ramaz gigaur

ასტროლოგია 1775242071

რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს - რას წერს რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - წერს:„მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? ხშირად მიგვაჩნია, რომ ცხოვრებისეული ტრანსფორმაციისთვის გრანდიოზული ძალისხმევა, მუდმივი ინსპირაცია და იდეალური „სწორი მომენტია“ საჭირო. თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მოქმედებას აუცილებლად ემოციური მზაობა უნდა უძღოდეს წინ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მახეა. შედეგი?მუდმივი დანაშაულის გრძნობა და ქრონიკული პროკრასტინაცია. სინამდვილეში კი, ის, რასაც ჩვენ ხშირად „სიზარმაცეს“ ვუწოდებთ, ხასიათის სისუსტე სულაც არ არის. ეს წმინდა ნეირობიოლოგიაა. ჩვენი ტვინის უძველესი განგაშის ცენტრი (ამიგდალა) მასშტაბურ მიზნებს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს და მომენტალურად რთავს თავდაცვისა და საბოტაჟის რეჟიმს“, - წერს რამაზ გიგაური.

ramaz gigaur

ასტროლოგია 1775128980

„მარხვის ნეირობიოლოგია... ადამიანმა დაკარგა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი“ - რას წერს რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:„მარხვის ნეირობიოლოგია: უარის თქმის ფარული ძალა ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც კომფორტი რელიგიად იქცა. ჩვენი ტვინი იაფი სტიმულატორების - სწრაფი კვების, დაუსრულებელი ინფორმაციისა და მომენტალური სიამოვნებების - მუდმივი წნეხის ქვეშაა.ამ ტოქსიკურ ხმაურში თანამედროვე ადამიანმა დაკარგა თავისი ყველაზე ძლიერი იარაღი: საკუთარ სურვილებზე უარის თქმის უნარი. ბუნებრივია, მარხვა მხოლოდ გასტრონომიული შეზღუდვა ან დიეტა არ არის. ეს შეგნებული უარია - ფსიქიკის ულმობელი წვრთნა, ნეირობიოლოგიური გადატვირთვა და საკუთარ ცხოველურ იმპულსებზე კონტროლის დაბრუნების გზა“, - წერს რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1775109996

„რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებზე, მით უფრო ვსუსტდებით“ - რას წერს რამაზ გიგაური

 ასტროლოგი რამაზ გიგაური ფსიქოთერაპიული ნარცისიზმის შესახებ წერს და რეკომენდაციას აქვეყნებს:„ფსიქოთერაპიული ნარცისიზმი: როცა ტრავმის ძიება ახალ დამოკიდებულებად იქცევა რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თითქოს მით უფრო ვსუსტდებითდა საკუთარ თავში ვიკეტებით.შინაგანი სამყაროს მუდმივი კვლევა, განკურნების ნაცვლად, ბევრისთვის ერთგვარ კომფორტის ზონად იქცა. გაჩნდადაუწერელი წესი: თითქოს, სანამ ბოლომდე არ „მოვშუშდებით“ და იდეალურები არ გავხდებით, ნამდვილი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება არ გვაქვს.მეცნიერება ამას „ინტროსპექციის მახეს“ უწოდებს. აღმოჩნდა, რომ შეკითხვა — „რატომ ვარ ასეთი?“ — რეალურადგამოსავლისკენ კი არა, წარსულის ლაბირინთებისკენ მიგვათრევს“, - წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1774965480

„ილუზიების დასასრული და ფინანსური მახე: რას გვიმზადებს აპრილის პირველი კვირა“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

