სურგულაძე

ტაბლოიდი 1695905957

„პატარა მებაღეები“ - ნინო სურგულაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს.ის ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს.ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს, ტყუპი, ზაქარია და ნატალია, 2020 წლის ივნისში შეეძინათ.ამჯერად ნინო სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს გვიზიარებს.

suramelashvili

ტაბლოიდი 1692263940

VIDEO: „მთელი ჩვენი ერთად ყოფნის დროს, გღალატობდი“ - ვის მიმართავს გია სურამელაშვილი

მთელი ჩვენი ერთად ყოფნის დროს, გღალატობდი, იმიტომ, რომ ბოლომდე არ მჯეროდა შენი, - ამის შესახებ მომღერალმა გია სურამელაშვილმა განაცხადა და ვიდეო მიმართვა გაავრცელა.ასევე ნახეთ:VIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებსVIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა„პატარა დაჩი იოსელიანი გაქრისტიანდა“ - ნახეთ ნათლობის წვეულების ულამაზესი ფოტოებიVIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდებავრცლად ⇓  @giasuramelashvili0 #ფორიუზეა?foryou #გლობალ ♬ original sound - Gia Suramelashvili

გიორგი

ჯანდაცვა 1692216496

„როდესაც ქალს სარძევე ჯირკვალში ტკივილის შეგრძნება აქვს, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.ასევე ნახეთ:VIDEO: საღამოს 6 საათის შემდეგ თუ შევჭამთ, წონაში მოვიმატებთ? - გიორგი ღოღობერიძის პასუხიVIDEO: ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი მეუღლის უცნობი კადრები - ტრაგედია, რომელმაც 2001 წელს ქვეყანა შეძრაშოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებულიVIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს

ბეკაური

საზოგადოება 1692177296

ლაშა ბექაური ყაზბეგის მონასტრიდან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ყაზბეგში ისვენებს. ის ბერებთან გადაღებულ კადრებს instagram გამომწერებს უზიარებს. როგორც ჩანს, მან ყაზბეგის მამათა მონასტერი მოინახულა. ასევე ნახეთ:ლაშა ბექაური შეყვარებულია - ნახეთ, ვინ არის ჩემპიონის რჩეულიგააფრთხილეთ ყველა... მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს!... - ასტროლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებსVIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს1-ლი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანიანახეთ, ფოტოები:

სურგულაძე

ტაბლოიდი 1692174120

VIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს

მსოფლიოში აღიარებული ქართველ მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ვიდეოებს გვიზიარებს.კადრებში ნინოს პატარები მამასთან ერთად არიან.„მამა და ბუთქუჩები“ – წერს ნინო სურგულაძე და ვიდეოებს აქვეყნებს.„უსაყვარლესი ოჯახი, ბედნიერად“ „გაიხარეთ, ტკბილი, თბილი და კარგი ოჯახი ხართ“ – წერენ კომენტარებში. ასევე ნახეთ: ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გაუჩნდაVIDEO: „მწვადს ვწვავთ და მეზობლებს ხანძარი გონიათ“ - ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვაგუდაურში გარდაცვლილი პილოტის ცოლმა ქმრის სიკვდილი სიზმარში წინასწარ ნახა - „სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“

ნინო სურგულაძე დედასთან ერთად

faceამბები 1691012725

,,ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში…" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში, თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს ავრცელებს და დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,მგზავრობით დაღლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში… ის კი ბედნიერია, რომ ჩემს გამოსვლას დაესწრება, როგორც, ალბათ, ყველა მშობელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის, მისი ბედნიერებაა, მისი ღიმილი, მისი შეფასება და საერთოდ, მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. რომ არა დედა, არაფერი გამოვიდოდა… მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მშობლებს.მათ ყველაზე მეტად ვუყვარვართ და ყველაზე გულწრფელი, ერთგული მეგობრები და ადამიანები არიან ჩვენთვის", - წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიVIDEO: ,,ზამთარი ზაფხულში" - დაუჯერებელი კადრები ორბეთიდან3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

სურგულაძე

ტაბლოიდი 1689187046

ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს, ტყუპი, ზაქარია და ნატალია, 2020 წლის ივნისში შეეძინათ.ნინო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს.ამჯერად, ნინო შვილების, ტყუპი ნატალიასა და ზაქარიას ფოტოებს აქვეყნებს.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1685739774

„იტალიიდან გიზიარებთ ჩემს მონატრებას და ფიქრებს სამშობლოზე...“ - ნინო სურგულაძის ემოციური წერილი

