ბჯ

საზოგადოება 1744953030

მეწყერი და წყალდიდობა იტალიაში - ძლიერმა ნალექმა პიემონტის რეგიონში პრობლემები შექმნა

მეწყერი და წყალდიდობა იტალიაში - ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა პიემონტის რეგიონში. ტურინისა და ბიელას პროვინციებში დაიტბორა სახლები, წაიქცა ხეები და გაითიშა ელექტროენერგია.სტიქიის ზონაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაშველები

ნო

საზოგადოება 1742402010

“ბოლო 150 წელთან შედარებით, ტემპერატურის მატების სიჩქარე 10-ჯერ გაიზრდება" - გეოლოგი, სტიქიური მოვლენების მატების მიზეზებს განმარტავს

მსოფლიოში სტიქიური მოვლენების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ეს უცხო არავისთვის აღარ არის. საქართველოსაც არაერთხელ გადაუტანია ისეთი კატასტროფები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყანას განუზომელი რაოდენობის ზიანი მოუტანა.დარგის ექსპერტები ბუნებრივი მოვლენების მატებას ვარაუდობენ. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი, კლიმატის ცვლილება სახელდება.გეოლოგი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ექსპერტი, არჩილ მაღალაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს განმარტავს, რომ "კლიმატის ცვლილებას, ანუ დათბობასა და სტიქიური მოვლენების მატებას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს".თუმცა, როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდა კლიმატის ცვლილებისა, ბუნებრივი კატასტროფების მატებაზე გავლენას ადამიანების საქმიანობაც ახდენს - ახალი მშენებლობებით, ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ა.შ.რით არის განპირობებული კლიმატის ცვლილება - ტემპერატურა სტაბილურია მაშინ, როდესაც დედამიწიდან იმდენივე სითბო გადის, რამდენიც დღის განმავლობაში, მზის ენერგიისგან შემოდის. თუმცა ამ დროისთვის, ეს პროცესი დარღვეულია.როგორც გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში, დედამიწიდან ნაკლები ენერგია გადის, რაც გარკვეულწილად, ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული.“ჩვენ ვქმნით და ხელს ვუწყობთ ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მომატებას – სათბური გაზები ის გაზებია, რომელიც ხელს უშლიან დედამიწიდან სითბოს გასვლას და მას უკან აბრუნებენ, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარეობს დათბობა.უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დედამიწაზე დათბობა აჩქარებულად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი პროგნოზები, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში, ბოლო 150 წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება ტემპერატურის მატების სიჩქარე," - ამბობს ექსპერტი არჩილ მაღალაშვილი.გახშირებული ბუნებრივი მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კატასტროფებისთვის მოემზადოს, რაც მათ სტიქიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაში დაეხმარება."სტრატეგია ერთნაირია, როგორც გლობალურ, ის ლოკალურ შემთხვევაში და ის მოითხოვს თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას - პირველი, ეს არის საფრთხეების იდენტიფიკაცია, ანუ სად და რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გველოდოს.შემდეგ, შეტყობინებების სისტემების და მექანიზმების დანერგვა, რეაგირების გეგმების შემუშავება - ეს არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია სტიქიის მართვის პროცესში.გარდა ამისა, მოსახლეობაც უნდა იყოს მზად და ამის გადასარევი მაგალითი არის იაპონია, სადაც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის ან განგაშის შემთხვევაში," - განაცხადა გეოლოგმა.რთული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა სახის სტიქიური მოვლენები ახასიათებს, როგორც არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, მთიანი რეგიონები უფრო მოწყვლადია გარკვეული ტიპის მოვლენებისთვის, ეს არის მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და მსგავსი მოვლენები. დაბლობში უფრო წყალდიდობებს და მეტეოროლოგიური ტიპის მოვლენებს უნდა მოველოდეთ, მათ შორის, გახშირდა ქარბორბალას შემთხვევები, ასე რომ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა რელიეფის პირობებში, სხვადასხვა ტიპის მოვლენები არის მოსალოდნელი, ეს გარკვეულწილად შესწავლილია და რა თქმა უნდა, ეს ცოდნაც უნდა იყოს გამოყენებული.“ნუ ვიფიქრებთ, რომ კატასტროფები მარტო თავსხმა წვიმებს უკავშირდება, კატასტროფა არის გვალვა და მსგავსი ტიპის მოვლენები, რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ დამატებით უნდა შევქმნათ და სწორად ვმართოთ წყლის რესურსები, უნდა გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა, კარგად უნდა გავერკვიოთ სად, რა ტიპის კატასტროფებს მოველით და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს შესაბამის რესურსებს, კადრების გაზრდას – შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენას და ა.შ. დღეს ეს პრობლემა არაა მარტო საქართველოსთვის, ეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.კარგია, რომ მედია დაინტერესდა ამ საკითხებით იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს თემები შუქდებოდა- ხოლმე კატასტროფების დროს, როცა ურემი გადაბრუნდება მერე ვიცით ხოლმე ამ თემებზე საუბრები, რომელიც ხანდახან, სამწუხაროდ, ასევე საუბრებად რჩება. კი სახელმწიფო უწყებები მუშაობს, მათ თავისი გეგმები აქვთ და ამ გეგმებს ახორციელებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავძინო, რომ ვინაიდან კლიმატი აჩქარებულად იცვლება, ჩვენი მხრიდანაც ეს პროცესები ასაჩქარებელია - ყველა დონეზე, მოსახლეობასთან მუშაობით დაწყებული, დამთავრებული ტექნოლოგიებით, კადრების მომზადებით და ა.შ.ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიყენოთ იქ, სადაც არ შეიძლება. მე იმ ინჟინრებს და მეცნიერებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხრეა საქართველოში ჰესების მშენებლობის, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია და მხოლოდ ისეთის, რომელიც იქნება საჭირო, უსაფრთხო და შესაბამისი კვლევებით გამყარებული”, - განაცხადა ექსპერტმა, არჩილ მაღალაშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბარში.

