პოლიტიკა •
1744294736
ნოდარ მუსერიძე: მე და ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს. ჩვენ მეგობრებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ხმას ამოიღებთ, რამე ინიციატივას გამოიჩენთ - ორი ადამიანი თქვენი მეგობრები ხომ გვყავს ციხეში დაჭერილი, ხომ იცით ციხეში არ არის კარგი სიტუაცია და ამიტომ პრობლემებს ნუ შეუქმნითო
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
ერთ-ერთ თემად საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის
ქონებრივი უფლებების
ხელყოფის საქმე
განიხილება, 2006 წელს
ტექნიკურ უნივერსიტეტში
ახალგაზრდობის
მიმართულების
ხელმძღვანელმა ნოდარ
მუსერიძემ ისაუბრა. მან
მისი და ლევან ჯაფარიძის
დაკავების ეპიზოდი
გაიხსენა და აღნიშნა, რომ
მისთვის გაუგებარი იყო
დაკავების მიზეზი. მისივე
თქმით, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის
სტუდენტებს პირდაპირ
ეუბნებოდნენ არ
გამოეჩინათ რაიმე
ინიციატივა და მათი
მეგობრებისთვის ციხეში არ
შეექმნათ პრობლემა. „მე და
ლევან ჯაფარიძე
დაგვაკავეს, მე მოქმედი
კომისიის წევრი ვიყავი
ცესკოსი და ლევან ჯაფარიძე
მაშინ უკვე
მემარჯვენეების წევრი იყო.
დაკავების მიზეზი
ჩვენთვის გაუგებარი იყო.
მიზეზი რა გვითხრეს, რომ 2007
წელს ჩატარდა რაღაც
პრივატიზაცია, სადაც ჩვენ
ვითომ ინტერესი გვქონდა და
მერე 2007-ში ის არასწორად
ჩატარდა და 2008-ში
დაგვიჭირეს, ერთი წლის
შემდეგ და რომ მიჭერდნენ,
მაგას გეპეისთან
ვაკავშირებ და გეტყვით
რატომ, მე ვეკითხები 3 საათი
იყვნენ შემოსული, 60 კაცი
შემოვიდა დასაჭერად და
მეუბნება მუხლებს, გავიგე
მეთქი ეს და მე რა შუაში
ვარ-თქო რაც მომიყევი მეთქი
და გამომძიებელი მეუბნება,
რომ სად მუშაობდიო? მე
ვუთხარი გეპეიში - ახლა სად
მუშაობო? ცესკოშითქო. ხომ
ხვდები რატომაც გიჭერთო? მე
ვუთხარი ვერ ვხვდები,
მაგრამ კაი მეთქი და
დაგვიჭირეს. რომ
დაგვიჭირეს მეორე დღეს
ერთი ღამე გავატანეთ კუდ-ის
შენობაში, მერე გლდანის
ციხეში გადაგვიყვანეს და
საღამოს გლდანის ციხის
დირექტორი მელაძე იყო, თუ
არ მეშლება და მანდ
მოვიდნენ გამომძიებელი და
კუდის თანამშრომელი, სამნი
ვიყავით დაჭერილი,
აგვიყვანეს და იმათ
არაფერს არ ეუბნებოდნენ, მე
ორ ქონებას მეუბნებოდნენ,
სადაც მე ვფიქსირდებოდი.
ჩათვალეთ 30 კაცში 30-ე ვიყავი
და მითხრეს რომ ეგ
დაგვიბრუნეო სახელმწიფოსო
და გაგიშვებთო. მე ვუთხარი
ჯერ ერთი ეს ქონება მე არ
მეკუთვნის სრულად, დიდ
თანხიანი ქონება იყო,
რომლის პრივატიზაცია
ოფიციალურად, კანონით
მოხდა, ვერავინ ვერაფერს
ვერ შეედავა და მე ვერ
დაგიბრუნებთ და
სხვანაირად ვისაუბროთ
მეთქი, თუ რამეში დამნაშავე
ვარ, მითხარით რაში ვარ და
ჯარიმას გადავიხდი მეთქი.
ორ წუთში ეს საუბარი მორჩა,
მერე 10 წუთი ზოგადი საუბარი
იყო და მერე წასვლის დროს
მომიტრიალდა კუდ-ის
თანამშრომელი და მეუბნება,
რომ კაი შენი ქონება არ
არის რასაც ჩვენ
ვფიქრობდითო, მაგრამ ისეო
სხვის ქონებებთან
დაკავშირებით მაინც
ინიციატივებს ნუ
გამოიჩენო. მე მაშინ ვერ
მივხვდი ეს რა იყო, მაგრამ
მერე დავფიქრდი და
რამდენიმე დღით ადრე კერძო
საუბარში, ერთ-ერთ
პიროვნებასთან ვთქვი
ასეთი რაღაც, რომ გეპეის
ქონებებს რომ ისაკუთრებენ
ესე ადვილად არ მოხდება
მეთქი მანდ და მაგაზე ადრე
თუ გვიან ყველა პასუხს
აგებს მეთქი და ეს
აკრედიტაციის გაჩერებაც
ჩათვალეთ რომ არის იმ
ხალხის დაღუპვა ვისაც ეს
გაუკეთეთ მეთქი. ალბათ ეს
თემა იყო და გარეთ ჩვენი
მეგობრები ვინც იყვნენ,
იმათაც პირდაპირი ტექსტით
ეუბნებოდნენ, რომ ხმას
ამოიღებთ, რამე
ინიციატივას გამოიჩენთ,
ორი ადამიანი თქვენი
მეგობრები ხომ გვყავს
ციხეში დაჭერილი, ხომ იცით
ციხეში არ არის კარგი
სიტუაცია და ამიტომ
პრობლემებს ნუ შეუქმნით. ეს
იყო პირდაპირი მესიჯი“, -
განაცხადა ნოდარ
მუსერიძემ. მისივე თქმით,
ციხეში გატარებული
პერიოდის გამო, მას და
ლევან ჯაფარიძეს ფიზიკური
და მენტალური პრობლემები
შეექმნათ გარკვეული
დროით. „მერე ჩვენ რომ
გამოვედით, დიდი
ძალისხმევა დაგვჭირდა,
სამი თვე ვისხედით და ჩვენი
მეგობრები დაგვეხმარნენ
და საპროცესო გადავიხადეთ,
200 ათასს ითხოვდნენ და 60 ათას
დოლარამდე დიდი ვაჭრობით
გადავიხადეთ, ისიც რა თქმა
უნდა ვალით და რომ
გამოვედით, მე და ლევანი
ისე ვიყავით ფიზიკურად,
ერთი წელი დეპრესიაში
ვიყავით და სახლიდან ვერ
გამოვდიოდი წესიერად“, -
აღნიშნა ნოდარ მუსერიძემ.