ილონ მასკი

მსოფლიო • 1792431683

ილონ მასკი აშშ-ში ყველა ბავშვს სფეის იქსის თითო აქციის გადაცემას დაჰპირდა, ინიციატივის ღირებულება 10,7 მილიარდ დოლარს აღწევს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყველა ბავშვს საკუთარი კუთვნილი სფეის იქსის თითო აქციას გადასცემს. ინიციატივის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მასკმა აღნიშნული დაპირება სოციალურ ქსელ „იქსში“ გაავრცელა.„მომავალ წელს ამერიკაში თითოეულ ბავშვს სფეის იქსის ჩემს კუთვნილ ერთ აქციას გადავცემ. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დაწერა მასკმა.„ევრონიუსის“ მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 73 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. სფეის იქსის აქციის საბაზრო ღირებულების, 146,03 დოლარის გათვალისწინებით, ინიციატივის სავარაუდო ღირებულება 10,66 მილიარდ დოლარს შეადგენს.ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას, რა პირობებით გაიცემა აქციები და როგორ მოხდება მათი განაწილება.მასკის განცხადებას წინ უძღოდა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის გადაწყვეტილება, საკუთარი აქციების 5% სპეციალურ საზოგადოებრივი სარგებლობის ფონდს გადასცეს.ინიციატივას აქციონერების თანხმობა სჭირდება. მასკმა ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიებისთვის უკეთესი იქნებოდა, აქციები უშუალოდ მოსახლეობისთვის გადაეცათ.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792216255

„დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“ - ტრამპი უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას ხელი არ შეუშლია ილონ მასკის საკუთრებაში არსებული თანამგზავრული სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში იყენებს.მიმდინარე კვირის დასაწყისში სისტემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 24 საათის განმავლობაში შეუქმნა პრობლემები რუსული დრონების განადგურების პროცესში. ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და, შესაძლოა, თავად მასკი შურს იძიებდნენ უკრაინაზე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტრამპის კრიტიკის გამო.„დღეს დილით გადავამოწმე - ეს ჩვენ არ ვიყავით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. - „არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა ვინმე [ამაში ჩართული], რადგან ეს არ ვყოფილვარ მე და არ ვფიქრობ, რომ ეს ილონი ყოფილიყო“.მან ამით უპასუხა Reuters-ის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამგზავრული სისტემის მუშაობის შენელების ბრძანება სწორედ თეთრი სახლიდან გაიცა.უკრაინელი ოფიციალური პირები ტრამპის განცხადებებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მთავრობიდან ვინმემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა სისტემის შეზღუდვაში.„ჩვენი ბიჭები, რომლებიც SpaceX-თან კონტაქტობენ, ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში თეთრი სახლი იყო ჩართული“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792180680

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.დონალდ ტრამპის თქმით, Starshield-ის სისტემაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუწესებია.„დღეს დილით შევამოწმე, ეს ჩვენ არ ვყოფილვართ. ამბობენ, რომ ახლა  ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. არ მგონია, რომ ეს ილონს გაეკეთებინა. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის იყო“, – განმარტა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს.„ვფიქრობ, ორივე ლიდერს, რომლებთანაც ვმუშაობ, სურს, ეს ომი დასრულდეს და მჯერა, რომ დასრულდება. მე მხოლოდ ეს მაინტერესებს, მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს.„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.

კი

მსოფლიო • 1792063281

ზელენსკი: დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ილონ მასკი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში

ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპზე, ვლადიმერ პუტინსა და ილონ მასკზე საუბრისას განაცხადა.ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა: „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სანქციები შეუმსუბუქა დიზელის საწვავის სანაცვლოდ. როგორ აღიქვამთ ტრამპსა და პუტინს შორის ამ ურთიერთობების ხასიათს?“„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ისეთი პიროვნებაა, რომელიც საუბრობს ამაზე დაუფარავად და ხმამაღლა, რომ მას მოსწონს ასეთი ადამიანები და პატივს სცემს მათ. რადგან მისთვის, ლიდერები რომლებიც 20, 30, 40 წელი შეიძლება მართავდნენ, ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან, რადგან შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნება. მიმაჩნია, რომ ფული, ის უმდიდრესი ადამიანია, ყველაზე მდიდარია, პუტინი მეორე უმდიდრესია, მასკი…. არა, მათ არ ვადარებ… თუ შეიძლება ითქვას, ისინი ერთ რესტორანში სხედან და არა სწრაფი კვების ობიექტში“, – ამბობს ზელენსკი.კითხვაზე, თუ რამდენად არის გარკვეული ფაქტორი ბიზნესი, ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ბიზნესინტერესები არსებობს.„ვფიქრობ, მათ სურთ, ჰქონდეთ ენერგეტიკული პროექტები. თუმცა მათთვის რთულია ამის ქონა, როდესაც ევროპაში ომია. ვგულისხმობ, რომ პოლიტიკურად ეს მარტივი არ არის. რადგან ყველას გაუჩნდება კითხვა, როგორაა ეს შესაძლებელი?! როგორ შეიძლება, აწარმოო საქმე მასთან, ვინც ასეთ აგრესიას ავლენს, იმ დროს, როდესაც სხვები ცდილობენ გადარჩენას, იბრძვიან, იხოციებიან? აქ ბევრი რისკია, დიდი პოლიტიკური გამოწვევა“, – ამბობს ზელენსკი.  In a defiant interview with the FT, Volodymyr Zelenskyy said Donald Trump had an instinctive affinity for autocrats and the super-wealthy. The Ukrainian president explained his views on the relationship between the US and Russian heads of state https://t.co/LydswPxdYG https://t.co/j6ByjyImYz — Financial Times (@FT) October 15, 2026

ზელენსკი

ომი უკრაინაში • 1792043342

ზელენსკი: ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.ზელენსკის განცხადებით, „ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს“. მისივე თქმით, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.უკრაინის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარება გამორიცხა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა გადადგომას, ზელენსკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“.ზელენსკის მტკიცებით, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი, ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენს ქვეყანას დაიცავს, რადგან ეს ჩვენი სახლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას“.ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს ამერიკულ დარტყმას რუსეთზე ახალი რუსული თავდასხმის შემთხვევაში.„თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს დოკუმენტში ჩაიწერება, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჯი

პოლიტიკა • 1792042276

Starshield-ის სისტემების სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედროები და პრეზიდენტი განსაზღვრავენ - ილონ მასკი უკრაინაში აღნიშნული სისტემის შენელების შესახებ

 SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, თუ უკრაინა Starshield-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებისას რაიმე შეფერხებას განიცდის, ამაზე პასუხისმგებელი აშშ-ის მთავრობაა და არა მისი კომპანია. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს."Starshield სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და კონტროლდება მათ მიერ. სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედროები და, საბოლოო ჯამში, აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავენ", - განაცხადა მასკმა.მასკმა ხაზი გაუსვა განსხვავებას Starshield-ის სისტემასა და პარალელურ სამოქალაქო Starlink თანამგზავრულ სისტემას შორის, რომელსაც უკრაინა ასევე იყენებს, მაგრამ არ აქვს უფლება შეტევითი ოპერაციებისთვის გამოიყენოს. ორივე სისტემა მასკის საკუთრებაში არსებულმა კომპანია SpaceX-მა შეიმუშავა.მედიის ინფორმაციით, მასკმა სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის პოსტს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ "Starlink-ის მუშაობა 160 კმ/სთ სიჩქარით აღდგა", თუმცა დასძინა, რომ "Starshield სისტემის სიჩქარის შეზღუდვების სრულად მოხსნა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის".ამის შემდეგ, ფედოროვმა მასკს "მუდმივი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.უკრაინის თავდაცვის წარმომადგენლების ვარაუდით, ინტერნეტტერმინალების მუშაობის სიჩქარის შემცირების უკან ვაშინგტონი დგას. ამ ტერმინალებს უკრაინის სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმების განსახორციელებლად და დრონების საწინააღმდეგო სისტემების სამართავად იყენებენ.უკრაინამ შეერთებული შტატები ასევე დაადანაშაულა რუსეთის დახმარებაში, რადგან მათ უკრაინა მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების შესახებ არ გააფრთხილეს: კიევს ზედიზედ ორი ღამე ბალისტიკური რაკეტებით ბომბავენ, საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენები კი მაშინ ჩაირთო, როდესაც დაბომბვა უკვე დაწყებული იყო.ოთხშაბათს, რუსეთმა უკრაინა ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რაც "ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების" დარღვევას წარმოადგენს. კიევმა ინფორმაციას ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ სხვა ობიექტებს დაესხნენ თავს, "თუმცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ დაზიანებულა".

