ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792609899

სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს,რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება.„სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, რათა ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესი განგვემტკიცებინა, სამშვიდობო ჩარჩო განგვეხილა და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობა გადაგვეხადა ამერიკის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.ეს განხილვები კონსტრუქციული იყო და სამმხრივი მოლაპარაკებებით გაგრძელდება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე“, - წერს უიტკოფი სოციალურ ქსელში.

ნნნ

მსოფლიო • 1792609786

სტივ უიტკოფი პუტინს: ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ

 თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ, - ასე მიმართააშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას.„გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - დასძინა სტივ უიტკოფმა.სტივ უიტკოფის განცხადებას რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792607225

ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792606904

THE ATLANTIC: ᲢᲠᲐᲛᲞᲡ ᲡᲣᲠᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲐᲘᲐᲛᲘᲨᲘ, „ᲓᲘᲓᲘ ᲝᲪᲔᲣᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲘᲢᲖᲔ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲝᲜ

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792606131

რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

 გიორგი კახიანი

პოლიტიკა • 1792596267

გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას

საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.გიორგი კახიანის თქმით, შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული.„საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. რაში გამოიხატებოდა ეს რიტორიკა - ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას. შეგახსენებთ, მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტი თუ არ მოიწვევს პარლამენტს, ე.ი. პარლამენტს არ შეუძლია შეიკრიბოს.შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, არ არის დასაბუთებული. ამ კომისიის შექმნის კონსტიტუციურობას როგორ აყენებენ იცით? - რომ რადგან ჩვენ არ შემოვედით პარლამენტში, ე.ი. თქვენ არ შეგეძლოთ კომისია შეგექმნათ. ამას ამბობდნენ მაშინაც, როდესაც ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ჩვენ თუ ვერ შემოვალთ, პარლამენტი ვერ შეიკრიბება, პრეზიდენტი თუ ვერ მოიწვევსო. ამ რიტორიკის გაგრძელებაა“, - აღნიშნა მან.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოება • 1792584289

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.განაცხადების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: თბილისი, ათონელის ქუჩა №25, საფოსტო ინდექსი 0108, ან ელექტრონულად info@president.ge.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ:კანდიდატის წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების მითითებით, რომლებიც მისი პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის საფუძველია. წარდგინებას ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ცხრა ეგზემპლარად, მათ შორის, სულ მცირე ერთი ორიგინალი;კანდიდატის ბიოგრაფია (CV) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.ნაშრომის შეფასებისთვის შესაძლებელია დამატებით წარმოდგენილი იყოს გამოქვეყნებული რეცენზიები და სხვა მასალები, მათ შორის, აუდიო, ვიდეო და ფოტომასალა.დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე: +995 32 2 28 88 88.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792579158

დავით მათიკაშვილი: გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება თუ მართებულია საფრანგეთსა და ბრიტანეთში, მაშინ რატომ გახდა საქართველო უსაფუძვლო თავდასხმების ობიექტი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში გარე ჩარევებთან დაკავშირებით საქართველოს მაგალითიც მოიყვანა. ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება თუ მართებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, მაშინ რა დააშავა ქართველმა ხალხმა? რატომ გახდა საქართველო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თავდასხმების ობიექტი, როცა ქვეყანა სუვერენიტეტის დასაცავად საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.დავით მათიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან.„საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება სურდათ და ამიტომაც კადრულობდნენ იმას, რასაც სჩადიოდნენ. ახლა, როცა იგივე პრობლემები ევროპაშია, ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც მანამდე საქართველომ მიიღო. ამის გამო კი ქვეყანა უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს. ახლა თავად ტაშის კვრით ცდილობენ ამ ჩარჩოების დანერგვას. არჩევნების შემდეგ, ვადაგასულ სალომე ზურაბიშვილს კვლავ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ და სად იყო ლოგიკა? თავის დროზე, საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული იყო გეგმა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფით ევრობიუროკრატიის ინტერესების გატარებას გულისხმობდა. მავანმა რეალობას თვალი როცა გაუსწორა, ჩვენს ქვეყანაში არსებული მოცემულობა სწორად შეაფასეს და საქართველოც ახსენეს. იყო დრო, როდესაც იმავე ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. იმედია, ახლა მაინც პრეზიდენტი და მინისტრები შეთანხმდებიან და ჩამოყალიბდებიან, იყო საქართველოში გარე ჩარევები, თავდასხმა, რასაც შიდა საქმეთა მინისტრი ბრძანებს და სავსებით მართებულად, თუ საქართველო, ქართველი ხალხი იღებდა ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კანონებს, რომლებსაც დღეს იღებს საფრანგეთი და რომელზეც ასე ურცხვად ხაზს უსვამდა საფრანგეთის პრეზიდენტი თავის დროზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.შეგახსენებთ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო“.

პიტ ჰეგსეთი

მსოფლიო • 1792567296

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონს უკრაინისთვის Starshield-ის სატელიტური ქსელის მომსახურების შეზღუდვის შესახებ ბრძანება არ გაუცია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.მისი თქმით, პენტაგანს არ გაუცია ბრძანება სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების შეზღუდვის შესახებ და ცდილობს უზრუნველყოს, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს "პატრიოტის" ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საკმარისი ჩამჭრელი რაკეტები ჰქონდეთ."პრესაში ბევრი რამ ითქვა ომის დეპარტამენტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, პენტაგონი მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინისთვის განკუთვნილი "პატრიოტის" ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებას აყოვნებდა."უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არანაირად არ შეგვიცვლია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი საშუალებების შემთხვევაში, როგორიცაა რაკეტების ჩამჭრელი სისტემები, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს ის საკმარისად აქვთ", - განაცხადა მან.ჰეგსეთმა დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებული იყო.კითხვაზე, ვრცელდებოდა თუ არა მისი განცხადება, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ უცვლელი პოლიტიკის შესახებ Starshield-ის სატელიტური ქსელის მომსახურებაზეც, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ ვაშინგტონს მხარდაჭერა არ შეუწყვეტია."ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სწორედ Starlink-ს აქვს. თუმცა, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, არაფერი შეცვლილა. ჩვენ არანაირი დირექტივა ან მსგავსი მითითება არ გაგვიცია", - განაცხადა მან.მედიის ინფორმაციით, ჰეგსეთის განცხადებები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომლებშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხის მართვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მდგომარეობას.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

მსოფლიო • 1792564547

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა.ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპი დაჩქარდა.სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „უფრო მეტი ვიზა გაუქმდა და ეს გაცილებით სწრაფად გაკეთდა, ვიდრე ისტორიაში ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციის დროს“.მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან, თუმცა კანონს არღვევენ, თაღლითობას სჩადიან ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიან“.

✕