„ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს...“ - რამაზ გიგაური

ramaz gigaur

ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის ფსიქიკაზე წერს:

„ხშირად გვგონია, რომ მთავარი ბრძოლა ჩვენს გარეთ მიმდინარეობს. ვებრძვით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რთულ გარემოებებს, ფინანსურ კრიზისებს ან ტოქსიკურ ადამიანებს. თუმცა ფსიქოანალიზი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს: ყველაზე დიდი ომი ჩვენს ფსიქიკაში მიმდინარეობს და ის ჩვენი დაბადების პირველივე დღიდან იწყება.

ჩვენი ფსიქიკა არენაა, სადაც ყოველდღიურად ერთმანეთს ორი მთავარი ძალა - სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ეჯახება.

სწორედ ეს დაპირისპირება განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, არჩევანს და, საბოლოოდ, ჩვენს ბედს.

რა ხდება ჩვენში მაშინ, როცა საკუთარ ბედნიერებას გაუცნობიერებლად ვანგრევთ?

რატომ არის შური ნგრევის ყველაზე საშიში ფარული იარაღი და არა უბრალო ადამიანური სისუსტე?

და როგორ იქცევა მადლიერება ფსიქოლოგიური გადარჩენისა და შინაგანი მთლიანობის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ გზად?“,- წერს რამაზ გიგაური.