ჩინეთში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა - დაკარგულად მიიჩნევა 30-მდე პირი

მეწყერი

მეწყერი ჩინეთში - არის მსხვერპლი. დასტურდება ერთი ადამიანის დაღუპვა, დაკარგულად მიიჩნევა 30-მდე პირი.

მიწის მასა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სიჩუანის პროვინციაში ჩამოწვა. ევაკუირებულია ასამდე ოჯახი.

ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების ცნობით, დაზარალებულ რაიონებში ინფრასტრუქტურის აღსადგენად დაახლოებით 7 მილიონი დოლარი გამოიყოფა.