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება, მონატრებულ სამშობლოზე წერილს აქვეყნებს:„იტალიიდან გიზიარებთ ჩემს მონატრებას და ფიქრებს სამშობლოზე.სიზმარი, რომელიც გახდება ცხადი…აფხაზეთი და სამაჩაბლო – ჩვენი ტკივილი და დიდი სევდა, ჩვენი ბავშვობა, მოგონებები… სათუთი ფიქრი და მონატრება… თითქოს მოჰკვეთეს სხეულს ნაწილი და არ ყუჩდება ჭრილობა არამც და არამც… თითქოს აქვეა ყველა უჯრედში, მაგრამ ვეღარ ვგრძნობთ, წაგვართვეს, დროებით გაქრა… ალბათ, გსმენიათ, როცა ადამიანს კიდურს მოკვეთენ, დიდ ხანს მიჰყვება შეგრძნება სიმრთელის, თითქოს გრძნობს, რომ აქვს, მაგრამ ვერ ხედავს… და ბოლოს  ხვდება, რომ  დაკარგა… მხოლოდ სიზმარში ისევ ახლდება, ისევ მთელდება… და დადის ლაღად. მხოლოდ სიზმარში ხდება მთლიანი და სრულყოფილი, როგორიც ადრე…აქ უფრო მეტი წაიღეს ჩვენგან, უფრო სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი. ასე ცალი ფრთით რთულია ფრენა, მაგრამ იმედი ბოლომდე რჩება, რომ დავიბრუნებთ დაკარგულ ძმობილთ საქართველოში და საქართველოსთვის შობილთ… ჩვენს სისხლს და ხორცს… ფიცს ძმობის კვლავ ავაჟღერებთ მგზნებარე გრძნობით…ბევრი ბრძოლების შემდეგ გათანგული შვებით ამოვისუნთქავთ, რომ სამუდამოდ ჩავიკრათ გულში ჩვენი საერთო სამშობლო.აფხაზეთი და სამაჩაბლო ასე ახლოა და ასე შორი… ჩვენი მიწაა, ჩვენი სისხლია, ჩვენი წარსული და მომავალი… და სიყვარული უზომოდ დიდი, რომელიც დავტოვეთ იქ, ჩვენთან: გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ცხინვალში…ყველგან ნაგლეჯ-ნაგლეჯ დაფლეთილი გული და სიყვარული დარჩა… და ის იმედი, რომელიც აუცილებლად გახდება ცხადი და ასრულდება სიზმარი ფერადი… გამთლიანდება გული სიყვარულით და ერთიანობის ძალა შეგვაძლებინებს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს, ვიდრე ოდესმე შეგვძლებია… იქნება უფრო დიდი და ძლიერი საქართველო, ვიდრე აქამდე…დაკარგული ძმები დაბრუნდებიან სახლში, სადაც მათ ყოველთვის ელიან სიყვარულით და მოთმინებით… აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში…საქართველოში!ნინო სურგულაძე01.06.23 (იტალია, ბოლონია)“

ნინო სურგულაძე

შოუბიზნესი 1683961470

მე იმან გამაოცა, რომ დაგუგლა და ისე მიპოვა... - რა შეემთხვა ნინო სურგულაძეს ესპანეთში

დღეს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა ესპანეთში მეორე სპექტაკლის წინ… - ასე იწყებს ნინო სურგულაძე იმ ამბის თხრობას, რომელიც თავს გადახდა და რომლის გაზიარების სურვილიც ამბის შინაარსმა გადააწყვეტინა.„თეატრში ტაქსით მივედი ცოტა დაღლილი ვიყავი.. შევედი ჩვეულებისამებრ ჩემს ოთახში და დავიწყე მზადება. კარზე კაკუნია… მობრძანდით! შემოდის თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მეუბნება: ნინო, დოკუმენტი დაკარგე? არა გაკვირვებულმა მივუგე… (გამახსენდა რომ პასპორტი ნამდვილად სახლში მედო.) აქ ქალბატონებია მოსული და ამბობენ, რომ შენი დოკუმენტები იპოვეს. ახლავე! მივუგე და გავედი მათ სანახავად (გაკვირვებული). ორი ქალბატონი, ერთი ასაკში სანდომიანი და ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა გოგონა. მივესალმე და ამ დროს გოგონამ ხელი ამოსწია და რას ვხედავ ჩემი საფულე:) გავშტერდი წარმოდგენა არ მქონდა სად და როდის დავკარგე. თეატრთან ვიპოვეთო მითხრა ღიმილით.. უღრმესი მადლობა!!! კი მაგრამ როგორ მომაგენით აქ? ვეკითხები გაოცებული.. თქვენი დოკუმენტი ვნახე და დავგუგლე და მივხვდი რომ არტისტი ხართ, საფულე თეატრთან ახლოს იყო და ამიტომ აქ მოვედი და არა პოლიციაში…საფულეში თავისთავად მნიშვნელოვანი საბუთები მედო… დიდი მადლობა გადავუხადე, დავასაჩუქრე იმ წამსვე( უარზე იყვნენ). ახლაც გაოცებული ვარ მეც და მთელი თეატრიც. მესმის რომ არსებობენ კეთილი და სინდისიერი ადამიანები თუმცა ეს დღეს იშვიათობაა და ძალზე დასაფასებელია… მაგრამ ის რომ ამ ადამიანმა დაგუგლა და მიპოვა ამან გამაოცა თუ რატომ გაუჩნდა ეს იდეა… არ ვიცი ალბათ კარმაა ( ასე ეძახიან ).მოკლედ ასეთი ამბებიც ხდება. დიდი მადლობა ამ ორ ქალბატონს. ასევე ამ თბილ და ლამაზ ქალაქს, თეატრს სტუმართმოყვარეობისთვის, სითბოსთვის. სპექტაკლის შემდეგ ისევ იგივე თეატრის წარმომადგენელი მოვიდა და ამჯერად მეუბნება: ორი ქართველი გელოდებაო! შემოვიდნენ! ვეუბნები… და შემოანათა ორმა ძალიან კარგმა ქართველმა გოგონამ ლამაზი თაიგულით! ძალიან გამიხარდა! ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ჩვენ ემიგრანტები ვართ და მადრიდში ვცხოვრობთ.. გავიგეთ რომ ბილეთები აღარ იყო… შემდეგ საიტზე დაიწერა რომ ორი ბილეთი გამოჩნდა და ეგრევე წამოვედით… გახარებულები ვიდექით!…..მადლობა მათ რომ შეწუხდნენ და ჩამოვიდნენ…აი ასეთი დღე იყო დღეს. ვერ მოვითმინე და გაგიზიარეთ.“ - წერს ნინო სურგულაძე.

