გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა
1740670254
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები სამწუხარო რეალობაა. მოსახლეობის ნაწილი მუდმივად განიცდის წყალდიდობის, ზვავის, მეწყრისა თუ სხვა კატასტროფის საფრთხეს.
კლიმატის ცვლილების ინტენსიურობასთან ერთად, იზრდება კატასტროფათა სიხშირეც.
აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, როგორ მოიქცეს, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების დროს.
ეს მოვლენებია: (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, თოვლის ზვავი, სეტყვა, ძლიერი ქარი, გვალვა)
მეწყერს იწვევს, მდინარეთა ხეობების ფერდობის გარეცხვა, გამოფიტვის ან უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად ქანების სიმტკიცის შესუსტება
გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა. მიწისძვრა.
მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებია
შენობების კარებისა და ფანჯრების დეფორმაცია. მიწის ზედაპირზე და შენობებზე ბზარებისა და ნაპრალების გაჩენა
მეწყერსაშიშ ფერდობზე ადრე არარსებული გრუნტის წყლების გამოსავლების
გაჩენა.
გათიშეთ ბუნებრივი აირის, ელექტრომოწყობილობების და წყალმომარაგების სისტემები.
სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები.
მოემზადეთ საცხოვრებელი სახლიდან გასასვლელად, ჩაალაგეთ პირველადი მოხმარებისა
და სხვა აუცილებელი ნივთები.
მეწყრული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.
ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და დროებით წყალსადინარებში/ხევებში უხეშნატეხოვანი და ქვიშა-დისპერსიული მასით გაჯერებულ (10- 70%), უმთავრესად ხანმოკლე დროისა და დიდი
სიჩქარის წყალქვიან და ქვატალახოვან ნაკადს.
ღვარცოფის ჩასახვა-გააქტიურების ნიშნებია:
• ღვარცოფულ წყალსადინარებში წყლის საგრძნობი ამღვრევა და წყლის დონის
მატება, ასევე_ხმაური ხეობაში
• მუდმივმოქმედ მდინარეებში/წყალსადინარებში წყლის ნაკადის შეწყვეტა
(მეწყრული ან კლდეზვავური პროცესებით ხეობის გადაკეტვის შემთხვევაში)
დაუყოვნებლივ უნდა ახვიდეთ წყალსადინარიდან რაც შეიძლება შორს, მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულზე.
ღვარცოფული პროცესის აქტივიზაციის ხარისხიდან გამომდინარე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ორგანიზებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საცხოვრებლის, ასევე სტიქიის ზონის დატოვება.
წყალდიდობა ჭარბი ნალექების მოსვლისა და თოვლის სწრაფი დნობის შედეგად მდინარის
დონის მკვეთრი გაზრდა და კალაპოტიდან გადმოსვლაა, რაც მიმდებარე ტერიტორიის მთლიან ან მისი ცალკეული ადგილების მნიშვნელოვან დატბორვას იწვევს.
წყალდიდობის საშიშროების და ევაკუაციის შესახებ შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე შეეცადეთ დატოვოთ ის ადგილი, რომლის დატბორვის ალბათობა მეტია: დაბლობები, სახლის სარდაფი და პირველი სართული.
სახლის დატოვებამდე დახურეთ კარ-ფანჯრები და დარაბები, დროის არსებობის შემთხვევაში, პირველი სართულის ფანჯრები და კარები აჭედეთ გარედან ფიცრებით.
კატასტროფული დატბორვის მოულოდნელი განვითარების დროს, სწრაფად დაიკავეთ
ამაღლებული ადგილი, ადით ხეზე, მყარ ნაგებობაზე.
წყალში აღმოჩენის შემთხვევაში, ეცადეთ მოიცილოთ ირგვლივ მოცურავე საგნები.
ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას, წინასწარ გაეცანით ამინდის პროგნოზს.
დახურულ სივრცეში ყოფნის შემთხვევაში, გადაინაცვლეთ ოთახის კუთხეში და აიფარეთ მყარი
საგანი.
შეზღუდეთ მოძრაობა, დაზოგეთ ჟანგბადი და დაელოდეთ მაშველების მოსვლას.
თუ ზვავის ჩამოწოლის დროს იმყოფებით ღია სივრცეში, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას, ან მოეფაროთ კლდის შვერილს.
თუ ვერ ახერხებთ გაქცევას, დადექით ზურგით ზვავის მოძრაობის მიმართულებით და მიიღეთ
გუნდის ფორმა (მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკარით მუხლები მუცელზე).
სახეზე აიფარეთ შარფი ან საყელო, ცურვითი მოძრაობებით ეცადეთ დარჩეთ ზვავის
ზედაპირზე. არ იყვიროთ, გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს.
იმისათვის, რომ აირიდოთ სხეულის გადაცივება ამოძრავეთ კიდურები, რომ სისხლმა
ინტენსიურად იმოძრაოს პერიფერიულ სისხლძარღვებში.
შეეცადეთ, მოძებნოთ უსაფრთხო თავშესაფარი.
თუ ვერ შეაფარებთ თავს უსაფრთხო ადგილს, მყარი საგნებით დაიცავით თავი.
მოერიდეთ ხეებს, ქუჩის განათებებს, ელექტროსადენებს.
არ გაჩერდეთ შენობების, ხიდების, ესტაკადების, ელექტროგადამცემი ხაზების,
სამრეწველო ობიექტების მახლობლად.
გადაკეტეთ წყლის და გაზის ვენტილი, გათიშეთ ელექტროენერგია.
ქარის მიერ ატაცებული ნატეხებისა და ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად,
გამოიყენეთ მუყაოს და პლასტმასის ყუთები და ფიცრები. არ შეხვიდეთ დაზიანებულ შენობაში.
წინასწარ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა, რომ გვალვისგან დავიცვათ სასოფლო-სამეურნეო
კულტურები.
მოერიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას, იმოძრავეთ აუჩქარებლად, მეტი
დრო გაატარეთ ჩრდილში.
ატარეთ თეთრი ან ღია ფერის სამოსი, ჰაერგამტარი ფეხსაცმელი და ქუდი.
მიიღეთ ბევრი სითხე, მაგრამ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
გაიგრილეთ სხეული, რომ თავიდან აირიდოთ სითბური დარტყმა.
თუ სახეზეა სითბური დარტყმის სიმპტომები (სხეულის მაღალი ტემპერატურა,
მშრალი და ცხელი კანი, დამძიმებული სუნთქვა, დაბალი წნევა, გონების დაკარგვა)
დაზარალებული მოათავსეთ გრილ ოთახში, გაუგრილეთ სხეული, გონზე მოსვლისშემდეგ, დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე).