ავთანდილ ცინცაძე

პოლიტიკა 1744963978

ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შეტკივათ!

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გათავისუფლების გამო გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება.„2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი,რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შეტკივათ!საუბარია რობერტ სტურუაზე, ადამიანზე, რომელიც თავადაა ქართული თეატრის ისტორია და ეს მათ ყველაზე კარგად იციან", - წერს ავთანდილ ცინცაძე.

ნატაშა კობახიძე

ისტორიები 1743144000

„ცხოვრება მხოლოდ რამაზისთვის...“- როგორ გადადო თავი მეუღლისთვის ნატაშა კობახიძემ და რა სირთულეები გამოიარეს მათ ერთად

„ქალი – ნატაშა კობახიძე-ჩხიკვაძე – სწორუპოვარი თეატრალური პროდიუსერი. მისი ეშხი აშტერებდა ყველას“ - ნოდარ გურაბანიძე ასე გვიხატავს ნატაშას პორტრეტს: „ნატალია, იმთავითვე, ტიპური მოსკოვური შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩეოდა. ულამაზეს სლავ ქალთა საზოგადოებაშიც აშკარად განუმეორებელი იყო არა მხოლოდ უზადო გარეგნობითა და ჩამოქნილი სხეულით, არამედ ევროპულ-აღმოსავლური იერის იშვიათი მიმზიდველობის ძალითაც. აქ ერთმანეთს ერწყმოდა პლასტიკა და ქალური სინაზე, მკვეთრი ნაკვთები და სილბო, ძალა და მიბნედილობა. როცა ახლოს გავიცანი, განცვიფრებული დავრჩი მისი ინტელექტით და აზროვნების სიცხადით. მხოლოდ სარაინდო რომანებში თუ შემხვედრია ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონები, რომელთა გულისთვის თავგადასავლების მოყვარული ვაჟკაცები არანაირ ფათერაკს არ ერიდებიან“... ეს დღიურები ნატაშა კობახიძესა და რამაზ ჩხიკვაძის განუმეორებელ წყვილზეა. უფრო ნატაშაზე, ქალზე, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მეუღლეზე, რომ დიდ მსახიობს სრულად გამოევლინა თავისი ნიჭიერება და სწორედ ისეთი დიდი გამხდარიყო, როგორიც ის ხალხმა გაიცნო. მას გვერდში ედგა ქალი, რომელმაც იგი შექმნა როგორც პროდუქტი, ხელოვნების ბრენდი. ისინი ყველგან და ყოველთვის იყვნენ, პირველ რიგში, დიდი, განუყრელი მეგობრები და შემდეგ – ცოლ-ქმარი და ერთადაც წავიდნენ იმიერში. მათი სიყვარულის ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ცხოვრებაშიც იყო ისეთი მომენტები და სირთულეები, რაც, ალბათ, ბევრ თქვენგანს ვერც კი წარმოუდგენია. ლეგენდა გემზეფათერაკები ვერ შეაშინებს რამაზ ჩხიკვაძეს. ლეგენდა გემზე დაიწყება. რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები გურამ საღარაძე და რამაზ ჩხიკვაძე ოდესაში წავლენ ხანმოკლე შვებულების გასატარებლად. წავლენ გემით – ბათუმიდან. იალტაში გემბანზე ავა ავაზასავით ქალი – ნატაშა კობახიძე, მეგობრებთან ერთად. „დავინახე ნატაშა, საოცარი სილამაზის ქალი. საოცარი ტან-ფეხით, ვახ-მეთქი, შენ გენაცვალე“, – იტყვის გურამ საღარაძე და გაიცნობს ნატაშას, გაიცნობს და გააცნობს რამაზს. მთელ საღამოს, ღამეს ერთად გაატარებენ სუფრასთან – რამაზი, გურამი, ნატაშა და მისი მეგობარი. საუბარში დაათენდებათ. რამაზი გურამს მიუტრიალდება და ეტყვის – „მე ამ ქალს ცოლად შევირთავდი“. რამაზი და ნატაშა შეხვედრაზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ეს შეხვედრა ვერ შედგება. თუმცა, გავა დრო და ისინი მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. გემზე შეხვედრამდეც და საბოლოო შეხვედრამდეც მათ დიდი გზა გამოიარეს: რამაზი გახდება თბილისური ბოჰემის გული, თბილისელი „მოდნიცების“. დაბადების დღეები წარმოუდგენელი იქნება რამაზის ელვარე იუმორის, სიმღერის, დაკვრის გარეშე. რამაზი გახდება მოტრფე ცხოვრების, დროსტარებისა და თან, შრომის – თავდაუზოგავი შრომის. წარმატებული სტუდენტობის შემდეგ – რუსთაველის თეატრი, სადაც ის კარგა ხანს ჩაიკარგება უღიმღამო როლებში, ორჯერ დააპირებს კიდეც თეატრის მიტოვებას და ოპერაში გადასვლას. შემდეგ იქნება ლეგენდარული „შვიდკაცა“, თუმანიშვილი ათამაშებს „ესპანელ მღვდელში“. წარმატებულ სპექტაკლს ისევ უღიმღამო წლები მოჰყვება, შემდეგ ისევ თუმანიშვილის შედევრი – „როცა ასეთი სიყვარულია“, მერე გაიხსნება მცირე სცენა – სპექტაკლით „ჭინჭრაქა“ და დაიწყება რამაზ ჩხიკვაძე – როგორც შემდეგ რობერტ სტურუა იტყვის – „რამაზ ჩხიკვაძე ქოსა მრჩევლიდან იწყება“. და დაიწყო სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემი. მათი შეხვედრა „შეხვედრაში“ შედგება, გაგრძელდება „მზიან ღამეში“, შემდეგ იქნება „ხანუმა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“... და მეოცე საუკუნის მსოფლიო თეატრის მშვენება – „კავკასიური ცარცის წრე“, შემდეგ „რიჩარდ მესამე“ – მსოფლიო აღიარება. „კავკასიური ცარცის წრე“ შევა მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო სპექტაკლში, რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდ მესამე – ყველა დროის რიჩარდების ათეულში და ყველა ამ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანს სწორედ ის ქალბატონი – გემზე გაცნობილი…. „ჭინჭრაქას“ დროიდან ის დაუახლოვდება რამაზს, დაუახლოვდება რუსთაველის თეატრს და „ყვარყვარეს“ დროს თითქმის თეატრის კოლექტივის წევრი გახდება – ნატაშა არაოფიციალურ მენეჯერად მოევლინება რუსთაველის თეატრს. ნოდარ გურაბანიძის თქმით, სწორედ ამ ასპარეზზე გაიფურჩქნება ნატაშას ნიჭი, გონიერება, თანდაყოლილი დიპლომატიური უნარი, აქ პოვებს გასაქანს მისი საარაკო მიზანსწრაფულობა და ტემპერამენტი. რამაზი და ნატაშა ერთად გაივლიან დაბრკოლებებით აღსავსე გზას ცხოვრებაშიც და თეატრშიც. ექნებათ ბევრი მძიმე დღეები, იქნება ბევრი ჭორიც, უბედურებაც – რამაზის მშობლებს ბევრ ცუდს ეტყვიან ნატაშაზე, რამაზს ოჯახთან ურთიერთობა დაეძაბება, მაგრამ უკან არ დაიხევს – შინიდან წავა. ხან სად იცხოვრებენ, ხან – სად, როგორც თავად იტყვის, 20 ბინას გამოიცვლიან, სარდაფშიც მოუწევთ ცხოვრება, სხვენზეც, მეგობრებთანაც – ცოტა ხანს კარლო საკანდელიძის ოჯახში, ედიშერ მაღალაშვილთანაც, ეროსისთანაც, რაღაც პერიოდი ეროსის მეზობლებიც შეიფარებენ… თავის დროზე კი, ნატაშა იტყვის „ჩემი აკადემიკოსობით საქართველოს ბევრი არაფერი