ნინო სურგულაძე

ტაბლოიდი 1683138627

VIDEO: ,,ნინო, თქვენი ბავშვობა მგონია, როგორ გგავთ..." - ნინო სურგულაძე შვილის ვიდეოს აქვეყნებს

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია, რომელსაც ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს და გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილების სახალისო ვიდეოებს.ამჯერად, ნინო მისი ერთ-ერთი ტყუპის ვიდეოს აქვეყნებს. ,,ნინო, თქვენი ბავშვობა მგონია, როგორ გგავთ!„მომავალი აკტრისა, საოცარი გოგო, შემოგევლე შენ“.„პატარა დახატული მეტიჩარა“, - უწერენ კომენტარებში გულშემატკივრები.

nuc nin

შოუბიზნესი 1682454689

„ჩარჩოებს ამსხვრევს, ძალიან მინდა, რომ გაიმარჯვოს“ - რას წერს ნინო სურგულაძე ნუცაზე

ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნუცა ბუზალაძე უკვე გამარჯვებული და ნამდვილი ვარსკვლავია.„მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო ნუცას ამ რთულ გზაზე, ის იმდენად ნიჭიერი, ენერგიული და ყველა ჩარჩოებს ამსხვრევს, რომ ყველაფერს შეძლებს.ძალიან მინდა, რომ გაიმარჯვოს… ეს კონკურსია და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ის უკვე გამარჯვებულია და ნამდვილი ვარსკვლავი.უფალი შენკენ ნუცა ლამაზო!“, - წერს ნინო სურგულაძე.ასევე დაგაინტერესებთ:„ძალიან აღელვებული ვარ... ეს იქნება ეპიკური...“ - ნუცა ბუზალაძე„სამწუხაროდ, ვერაფერს ვიზამთ… ამის გამოსწორება მხოლოდ ნუცას შეუძლია“ - ზაზა შენგელია მიმართვას ავრცელებსნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი და ემოციები TOP 12-ში მოხვედრის შემდეგ

კონცერტი

საზოგადოება 1679338683

კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.ღონისძიება საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით,  ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი. მუსიკოსებმა პოპულარული ნაწარმოებების შესრულების გარდა, საზოგადოებას კიბოს სკრინინგის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.„სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა ძალიან კარგი კონცერტი, რომელიც ორგანიზებულია თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ. კონცერტის გზავნილია, რომ ჯანმრთელმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა ისარგებლონ იმ  უფასო პროგრამებით, რომელიც ითვალისწინებს კიბოს გამოკვლევების ჩატარებას. ადრეულ სტადიაზე კიბოს გამოვლენა  ეფექტიანი მკურნალობის საშუალებას იძლევა და ჯანმრთელობის საწინდარია“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.საინფორმაციო კამპანიის მიზანია, საზოგადოებას სრულიად ახლებურად დაანახვოს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა, ერთნაირად ჩართოს პროცესში ყველა სფეროს წარმომადგენელი, იქნება ეს სახელოვნებო სფერო, ბიზნესსექტორი თუ სხვა. ამასთან, წვლილი შეიტანოს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.