ილონ მასკმა ონლაინ-ენციკლოპედია Grokipedia წარადგინა

ილონ მასკმა ონლაინ-ენციკლოპედია Grokipedia წარადგინა

ილონ მასკმა საკუთარი ონლაინ-ენციკლოპედია Grokipedia წარადგინა. ის ამ პროექტს „Wikipedia-ს შემცვლელს“ უწოდებს. პლატფორმა, რომელიც მასკის კომპანია xAI-ის ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, 27 ოქტომბერს ამოქმედდა.

The New York Times-ის ცნობით, Grokipedia Grok-ის ჩატბოტის ბაზაზეა შექმნილი. ამოქმედებისას ვებ-გვერდზე ნეიროქსელის მიერ შექმნილი 885 279 სტატია იყო წარმოდგენილი. შედარებისთვის, Wikipedia-ს ინგლისურ ვერსიაში ამჟამად დაახლოებით 8 მილიონი მასალაა განთავსებული.

Wikipedia-სგან განსხვავებით, სადაც სტატიებს მოხალისეები წერენ და ასწორებენ, Grokipedia-ს მომხმარებლებს ტექსტების უშუალოდ შეცვლა არ შეუძლიათ. ამის ნაცვლად, შეცდომების აღმოჩენის ან კორექტირების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსოს.

მასკის თქმით, Grokipedia „აუცილებელი ნაბიჯია xAI-ს მიზნისთვის, რომელიც სამყაროს გაგებას წარმოადგენს“. მან აღნიშნა, რომ ენციკლოპედიის პირველი ვერსია Wikipedia-ს უკვე სჯობნის, შემდეგი ვერსია კი მასზე 10-ჯერ უკეთესი იქნება.