მოემატება, გადავწყვიტე, რამაზს შევუწყო ხელი“. ამას იტყვის მეცნიერი, მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. „ჩემი ცოლი სოკრატე არ არის და არც არისტოტელე, მაგრამ ჩვეულებრივად განათლებული ქალია, უმაღლესი აქვს დამთავრებული, საკანდიდატო დისერტაცია აქვს დაცული, საერთოდ, გამჭრიახი გონება აქვს. ჭკვიანი ქალი კარგია, აბა, უჭკუო ვის რად უნდა? რა გითხრათ, ჩვენ დიდი შეხლა-შემოხლა არ გვქონია, როცა ქალი ნორმალურად ეჭვიანობს, ასატანია… ნატაშა ძალიან მეხმარებოდა იმით, რომ არ მაქებდა და მუდამ კრიტიკული იყო ჩემი შემოქმედების მიმართ. ბევრი ცოლი შეყვარებულია ქმრის შემოქმედებაზე და სულ ტაშს უკრავს, „ო, რა კარგია, ო, რა კარგია“, ეს, რა თქმა უნდა, მაინც ცუდად მოქმედებს ადამიანზე, განსაკუთრებით თავიდან, სანამ სპექტაკლი ჩამოუყალიბებელია, დაუღვინებელია. ადამიანს ძალიან გჭირდება მკაცრი მოპყრობა, ნაადრევად ზედმეტი ტაშიტუში არ ვარგა“.ცხოვრება მხოლოდ რამაზისთვისნატაშა შეელევა სამეცნიერო კარიერასაც, არც სამსახიობო კარიერა მოხიბლავს – მას გადაიღებენ ფილმში „ყვავილი თოვლზე“, მაგრამ ეს ფილმი აღმოჩნდება – პირველი და უკანასკნელი (რ. შატაკიშვილი). ის თავს გადადებს რამაზისთვის. რამაზ ჩხიკვაძე, ცხადია, მიაღწევდა დიდ წარმატებას, მაგრამ იქნებოდა კი ისეთი დიადი, როგორიც იყო, რომ არა ნატაშას მხარდაჭერა – ყოველდღიური ზრუნვა, მყუდრო გარემო, იდეალური პირობები მუშაობისთვის? თან, მით უმეტეს, ნატაშას ზრუნვა გასცილდება ცოლურ მასშტაბებს. სწორედ ნატაშას დამსახურება იქნება ის, რომ მაყურებელი იხილავს „ყვარყვარეს“. პარტიული ელიტა ჯოჯოხეთს გამოატარებს თეატრს – 11-ჯერ ითამაშებენ მსახიობები მათ წინაშე, დახურულ კარს მიღმა, დაწესდება მკაცრი კონტროლი, ამ ჩვენებებზე მხოლოდ ცეკას რამდენიმე ოფიციალურ პირს შეეძლება დასწრება, მაგრამ... ამ ყველა სპექტაკლს დაესწრება ნატაშა და მარტო თვითონ კი არა, სხვებსაც შეიყვანს – ისეთ პირებს, ვის აზრსაც საზოგადოება დიდ ანგარიშს უწევს. სწორედ ისინი გაავრცელებენ ქალაქში ხმას – სტურუას და ჩხიკვაძის გენიალურ ნამუშევარს კრძალავენო, თუმცა, აკრძალვამდე საქმე ჯერ არ იყო მისული. ასე შეიქმნება საზოგადოებრივი აზრი და სწორედ ამ გზით მოუგებს ნატაშა ცეკას. რამაზისა და ნატაშას ბინა გახდება ადგილი, სადაც თავს მოიყრიან მაღალი რანგის სტუმრები – თეატრალები, გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები, იმპრესარიოები, „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელები, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორები, სახელგანთქმული თეატრალური კრიტიკოსები… სწორედ ნატაშა ჩხიკვაძის სახელს დაუკავშირდება რუსთაველის თეატრის არაერთი გასვლა საზღვარგარეთ. მის აქტივში იქნება არა მხოლოდ რუსთაველის, არამედ შემდეგ სხვა თეატრების უცხოეთში გაყვანაც… მოკლედ, ის იქნება პირველი ქართველი იმპრესარიო და დიდ წვლილს შეიტანს არა მარტო რამაზ ჩხიკვაძის, არამედ რობერტ სტურუას წარმატებებშიც. თუმცა, შემდეგ ურთიერთგატანა ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზრდება და სწორედ ეს დაპირისპირება დაამსხვრევს სტურუა-ჩხიკვაძის ტანდემს.პაექრობა მაესტროსთანრობერტ სტურუასა და ნატაშა ჩხიკვაძის დაპირისპირება კი ნამდვილად არ იყო უღიმღამო, ასეთი მათ არც ეკადრებოდათ. ნოდარ გურაბანიძე გაიხსენებს მათ დაპირისპირებას მადრიდის საერთაშორისო ფესტივალის დროს. ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა კარლოს ფერერმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დირექტორს, გაიოზ კანდელაკს დაუმეგობრდა, სწორედ გაიოზ კანდელაკის კარნახით, რობერტ სტურუას პატივსაცემად ვახშამი გამართა და ქართველები პრესტიჟულ რესტორანში მიიპატიჟა. კი დაპატიჟა, მაგრამ არ მიდიოდა სტურუა. „რობერტმა აიჩემა: თუ ნატაშა ჩხიკვაძეც იქნება, მე არ წამოვალო. იმ დროს რობერტსა და ჩხიკვაძეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო“ (ნ. გურაბანიძე). არადა, როგორ არ იქნებოდა იქ ნატაშა ჩხიკვაძე, როდესაც გასტროლი მისი გაკეთებული იყო? ბოლოს ძლივს დაუყოლებიათ სტურუა. „წამოვალ, მხოლოდ ნატაშას არ დაველაპარაკები” – მხოლოდ ამ პირობით წასულა ვახშმად მაესტრო. სუფრა სერვირებული ყოფილა უძვირფასესი ჭურჭლით. „რობერტი იჯდა თავისთვის გაბუსუნებული, არც ქალბატონი ნატაშა აქტიურობდა მაინცდამაინც. უზარმაზარი ლანგრებით შემოიტანეს კიბორჩხალების ზვინები. ჩვენი ვანო (ცაგარეიშვილი, თარჯიმანი) მისწვდა თეფშს და ამ დროს რობერტმა რაღაც საშინელება უთხრა ნატაშას. გამიკვირდა, რადგან გზაში ამბობდა, საერთოდ არ დაველაპარაკები ნატაშასო”; – წერს ნოდარ გურაბანიძე. მხოლოდ გურაბანიძეს არ გაჰკვირვებია. თარჯიმანი ვანო ცაგარეიშვილი საერთოდ დაბნეულა – ეთარგმნა თუ არა სტურუას სიტყვები. ამასობაში კი ის კიბორჩხალებიანი ლანგარი ხელიდან გავარდნია. ლანგარი სერვიზს დაეცა და დალეწა, წითელმა კიბორჩხალებმა კი თეთრ მარმარილოს იატაკზე „გაინავარდეს“. „ჩვენ გავირინდეთ, გაოცებული მასპინძელი ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ ნატაშას გაფითრებული სახითა და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით თუ იფიქრებდა კაცი, რომ სუფრაზე რაღაც მოხდა. ჩაცხრებოდა სიტუაცია, აეწყობოდა საუბარი, ისევ რაღაც გესლიანს იტყოდა რობერტი და კვლავ იძაბებოდა სიტუაცია. მთელი საღამო ასე გაგრძელდა. რობერტი მშვიდად „კლავდა” ნატაშას და ნატაშა კი, თავის მხრივ, უდიდესი ძალისხმევით, შინაგანი დაძაბვით, თავს იკავებდა. ტაქტიანად, ხმააუწევლად პასუხობდა, თუმცა შხამს ისიც გვარიანად ურევდა ინტონაციებში. იმ საღამოს ნატაშა საჭმელს არ გაჰკარებია. ეგ იყო მხოლოდ, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა. ეს იყო ნამდვილი აბსურდის თეატრი, სადაც ორი პერსონაჟი მხოლოდ მათთვის გასაგები ენით ლაპარაკობდა, ჩვენ კი კიბოს ფეხებს ვწუწნიდით. „ტყემალზე შემომსხდარნი” უსიტყვო „მასოვკის” როლს ვასრულებდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნატაშას, ამ წამლეკავი ტემპერამენტისა და მუდამ მგზნებარედ მოლაპარაკეს, თავშეკავების ასეთი უნარი ჰქონდა... სრულად