ილუზიების დასასრული და ფინანსური მახე: რას გვიმზადებს აპრილის პირველი კვირა?, – აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვიზიარებს.„ილუზიების დასასრული და ფინანსური მახე: რას გვიმზადებს აპრილის პირველი კვირა? მარტის ქაოსი და გაყინული პროცესები სრულდება. აპრილი საკმაოდ დინამიკურ ტემპს გვთავაზობს დაყველა ის საქმე, რომელიც აქამდე ერთ წერტილში იყო გაყინული, ადგილიდან დაიძვრება. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ახლა მოდუნების და იმპულსური გადაწყვეტილებების დროა - კრიტიკულ შეცდომას უშვებთ. მომდევნო კვირა (30 მარტი – 5 აპრილი) არ არის რიგითი პერიოდი. ეს არის ენერგეტიკული კონტრასტების ურთულესი მონაკვეთი. ერთი მხრივ, 1-2 აპრილის სავსემთვარეობა პარტნიორულ ურთიერთობებში ყველა ფარულ დეტალს ააშკარავებს და რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს. მეორე მხრივ, ცაზე ფორმირდება კვირის მთავარი ხაფანგი - ვენერასა და პლუტონის ნეგატიური ასპექტი. მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს ფინანსური რისკები, მსხვილი შენაძენი ან სპონტანური ინვესტიციები.ამას ემატება 2-3 აპრილის უჩვეულოდ ხანგრძლივი „უკურსო მთვარის“ ვაკუუმი, სადაც ნებისმიერი ახალი ინიციატივა წინასწარ არის განწირული კრახისთვის. ამ კვირაში გამარჯვებული გამოვა მხოლოდ ის, ვინც გამორთავს შფოთვის ავტოპილოტს, შეინარჩუნებს უკიდურეს ემოციურ სიფხიზლეს და დროის ზუსტ მენეჯმენტს გამოიყენებს. როდის უნდა გადადგათ ნაბიჯი და როდის არის აუცილებელი სრული სტატიკურობის შენარჩუნება? სად გადის ზღვარი ფინანსურ კრიზისსა და ახალ შესაძლებლობას შორის? მომდევნო შვიდი დღის სტრატეგიული ალგორითმი, თითოეული დღის მოქმედების ზუსტი პროტოკოლითა და აკრძალვებით, უკვე პატრეონის პლატფორმაზეა“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ramaz gigaur

ასტროლოგია 1774269660

„წინ მიზანდასახულობის, რკინისებური დისციპლინისა და სტრატეგიული მოქმედებების პერიოდი გველოდება...“ - კვირის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისაგან

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 23- 29 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:„კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (23 - 29 მარტი). ეს კვირა არ არის სუსტებისთვის! წინ მიზანდასახულობის, რკინისებრი დისციპლინისა და სტრატეგიული მოქმედებების პერიოდი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ მზე უკვე აქტიურ, ცეცხლოვან ვერძის ნიშანშია, ამ კვირაში სამყარო იმპულსურობას არ გვაპატიებს.კვირის ეპიცენტრი 25 მარტია, როცა ცაზე ერთდროულად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ფიქსირდება: მზე უერთდება მკაცრ სატურნს და ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ტრანსფორმატორ პლუტონთან.რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? დროა, თქვენი მძლავრი ენერგია მოაქციოთ სტრუქტურაში! ნებისმიერი ახალი პროექტი, რომელსაც ახლა წამოიწყებთ, მოითხოვს მკაცრ გათვლასა და წესების ზედმიწევნით დაცვას. სატურნი აჯილდოებს მხოლოდ მათ, ვინც დაუღალავად შრომობს და პასუხისმგებლობის აღება არ აშინებს.ამასთანავე, კვირის განმავლობაში საკმაოდ ხანგრძლივი „უკურსო მთვარის“ ფაზები გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ დროის სწორ მენეჯმენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შაბათკვირას კი პლუტონის ენერგია ტრანსფორმაციის ახალ კარიბჭეს გაგვიხსნის. თქვენი სტრატეგია: იმოქმედეთ მიზანმიმართულად და არა ემოციურად!“, - წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1773639480

„წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:„16-22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: წლის ყველაზე გარდამტეხი კვირა და ასტროლოგიური ახალი წელი!წინ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება. ჩვენ თვალწინ სრულდება ძველი ასტროლოგიური ციკლი და იბადება სრულიად ახალი ეპოქა!კვირა ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა:პირველი ნახევარი (18 მარტის ჩათვლით): მთვარის თვის ბოლო დღეები. დროა შევაჯამოთ გასული ოთხი კვირის შედეგები, გავთავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან და წარსულის ილუზიებს დავემშვიდობოთ.მეორე ნახევარი (20 მარტიდან): კვირის კულმინაცია! მზე გადადის ვერძის ნიშანში — დგება გაზაფხულის ბუნიაობა და ასტროლოგიური ახალი წელი! ამას ემატება მერკურის დირექტულ (სწორ) მოძრაობაში გადასვლა. მარტის გაურკვევლობებით სავსე, რთული ნაწილი უკან რჩება და ჩვენ წინაშე სრულიად ახალი, მსხვილი ამოცანები ყალიბდება.როდის ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად ინფორმაციულ ქაოსთან და თაღლითებთან? რომელ დღეს არის კამათის დაწყება ყველაზე სახიფათო? და როდის უნდა დავაჭიროთ ფეხი გაზის სატერფულს თამამად?თითოეული დღის დეტალური, სიღრმისეული ანალიზი და მოქმედების სტრატეგია უკვე გელოდებათ ჩემს პატრეონზე!“,- წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1773490352

რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად - რას წერს რამაზ გიგაური

რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად? - აღნიშნულ საკითხზე სტატიას ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:„რატომ არ მუშაობს ჩვენი ლოცვა ან აფირმაცია ხშირად? ყოველდღიურ სტრესულ რეჟიმში ჩვენი ტვინი განუწყვეტლივ შფოთავს წარსულსა თუ მომავალზე. ამ დროს ჩვენი გონება „ბეტა“ ტალღებზეა მომართული. მაგრამ რა ემართება ტვინს, როცა ვიწყებთ ლოცვას, მანტრის კითხვას ან მედიტაციას?მეცნიერება დღეს ამტკიცებს იმას, რაც მისტიკოსებმა ათასწლეულების წინ იცოდნენ: ლოცვა არ არის უბრალოდ ტექსტის კითხვა. ეს არის ნეირო პროგრამირების უძველესი მექანიზმი, რომელიც ფიზიკურად ცვლის ჩვენი ტვინის ნეირონულ კავშირებს და თიშავს შფოთვის ცენტრს“, - წერს რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგია 1771869339

„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად“ – რამაზ გიგაურის რჩევა

როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?, – აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში საინტერესო რჩევას გვიზიარებს.„ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს. რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით?ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს“, – წერს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1771848300

„როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება" - ასტროლოგი განმარტავს, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს

„როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?,-  ამ თემაზე ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს. „როგორ ვაქციოთ ჩვენი ტრავმები და წარსული ახალ საყრდენად?ხშირად, როცა ჩვენი გეგმები ინგრევა, ან ცხოვრებისეული ეტაპი სრულდება, ამ გამოცდილებას „წარუმატებლობად“ და გამოუსადეგარ ნაგვად აღვიქვამთ. ვწუხვართ, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა.მაგრამ იაპონურ კულტურაში არსებობს ერთი საოცარი ესთეტიკური და ფილოსოფიური კონცეფცია — „მიტატე“ (ახლებურად დანახვა).  იაპონელი მებაღე ძველ წისქვილის ქვას, რომელიც მარცვალს ვეღარ ფქვავს, კი არ აგდებს — ის მას ბაღში, ტალახიან ადგილას დებს, როგორც გადასაბიჯებელ ბილიკს, რათა ზედ ფეხი დაადგას და სუფთად გაიაროს.რა მოხდება, თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და შეცდომებსაც ზუსტად ასე მოვექცევით? ის, რამაც წარსულში ტკივილი მოგვაყენა და ჩვენი ენერგია გამოფიტა, შეიძლება ჩვენი პიროვნული ზრდის უმყარეს საყრდენად იქცეს! ტრავმა არ არის მხოლოდ ჭრილობა, ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზა დაგვანახოს.პატრეონზე უკვე გელოდებათ ჩემი ახალი სტატია, სადაც ამ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ. იქ შეიტყობთ:* როგორ გავთავისუფლდეთ „სწორი გზის“ მავნე დოგმისგან.* რა არის ჭეშმარიტი სიუხვის ფსიქოლოგია.* 4 პრაქტიკული ნაბიჯი, თუ როგორ გამოვიყენოთ „მიტატეს“ ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ვაქციოთ ჩვენი „იარები“ პიროვნების უნიკალურ შტრიხად",- წერს გიგაური.  