წყალდიდობა იტალიაში

მსოფლიო 1742063471

განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადებულია - გადაუღებელმა წვიმამ ტოსკანის რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

დატბორილი სახლები და წყლით დაფარული ქუჩები იტალიაში - კოკისპირულმა წვიმამ მდინარე არნოს ადიდება გამოიწვია. ფლორენციასა და პიზაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.მეწყერი და ღვარცოფი დაფიქსირდა ბოლონიაში. წყლის ძლიერმა ნაკადმა ჩახერგა სოფლებამდე მისასვლელი გზები. ტოსკანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი მოვლენა წლის ამ დროს არ ახსოვთ.ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში, კრიზისული ვითარების გამო, დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში. წყალდიდობისა და წაქცეული ხეების გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა საავტომობილო გზებზე.იტალიაში, უხვი ნალექის გამო, დატბორილი რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დრომდე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყალდიდობა

მსოფლიო 1741989085

იტალიაში წყალდიდობას ებრძვიან – ფლორენციასა და პიზაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ბიბისის“ ცნობით, კოკისპირული წვიმის გამო, იტალიის ორ რეგიონში, ტოსკანასა და ემილია-რომანიაში მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ აფრთხილებენ.ტოსკანას ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამაშველო და ჯანდაცვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. ამასთან, ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დაიხურა სკოლები.სტიქიის გამო, განგაშის უმაღლესი წითელი დონე მოქმედებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ფლორენცია და პიზა. პიზაში მდინარე არნოს ნაპირზე, წყალდიდობისგან დამცავი საშუალებები დაამონტაჟეს.„ბიბისის“ ცნობით, პარასკევს დილით ფლორენციაში უხვი ნალექი მოვიდა, ხოლო ბოლონიაში დაფიქსირდა მეწყერი. მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო მაშველებმა მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს. სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში.მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.წყალდიდობისა და წაქცეულმა ხეების გამო შეფერხებული იყო მოძრაობა საავტომობილო გზებზე.