ლელა ალიბეგაშვილი

პოლიტიკა 1742885151

VIDEO: „საერთოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეზიზღება რუსთაველის თეატრი და კონკრეტულად, რობერტს სტურუა“ - ლელა ალიბეგაშვილი

„საერთოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეზიზღება რუსთაველის თეატრი და კონკრეტულად რობერტ სტურუა იმიტომ, რომ მათ ბელადს აწყენინა“ - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა , ლელა ალიბეგაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ramazi

კულტურა 1740777133

"ნახევარი თეატრი არ მესალმებოდა, რამაზ ჩხიკვაძეს რიჩარდ მესამის როლი რომ მივეცი..." - ლეგენდა 97 წლის გახდებოდა

"ნეტა, 29-ში დავბადებულიყავი, დაბადების დღეს იშვიათად გადავიხდიდი და ასაკიც 4 წელიწადში ერთხელ მომემატებოდაო, ამბობდა. დედაჩემს სული რომ გავუმწარე, 29-ში ხომ არ დავიბადე-მეთქი, თავი დამანებე, ნეტავი სულ არ დაბადებულიყავიო, მეუბნებოდა" - სიცილით იხსენებდა ლეგენდარული არტისტი.28 თებერვალს დაუვიწყარი რამაზ ჩხიკვაძე 97 წლის გახდებოდა. გადაცემაში "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" მსახიობი ასე გაიხსენეს...ვახტანგ კახიძე: განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ რამაზს და ჯანოს. ბატონი რამაზი ფანტასტიკურად აკეთებდა მამაჩემის პაროდიას, როცა ჯანო დირიჟორობდა ყანჩელის სიმფონიას. ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა, ვერ გაუძლებდი. რობერტ სტურუა: რამაზი კომიკურ მსახიობად ითვლებოდა. თეატრში ასე ლაგდება, ყველას თავისი ამპლუა აქვს. ადამიანს, რომელმაც მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლ "ჭინჭრაქაში" ქოსიკო (გენიალურად) ითამაშა, უცებ მე ვაძლევ უძლიერეს ტრაგიკულ - რიჩარდ მესამის როლს. როცა თეატრში ექვსი ნამდვილი პრეტენდენტია ამ როლის... ნახევარი თეატრი არ მესალმება, რატომ მივეცი ამ "მასხარას" ასეთი როლი. რამაზის შემოქმედებაში ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როცა მან საკუთარ თავში უნივერსალური ნიჭი აღმოაჩინა, რითიც მან გაითქვა სახელი მსოფლიოში.თეატრი დიდი თამაშია, აქ თუ არ ხარ ბედნიერი და თავისუფალი, არაფერი არ გამოგივაო, ამბობდა. მომეწონა ეს ნათქვამი. მერაბ კოკოჩაშვილი: ჩემს ფილმში - "ზაფხულის სამი დღე" რამაზს უნდა განესახიერებინა ძალიან ნიჭიერი, მრავალფეროვანი ადამიანი. მაკვირვებდა თავისი იმპროვიზატორობით. ჩემთვის სრულიად მოულოდნელ იმპროვიზაციას აკეთებდა. როგორი ბუნებრივი მონაცემი ჰქონდა, ასე მრავალფეროვნებით რომ შეეძლო უწყვეტად გამოეგონებინა რაღაც-რაღაცები. როიალზე დაუკრა კიდეც. სხვებსაც ხუმრობით ჭკუა ასწავლა. დამთავრდა გადაღება. დავიშალეთ. მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე, მაგიდაზე დევს რვეული, სადაც არ უნდა იდოს. გადავშალე. რამაზის რვეული იყო. თავისი როლი ჰქონდა თავიდან ბოლომდე ჩაწერილი. ის იმპროვიზაციები აღნიშნული ჰქონდა რვეულში. მთელი როლი შესწავლილი ჰქონდა და აღნიშნული ჰქონდა ადგილები, სად როგორი აქცენტები უნდა გაეკეთებინა. 

რობერტ სტურუა

საზოგადოება 1738656454

რობერტ სტურუა: ჩვენ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - წყენა და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე ისე გაგამწარებს, რომ მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი

ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი, - წერს რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.„მონური სენი!...ჩვენ პატარა დამოუკიდებელ ქვეყანაში მთელი სიძლიერით გამეფდა საშიში დაავადება - რესენტიმენტი(Ressentiment - ინგლ. “წყენას” ნიშნავს).და თუ საუბედუროდ ეს გრძნობა, გიღვივის ნაწყენ გულში, იცოდე, ეს „რესენტიმენტი“ ისე დაგბოღმავს და გაგამწარებს, რომ, მოულოდნელად, ბოროტი და ავი ცხოველის თვისებების ყურმოჭრილ მონად იქცევი !ფრიდრიხ ნიცშემ, ვინც ეს ტერმინი შემოიღო, ამ დაავადებას „მონების მორალი” უწოდა!„დამცირებული და შეუმდგარი ადამიანი თავის უბედურების მიზეზს გარე სამყაროში ეძებს! და გამწარებული სხვას აბრალებს!”ამა ქვეყნის კანონები უსამართლოდ მიაჩნია - მხოლოდ მისმა სიმწრისგან გაღარიბებულმა გონებამ იცის თუ რა კანონებია სამართლიანი - და ბრძოლის შედეგად თავად შეცვლის ამ დამყაყებულ სინამდვილეს!გაგეცინება, როცა მიხვდები, რომ სწორედ ნიჭის სიღარიბეს გამო უფალს, ბედისწერას აბრალებს თავის უბედურებას და თავდავიწყებით ებრძვის მათ!დღეს კი მშობლები შეიძულა, რათა მათ ჭიან გენეტიკის მსხვერპლათ თვლის საკუთარ თავის სულიერ სიღარიბეს!და არ არი გასაკვირი, ყველა რომ სძულს! და სწორედ ამიტომ - მთელ სამყაროს მთელი თავისი ველური ინსტიქტებით ებრძვის და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობს და სპობს კიდევაც!რატომ???რატომ?რატომ აბრალებს „უნიჭო მონა” თავის უფერულ ცხოვრებას სხვებს! ჩვენ რა დავუშავეთ? მაგრამ „ბოროტებით გაჟღენთილი ტვინი” გულმოდგინედ კარნახობს - „მხოლოდ შურისძიებით დაიბრუნებ იმას, რაც წაგართვესო”…ის, რაც, სამწუხაროდ, არასოდეს ჰქონია! და, რასაც, სამწუხაროდ, ვერასდროს იხილავს!“, - წერს რეჟისორი.

სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1736762377

ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ „ნაცებს“. ნებისმიერი პროტესტი, სადაც „ნაცები“ არიან, დამარცხებისათვის არის განწირული - სვიმონ ჯანგულაშვილი

ყველა გულწრფელ ადამიანს, ვინც გულწრფელად აპროტესტებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ვურჩევ, ვთხოვ, ვემუდარები, მოვუწოდებ, რომ გაემიჯნონ ნაცებს. ნებისმიერი პროტესტი, სადაც ნაცები არიან, დამარცხებისათვის არის განწირული, - წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.დირიჟორი და საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს გაემიჯნონ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოების ლიდერებს.„ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, გირჩ-ჯაფარიძე, მელია, ლომჯარია, უშიკიშვილი, სადუნიშვილი, ბოკუჩავა, ნანუკა ჟორჟოლიანი, ბოკერია, ჩერგოლეიშვილი (ტიპაჟურად ძალიან საყვარელი და გიჟმაჟი), უგულავა, ეკა კვესიტაძე, ნოდარ მელაძე, გიორგი თარგამაძე, ვახო სანაია, ქეთი დევდარიანი, ლაშაგია ბუღაძეები - არიან ნაცები.ყველა, ვინც მათ გვერდით დგას, არის ნაცი, ან ნაცების მოკავშირე.ყველა, ვინც მათი ხელისუფლებაში მოსვლისათვის იბრძვის, ვინც მათ ლოზუნგებს იმეორებს, მათი სცენარით მოქმედებს, მათ ნაყიდ სცენასა და გახმოვანებას იყენებს, მათ ნაყიდ სუფრებთან ქეიფობს, მათ ორგანიზებულ მიტინგებზე დგას, მათ მოფიქრებულ მარშებში მონაწილეობს, არის ნაცი, ან ნაცების მოკავშირე, ნაცების ძალაუფლებისათვის მებრძოლი.ყველა, ვინც მათ ნაყიდ პიროტექნიკას ესვრის პოლიციას და პარლამენტს, არის ნაცი ან ნაცების მოკავშირე, ანუ, ნაცია.ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეუბნება "არა"-ს ნაცებს.ამჯერადაც დამარცხდებიან. სხვანაირად არ შეიძლება, რადგანაც, მათ თუ გაიმარჯვეს, საქართველო განადგურდება“, - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.სვიმონ ჯანგულაშვილი პროტესტის მონაწილეებს ურჩევს კონკრეტულ მოთხოვნებს გადახედონ.„მოითხოვეთ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება და ყველა დამნაშავის დასჯა. მეც მოვითხოვ.მოითხოვეთ ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძე-მელიას ამ ვერაგი მანიპულაციის შედეგად დაჭერილი 11 ახალგაზრდის მიმართ ლმობიერი განაჩენი, მათი სამართლიანი სასამართლო, მათი შეწყალება, მათ მიმართ პატიება და სიკეთე. მეც ვითხოვ ამას.მაგრამ, ნუ ითხოვთ იმას, რაც აუცილებლად მარგინალიზებამდე და სიგიჟემდე მიგიყვანთ - 20 ან თუნდაც 100 ან თუნდაც 700 ათასი (რაც თქვენი მაქსიმუმია) მოქალაქის მოთხოვნით, არჩევნებს არავინ არ დანიშნავს, მხოლოდ იმ მიზნით რომ 4-მა და 5-მა ნომერმა ნაცებმა უფრო მეტი ხმები მიიღონ (გახარიამ და "ლელომ" მიიღეს ის ხმები, რაც მათივე და ყველა გამოკითხვით ჰქონდათ და იზეიმეს კიდევაც ეს არჩევნების საღამოს).მოსთხოვეთ ევროპას, რომ გახსნან მოლაპარაკებები 2028-მდე.ხელისუფლება იმიტომ არ ხსნის, რომ ევროპარლამენტი ამ მოლაპარაკებებს იყენებს შანტაჟის მექანიზმად, რომ გამოვუშვათ სააკაშვილი და სანქციები გამოვუცხადოთ რუსეთს - ასეთი იყო ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია.მოითხოვეთ ევრო-ინტეგრაცია.მაგრამ, ნუ ითხოვთ იმას, რაც მხოლოდ ნაცებს უნდათ. სინამდვილეში არც თქვენ არ გინდათ, რომ ხმების უმრავლესობა ჰქონდეთ გვარამიას, ხოშტარიას, გირჩას, მელიასა და ბოკუჩავას.ვიცი, ამაოდ ვწერ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი უკვე თითქმის ნიკა გვარამიაა, თითქმის ელენე ხოშტარიაა, თითქმის გირჩია და თითქმის ნანუკა ჟორჟოლიანია. ისტერიკაში ხართ, კოლექტიურ ისტერიაში ხართ. ვიცი, რომ გეზიზღებათ აქეთ ყველა - პატრიარქიც, რობერტ სტურუაც, ხვიჩა კვარაცხელიაც, ნონა გაფრინდაშვილიც, ჩვენი ჩემპიონებიც, უბრალო ქართველებიც. ხომ მღერიხართ "ქოცებო, მ*******ო, ბ****ო, თქვენი დედის ტ****ს დროაო"...მაგრამ, მე ამას ვწერ, მათთვის, ვინც აქციებზე დადის და აი უსუსური "კომპოზიტორის" ამ უნიჭობას არ მღერის.ვწერ მათთვის, ვინც 100 პროცენტით არაა სიძულვილით მოცული, ვინც 100 პროცენტით არ ქცეულა ხოშტარიად და გვარამიად. ვისაც ჯერ კიდევ უყვარს თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე, ყველა კეთილი ადამიანი, იესო ქრისტე...თქვენ უნდა წამოხვიდეთ კომპრომისზე.აქეთ ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისაგან კომპრომისს.თუ მაქეთ ყველანი განაცდებით, ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება.ყველა, ვინც გა-ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძე-ნანუკა-ბუღაძე-დევდარიან-უგულავა-მელია-ლომჯარია-უშიკიშვილ-ნოდარ მელაძე-სანაია-თარგამაძე-ბოკერიებულია, ნაცია და ღუპავს საქართველოსაც, საკუთარ თავსაც და იმ იდეებსა და ღირებულებებსაც, რისთვისაც გულწრფელად იბრძვის.არაა ხოშტარია და გვარამია ევროპა. არც ჯაფარიძის სექტა არაა ევროპა. არც ნაცების მედია-კანალიზაციებია ევროპა.ეს არის ნაციზმი. ეს არის რადიკალიზმი. ეს არის სიგიჟე, ისტერია, რეალობისგან გამიჯვნა. ეს არის მიშიზმი.ნუ ნაცობთ. ნუ გიჟობთ. დამარცხდებით. ან გაიმარჯვებთ და საქართველო დამარცხდება.როგორც 1992 ან 2003 წლებში... ", - აღნიშნავს იგი.

რობერტ სტურუა

საზოგადოება 1735937350

„უფალო, იქნებ ვინმემ დამპატიჟოს!“ - რობერტ სტურუა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:„სამი დღეა მარტო ვარ სახლში.ტრადიციულად ახალ წელს ან მაღვიძებენ, ან სროლის შემდეგ ვიძინებ! სრულიად ფხიზელი!..მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს!მაგრამ მე არავინ მეძახის! ვარ ჩემთვის მეუღლესთან ერთად!..სხვა თეატრების არანაკლებ ნიჭიერი მსახიობებიც, გაყუჩებულნი მრავალჟამიერს ომახიანად მღერიან, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს, თავის ხელმძღვანელებს, აშკარად რომ ვერ მიტანენ, არ აწყენინებენ !სიყრმის მეგობრებმა კი სამუდამოდ მიმატოვეს, ამიტომ სინდისი მკლავს, ასე დიდხანს რომ გავუძელი ამ გადარეულ სამყაროს!ხუმრობა ხომ არ არის - 86 წელი!მახსოვს გიგლა ფირცხალავას კარიკატურა: მრავალსართულიან სახლში დიდი ღრეობაა, უამრავი ხალხი მაგიდასთან! გვიანი ღამეა - ქალაქს სძინავს! მოპირდაპირე აივანზე, გადაღლილი კაცი მაისურში კივის:“ან დამაძინეთ, ან დამპატიჟეთ!!!”უფალო, იქნებ ვინმემ დამპატიჟოს!“

რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პოლიტიკა 1733407168

რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ არ ისურვა“.„ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას “რობოკოპები” იცავენ”, - აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა სიმბოლური აქტი იყო.მსახიობებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, მთავარი მოთხოვნები რუსთაველის თეატრის გარეთ გააჟღერეს. ისინი ახლა მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიდიან.რაც შეეხება მოთხოვნებს, რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსაყვანად, რამდენიმე პუნქტი ჩამოაყალიბეს.კერძოდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის, მოუწოდებენ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დანიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებულები, ასევე „შეწყდეს ძალმომრეობა”.„შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილისგან მოვითხოვთ:პირველი: დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით.მეორე პირობა: სამართალდამცავი უწყებებით, როგორიც არის სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შსს პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით.გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებულები, შეწყდეს მათ წინააღმდეგ არსებული საქმეები. შეწყდეს დევნა, შეწყდეს ძალმომრეობა. დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა”, - აღნიშნულია მოთხოვნებში.პროტესტის მონაწილეებმა საზოგადოებას გაფიცვისკენ მოუწოდეს.

რობერტ სტურუა

საზოგადოება 1733402623

რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში - რობერტ სტურუა

რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი, – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.როგორც ის ამბობს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ – წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე.

Სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1731940906

Სვიმონ ჯანგულაშვილი : ხელისუფლებავ! თუ არ განსდევნი სამუდამოდ პოლიტიკიდან ნაცებს, დაგვენგრევა თავზე ქვეყანა!

Დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი,, ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს.ევროკავშირში გვინდა საქართველოს შესვლაო და ამიტომ ვართ წინააღმდეგები ამ ხელისუფლების და მხარს ვუჭერთო სააკაშვილს, გვარამიას, გახარიას და ლელოსო...და ეგენი თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ მუშაობდნენ, მერე - უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობდნენ, მერე კანდიდატის სტატუსი არ მოაცემინეს ევროპელებს, და როცა დაგვიანებთ მოგვცეს, ყვიროდნენ, არ ვართ ღირსებიო.ეხლა, იმის გამო, რომ ქართველთა უმრავლესობას თავი მოგვახვიონ და ჩვენთან გამეფდნენ კვლავ და სააკაშვილი და გვარამია გაამეფონ, ევროკავშირს მიმართეს, ინტეგრაცია შეაჩერეთო, უვიზო რეჟიმი გაუუქმეთო, ფული შეუჩერეთო.ანუ, ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგ გამოდიან წლებია, იმ ლოზუნგით რომ ევროკავშირში უნდათ საქართველოს შეყვანა? ცხადია, აბსურდია. ევროკავშირი მათ სჭირდებათ ისეთივე ფასადად, როგორც სააკაშვილს ჰქონდა ფასადად დემოკრატია და ლიბერალიზმი და სინამდვილეში ერთი აზიატი სადისტი სულთანი იყო. " - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და პარალელს 1990 იან წლებში განვითარებულ მოვლენებთან ავლებს,, ზვიად გამსახურდიამ სთქვა ერთხელ ჭანტურია-წერეთელ-ბაქრაძეებზე - მათ ეროვნული მოძრაობა კი არ უყვართ, თავიანთი თავი უყვართ ეროვნულ მოძრაობაშიო... მერე შეეკრნენ ისინი შევარდნაძეს, ის - ელცინს, ბუშს, გენშერს, ბეიკერს და ჩამოაგდეს ზვიადი... და რაც ვითომ ზვიადმა "დააშავა" ან უნდა დაეშავებინა, ამაზე მილიონჯერ მეტი ავნეს სამშობლოს.ასეა ეს ჩვენი ოპოზიციური კვარტეტიც - ევროკავშირი მათთვის მხოლოდ საბაბია და საშუალება, რომ საქართველოს მეფეები გახდნენ, ქართველთა უმრავლესობის ნების, რწმენის, ღირებულებების და მენტალიტეტის საწინააღმდეგოდ, თავზე მოგვაჯდნენ და გვაწამონ და გვარბიონ და გამდიდრდნენ. უარესად დაშალონ საქართველო, ოლიგარქატი - მილიარდერ სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ნაყოფიას და მსგავსი რუსი ოლიგარქების მმართველობა დაამყარონ...ხოდა, თქვენ გეკითხებით, ნაცების მხარდამჭერებო, ვითომ ევროკავშირი რომ გსურთ, ამაზე რას ფიქრობთ? ოღონდ სააკაშვილმა და გვარამიამ მართონ საქართველო და დაე, დღეს "დროებით" დავშორდეთ ევროპას ხო? ვიცი ამაზე ატატყანდებით და ატყაჭავდებით - "ბიძინამ უკვე დაგვაშორაო"... როგორ დაგვაშორა? თქვენ ჩალიჩობთ ყველაფერს, რომ კეზერაშვილის და სააკაშვილის ფულით ნაყიდი უსინდისო ევროპელი პოლიტიკოსების მეშვეობით, დღეს დაჩაგროთ და დააზარალოთ ქართველი ერი, მოსწყვიტოთ ქართველი ადამიანი იმ სიკეთებს რაც სწორედაც რომ "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა მოუტანეს საქართველოს - მათ შორის, ევროინტეგრაციას, უვიზო რეჟიმს, ყველანაირ თანამშრომლობას და სიახლოვეს ევროპასთან. ჩალიჩობთ, რომ ეს ყველაფერი დავკარგოთ.იმედი გაქვთ, რომ ამით ქართველების უმრავლესობა აჯანყდება და მერე თქვენ მოგვევლინებით მხსნელებად და "დაგვიბრუნებთ" იმას, რაც სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ მოიტანა (მსგავსი რამ დენზე ერთხელ ხომ უკვე ჩაგვიტარა სააკაშვილმა).ბოროტი მანიპულატორები ხართ.და ევროპელ გაყიდულ პოლიტიკოსებს კი, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რუსეთთან კეთილი ურთიერთობა აღადგინონ და რამე დაუთმონ, რომ ისევ ჰქონდეთ იაფი ენერგო-რესურსები და სიმშვიდე თავიანთ ქვეყანაში, მეტი რა უნდათ? ითამაშებენ ორმაგ თამაშს. "ნწუ ნწუ ნწუ ნწუ"-ო, იტყვიან.. ჰკიდიათ ყველაფერი მათაც საკუთარი მიზნების გარდა...საქართველო ჰგავს ბავშვს "კავკასიური ცარცის წრიდან"... შუაზე იგლიჯება პოლიტიკოსების ბოროტების გამო...ხელისუფლებავ! თუ არ განსდევნი სამუდამოდ პოლიტიკიდან ნაცებს, დაგვენგრევა თავზე ქვეყანა!პარტიას თუ ვერ აკრძალავთ რაიმე ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო, მაშინ, მიიღეთ კანონი, რითაც ნებისმიერ დანაშაულში ბრალდებულ პირს 20-30 წლით აეკრძალება პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში და მედიაში მუშაობა და მათზე ირიბი ან პირდაპირი ზეგავლენა! ესაა ერთადერთ გამოსავალი, დაე, თუნდაც ამის გამო თქვენს შორის რომელიღაცასაც აღეკვეთოს პოლიტიკაში ყოფნა.ნაცები ანგრევენ საქართველოს.კართაგენი უნდა დაინგრეს!."Სვიმონ ჯანგულაშვილი კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებსაც მიმართავს, რომლებიც წლების მანძილზე რუსეთში მართავდნენ ღონისძიებებს, დღეს კი ნაციონალებს უჭერენ მხარს:,, ვიცი, რომ აი ამ დირიჟორს, ცხოვრებაში ბეთჰოვენის ერთ სიმფონიაც კი რომ არ შეუსრულებია,ან იმ, ლაშა ბუღაძესავით, დამწყებობასა და უჭკნობ სიჭაბუკეში ჩარჩენილ ნიჭიერ რეჟისორს, რომელიც მთელი ცხოვრება გენიოსებს ებრძვის ან იყენებს (ისე, რომ მათ მაგინებლებთან ძმაკაცობს),ან მის უნიჭო კოლეგებს, ან ისტერიულ მსახიობებს თუ ისტერიულ პიანისტებს,აგრეთვე - რუსეთში გამილიონერებულ და დღეს ყველაზე დიდ ანტი-რუსად ქცეულ მომღერალ-დირიჟორებს ჰკიდიათ ეს ყველაფერი რასაც ვლაპარაკობ.ისინი ჩალიჩობენ, რომ როგორმე ხელისუფლებისაგან დევნილებად წარმოაჩინონ თავი რომ მერე სარფიანად გაიყიდონ ევროპაში. და იქ "იმოღვაწეონ"... მთელი მათი "ბრძოლის" არსიც ესაა - უნდათ რომ მთავრობებისაგან დევნილი რობერტ სტურუები და კირილ სერებრენნიკოვები იყვნენ. და ის ავიწყდებათ, რომ სტურუაც და სერებრენნიკოვიც თავიანთი ტალანტის, პროფესიონალიზმისა და ჰუმანიზმის, ადამიანობის, სიკეთის გამო არიან დიდები და არა ისტერიული პოლიტიკური აქტივიზმისა, რაც მხოლოდ ერთი გამოვლინება და ნაწილია მათი მსოფლმხედველობისა... სტურუა და სერებრენნიკოვი არასდროს არ დამდგარან მკვლელების მხარეს, თქვენგან განსხვავებით, ჩემო ტყაჭაჭოებო!ეს მთავრობა თუ საოკუპაციო მთავრობაა, თუ ისინი უდრიან პუტინს, მაშინ ყველანი უნდა აჯანყდეთ პერმანენტულად, ტყაჭებო, მათთან არ უნდა ითანამშრომლოთ, როგორც თქვენ ამბობთ - არ უნდა "იკოლაბორანტოთ" და მათგან მსუყე ჰონორარები ან ხელფასები არ უნდა აიღოთ - წლის მანძილზე თუ თბილისობა-ახალ წლებზე...მაგრამ, ყველაზე კარგად და ახლოდან გიცნობთ. ყალბი, პაწია გოგუცუნები ხართ. გლაშა ბუღაძესა და რიტა ამაღლობელივით - ყველასგან სარგებლის მიღება არის თქვენი კრედო - შევარდნაძისგანაც, ბიძინასგანაც, მიშასგანაც, კეზერაშვილისგანაც, ხაზარაძისგანაც, ევროპისგანაც, ამერიკისგანაც, რუსეთისგანაც...თუ რა, არ გიმღერიათ და გიმუზიცირიათ პუტინთან და პრიმაკოვთან და მათ დიდკაცებთან? 🙂 ) ) ) )და დღეს მხარში უდგახართ ხალხს, ვინც პირდაპირი ბოროტი მანიპულაციით ავიწროვებს და ჩაგრავს თავის ერს, თავის სამშობლოს, რომ ამის მეშვეობით "სახალხო აჯანყების" ყალბი (თქვენს შემოქმედებასავით არაფრის-მთქმელი და ყალბი) სურათი შექმნან და ამის მეშვეობით, თანამედროვე ბუშების, ბეიკერებისა და გენშერების დახმარებით, სამუდამოდ თავზე მოაჯდნენ საქართველოს...მაგრამ შევარდანაძესთან მათი და თქვენი შედარება მკრეხელობაცაა... სად მისი კულტურა, ნიჭი და გაქანება და სად გვარამია-ჩაჯვის ისტერიკა და სააკაშვილის ღორული, გაუმაძღარი ბუნება... სხვა ოდიოზურ პოლიტიკანებზე არაფერს ვამბობ.P.S. მე ვინა ვარ, მაგრამ, მაინც, ჩემი წილი ზიანი რომ არ მიმეყენებინა, შექმნის დღიდან ერთი ცუდი სიტყვა არ მითქვამს გახარიაზე, "ლელოზე" და რაც ოპოზიციონერი გახდა - ზურაბიშვილზე. იმედი მქონდა, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდებოდნენ და ნაცებს არ შეეკვრებოდნენ, სააკაშვილისა და გვარამიას მარიონეტებად არ იქცეოდნენ, დაარღვევდნენ ამ 21 წლიან ჩაკეტილ წრეს...არადა, ჩვეულებრივი უნიჭო ტყაჭები აღმოჩნდით.თქვენივე კვლევებით რა პროცენტიც გქონდათ, ის აიღეთ არჩევნებში და მაინც ჩაებით უნიჭო გვარამიას ისტერიკებში. და მას და სააკაშვილს გვერდში უდგახართ თქვენი სამშობლოს და ხალხის დაჩაგვრის ამ ბოროტ მანიპულაციაში...ხოდა, თქვენც ჩაირეცხებით. ტყაჭაჭოებო...ღმერთო, მოხედე ამ ჩვენს ტანჯულ და ყველასგან მიტოვებულ, ჩვენგანვე დანგრეულ და ნაღალატევ სამშობლოს, რადგანაც, "მას არა დაუშავებია-რა"... Წერს სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1729602139

