ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება
1787764770
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ცხოვრების პარტნიორის ძებნისგან დროებით შესვენება გადაწყვიტა.
როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან საუბრისას განაცხადა, ლას-ვეგასში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, მისთვის სასურველი პარტნიორის პოვნა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
„ახლა ცოლის ძებნისგან ცოტა ხნით ვისვენებ, რადგან მივხვდი, რომ იქ, სადაც ახლა ვარ, ლას-ვეგასში, ამ ეტაპზე ცოლის პოვნა ძალიან, ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა დვალიშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ ოჯახის შექმნისთვის პარტნიორის მოსაძებნად საკმარის დროს ვერ უთმობს.
„შეიძლება საკმარის დროს არ ვუთმობ. უნდა წავიდე სადმე – შეიძლება აქ, ამ ქვეყანაში, ან თუნდაც ჩემს სამშობლოში – და ამისთვის ნამდვილად გამოვყო დრო, რომ კარგი ცოლი ვიპოვო. თან ძალიან დაკავებული ვარ“, – თქვა დვალიშვილმა.