გიგაური

ასტროლოგია 1771488278

„გილოცავთ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს" – რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური საინტერესო ასტროპროგნოზს გვთავაზობს:„მზე თევზებში: მარადისობის ოკეანე და ღვთაებრივი სიყვარული18 თებერვალს, 19:51 საათზე, მზე ტოვებს მერწყულის ცივ, ინტელექტუალურ ჰაერს და ეშვება ზოდიაქოს უკანასკნელ, ყველაზე ღრმა და მისტიკურ ნიშანში — თევზებში.ეს არ არის უბრალოდ სეზონის ცვლილება. ეს არის ასტროლოგიური წლის დასასრული. თუ ვერძი არის „დაბადება“ (პირველი ამოსუნთქვა), თევზები არის „სინთეზი“ (გამოცდილების შეჯამება და დაბრუნება წყაროსთან).ეზოტერული სიღრმე: „ეგოს სიკვდილი“ და ოკეანეში დაბრუნებათევზები ზოდიაქოს წრის მე-12, ფინალური სექტორია. თუ ვერძი არის „დიდი აფეთქება“ (მე ვარ!), თევზები არის „დიდი სიჩუმე“ (ჩვენ ვართ).ეზოტერულ ასტროლოგიაში თევზების ეტაპი ადამიანის სულისთვის ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე ამაღლებული გამოცდაა. რატომ?1. საზღვრების რღვევაყველა წინა ნიშანი ცდილობს ააშენოს „მე“ — მოიპოვოს ქონება (კურო), ძალაუფლება (ლომი), სტატუსი (თხის რქა). თევზები კი მოდის და ამბობს: „ეს ყველაფერი ილუზიაა“. მისი მისიაა დაანგრიოს საზღვარი „მე“-სა და „სამყაროს“ შორის. ეს არის წვეთი, რომელიც ხვდება, რომ ის სინამდვილეში ოკეანეა. ამიტომაც აქვთ თევზებს ხშირად „დაკარგულობის“ განცდა — მათ უჭირთ საკუთარი საზღვრების დაცვა, რადგან ქვეცნობიერად იციან, რომ საზღვრები არ არსებობს.2. მე-12 სახლის მისტერია: ციხე თუ ტაძარი?თევზები მართავს მე-12 სახლს. ტრადიციულ ასტროლოგიაში ამ სახლს „ბოროტ სულს“ უწოდებდნენ და უკავშირებდნენ: ციხეს, საავადმყოფოს, იზოლაციასა და ფარულ მტრებს. მაგრამ ეზოთერულად, მე-12 სახლი არის „სამყაროს საშვილოსნო“. ეს არის ადგილი, სადაც სული მარტოვდება ღმერთთან, რათა განიწმინდოს კარმისგან და მოემზადოს ახალი ციკლისთვის. იზოლაცია აქ სასჯელი კი არა, აუცილებლობაა — უბრალოდ, ხმაურში ღმერთის ხმა არ ისმის.3. ნეპტუნის ორი სახე: წმინდანი და ილუზიების ტყვეთევზების მმართველი ნეპტუნი გვთავაზობს რეალობიდან გაქცევის ორ გზას:• დაბალი ოქტავა (ილუზიების ტყვე, მსხვერპლი): გაქცევა ალკოჰოლში, ნარკოტიკში, ილუზიებში, კომპიუტერულ თამაშებში ან სხვის ცხოვრებაში ჩაკარგვა. ეს არის „ცრუ ნირვანა“.• მაღალი ოქტავა (წმინდანი, მისტიკოსი): გაქცევა მედიტაციაში, ლოცვაში, ხელოვნებასა და ღვთაებრივ მსახურებაში. ეს არის „ნამდვილი ნირვანა“. თევზების ამოცანაა, იპოვოს ღმერთი საკუთარ თავში და არა ილუზიაში.4. უპირობო სიყვარული (Agape) — სიყვარულის უმაღლესი ოქტავაძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ სიყვარული ერთგვაროვანი არ არის. ისინი მას სამ მთავარ დონედ ყოფდნენ, თევზები კი მათგან მხოლოდ უმაღლესს განასახიერებს:• ეროსი: ეს არის ვნებიანი, ფიზიკური და მესაკუთრე სიყვარული. აქ მთავარია „მე მინდა“ (ეგო). ეს არის სხეულების მიზიდულობა.• ფილია: ეს არის მეგობრული, მენტალური და სოციალური სიყვარული. აქ მთავარია „ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს“ (ინტელექტი). ეს არის გონების თანხვედრა.• აგაპე: ეს არის თევზების სამყარო. ეს არის ღვთაებრივი, უპირობო და თავგანწირული სიყვარული.აგაპე არ ითხოვს საპასუხო გრძნობას. მას უყვარს არა იმიტომ, რომ „შენ კარგი ხარ“ ან „მე მსიამოვნებს“, არამედ იმიტომ, რომ სიყვარული მისი ბუნებაა. როგორც მზე ანათებს ყველას (კეთილსაც და ბოროტსაც), ისე უყვარს თევზებს — განსჯის და პირობების გარეშე. ეს არის ქრისტესმიერი სიყვარული, რომელიც არ ეძებს თავისას, არამედ სრულად გასცემს საკუთარ თავს.სწორედ ეს არის თევზების უდიდესი ძალა და მისი კარმული მისია — ასწავლოს სამყაროს, რომ სიყვარული ვაჭრობა არ არის. დასკვნა:მზე თევზებში გვეუბნება: „მოეშვი კონტროლს“. ნუ ეცდები მდინარის დინების შეცვლას, მიენდე მას. ახლა არ არის ბრძოლის დრო. ახლა არის მიღების, პატიების და სამყაროსთან შერწყმის დრო. როგორც ჯალალ ედ-დინ რუმი (რომელიც ასევე ამ ენერგიის მატარებელი იყო) ამბობს: „შენ არ ხარ წვეთი ოკეანეში. შენ ხარ მთელი ოკეანე ერთ წვეთშიგილოცავთ თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს!.“

