„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი, – ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ – წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის „ფეისბუქ“ გვერდზე.