ტრამპი/ზელენსკი

მსოფლიო • 1792002782

ზელენსკი: სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს - მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს, არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით, ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლები ცდებიან და „მტკივნეულია“, როდესაც ის სხვა მხარეს ირჩევს.გადაცემაში Piers Morgan Uncensored, ზელენსკის ჰკითხეს, გრძნობს თუ არა ღალატს ბოლო დროს მომხდარის გამო - კერძოდ, აშშ-ის მიერ რუსეთთან დადებული „დიზელის შეთანხმებისა“ და „ენერგეტიკული ზავის“ გამო.„დიახ, ვგრძნობ, მაგრამ, ვგულისხმობ, სიტუაცია ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. დიახ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემზე. ვგულისხმობ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს“, - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.მას ასევე ჰკითხეს, როგორი იყო მისი რეაქცია იმ ფაქტზე, რომ ტრამპმა და კრემლის ლიდერმა მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.„სამწუხაროა, რომ ვკარგავთ ძლიერ პარტნიორს. ეს ჩემი აზრია“, - უპასუხა ზელენსკიმ.დამაზუსტებელ კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ უკრაინა „კარგავს“ აშშ-ს, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ“.„დიახ. მაგრამ არა ჩვენ გამო. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ სუსტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ გადარჩენას. ჩვენ არ ვყიდით ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს ბიზნესი არ არის. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სხეული, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები. და ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის მტკივნეული, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადადის სხვა მხარეს - არა ჩვენს მხარეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა წინააღმდეგი არ არის, ტრამპი „შუამავლად დარჩეს“.„მაგრამ თუ შუაში ხარ, მაშინ შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეზე გადახვიდე. მიმაჩნია, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორი მიმართულებით. ეს არ არის ისტორიის სწორი მხარე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.მან ასევე განაცხადა, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილება, შეეზღუდა Starlink-ის მუშაობა უკრაინისთვის, იყო შეცდომა, რომელიც ადამიანების მსხვერპლს გამოიწვევს.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1791871177

ილონ მასკი კვლავ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია - მან შუალედური არჩევნებისთვის პარტიას 276 მილიონი დოლარი შესწირა

 მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი კვლავ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველია. მან ზაფხულიდან მოყოლებული, რესპუბლიკურ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის, სულ მცირე 276 მილიონი დოლარი შესწირა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მასკის მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის, America PAC-ის წარმომადგენელმა ეს რიცხვი ორშაბათს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ანგარიშის წარდგენის ძირითადი ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე დაადასტურა.პრესსპიკერის თქმით, მასკის ბოლოდროინდელი შემოწირულობის უმეტესი ნაწილი (158 მილიონი აშშ დოლარი) სენატის ლიდერობის ფონდში გადაირიცხა, რომელიც სენატის საარჩევნო კამპანიებში მონაწილე რესპუბლიკელთა მთავარ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს. ორგანიზაცია ამჟამად დიდ თანხებს ხარჯავს სენატში ტეხასის სახელით ადგილის შესანარჩუნებლად, რომელიც მასკის ბიზნეს იმპერიისთვის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიას თითქმის 300 მილიონი დოლარი შესწირა. ამ ფინანსურმა მხარდაჭერამ ის დემოკრატების მთავარ სამიზნედ აქცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ტრამპთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტისთვის ეხელმძღვანელა - პროექტისთვის, რომელიც ხარჯების შემცირებას ისახავდა მიზნად.მედიის ცნობით, მასკმა 2025 წლის მაისში განაცხადა, რომ მომავალში პოლიტიკაზე გაცილებით ნაკლებს დახარჯავდა, მოგვიანებით კი ტრამპთან უთანხმოება მოუვიდა მისი მთავარი საგადასახადო და საშინაო პოლიტიკის კანონის გამო. თუმცა, მას შემდეგ მასკისა და ტრამპიის ურთიერთობა, როგორც ჩანს, გაუმჯობესდა და გასულ კვირას ტრამპმა მასკი მეცნიერების დარგში ეროვნული მედლით დააჯილდოვა.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1791838505

ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა - CNN

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.

მასკები

მსოფლიო • 1789653420

ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს

ილონ მასკის დედა აცხადებს, რომ შვილის სარდაფში სძინავს. მეი მასკის თქმით, ცხოვრების მსგავსი სტილი მისთვის უცხო არაა.უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ის ასეთ სიტყვებს ამბობს: „თუ იატაკზე გასაშლელი ლეიბი მაინც მაქვს, მეტი არაფერი მჭირდება. მთავარია თავზე ჭერი გეხუროს და გვერდით ბოროტი ადამიანი არ გყავდეს. ეს ნამდვილი ფუფუნებაა“.როგორც ცნობილის, „სფეის იქსის“ დამფუძნებელს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ურჩევნია, ღამეები მეგობრებთან ან დროებით საცხოვრებლებში გაატაროს. ამიტომ, როდესაც ილონს დედა სარაკეტო ბაზაში სტუმრობს, მეი მასკი დაწესებულების სარდაფში იძინებს ხოლმე.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1789331743

შეგვიძლია, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ესა თუ ის ზომა მივიღოთ, თუმცა არიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები „ძალიან ნეგატიურ ძალებს“ შეადარა, რომლებიც, მისი თქმით, ისეთ სცენარებზე საუბრობენ, რომლებიც არ განხორციელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსურს, ასე დარჩეს, რადგან ვინც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.ტრამპს კითხვა დაუსვეს, უნდა შეანელოს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიამ განვითარება ან უნდა გამკაცრდეს თუ არა მისი რეგულირება.„შეგვიძლია, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ. შეგვიძლია, ესა თუ ის ზომა მივიღოთ. თუმცა, ვფიქრობ, არიან ძალიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებს წამოჭრიან, რომელთა წამოჭრაც არ უნდა ხდებოდეს და ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჯარო დისკუსიები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენობრივი მოდელის, Claude-ის შემქმნელი კომპანია Anthropic-ის ორმა მკვლევარმა განაცხადა, რომ სწრაფად განვითარებულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს.მკვლევრების გაფრთხილებების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი მოდელების განვითარების ტემპის შენელების ინიციატივით გამოვიდა.კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ განვითარების ტემპის შენელებისა და ხელოვნური ინტელექტის რისკების მართვისთვის მეტი დროის გამონახვის მიზნით, სამსაფეხურიანი ჩარჩო წარადგინა. ინიციატივას მალევე შეუერთდა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, მათ შორის ილონ მასკი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

მსოფლიო • 1789156015

ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

კონკურენციის საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარი სტეფანი იონ-კურტენი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.ევროპარლამენტარი „ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად“ აფასებს ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ კოსმოსური შეთანხმების ღიად მხარდაჭერას, რომელიც კონკურენციის შემოწმებას ელოდება.პარიზში, კოსმოსური სამიტის ფარგლებში გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკის წამყვანი თანამგზავრების კომპანიების მიერ დაგეგმილ 6.5 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ საწარმოს ინდუსტრიულ ლიდერად მიიჩნევს და ბლოკმა მომავლის კოსმოსურ ეკონომიკაში ლიდერობა უნდა დაიკავოს. მისმა განცხადებებს მკაცრი საყვედური მოჰყვა ევროპარლამენტის ლიბერალი წევრის, სტეფანი იონ-კურტენის მხრიდან, რომელმაც ევროპარლამენტის ბოლო ყოველწლიური კონკურენციის ანგარიში წარადგინა.„მედიის მიერ გაშუქებულ კონფერენციაზე შერწყმის მხარდაჭერა ყოველგვარი არსებითი განხილვის გარეშე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გადაცდომაა“, – დაწერა ფრანგმა ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში.ფონ დერ ლაიენი გულისხმობდა „პროექტ ბრომოს“, თანამგზავრების მწარმოებელ კომპანიების – Airbus-ის, Leonardo-სა და Thales-ის ერთობლივ საწარმოს, რომელიც, სულ მცირე, ნაწილობრივ კონკურენციას გაუწევს Starlink-ის თანამგზავრულ-ინტერნეტ სერვისს, რომელსაც ილონ მასკის SpaceX მართავს და რომლის ღირებულება დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარია.

✕