rati ionatamishvili

პოლიტიკა • 1792508820

ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს - რატი იონათამიშვილი

ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.იონათამიშვილის თქმით, ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.„დღეს ძალიან საინტერესო და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც მან აღნიშნა, რომ წმინდა ვიწრო პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებით რომ ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი როდესაც გყავს ოპოზიციაში, ეს შესაძლოა ელექტორალურად ძალიან მომგებიანიც იყოს ჩვენთვის. ისინი არიან გაშიფრულები, მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია როდესაც გყავს, რა თქმა უნდა, შენ ყოველთვის განაღდებული გაქვს დიდი ანგარიშით გამარჯვება. ამ მხრივ, შესაძლოა საინტერესო არც ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ არა ჩვენი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან, თუ რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა, უსაფრთხოება და დემოკრატია სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს. ამას სჭირდება სწორედ ის, რომ ეროვნული ძალები იყვნენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში“, - აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1791974624

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ფურცელი მომავალი თაობისთვის, რომელიც მცხეთაში, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მცხეთაში განაცხადა.პაპუაშვილმა საზოგადოებას სვეტიცხოვლობა მიულოცა.„ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1 700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ, 1 700 წლის წინ აქ, ამ ადგილას მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა ვეფხისტყაოსანი, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია, რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილენი ვიყავით. ამიტომ. ამ დღეს განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა ის პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1 700 წელი. გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1 800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, მანამ სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული დღე და გისურვოთ, რომ ჭეშმარიტად ჩვენ ეკლესიაში გაერთიანებული ერი, ისევე როგორც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი წმინდა პატრიარქის გაცილებისას, მივიწიოთ წინ და წინ. უფალი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სვეტიცხოველი

საზოგადოება • 1791952547

დღეს სვეტიცხოვლობაა - ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება.ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.დღეს წასაკითხი ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი:ტროპარიმოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.

ლოცვა

საზოგადოება • 1791921988

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ტარდება.ეკლესია ამ დღეს, ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.დღეს წასაკითხი ტროპარ-კონდაკი მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი:ტროპარიმოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.კონდაკიმეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.

მაქსიმოს ხარაკოპულოსი

პოლიტიკა • 1790939813

მაქსიმოს ხარაკოპულოსი: ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ

2022 წელს გამართულ კონფერენციაზე დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა ნაწილის უგულებელყოფა, ვიგრძენით მოვალეობა, აქტიურად ჩავრეულიყავით და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე, – ამის შესახებ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირს აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ.„დღეს ვიმყოფები ულამაზეს ქალაქ თბილისში, ქართველი ერის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გარდამტეხი მოვლენა, რომელმაც წარუშლელი ბეჭედი დაასვა ქართველობის იდენტობას, მათ მდიდარ კულტურასა და ისტორიას. ჭეშმარიტად გვიხარია, რომ ქართული მიწის ყოველ კუთხეში აღმართულია მშვენიერი ტაძრები. ისინი მოწმობენ მათ მკვიდრთა ურყევ რწმენას, რომელიც ვერ გატეხა ვერცერთმა ძალაუფლებამ. ამასთანავე, საბჭოთა ტოტალიტარიტიზმის  განსაცდელიდან საქართველოს ეკლესია გამოვიდა კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული, უფრო დიდი ავტორიტეტით, რათა სამწყსოს მეშვეობით თავისი მოვალეობა შეესრულებინა ნეტარხსენებული პატრიარქის, ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შეუდარებელი მოღვაწეობის წყალობით. ამას დღეს ღირსეულად აგრძელებს მისი მემკვიდრე პატრიარქი, შიო მესამე. საქართველოს ეკლესია განიცდის თავისებურ გაზაფხულს ღვთის სადიდებლად.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპამ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის შესაშურ გარემოს მიაღწია მსოფლიო ისტორიაში. ეს პროცესი ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანებით კიდევ უფრო გაფართოვდა, მიუხედავად ამისა, ევროპული აღმშენებლობა ამავდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც მის პოლიტიკურ იდენტობასაც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია მცდელობა, რომ უგულებელყოფილ იქნეს ქრისტიანობის, როგორც ევროპული ცივილიზაციის მთავარი ბოძის მნიშვნელობა, იგნორირებულ იქნეს ქრისტიანული პრინციპები და ღირებულებები. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპელ მოქალაქეთა უმრავლესობის პოზიციას. ჩვენ მოწმენი ვართ სახიფათო რევიზიონისმისა, რომელიც მიზნების მიღწევის საშუალებად ძალადობას ამკვიდრებს და უგულებელყოფს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისე კატასტროფულ შედეგებს. უპირველეს ყოვლისა, ამას ვხედავთ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა, საქართველოს ასეთი მოქმედებები  თავის უახლოეს წარსულში აქვს განცდილი. პატივს ვცემთ რა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ პრინციპებს, ასევე გვმართებს, ვიშრომოთ საერთაშორისო კანონიერების აღდგენისთვისაც და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ შერიგების, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის ქრისტიანულ პრინციპებს.თბილისში ჩვენი დღევანდელი ყოფნა წარმოადგენს იმ შეხვედრის გაგრძელებას, რომელიც ევროპარლამენტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიუსელში. იქ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ინიციატივით, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებთან, ევროპარლამენტარებთან და რელიგიურ ორგანიზაციებთან გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა სწორედ ეს თემა, ქრისტიანული ღირებულებების როლი თანამედროვე ევროპულ რეალობაში. ეს შეხვედრა ერწყმის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იმ ინიციატივებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში ხორციელდება. ