმედებებს განსაზღვრავს უკრაინასთან შეთანხმების გარეშე.მისივე თქმით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც რუსეთს საპასუხო დარტყმების შეწყვეტას არ ავალდებულებდა.„ჩემი წინადადება ამერიკული მხარისადმი ასეთი იყო: კარგი, ჩვენ პარტნიორები ვართ და თქვენ გჭირდებათ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუავებელ ქარხნებზე დარტყმები შევწყვიტოთ. მაშინაც კი, თუ ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საწვავის ფასზე გავლენას არ მოახდენს, თქვენ მაინც მიიჩნევთ, რომ ეს აუცილებელია. მაგრამ რადგანაც რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმას გააგრძელებს, მოგვაწოდეთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ბევრი არ არის საჭირო. მხოლოდ იმ პერიოდისთვის, ვიდრე ეს თქვენ გჭირდებათ. თუმცა ეს არ მიმიღია. უცნაურია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ნათია თურნავა

პოლიტიკა • 1792132020

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორისб ჯიჰად აზურის მიწვევით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში – „მმართველთა საუბრები“ (Governor Talks) მიიღო მონაწილეობა.დისკუსია სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მასში ყოველწლიურად მსოფლიოს ხუთი რეგიონიდან შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ, სესიებს კი სსფ-ის რეგიონული დეპარტამენტების დირექტორები უძღვებიან. წელს „მმართველთა საუბრები“ საქართველოს გარდა, კიდევ ოთხი ქვეყნის – საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ვენესუელისა და რუანდის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებთან გაიმართა.სებ-ის პრეზიდენტთან სესიას, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში – პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოდერაციას უწევდა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური.დისკუსიის ერთ-ერთი მთავრი საკითხი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ძლიერი, თანმიმდევრული შოკების ფონზე, რასაც გამოხატული ინფლაციური გავლენა ჰქონდა ქვეყნების უმეტესობაზე.ნათია თურნავას თქმით, მთავარი გამოწვევა ასეთ დროს სანდოობის შენარჩუნებაა. შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების შეკავება ასეთ გაურკვეველ გარემოში ძალიან სანდო და მკაფიო პოლიტიკურ ქმედებებს მოითხოვს.„ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნამდვილად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები აქვს. ჩვენ მოვახერხეთ ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ყველა საგარეო გამოწვევისა, და გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ვინარჩუნებდით – 2023-2025 წლებში ჩვენი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2.5% იყო, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. ახლაც კი, როდესაც განვიცდით გარე ენერგეტიკული შოკის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენასა და მასთან დაკავშირებულ საწვავის ფასების ზრდას, რაც მყისიერად გადაეცემა ჩვენს ეკონომიკას (რადგან ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყანა ვართ), ჩვენი ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი მიზნობრივს გადასცდა და 5.6%-ს მიაღწია. თუმცა, ისეთი მნიშვნელოვანი და ინფორმაციული ინდიკატორები, როგორიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, კვლავ მიზნობრივთან ახლოს რჩება (შესაბამისად 3.5% და 3.7%), რაც მიანიშნებს, რომ ინფლაციური მოლოდინები ჯერ კიდევ მყარად არის შენარჩუნებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.სებ-ის პრეზიდენტის თქმით, დაბალი ინფლაციის პარალელურად, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მისი განმარტებით, ძლიერი უნიკალური და ხელსაყრელი კომბინაციაა.ნათია თურნავას განცხადებით, ზრდის მამოძრავებელი ძალები ძირითადად მაღალპროდუქტიული ინდუსტრიებია, რომლებიც არ ქმნიან ინფლაციურ ზეწოლას შიდა მოთხოვნიდან.„შესაბამისად, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ ვიყოთ უფრო პროაქტიულები. ამიტომაც ავირჩიეთ წინმსწრები და ფრთხილი, მზადყოფნის პოზიცია. ასე იყო კოვიდ პანდემიის დროსაც, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სწრაფად მოახდინა რეაგირება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაამკაცრა. მოგვიანებით, ჩვენ კვლავ ვიყავით პირველებს შორის, ვინც შერბილება დაიწყო მას შემდეგ, რაც შოკებმა შესუსტება იწყო. დაბალი ინფლაციის პერიოდშიც კი ვინარჩუნებდით ნეიტრალურზე მაღალ პოლიტიკის განაკვეთს ჩვენს რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაციის გამო. როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაიწყო, კარგად ვიყავით მომზადებული, მაგრამ კვლავ წინმსწრები მიდგომა გამოვიყენეთ – 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25%-ით გავზარდეთ, რამაც ფინანსურ ბაზრებს ძალიან ძლიერი სიგნალი მისცა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებების მიზანი იყო ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება და მეორე რაუნდის ეფექტების მაქსიმალური პრევენცია.„ამ მიდგომის ეფექტიანობას ადასტურებს შედარებით ხისტი ფასების ინფლაციის მაჩვენებლები, რომლებიც სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და ძლიერი მმართველობის ჩარჩოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიებით არ შემოიფარგლება და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მანდატის ფარგლებში დროული და სანდო გადაწყვეტილებების მიღებას და მისი მთავარი მიზნების უზრუნველყოფას გულისხმობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც. მისი განცხადებით, თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლინდა მმართველობის ჩარჩოს შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა დედოლარიზაცია იყო. ნათია თურნავას განცხადებით, დედოლარიზაციის მდგრადი პროგრესისთვის გადამწყვეტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაძლიერება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ბოლო ათი წლის განმავლობაში დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაცია დაახლოებით 25-30 პროცენტული პუნქტით შემცირდა.სესიის დასასრულს სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მის გუნდს ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები მიულოცა.„მსურს, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის მიუხედავად, შეძელით მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ჯიჰად აზურმა.მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ ეკონომიკური ბუფერების ზრდა საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.ჯიჰად აზურმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის შედეგები, რომლებმაც, მისი განცხადებით, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. მან ასევე აღნიშნა ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, და მაღალი შეფასება მიანიჭა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რუმენ რადევი

მსოფლიო • 1792078200

ბულგარეთის პრემიერმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციის საწინააღმდეგოდ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეულ დიზელის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციის საწინააღმდეგოდ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეულ დიზელის შეთანხმებას მხარი დაუჭირა.რადევის თქმით, ევროპაში შექმნილი მაღალი ფასების ფონზე ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საწვავის ღირებულებას შეამცირებს, მისასალმებელია.„თქვენ იცით, რა პრობლემაა ახლა ევროპაში - საწვავის მაღალი ფასები. ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამცირებს საწვავის ფასებს და ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა რადევმა.ბულგარეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშებზე. მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას, თუმცა ამავდროულად გააკრიტიკა რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე.

ტრამპი/ზელენსკი

მსოფლიო • 1792075500

Financial Times: ზელენსკის განცხადებებმა ტრამპის მიმართ ევროპის დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია - ევროპელი ლიდერები ზელენსკის რიტორიკის შერბილებას მოსთხოვენ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებმა დონალდ ტრამპის მიმართ ევროპის დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. როგორც გამოცემა Financial Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროპელი ლიდერები ზელენსკის რიტორიკის შერბილებას მოსთხოვენ.ევროპაში შიშობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მკვეთრი განცხადებები ვაშინგტონსა და კიევს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს.9 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან რუსული დიზელის საწვავის აშშ-ისა და გლობალურ ბაზრებზე მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციების შემსუბუქება „სისუსტის აშკარა ნიშნად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ კრემლთან მკაფიო და ხანგრძლივი დეესკალაციის გარეშე ეს რუსეთის ინტერესებშია.ამ ფონზე, უკრაინამ სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეფერხებებისა და Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეზღუდვების შესახებ განაცხადა.ზელენსკის თქმით, ტრამპის ქმედებების შემდეგ მან თავი „მოტყუებულად“ იგრძნო.ასეთმა გულახდილმა შეფასებებმა ევროკავშირის ლიდერები გააკვირვა. ბრიუსელში დაგეგმილ დახურულ შეხვედრაზე ევროპის 27 ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, ტრამპის მიმართ კრიტიკული ტონი შეარბილოს.„ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ყოველთვის კარგი იდეა არ არის, რომ ხმამაღლა თქვა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ევროპელი ლიდერების გზავნილი მტკიცე იქნება.ურთიერთობების გაუარესება ევროპელ მოკავშირეებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ისინი თავადაც დამოკიდებულნი არიან ვაშინგტონის სამხედრო და სადაზვერვო მხარდაჭერაზე.

კი

მსოფლიო • 1792063281

ზელენსკი: დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ილონ მასკი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში

ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპზე, ვლადიმერ პუტინსა და ილონ მასკზე საუბრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა: „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სანქციები შეუმსუბუქა დიზელის საწვავის სანაცვლოდ. როგორ აღიქვამთ ტრამპსა და პუტინს შორის ამ ურთიერთობების ხასიათს?“„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი პიროვნებაა, რომელიც საუბრობს ამაზე დაუფარავად და ხმამაღლა, რომ მას მოსწონს ასეთი ადამიანები და პატივს სცემს მათ. რადგან მისთვის, ლიდერები რომლებიც 20, 30, 40 წელი შეიძლება მართავდნენ, ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, რადგან შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ ფული, ის უმდიდრესი ადამიანია, ყველაზე მდიდარია, პუტინი მეორე უმდიდრესია, მასკი…. არა, მათ არ ვადარებ… თუ შეიძლება ითქვას, ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში“, – ამბობს ზელენსკი.კითხვაზე, თუ რამდენად არის გარკვეული ფაქტორი ბიზნესი, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბიზნესინტერესები არსებობს.„ვფიქრობ, მათ სურთ, ჰქონდეთ ენერგეტიკული პროექტები. თუმცა მათთვის რთულია ამის ქონა, როდესაც ევროპაში ომია. ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურად ეს მარტივი არ არის. რადგან ყველას გაუჩნდება კითხვა, როგორაა ეს შესაძლებელი?! როგორ შეიძლება, აწარმოო საქმე მასთან, ვინც ასეთ აგრესიას ავლენს, იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ გადარჩენას, იბრძვიან, იხოციებიან? აქ ბევრი რისკია, დიდი პოლიტიკური გამოწვევა“, – ამბობს ზელენსკი.  In a defiant interview with the FT, Volodymyr Zelenskyy said Donald Trump had an instinctive affinity for autocrats and the super-wealthy. The Ukrainian president explained his views on the relationship between the US and Russian heads of state https://t.co/LydswPxdYG https://t.co/j6ByjyImYz — Financial Times (@FT) October 15, 2026

✕