გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
SpaceX-მა Starship-ის მე-11 საცდელი გაშვება წარმატებით ჩაატარა. ხომალდის პროტოტიპი ტეხასის შტატში, კოსმოდრომ Starbase-იდან გაუშვეს. Starship-ის კოსმოსში გაგზავნის შემდეგ, აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში, ამაჩქარებელი Super Heavy მექსიკის ყურეში დასაჯდომად დაბრუნდა. ზედა საფეხური ინდოეთის ოკეანეში დაეშვა, მანამდე კი ორბიტაზე რამდენიმე მაკეტი გაიტანა. ახლა კომპანია საცდელ გაშვებებს დაიწყებს, რომლებსაც დამატებითი ფუნქციები ექნებათ მთვარისა და მარსის მისიებისთვის.
Starship-ის სიმაღლე Super Heavy-სთან ერთად 123 მეტრია. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლიერი კოსმოსური რაკეტაა. SpaceX აპირებს Starship-ი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდად აქციოს, რაც კოსმოსური ფრენების ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავს.
SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი ადრე აცხადებდა, რომ 2026 წელს Starship-ი მარსზე გაფრენას შეძლებს, ხოლო NASA ხომალდის პილოტირებული მთვარის მისიებისთვის გამოყენებას გეგმავდა. Starship-ის საცდელი გაშვებები 2023 წლიდან ტარდება.