განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადებულია - გადაუღებელმა წვიმამ ტოსკანის რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

წყალდიდობა იტალიაში

დატბორილი სახლები და წყლით დაფარული ქუჩები იტალიაში - კოკისპირულმა წვიმამ მდინარე არნოს ადიდება გამოიწვია. ფლორენციასა და პიზაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

მეწყერი და ღვარცოფი დაფიქსირდა ბოლონიაში. წყლის ძლიერმა ნაკადმა ჩახერგა სოფლებამდე მისასვლელი გზები. ტოსკანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი მოვლენა წლის ამ დროს არ ახსოვთ.

ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში, კრიზისული ვითარების გამო, დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში. წყალდიდობისა და წაქცეული ხეების გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა საავტომობილო გზებზე.

იტალიაში, უხვი ნალექის გამო, დატბორილი რეგიონებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ამ დრომდე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.