26-ში საქართველო კიდევ ერთხელ ეტყვის არა-ს მკვლელებისა და დამნაშავეების პარტიას - სვიმონ ჯანგულაშვილი

ცნობილი დირიჟორი, საზოგადოება ,,ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს არჩევნების შემდეგ ,,ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები პოლიტიკასა და მედიას."სვიმონ ჯანგულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:„რაც არ უნდა მარტივი ან სწორხაზოვანი ჩანდეს ხელისუფლების პოზიცია, დღეს ეს პოლიტიკური ძალა დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მშვიდობის, სულიერებისა და ჰუმანიზმის მხარეს. მეორე მხარეს კი დგანან ოლიგარქების მიერ დაფინანსებული რადიკალები, ვინც ჰკლავდნენ და ჰკლავენ, ლანძღავდნენ და ლანძღავენ - გალაკტიონს, თამარს, ერეკლეს, ილიას, ვაჟას, აკაკის, ანზორ ერქომაიშვილს, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, ოთარ ჭილაძეს, ზაქარია ფალიაშვილს, იოსებ კეჭაყმაძეს, ნონა გაფრინდაშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილს, დავით წერედიანს, პატრიარქ ილია II და მთელ ეკლესიას, და რა ვიცი, ვის აღარ...ეს სახელები და მათ მიერ შექმნილი ღირებულებები და მემკვიდრეობა, შეიძლება პატარა, ტიკ-ტოკერი მომიტინგეებისათვის [ჯერ-ჯერობით] არაფერს ნიშნავს. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სწორედ ისინი არიან საქართველო? ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუკი ჩვენს ავტორიტეტებს, ჩვენს მოღვაწეებსა და კულტურულ საგანძურს გაანადგურებენ, სწორედ ამით გვაქცევენ უსახო, "ტექნიკურ" მასად, "ბიო-მასად" (ოდიოზურმა გია ბუღაძემ რომ გვიწოდა ერის უმრავლესობას), რომელსაც მერე ძალიან ადვილად შეასაღებენ მკვლელ და ტირან სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურად", ყველაზე ბანძ და ქრინჯ ტუტუცს - ნიკა გვარამიას "თანამედროვე" და "Cool" ვარსკვლავად, ლაშა ბუღაძეს - ოთარ ჭილაძედ, რატი ამაღლობელს - გალაკტიონად, უშიკიშვილს - ანზორ ერქომაიშვილად, ლევან ბერძენიშვილს - მეცნიერად, ნოდარ ლადარიას - მოაზროვნედ, მავან უნიჭო რეჟისორუკას - სტურუად და ჩხეიძედ, შეუმდგარ, დილეტანტ და ნოტების თუ სამუსიკო თეორიის არ მცოდნე "არანჟიროვშიკებს" - გია ყანჩელად, ჯანსუღ კახიძედ და ზაქარია ფალიაშვილად...საქართველო, თუ მშვიდობა იქნა [და ესე იგი, თუ ახლა იმ ხალხმა ვერ გაიმარჯვა, ვისაც უჯობს, რომ თბილისს რაკეტების ცეცხლი სწვავდეს (ლომჯარია), და ვისაც სურს, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინის ომში ჯარსა და შეიარაღებას აგზავნიდეს, ვისაც სურს, რომ რუსეთს დავეჯახოთ, 90-იანი წლებივით გავიყინოთ და ჩავბნელდეთ], 4-5-10 წელიწადში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, დასავლური თანამეგობრობის ღირსეული წევრი."ქართული ოცნება" კი, ვალდებულია, ერთხელ და სამუდამოდ გასწმინდოს ქართული პოლიტიკა და საზოგადოება ნაციზმისაგან. ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა დანაშაულებრივი სისტემის შექმნაში, უნდა აეკრძალოს პოლიტიკაში, მედიაში და საჯარო პოლიტიკურ-სახელისუფლებო თანამდებობებზე მუშაობა. როგორც ფაშისტებს გერმანიაში, აი ისე ზუსტად - იყვნენ ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში, ხელოვნებასა და სპორტში.. მაგრამ, არა იქ, სადაც პოლიტიკაა...26-ში საქართველო კიდევ ერთხელ ეტყვის არა-ს მკვლელებისა და დამნაშავეების პარტიას.ამის შემდეგ კი, ხელისუფლებას მართებს, ერთხელ და სამუდამოდ მოაშოროს დამნაშავეები ჩვენს პოლიტიკასა და მედიას.არა - კოლექტიურ ნიკა გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძესა და ლომჯარიას! არა კოლექტიურ სააკაშვილს! არა ბუღაძეებს, ლადარიებსა და მეგის ქარდავებს!"