გიგაური

ასტროლოგია 1771274837

როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს, ემიგრაციაში, რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სხვანაირად აღიქვამს - ასტროლოგი აქტუალურ თემაზე

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქტუალურ თემაზე საუბრობს: „როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს (ემიგრაციაში ან მუდმივ შრომაში), რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სულ სხვანაირად აღიქვამს". „„უხილავი ტრავმა“ — რატომ ვერ ცვლის მატერიალური ზრუნვა ემოციურ თანყოფნას?„რა გაკლია? საჭმელი გაქვს, ჩასაცმელი გაქვს, სწავლას გიფინანსებ...“ — ბევრ ჩვენგანს სმენია ეს ფრაზა.დღეს პატრეონზე ვეხებით თანამედროვეობის ყველაზე მტკივნეულ თემას — როცა მშობელი იძულებულია იყოს შორს (ემიგრაციაში ან მუდმივ შრომაში), რათა შვილი გადაარჩინოს, მაგრამ შვილი ამას სულ სხვანაირად აღიქვამს.ცნობილი ფსიქოთერაპევტი გაბორ მატე ხსნის იმ ტრაგიკულ პარადოქსს, რომელიც ბევრ ოჯახში ხდება:1. მშობლის რეალობა: ეს არის თავგანწირვა. ის 24 საათი შრომობს, რომ შვილს არაფერი მოაკლდეს. ეს მისი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა.2. ბავშვის რეალობა: ბავშვის გონება ხვდება, რომ დედა/მამა გმირია. მაგრამ მისი გული (ემოციური ტვინი) მშობლის არყოფნას თარგმნის როგორც: „მიტოვებას“.სტატიაში წაიკითხავთ:  რატომ გრძნობს ბავშვი თავს დამნაშავედ? — „როგორ შეიძლება ვიყო მოწყენილი, როცა დედა ჩემ გამო თავს იკლავს?“ — ეს ფიქრი ბავშვს აიძულებს, ჩაიკეტოს და გახდეს „ზედმეტად კარგი“, რათა მშობელს დარდი არ დაუმატოს.  მატერიალური vs ემოციური: გაბორ მატეს თეორია იმის შესახებ, რომ ბავშვისთვის ტრავმა მხოლოდ ცუდი მოვლენები არ არის; ტრავმა არის „კარგი მოვლენების (თანყოფნის) არარსებობა“.  მიჯაჭვულობა თუ ავთენტურობა? — რატომ თმობს ბავშვი საკუთარ „მეს“ და ნამდვილ ემოციებს, ოღონდ მშობელთან კავშირი შეინარჩუნოს.ეს სტატია არ არის მშობლების განკითხვაზე. ეს არის მცდელობა, დავინახოთ ბავშვის უთქმელი ტკივილი და გავიგოთ, რა განსხვავებაა ზრუნვასა და თანყოფნას შორის.როგორ ვაღიაროთ ეს ტკივილი ისე, რომ არ დავადანაშაულოთ მშობლები?",- წერს ასტროლოგი.  

