ჩინეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა - 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ჩინეთი

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, შაბათს, დილის 11:50 საათზე, სიჩუანის პროვინციის სოფელ ჯინპინში მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგადაც 10 სახლი მიწის მასაში ჩაიმარხა. მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის ადგილზე სამეთაურო ცენტრი ფუნქციონირებს.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ხაფანგში მოქცეული მოქალაქეების გადასარჩენად, მასშტაბური სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა.