დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

ჯკ

 დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე როინ შავაძის საქმეს და ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის საკითხს განიხილავენ.

სხდომაზე მიწვეული არიან ციცინო შავაძე, დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.