ნიკოლოზ ღუნაშვილი

საზოგადოება • 1790181730

„ორი თვე გავიდა, დე, ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ“ - რას წერს მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

„ორი თვე გავიდა დე, ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ… დღემდე თანადგომას გამოხატავს ბევრი უცნობი ადამიანი, დიდ მადლობას გიხდით ყველას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა თათია ჩირგაძე წერს.ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მომხდარზე სამართალდამცველებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა."ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

ღუნაშვილი

საზოგადოება • 1790181455

„ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ...ორი თვე გავიდა, დე...“ - ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ორი თვე გავიდა დე. ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ… დღემდე თანადგომას გამოხატავს ბევრი უცნობი ადამიანი, დიდ მადლობას გიხდით ყველას“, - წერს ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა.ცნობისთვის, 22 ივლისს გვიან ღამით, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

ეკა კუპატაძე

საზოგადოება • 1790153577

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!...“ - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:1) შვილი უნდა მოგიკლან!2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!მე-2 და მე-3 არ არსებობს!შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.სიმართლე არის შემდეგი:დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!არის ტელეფონი, არ არის განჩინება!ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.საჭიროა ორივე ერთად:ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.ავხსნი ყველაფერს!ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!  უმთავრესი და უპირველესი რამ:გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა.  მაგასაც გეტყვით.გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან.რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის.  თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ:1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს.2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს.3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე.ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!........დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა!არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.

დავით ნარიმანიძის დედა

საზოგადოება • 1789671985

ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას" - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ეკა მხატვრიშვილი განსაკუთრებულ მადლობას მოკლული გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის.„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას. უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს. მათმა სამძიმარმა ძალა მომცა. ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას. მადლობა ყველას, სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა" - წერს ეკა მხატვრიშვილი.ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

ნიკა ღუნაშვილი

საზოგადოება • 1787669956

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ - ვერაზე მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა

თბილისში, ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხმაურება:„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“ , - წერს თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა.იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე დააკავა.

სასჯელაღსრულებო

სამართალი • 1785050526

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს

ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილებაც გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს.გამოძიების თანახმად, 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფა სცადა.პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ნიკა კაპანაძის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება."მსურს, ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ბრალდებულის მხრიდა არსებობდა, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორიით, ან დოკუმენტაციით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულს, რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა", - განაცხადა პროკურორმა.

ფოტო

საზოგადოება • 1785009560

„არ მჯერა, რომ შენს ღიმილს ვეღარასდროს ვნახავ...“ - ვრცელდება, ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზის ბოლო კადრები

ვრცელდება, ხორავას ქუჩაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ბოლო კადრები.„არ მჯერა, რომ შენს ღიმილს ვეღარასდროს ვნახავ...“ - წერენ ნიკოლოზის მეგობრები სოციალურ ქსელში.   მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. უწყების ცნობით, მან აყვანისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც სხეულის დაზიანება მიიღო.შეგახსენებთ, რომ თბილისის ცენტრში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გვიან საღამოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მიყენებული ჭრილობებისგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი გარდაიცვალა.იგი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ახალგაზრდამ სკოლა წელს დაასრულა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე დააკავა.

foto

სამართალი • 1784980980

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - ალადაშვილის კლინიკა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა თითქმის ერთსაათიანი პროცესის შემდეგ დატოვა. სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული სამედიცინოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, სასჯელის ფორმად კი ყველაზე მკაცრი - პატიმრობა გამოიყენა. საქმის დეტალებზე არ საუბრობს ნიკა კაპანაძის ადვოკატი.ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს საქმის პროკურორი. ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საქმეში მხოლოდ დაკავებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, სამედიცინო ისტორიით ან სხვა დოკუმენტით კი არ დასტურდება.გამოძიებით დადგინდა, რომ კაპანაძეს, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს. თუმცა, ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია.ნიკა კაპანაძეს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ფოტო

საზოგადოება • 1784968209

ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

22 ივლისს, ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს,  ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ალადაშვილის კლინიკაშივე მიიღო.ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან.კაპანაძეს ბრალის დადგენილება გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. გამოძიების თანახმად, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და, ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. 

მკვლელობა ვერაზე

სამართალი • 1784922751

რა მოხდა მკვლელობამდე, დაახლოებით, 21:35 საათზე, ვერაზე - გამოძიების მასალები

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყება ავრცელებს გამოძიების მასალებსაც.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ამავე თემაზე:„ალბათ, ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება...“ - წერილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას„ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…" - რას წერს მასწავლებელი თბილისში მოკლულ ბიჭზე

აა

საზოგადოება • 1784919355

„ალბათ, ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება...“ - წერილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს ყველაზე ბუნებრივი პირადი, უხმაურო სამძიმარია. თუმცა, ამ ღია წერილს შეგნებულად ვწერ. არის ტრაგედიები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი დედის საზღვრებში აღარ ეტევა. მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ. მინდა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ეს უმძიმესი ტვირთი და საჯაროდ გამოხატონ ის თანაგრძნობა, რაც ახლა ყველას საერთო ტკივილი და ვალია.მიწიერი ლოგიკით, შვილის დაკარგვა ხომ სამყაროს ყოველგვარი წესრიგის რღვევაა. იქ, სადაც დედა შვილს გლოვობს, ნებისმიერი ფილოსოფია ფერმკრთალდება და სიტყვები უბრალოდ აზრს კარგავს. მაგრამ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრი, გვასწავლის უმთავრესს(!) არ არსებობს სიკვდილი. არსებობს მხოლოდ გარდაცვალება, დროებითიდან მარადიულში, მიწიერი სისასტიკიდან საღვთო სიმშვიდეში გადასვლა. ძალიან კარგად მესმის, რომ სანამ ეს რწმენა ტკივილს გადაწონის, წინ ჯვარცმისა და ნამდვილი გოლგოთის გზაა. ახლა ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია, ამიტომ არც შევეცდები ბანალური სიტყვებით მის შემსუბუქებას. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ამ უდიდეს განსაცდელში მარტო არ ხართ და თქვენი ტკივილი დღეს ბევრისთვის ძალიან ახლო და პირადი გახდა.რადგან ახლა სიტყვები მართლაც ზედმეტია, ალბათ ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი ახალშესვენებულ ნიკოლოზს ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიებთ.შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ის უხილავი, ზეადამიანური სიმტკიცე, რომელიც ამ ჯვრის სატარებლად გჭირდებათ. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ნიკოლოზის უკვდავ სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.გულწრფელი თანაგრძნობითა და ლოცვით,თქვენი ტკივილის თანამზიარებელი", - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ირაკლი ყიფიანი. 

პროკურატურა

სამართალი • 1784900756

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

✕