NASA მაგნიტური ქარიშხლების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს

ნასა

მზემ მოულოდნელად დაიწყო აქტივობის ზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი მზის ქარიშხლები, ელექტრომომარაგების შეფერხება და გლობალური კომუნიკაციების დარღვევა. NASA-ს ინფორმაციით, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ჩვენი მზის სისტემის ვარსკვლავი თანდათან სუსტდებოდა, თუმცა 2008 წელს ეს ტენდენცია მოულოდნელად შეიცვალა და მეცნიერები დღემდე ცდილობენ ახსნან, რატომ მოხდა ეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2008 წლიდან მზის ქარი — დამუხტული ნაწილაკების ნაკადები — გაძლიერდა: გაიზარდა მისი სიჩქარე, სიმკვრივე, ტემპერატურა და მაგნიტური ველის ძალა. მზის აქტივობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი ქარიშხლები, რომლებიც რეგულარულად აღწევენ დედამიწას და იწვევს შეფერხებებს, წერს Daily Mail. 

შესაძლო შედეგები დედამიწისთვის
გეომაგნიტურ ქარიშხლებს შეუძლიათ დააზიანონ ენერგოსისტემები, გამოიწვიონ ელექტროენერგიის გათიშვა, ასევე დაარღვიონ სატელიტებისა და საკომუნიკაციო სისტემების (GPS ჩათვლით) მუშაობა. უფრო ძლიერმა ქარიშხლებმა შეიძლება ჩრდილოეთის ნათება უფრო სამხრეთ რეგიონებშიც კი გახადოს ხილული, თუმცა ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის რისკები საჭიროებს განსაკუთრებულ მონიტორინგს.

ასეთი ქარიშხლების ზუსტი დროის და ძალის წინასწარ დადგენა რთულია.  თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი გახშირდებიან მზის მიმდინარე 11-წლიანი ციკლის პიკზე — 2025–2026 წლებში.

კვლევის წამყვანი ავტორის, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერის ჯეიმი იასინსკის თქმით:
„ყველა ნიშანი მიგვანიშნებდა, რომ მზე შედიოდა ხანგრძლივ დაბალი აქტივობის ფაზაში. ამიტომაც იყო მოულოდნელი, რომ ტენდენცია შეიცვალა. მზე თანდათან იღვიძებს.“ 

მზის აქტივობის შედეგები
აქტივობის ზრდა ნიშნავს მეტ მზის ლაქებს და პოტენციურად საშიშ ნივთიერებათა გამოყოფას მზის ზედაპირიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს მზის გარე ატმოსფეროს — ჰელიოსფეროს — გაფართოება მზის ქარის ზეწოლის მატებასთან ერთად.

დედამიწაზე კი ეს იწვევს ჩვენი დამცავი მაგნიტოსფეროს შემცირებას, რაც უფრო დაუცველს ხდის დედამიწას მზის ნაწილაკების მიმართ. მზის ნაწილაკების ზემოქმედების ზრდა ასევე ზრდის რისკებს ასტრონავტებისთვის, რომლებიც კოსმოსურ მისიებში შეიძლება უფრო მაღალი დოზის რადიაციას შეეჯახონ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

გარდა ამისა, პროცესმა შეიძლება დააზიანოს სატელიტები და კოსმოსური აპარატები, დაარღვიოს საკომუნიკაციო და ნავიგაციის სისტემები, რომლებიც კრიტიკულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მაგალითად, ახლახან ილონ მასკის სატელიტურმა ინტერნეტმა Starlink-მა სერიოზული შეფერხებები განიცადა ძლიერ გეომაგნიტურ ქარიშხალზე. 

მზის აქტივობის ციკლები
NASA-ს გუნდი განმარტავს, რომ მზე გადის 11-წლიან აქტივობის ციკლებს, რომლებიც გამოიხატება მზის ლაქების რაოდენობის ცვლილებით. სუსტი 24-ე ციკლის (2008–2019) შემდეგ მიმდინარე 25-ე ციკლი ბევრად უფრო მაღალი აქტივობით გამოირჩევა.

Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ მზის აქტივობის ეს ზრდა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი 22-წლიან ციკლის ნაწილი. შესაბამისად, მზე თითქოს „ანაზღაურებს“ იმ 20-წლიან შემცირებას და არ შედის მოსალოდნელ მშვიდ ფაზაში.

2008 წლიდან:

მზის ქარის სიჩქარე გაიზარდა 6%-ითსიმკვრივე — 26%-ითტემპერატურა — 29%-ითწნევა — 45%-ითეს კი იწვევს მაგნიტური ქარიშხლების ზრდას და მათ უფრო ძლიერ ურთიერთქმედებას დედამიწის მაგნიტურ ველთან.