„საქართველოში UFC-ის ჩატარებას..." - მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს

 მუდამ ქართველად დავრჩები“ - დვალიშვილი თეთრი სახლის ღონისძიებაზე

UFC-ის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით მერაბ დვალიშვილი კომენტარს აკეთებს.

„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას - ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ წელს - 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით.

ჩვენი ქართველი მებრძოლები და იმედია მეც ვიბრძოლებ აქ და იმედია სხვა ქართველი მებრძოლებიც შემოგვიერთდებიან.

UFC-ის მოთხოვნა იყო, რომ 15 000 კაციანი დარბაზი სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენ ეგეთი არ გვაქვს - ყველაზე მაქსიმუმი 10 000 კაციანი დარბაზი გვაქვს, ახალი სპორტის სასახლე და ეგ არის მე მგონი ლოკაცია“,- ამბობს დვალიშვილი.