ლეილა სიყმაშვილი

კულტურა 1729266287

Exclusive: „ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო... ქუჩაში დავრჩი... დღემდე ქირით ვცხოვრობ" - მუსიკოს ლეილა სიყმაშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

ლეგენდარული ქალბატონი, პიანისტი, რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი ლეილა სიყმაშვილი, რომელიც რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლთან - „კავკასიური ცარცის წრე“ ასოცირდება, თეატრის სცენაზე, 43 წელი ცოცხალ მუსიკალურ გაფორმებას ასრულებდა.სპექტაკლმა, რომელიც 660 -ჯერ შესრულდა, მთელი მსოფლიო მოიარა. წარმატების ზენიტში მყოფ ქ-ნ ლეილას, რუსთაველის თეატრის მაყურებელი კარგად იცნობდა. ყველა სპექტაკლი, რაც კი ამ სცენაზე მუსიკალურად იდგმებოდა, სწორედ, მისი გაფორმებული იყო.მუსიკოსის პირველი სპექტაკლი, რუსთაველის თეატრში, 1971 წელს რ. მირცხულავას  ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულება“ იყო, რასაც მოჰყვა „ყვარყვარე თუთაბერი“.81 წლის კონცერტმაისტერს, რომელიც 20 წელია, თბილისში უსახლკაროდ ცხოვრობს, ამ ეტაპზე, გადაადგილება უჭირს. „პრაიმტაიმთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში, მიზეზად, 40 წლის წინ აღმოჩენილ ბიოდენებს ასახელებს, რომელიც არ გამოიყენა და დღეს, სავარაუდოდ, ჩაკირული აქვს:ვინმეს რომ ეთქვა 80 წლამდე იცოცხლებო, თვალებს ამოვუღებდი. არ ველოდი, თუ ამ ასაკს მივაღწევდი.ძირძველი პლეხანოველი ვარ, თბილისში, დ. უზნაძის (კამოს ქ.) ქუჩაზე, მე-2 სამშობიაროში დავიბადე. 60 წელი მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინი) ქუჩაზე ვცხოვრობდი.მამა - გიორგი სიყმაშვილი, პროფესიით აგრონომი იყო, ედუარდ შევარდნაძემ 1965 წელს - „დამსახურებული აგრონომის წოდება“ მიანიჭა.სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 15 წელი, სიღნაღის სატყეო მეურნეობის დირექტორად მუშაობდა. ამის შემდეგ გურჯაანის სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო, თბილისის ზღვაზე - დენდროლოგიური პარკის აშენება, მისი დამსახურებაა. 1975 წელს, ფილტვის შეგუბებით გარდაიცვალა.დედა - ახმეტელის ქალი იყო, სანდრო ახმეტელის ბიძაშვილი. სანდროს გარდა, ახმეტელების მთელი დინასტია, ექიმები არიან.დედაც ექიმი იყო, ალადაშვილის კლინიკაში მუშაობდა. ბოლოს, ქალაქის რაიონული ლაბორატორიის გამგედ. 55 წლის ასაკში, თავი დაანება მუშაობს. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.სახლი, სადაც დავიბადე, 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, ქუჩაში დავრჩი. 30 ივლისს, ჩავალაგე ყველაფერი და შვილთან და შვილიშვილთან ერთად, მოსკოვში წავედით.2011 წელს საქართველოში დავბრუნდით. სრულიად უსახლკარო ვიყავი, რა უნდა გვექნა? ვიქირავეთ ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ.11 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი ქალიშვილი იტალიაში წავიდა სამუშაოდ. - ბავშვობაზე მოგვიყევით...დავამთავრე მუსიკალური სკოლა, სადაც ახალა გერმანიის საელჩოა. სახლში ამერიკული ბრენდის პიანინო გვქონდა, მაგრამ არავინ არ უკრავდა. ქიზიყელი ძიძა მყავდა, პირველად, სწორედ მან მაზიარა პიანინოს.მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, 4 წელი მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი და ბოლოს, კონსერვატორიაში ჩავაბარე.ექიმობაზე ვოცნებობდი, დედის პროფესიას მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ მიცვალებულის მეშინოდა და ამიტომ არ მოვინდომე. მამა მეუბნებოდა - მკვდრის კი არა, ცოცხალის უნდა გეშინოდესო!გივი სვანიძესთან (კონსერვატორიის ლექტორი) ვემზადებოდი. იმ პერიოდში, კონსერვატორიის რექტორი, კომპოზიტორი იონა ტუსკია იყო. მომისმინეს, მაგრამ პასუხი - ორიანი იყო. თან საგამოცდო ფურცელს დაწერეს - შემთხვევითი მოვლენა ხელოვნებაში.მეორე წელს, გიზი ამირეჯიბთან ვემზადებოდი, გამოცდაზე სპეციალობაში სამიანი მივიღე, დანარჩენ საგნებში ყველაფერში ხუთი და ჩავირიცხე კიდეც კონსერვატორიაში.მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მე და ჩემმა კურსელმა რეზო ოჩიგავამ, აუდიტორია ჩავკეტეთ და ორ როიალზე ჯაზი „შევუბერეთ“. ვიღაცას მოუსმენია და დაგვასმინა რექტორთან.ამის გამო გაგვრიცხეს, მაგრამ აღდგენაში ბ-ნი ბიძინა კვერნაძე დამეხმარა, რომელიც დედაჩემის ბიძაშვილი იყო.- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ლეგენდარულ ვახტანგ ჭაბუკიანთან?პირველ წელს რომ ვერ მოვხვდი ინსტიტუტში, მუშაობის სტაჟი მჭირდებოდა - მეორე წელს, უმაღლესში ჩაბარების უფლება არ მექნებოდა.მეზობელი მყავდა, რომელიც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვ. ჭაბუკიანის მდივანი იყო. ბავშვობაში, ხშირად დავყავდი დედას ოპერის თეატრში და თითქმის ყველა სპექტაკლი მქონდა ნანახი, აქედან გამომდინარე, ვახტანგ ჭაბუკიანის ცეკვაც.მეორე დღესვე წამიყვანა, რომ მივედი, პირდაპირ ვახტანგთან მიმიყვანა. ფეხები მომეკვეთა, ისე გავნერვიულდი. ჭაბუკიანი ტუალეტში თუ დადიოდა და ჭამდა, არ მეგონა. ვახტანგი რომ დავინახე, სკამის ზურგს მივეყრდნე.უკრავთ? - მკითხა. კაბინეტიდან „მაკნატუნას“ ნოტები გამოიტანა წინ დამიდო და დაუკარიო მითხრა. ვერ ვიტანდი ნოტებს, ვერაფერს ვერ ვხედავდი, მეგონა უკუღმა მედო და ამოვატიალე.შვილო, დაკვრა იცი? - მეკითხება ისევ. ჩემი მეზობელი აყვირდა, იცით რა კარგად უკრავსო! რაღაც ვერ ვხედავ, რა ნაწარმოების დაკვრა შეგიძლია, „პოლკა“ იციო, მკითხა.რა თქმა უნდა, ვიცი-მეთქი და დავიწყე დაკვრა. გაოცებული თვალებით მიყურებდა, ამის შემდეგ, ვალსის დაკვრა მთხოვა.ისე მოვეწონე ამიყვანა, მაგრამ გამოსაცდელი ვადით. ეს გამოსაცდელი ვადა, 11 წელი გაგრძელდა. 