„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
კალიფორნიაში ქალმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოები წარმატებით გამოიყენა, რათა რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა მოეგო და ათიათასობით დოლარიანი ჯარიმის გადახდა თავიდან აერიდებინა.
როგორც NBC News აცხადებს, ლინ უაითს სასამართლო ბინის ქირის გადაუხდელობას ედავებოდა. მან თავიდან პროცესი წააგო. ამის შემდეგ, ნაცვლად ადვოკატის აყვანისა, ქალმა კონსულტაციები ChatGPT-ს და Perplexity-თან გაიარა. ეს, როგორც წესი, ძალიან ცუდი იდეა უნდა იყოს, თუმცა NBC-ის თანახმად, ჩატბოტმა მოსამართლის პროცედურულ გადაწყვეტილებში შესაძლო ხარვეზები აღმოაჩინა, რის შემდეგაც უაითს რჩევები მისცა და სამოქმედო გეგმა შეუდგინა.
უაითი ამბობს, რომ იგი AI-ს უზომოდ მადლიერია და ჩატბოტის გარეშე, ალბათ, ამ აპელაციას ვერასდროს მოიგებდა.
აღსანიშნავია, რომ ლინ უაითი ერთადერთი არაა, ვინც სასამართლო AI-ის დახმარებით მოიგო. ნიუ-მექსიკოელმა ბიზნესმენმა, სტეისი დენეტმა, სასამართლო პროცესი ChatGPT-ს გამოყენებით მოიგო. მას გადაუხდელ დავალიანებებს ედავებოდნენ.
"ჩატბოტს ვუთხარი, წარმოედგინა, თითქოს ჰარვარდის სამართლის პროფესორი იყო, მე კი მისი სტუდენტი და ჩემი არგუმენტები იქამდე შეესწორებინა, სანამ დავალებაში სრულყოფილ შეფასებას არ მივიღებდი", — განუცხადა დენეტმა NBC-ს.
პროცესის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებმა დენეტს უთხრეს, რომ მისგან შესანიშნავი იურისტი დადგებოდა.
მეორე მხრივ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ AI ხელსაწყოები სასამართლოს ყოველთვის ვერ მოგაგებინებთ. ზოგ შემთხვევაში ჩატბოტები მცდარ ინფორმაციას გვაწვდის, რომელმაც შეიძლება მოცილე მხარეს პრობლემები შეუქმნას.
აღსანიშნავია, რომ გუგლი მომხმარებლებს მუდმივად აფრთხილებს, ხელოვნური ინტელექტი იურიდიული რჩევების მისაღებად არ გამოიყენონ. მსგავს გაფრთხილებას ილონ მასკის xAI-თანაც შეხვდებით.