კლიმატი

საზოგადოება 1740673321

მეწყერი, წყალდიდობა, ზვავი, გვალვა... როცა სტიქია გვიტევს - ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები სამწუხარო რეალობაა.  მოსახლეობის ნაწილი მუდმივად განიცდის წყალდიდობის, ზვავის, მეწყრისა თუ სხვა კატასტროფის საფრთხეს.კლიმატის ცვლილების ინტენსიურობასთან ერთად, იზრდება კატასტროფათა სიხშირეც.  აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, როგორ მოიქცეს, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების დროს. ეს მოვლენებია: (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, თოვლის ზვავი, სეტყვა, ძლიერი ქარი, გვალვა) მეწყერს იწვევს, მდინარეთა ხეობების ფერდობის გარეცხვა, გამოფიტვის ან უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად ქანების სიმტკიცის შესუსტებაგრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა. მიწისძვრა. მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებიაშენობების კარებისა და ფანჯრების დეფორმაცია. მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენამეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლებისგაჩენა.როგორ მოვიქცეთ მეწყერის დროს?გათიშეთ ბუნებრივი აირის, ელექტრომოწყობილობების და წყალმომარაგების სისტემები.სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები.მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად, ჩაალაგეთ პირველადი მოხმარებისადა სხვა აუცილებელი ნივთები.მეწყრული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის დროს: ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით წყალსადინარებში/ხევებში უხეშნატეხოვანი და ქვიშა-დისპერსიული მასით გაჯერებულ (10- 70%), უმთავრესად ხანმოკლე დროისა და დიდისიჩქარის წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.ღვარცოფის ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებია:• ღვარცოფულ წყალსადინარებში წყლის საგრძნობი ამღვრევა და წყლის დონის მატება, ასევე_ხმაური ხეობაში• მუდმივმოქმედ მდინარეებში/წყალსადინარებში წყლის ნაკადის შეწყვეტა (მეწყრული ან კლდეზვავური პროცესებით ხეობის გადაკეტვის შემთხვევაში)როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის დროს?დაუყოვნებლივ უნდა ახვიდეთ წყალსადინარიდან რაც შეიძლება შორს, მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულზე.ღვარცოფული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს?წყალდიდობა ჭარბი ნალექების მოსვლისა და თოვლის სწრაფი დნობის შედეგად მდინარისდონის მკვეთრი გაზრდა და კალაპოტიდან გადმოსვლაა, რაც მიმდებარე ტერიტორიის მთლიან ან მისი ცალკეული ადგილების მნიშვნელოვან დატბორვას იწვევს.წყალდიდობის საშიშროების და ევაკუაციის შესახებ შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე შეეცადეთ დატოვოთ ის ადგილი, რომლის დატბორვის ალბათობა მეტია: დაბლობები, სახლის სარდაფი და პირველი სართული.სახლის დატოვებამდე დახურეთ კარ-ფანჯრები და დარაბები, დროის არსებობის შემთხვევაში, პირველი სართულის ფანჯრები და კარები აჭედეთ გარედან ფიცრებით.კატასტროფული დატბორვის მოულოდნელი განვითარების დროს, სწრაფად დაიკავეთამაღლებული ადგილი, ადით ხეზე, მყარ ნაგებობაზე.წყალში აღმოჩენის შემთხვევაში, ეცადეთ მოიცილოთ ირგვლივ მოცურავე საგნები.როგორ მოვიქცეთ ზვავის ჩამოწოლის დროს?ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას, წინასწარ გაეცანით ამინდის პროგნოზს.დახურულ სივრცეში ყოფნის შემთხვევაში, გადაინაცვლეთ ოთახის კუთხეში და აიფარეთ მყარისაგანი.შეზღუდეთ მოძრაობა, დაზოგეთ ჟანგბადი და დაელოდეთ მაშველების მოსვლას.თუ ზვავის ჩამოწოლის დროს იმყოფებით ღია სივრცეში, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას, ან მოეფაროთ კლდის შვერილს.თუ ვერ ახერხებთ გაქცევას, დადექით ზურგით ზვავის მოძრაობის მიმართულებით და მიიღეთგუნდის ფორმა (მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკარით მუხლები მუცელზე).როგორ მოვიქცეთ ზვავში მოყოლის დროს?სახეზე აიფარეთ შარფი ან საყელო, ცურვითი მოძრაობებით ეცადეთ დარჩეთ ზვავისზედაპირზე. არ იყვიროთ, გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს.იმისათვის, რომ აირიდოთ სხეულის გადაცივება ამოძრავეთ კიდურები, რომ სისხლმაინტენსიურად იმოძრაოს პერიფერიულ სისხლძარღვებში.როგორ უნდა მოიქცეთ სეტყვის დროს, თუ იმყოფებით, თუ იმყოფებით ღია სივრცეში:შეეცადეთ, მოძებნოთ უსაფრთხო თავშესაფარი.თუ ვერ შეაფარებთ თავს უსაფრთხო ადგილს, მყარი საგნებით დაიცავით თავი.მოერიდეთ ხეებს, ქუჩის განათებებს, ელექტროსადენებს.როგორ მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს?არ გაჩერდეთ შენობების, ხიდების, ესტაკადების, ელექტროგადამცემი ხაზების,სამრეწველო ობიექტების მახლობლად.გადაკეტეთ წყლის და გაზის ვენტილი, გათიშეთ ელექტროენერგია.ქარის მიერ ატაცებული ნატეხებისა და ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად,გამოიყენეთ მუყაოს და პლასტმასის ყუთები და ფიცრები. არ შეხვიდეთ დაზიანებულ შენობაში.როგორ მოვიქცეთ გვალვის (ძლიერი სიცხის) დროს?წინასწარ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა, რომ გვალვისგან დავიცვათ სასოფლო-სამეურნეოკულტურები.მოერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას, იმოძრავეთ აუჩქარებლად, მეტიდრო გაატარეთ ჩრდილში.ატარეთ თეთრი ან ღია ფერის სამოსი, ჰაერგამტარი ფეხსაცმელი და ქუდი.მიიღეთ ბევრი სითხე, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.გაიგრილეთ სხეული, რომ თავიდან აირიდოთ სითბური დარტყმა.თუ სახეზეა სითბური დარტყმის სიმპტომები (სხეულის მაღალი ტემპერატურა,მშრალი და ცხელი კანი, დამძიმებული სუნთქვა, დაბალი წნევა, გონების დაკარგვა)დაზარალებული მოათავსეთ გრილ ოთახში, გაუგრილეთ სხეული, გონზე მოსვლისშემდეგ, დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე).

