მერაბ დვალიშვილი

სპორტი • 1790002477

მერაბ დვალიშვილის პასუხი პიოტრ იანის პროვოკაციას

მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მესამე ბრძოლისთვის განკუთვნილი პრესკონფერენცია შედგა, სადაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსი მებრძოლი თავისი ქართველი ოპონენტის პროვოცირებას ცდილობდა. შეგახსენებთ, ტრილოგია 24 ოქტომბერს შედგება.„აქ საუბარი ყველას შეუძლია, თუმცა მესამე ბრძოლა გველის. ბოლო დაპირისპირებაში მაჯობა, კი, დამამარცხა - ვფიქრობ, იმ ბოლო შეხვედრაში ზედმეტად მოდუნებული ვიყავი. მე-3 ჩხუბში კი გავიგებთ, ვინაა ნამდვილი ჩემპიონი. ბევრს ვემზადები, თანაც ჭკვიანურად. ვფიქრობ, მოვიგებ და ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაგრამ მაინც დიდი გამოწვევა მელოდება. 24 ოქტომბერს ვეცდები სახე დაგიმტვრიო“, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა. Petr Yan and Merab Dvalishvili go BACK AND FORTH ahead of their #UFC333 championship trilogy fight https://t.co/Hhxt5Gpfnq — MMA Fighting (@MMAFighting) September 19, 2026

მერაბ დვალიშვილი

საზოგადოება • 1787762109

მერაბ დვალიშვილის გულწრფელი აღიარება - რას ამბობს ოჯახის შექმნაზე ჩემპიონი

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ცხოვრების პარტნიორის ძებნისგან დროებით შესვენება გადაწყვიტა.როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან საუბრისას განაცხადა, ლას-ვეგასში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, მისთვის სასურველი პარტნიორის პოვნა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.„ახლა ცოლის ძებნისგან ცოტა ხნით ვისვენებ, რადგან მივხვდი, რომ იქ, სადაც ახლა ვარ, ლას-ვეგასში, ამ ეტაპზე ცოლის პოვნა ძალიან, ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დვალიშვილმა.მისივე თქმით, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ოჯახის შექმნისთვის პარტნიორის მოსაძებნად საკმარის დროს ვერ უთმობს.„შეიძლება საკმარის დროს არ ვუთმობ. უნდა წავიდე სადმე – შეიძლება აქ, ამ ქვეყანაში, ან თუნდაც ჩემს სამშობლოში – და ამისთვის ნამდვილად გამოვყო დრო, რომ კარგი ცოლი ვიპოვო. თან ძალიან დაკავებული ვარ“, – თქვა დვალიშვილმა.

დვალიშვილი

Crystalsport • 1787475240

დვალიშვილი: ტრილოგიას ვინც მოიგებს, დივიზიონის ისტორიაში უდიდესი გახდება

პეტრ იანთან ტრილოგიის დასკვნით მატჩში სასწორზე არა მხოლოდ UFC-ის ჩემპიონის ტიტული, არამედ ისტორიაში სუპერმსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლის წოდებაც დევს - ამაში დარწმუნებულია მერაბ დვალიშვილი.„ეს ბრძოლა ჩემთვის დიდი შვება იქნება. რა თქმა უნდა, ორგზის ჩემპიონობა ისტორიაში შესვლას ნიშნავს. თუ ის დამამარცხებს, ისტორიაში სუპერმსუბუქი დივიზიონის უდიდესი მებრძოლი გახდება. თუ მე დავამარცხებ მას - მე გავხდები უდიდესი.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/87305-dvalishvili-trilogias-vints-moigebs-divizionis-istoriashi-udidesi-gakhdeba 

მერაბ დვალიშვილი

სპორტი • 1786868511

მერაბ დვალიშვილი - პიოტრ იანის ბრძოლის თარიღი ცნობილია

ოფიციალურად, UFC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რის თანახმადაც მერაბ დვალიშვილი და პეტრ იანი მესამედ იჩხუბებენ. ტრილოგია 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, აბუ-დაბიში შედგება.UFC-ის ღონისძიებაზე ქართველი რუსს სატიტულო ბრძოლაში დაუპირისპირდება და ქამრის დასაბრუნებლად იბრძოლებს.შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი აქამდე იანს ორჯერ შეხვდა, 2023 წლის მარტში ქართველმა გაიმარჯვა, გასული წლის დეკემბერში კი სატიტულო შეხვედრა მერაბმა წააგო და ქამარი დაკარგა.UFC 333-ს 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena უმასპინძლებს.