1966 წელს დავამთავრე კონსერვატორია, მაგრამ მუშაობა, ისევ გავაგრძელე.ერთ დღეს (1971 წ) ბალეტმაისტერმა იური ზარეცკიმ მომაკითხა და მითხრა, ხვალ რუსთაველის თეატრში უნდა წაგიყვანო, სპექტაკლის პრემიერა აქვთ, პიანისტი დეკრეტში გადის და მუსიკოსი სჭირდებათო.მეორე დღეს მივედი რუსთაველის თეატრში, სადაც სცენაზე, კორიფეების მთელი დასი დამხვდა - ეროსი, რამაზი, ბადრი კობახიძე, მედეა ჩახავა, იზა გიგოშვილი, გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე და სხვები.პირდაპირ სცენაზე ამიყვანეს და დამსვეს პიანინოსთან. როგორც „დუსტ მოყრილი ტარაკანა“ ისე გავეკარი კედელს. გავბრაზდი ზარეცკიზე, ეს სად მომიყვანა-მეთქი.გაიცანით, ეს თქვენი ახალი პიანისტიაო - გააცნო ყველას ჩემი თავი. მეცვა, წითელი კაბა და ბოტფორდები, ეროსიმ რომ შემომხედა, ეს მათხოჯი სად იპოვეთო?რამაზ ჩხიკვაძეს რომ გაექარწყლებინა და მდგომარეობიდან გამოვეყვანე, მეუბნება -  ქალბატონო, ცხენი გარეთ დააბითო? (იცინის). რა უნდა მეპასუხა, ვერც გავიგე რა მითხრა.ჩამსვეს საორკესტრო ორმოში და იონიკა დამიდგეს. გია ყანჩელმა მუსიკის ნოტები მომიტანა, რეზო მირცხულავა ბულგაკოვის „ფარისეველთა შეთქმულებას“ დგამდა და იქ სჭირდებოდათ მუსიკა.სწორედ, იქ მომისმინა რობერტ სტურუამ, გულში ჩაიდო და არსად აღარ გავუშვებო, უთქვამს. ის ქალბატონი, აღარ დაბრუნდა და მეც აღარ მიშვებნენ. აღარ ვიცოდი რა მექნა. ხარაბაძემ მითხრა, შენ აღარ გაგიშვებენ, ბედს შეეგუეო.- პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით...ორი ოფიციალური ქმარი მყავდა. პირველი, გურამ კვარაცხელია, ეკონომისტი იყო. ჩემმა დაქალმა გამაცნო. ორშაბათს გავიცანი და ხუთშაბათს ცოლად გავყევი.მაშინ 23 წლის ვიყავი, ლექციიდან გავიპარე. ჩემთან ცხოვრობდა, წალენჯიხის რაიონ სოფელ ჯგანიდან იყო და აქ საკუთარი ბინა არ ჰქონდა.ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა გადატანილი და სიარული უჭირდა, მგონი გარდაიცვალა, ზუსტად არ ვიცი. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სულ მეჩხუბებოდა მუსიკას თავი დაანებე და ეკონომიურზე ჩააბარეო. გაყრის მიზეზი, ჩემი პროფესია იყო.პირველ ქმარს რომ გავეყარე, ფილარმონიაში დავიწყე მუშაობა. ნიაზ დიასამიძე, გოგი ცაბაძე და მე ერთ კაბინეტში ვიჯექით, დირექტორი გუგული ყიფიანი იყო. გოგის ვეხმარებოდი, დამიდებდა ნოტებს და მე ვუკრავდი.იქ გადამეყარა ერთი უცოლო ბიჭი, ოთარ მჭედლიშვილი, რომელიც კონფერანსიე იყო, ქართლოს კასრაძესთან ერთად.პროფესიით, ესტრადის მსახიობი იყო. იცოდა, რომ გურამთან გაყრილი ვიყავი. ყოველ დღე სახლში მაცილებდა, ჩემ ფანჯრებთან იდგა და მიმღეროდა. მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი, გეგონება, მერილინ მონრო ვიყავი (იცინის).კარგი ბიჭი იყო, მაღალი, ქერა, ცისფერთვალება, არანორმალურად მიყვარდა, მაგრამ დედამთილმა არ გამაჩერა. 6 წელი გავქაჩე, მეტი ვერა.- წინააღმდეგი იყო დედამთილი?წინააღმდეგი, ეს ის სიტყვა არ არის! სახლშიც არ გვიშვებდა. თავიდან ჩემთან ვცხოვრობდით, მაგრამ მერე, დედამისთან გადამიყვანა. სანამ ქალიშვილი გაგვიჩნდებოდა, კარგარეთელის ქუჩაზე (ჩუღურეთის რ-ნი) 10 კვადრატულ ოთახში, დედამთილთან ერთად გვეძინა.- როგორ დასრულდა თქვენი ქორწინება?ჩემი მეუღლე გასტროლზე იყო წასული, როცა დედამთილმა სახლიდან გამომაგდო. რომ ჩამოვიდა და მომიკითხა, კაცებში წავიდაო, დედამთილს უთქვამს.სასამართლოს გადაწყვეტილებით გავეყარეთ. ალიმენტიც არ დავუნიშნე. ცოტა ხანში, დედამისმა, თავისი კანდიდატი მოაყვანინა ცოლად.ბოლოს, ლოგინად ჩავარდა, როგორც მითხრეს, რძალი არ უვლიდა. სიკვდილის წინ, ერთ-ერთ ჩემ ნაცნობს სთხოვა, ჩემი ყოფილი რძალი მომიყვანეო, მაგრამ მე გასტროლზე ვიყავი ავსტრალიაში. დაუბარებია, რომ ჩამოვა, ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადეო.- აქ რომ ყოფილიყავით, მიხვიდოდით? - არა, რა თქმა უნდა! - თქვენ გვარზე გყავთ ქალიშვილი...დედამ არ მომცა უფლება, რომ მეუღლის გვარზე დამეწერა. მაგათი გვარი, არ იქნება ჩვენ სახსენებელშიო. რომ გავეყარეთ, არც ბავშვის ნახვის უფლებას ვაძლევდით.- ქალიშვილზე მომიყევით...ჩემი ქალიშვილი, თამარი 45 წლის არის, ჰყავს 29 წლის ვაჟი, რომელიც მუსიკოსია. დედა-შვილი და-ძმასავით არიან, ადრე გათხოვდა, მათ შორის სხვაობა 16 წელია. ძალიან უნდოდა მსახიობობა ჩემ შვილიშვილს, სამი წელი აბარებდა თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ ვერ მოხვდა.2000 -იან წლებში 6 წლის განმავლობაში, „კავკასიურ ცარცის წრეში“ სცენაზე იდგა, მიხეილის როლს ასრულებდა.- როგორც ვიცი, თქვენი ქალიშვილიც იყო მიხეილის როლში...ჩემი ქალიშვილი, 80 -იან წლებში ასრულებდა და შემდეგ, ჩემი შვილიშვილი. თამარსაც უნდოდა მსახიობობა, მაგრამ არც ის მიიღეს, სამწუხაროდ.თამუნა ძალიან ადრე გათხოვდა, 16 წლის ასაკში გააჩინა ვაჟი, გიორგი, მამა თემურ ალადაშვილია.  თამუნა 2008 წელს გათხოვდა, მაგრამ მეუღლე, სერგეი პლატოვი უკრაინის ომში მოკლეს.თამუნა იტალიაში წავიდა სამუშაოდ, უნდოდა მეუღლის წააყვანაც, მაგრამ დედამ არ გაუშვა. მისი სახლი მთლიანად დაინგრა, არაფერი არ დარჩა. მის დასაფლავებასაც ვერ დაესწრო.- მეორე ქმრის მერე, აღარ გათხოვილხართ?რას ამბობ, რაღა დროს ჩემი გათხოვება იყო. 40 წლამდე ვიყავი, დროც არ მქონდა. თან ოთარი ისე მიყვარდა, სხვას ვერ გავყვებოდი. 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ შევძელი წასვლა, მერაბ სეფაშვილის დედას, ჯულიეტას ვთხოვე მისულიყო. პანაშვიდზე, ოთარის კუბოზე დამხობილა, ისე უტირია, მეზობლებს ეგონათ, რომ მე ვიყავი. ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ ამ ბმულზე