დიდთოვლობა

რჩევები 1740639958

სტიქიის შემდეგი ტალღა – რა ხდება დიდთოვლობის შემდეგ და რა უნდა იცოდეთ

ერთკვირიანი დიდთოვლობის შემდეგ, გურიასა და აჭარაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, რაც ზრდის მეწყრის, ზვავის, ღვარცოფისა და წყალდიდობის რისკებს. რისკები და რეკომენდაციები:მეწყერი: თოვლის დნობისა და ნალექის შედეგად, ნიადაგი ხდება სველი და მძიმე, რაც ზრდის მეწყრის რისკს. ყურადღება უნდა მიეცეს ნიადაგის მოძრაობის ნიშნებს, როგორიცაა ბზარები მიწაზე ან შენობებში, და საჭიროების შემთხვევაში, ევაკუაცია განახორციელონ.ზვავი: მთიან რეგიონებში თოვლის დნობა და ახალი ნალექი ზრდის ზვავის წარმოქმნის ალბათობას. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოერიდოს ზვავსაშიშ ზონებს.ღვარცოფი: თოვლის სწრაფმა დნობამ და წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს მდინარეების დონის სწრაფი მატება და ღვარცოფი. მოსახლეობას ურჩევენ, მოერიდონ მდინარეების ნაპირებს და ყურადღება მიაქციონ წყლის დონის ცვლილებებს.წყალდიდობა: თოვლის დნობისა და ნალექის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს დაბლობ ადგილებში წყალდიდობა

დიდთოვლობა გერმანიაში

საზოგადოება 1740494730

მეტეოროლოგის რჩევები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მყოფთათვის

ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე 27 თებერვლის დილამდე შენარჩუნდება ნალექის მაღალი ალბათობა თოვლის სახით. სიფრთხილეა საჭირო ისეთ ნეგატიურ მოვლენებთან მიმართებაში, როგორიცაა მოყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, მეწყერი და სატრანსპორტო მომსახურებაში შეფერხება, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.„უფრთხილდით თოვლს და ყინულს, რომელიც ცვივა სახურავიდან.რეკომენდაცია - თუ თქვენ მოგიწიათ დიდხანს სიცივეში ყოფნა, თუნდაც +5 გრადუსზე, არ ეცადოთ გაათბოთ მოყინული არე თუ მისი ხელახალი გაყინვის შანსი არსებობს;მცირე მოყინვის შემთხვევაში სწრაფად გაათბეთ დაზიანებული ნაწილი კანის კანთან კონტაქტით, მაგალითად, თბილი ხელებით;უფრო სერიოზული დაზიანების დროს, დაასველეთ დაზიანებული არე თბილ წყალში; მოათავსეთ მოყინული ნაწილი თბილ წყალში სანამ არ დაუბრუნდება ნორმალური შეფერილობა;ფართოდ შეახვიეთ სტერილური მშრალი სახვევით;თუ თითებია მოყინული, მათ შორის მოათავსეთ ბამბა ან დოლბანდის ქსოვილი. გთხოვთ, ნუ გადათოვლავთ სახლს მარტო, თან გაიყოლეთ მეგობარი!

ჩინეთ

მსოფლიო 1739171109

ჩინეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია სიჩუანში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.კიდევ ორი ადამიანი მეწყრის დროს დაშავდა. მიწის მასამ 10 საცხოვრებელი სახლი და ერთი საწარმო მოიყოლა.ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია მყისიერად დაიწყო, თუმცა მაშველები სამი გამოწვევის წინაშე არიან: ცივი და ნოტიო ამინდი, გალიპული და ვიწრო გზები და განმეორებითი მეწყრის საშიშროება.სტიქიის ზონიდან 95 კერძო სახლიდან 360 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. მაშველებს ეხმარებიან სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები. სტიქიის ადგილი დაყოფილია 10 სამაშველო ზონად.

მეწყერი

შემთხვევა 1739168659

ჩინეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა - დაკარგულად მიიჩნევა 30-მდე პირი

მეწყერი ჩინეთში - არის მსხვერპლი. დასტურდება ერთი ადამიანის დაღუპვა, დაკარგულად მიიჩნევა 30-მდე პირი.მიწის მასა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სიჩუანის პროვინციაში ჩამოწვა. ევაკუირებულია ასამდე ოჯახი.ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულ რაიონებში ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაახლოებით 7 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ჩინეთი

მსოფლიო 1739116562

ჩინეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა - 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, შაბათს, დილის 11:50 საათზე, სიჩუანის პროვინციის სოფელ ჯინპინში მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგადაც 10 სახლი მიწის მასაში ჩაიმარხა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილზე სამეთაურო ცენტრი ფუნქციონირებს.ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხაფანგში მოქცეული მოქალაქეების გადასარჩენად, მასშტაბური სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.

ვმეწყერი

საზოგადოება 1733739446

ართვინის პროვინციაში შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მიმდებარე საქალაქთაშორისო მაგისტრალზე, მეწყერი ჩამოწვა

ართვინის პროვინციაში შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მიმდებარე საქალაქთაშორისო მაგისტრალზე, 250 კვმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის საფრთხე ლოკალიზებულია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით არსებობს შემთხვევის განმეორების რისკი. მგზავრებსა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ტაიფუნი

მსოფლიო 1731391402

ფილიპინებს ტაიფუნმა „ტორაჯმა“ გადაუარა

ფილიპინებს ტაიფუნმა "ტორაჯმა" გადაუარა. ძლიერმა ქარმა და კოკისპირულმა წვიმებმა ქვეყნის ჩრდილოეთით დატბორა გზები, წააქცია ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.ფილიპინების ამინდის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტროპიკული ციკლონი პროგრნოზირებადია.ფილიპინებზე ყოველწლიურად საშუალოდ 20 ქარიშხალია, რომელსაც ძლიერ წვიმებსა და ქართან ერთად მეწყერიც ახლავს.