დვალიშვილი

სპორტი • 1786357680

„მერაბ „მანქანა“ დვალიშვილთან ერთად ბარჟაზე დაბრუნება - მარკ ცუკერბერგი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

Meta-ს დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი UFC-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.„მერაბ „მანქანა“ დვალიშვილთან ერთად ბარჟაზე დაბრუნება. მე-2 რაუნდი“- წერს ცუკერბერგი.ცნობისთვის, UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქამრისთვის მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. დაპირისპირება 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება. 

მერაბ დვალიშვილი

სპორტი • 1786342276

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქამრისთვის მერაბ დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდება. დაპირისპირება 24 ოქტომბერს აბუ დაბიში ჩატარდება.დვალიშვილსა და იანს შორის ეს მესამე ჩხუბი იქნება. 2023 წელს ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში იანმა მოიგო და დივიზიონის საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა. დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. რაც შეეხება პიოტრ იანს, MMA-ში ჩატარებული 25 ბრძოლიდან მის ანგარიშზე 20 მოგებაა.

მერაბ დვალიშვილი

სპორტი • 1785166879

ცნობილია, ვის და როდის დაუპირისპირდება მერაბ დვალიშვილი RAF-ზე

Real American Freestyle-ის (RAF) რიგით მე-12 ღონისძიება 2026 წლის 22 აგვისტოს, აშშ-ში, კლივლენდის Rocket Arena-ში გაიმართება.ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს დაგეგმილი დაპირისპირებების სია. მთავარი ინტერესი მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს განმეორებით შეხვედრას უკავშირდება.შეგახსენებთ, რომ ისინი RAF 11-ზე, თბილისში დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველმა მებრძოლმა მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 11:8 იმარჯვა.RAF 12-ზე იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. მისი მეტოქე ამერიკელი ჯესი მენდესი იქნება.

ორთაბრძოლა

სპორტი • 1783746442

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.RAF Georgia 11 ივლისს 20:00 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

Raf georgia

საზოგადოება • 1783680445

RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს  RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო.Real American Freestyle (RAF) ტურნირი აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 24 მსოფლიო დონის სპორტსმენი: ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო სპორტის ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ჰენრი სეჰუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილმა სპორტმენებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ტურისტულად საინტერესო ადგილებს.სპორტულ ღონისძიებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი Fox Nation-ის პლატფორმის საშუალებით იხილავს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

სპორტის მინისტრი

სპორტი • 1783600035

სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს, მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა

სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს, მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ მათ მადლობა გადაუხადა ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის და 11 ივლისს RAF-ის ღონისძიებაზე წარმატება უსურვა.ისაუბრეს საქართველოში UFC-ის ღონისძიების მასპინძლობის პერსპექტივებზეც. მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, მან საჩემპიონო ქამარი სამჯერ დაიცვა, 11 ივლისს კი ამერიკელ ჰენრი სეხუდოს შეხვდება. ლევან ჩოხელმა კი სადებიუტო ბრძოლაში ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე

სპორტი • 1783599940

ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების მოტივაციისთვის - მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე

საქართველოს სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს, მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა.შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში დაგეგმილი RAF-ის ტურნირი იყო, რომელშიც რვა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.სპორტსმენების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ქვეყნის იმიჯისა და მოტივაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.სამინისტროში გამართულ ნაყოფიერ შეხვედრასა და დაგეგმილ ტურნირთან დაკავშირებით განცხადება მერაბ დვალიშვილმა გააკეთა."საუბარი იყო საქართველოში გასამართ RAF-ის ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც ჭიდაობაში ტარდება ამ შაბათს და მეც ვიღებ მონაწილეობას. როგორც იცით, 8 ოლიმპიური ჩემპიონი იღებს მონაწილეობას აქ. ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების მოტივაციისთვის. კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. წარმატებები ჩემს ქვეყანას, წარმატებები ჩვენს სპორტს და ჩვენს ქართველ სპორტსმენებს," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

 მუდამ ქართველად დავრჩები“ - დვალიშვილი თეთრი სახლის ღონისძიებაზე

სპორტი • 1783320780

„საქართველოში UFC-ის ჩატარებას..." - მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს

UFC-ის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს.„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“,- ამბობს დვალიშვილი.  

✕