რამაზ გიგაური

ასტროლოგია 1770496321

„რატომ არის ფრაზა: „რას იტყვის ხალხი?“ - უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები“ -  რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქოლოგიასა და შიშზე საუბრობს:„ცხოვრება ნებართვის გარეშე: ფსიქოლოგიური მანიფესტი(ანატომია შიშისა, რომელმაც ჩვენი „მე“ მიიტაცა)ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ფრაზა — „რას იტყვის ხალხი?“ — უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები? რატომ ვწირავთ ჩვენს ოცნებებს და ფსიქიკურ სიმშვიდეს იმ ადამიანების აზრის გამო, რომლებსაც ხშირად ჩვენს ცხოვრებაში არანაირი როლი არ აქვთ?პასუხი არ არის „სისუსტე“. პასუხი ბევრად უფრო ღრმაა — ეს არის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ხაფანგი, რომელსაც ჩვენი ტვინი აგებს.ჩვენ ვცხოვრობთ ილუზორულ ციხეში, რომელსაც არ აქვს გისოსები, მაგრამ საიდანაც გაქცევა ყველაზე რთულია. ახალ, ვრცელ სტატიაში პატრეონზე ჩვენ ამ ციხეს ფსიქოლოგიურ აგურებად ვშლით:გენეტიკური მეხსიერება: რატომ უდრის ჩვენი ტვინისთვის (ამიგდალასთვის) კრიტიკა — სიკვდილს? (პარალელი ხევსურულ სამართალთან და თემიდან მოკვეთასთან).კარლ იუნგის სარკე: რატომ არის სხვისი კრიტიკა სინამდვილეში მათივე აღიარება? როცა გეუბნებიან „შენ ზედმეტად თამამი ხარ“, სინამდვილეში გეუბნებიან: „მე ავუკრძალე ჩემს თავს თავისუფლება და მშურს შენი“. თქვენ ხართ მხოლოდ ეკრანი, რომელზეც ისინი საკუთარ „ჩრდილს“ უშვებენ.„პროჟექტორის ეფექტი“: სასტიკი და გამათავისუფლებელი სიმართლე — ხალხს ფეხებზე ვკიდივართ. ღირს კი ცხოვრების შეწირვა სხვისი 15-წუთიანი ყბედობისთვის?ალფრედ ადლერის მეთოდი: როგორ გავხდეთ შეუვალი „ამოცანათა გამიჯვნის“ გზით.ეს არ არის უბრალოდ სტატია, ეს არის მანიფესტი მათთვის, ვისაც სურს დაიბრუნოს საკუთარი ცხოვრების სადავეები. დროა, შეწყვიტოთ სხვების აღქმის კონტროლის მცდელობა და დაიწყოთ ნამდვილი ცხოვრება“,- წერს რამაზ გიგაური.