პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბელგიის, ლიეჟის სამეფო თეატრში პრემიერა შედგა, რომელშიც ნინო სურგულაძე მონაწილეობდა. იგი მსმენელის წინაშე საუცხოოდ წარდგა. პრემიერის შესახებ თავად მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და მის გულშემატკივარს ვიდეოსაც უზიარებს.
„დიდი წარმატებით ჩაიარა პრემიერამ ბელგიის, ლიეჟის სამეფო თეატრში. მიხარია, რომ ჩემი დებიუტი შედგა ჩეხი დიდი კომპოზიტორის: იანოჩეკის ამ არაჩვეულებრივ ოპერაში „კატია კაბანოვა” ჩეხურ ენაზე. რთული მუსიკითა და რითმებით. მაყურებელმა სპექტაკლი ძალიან თბილად მიიღო რაც ყველას დამსახურებაა, როგორც არაჩვეულებრივი კოლეგების და დიროჟორის, ასევე მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის! მადლობა ყველას!( მცირე ნაწყვეტი პრემიერიდან.) ლიეჟი18.10.24“,- წერს ნინო სურგულაძე.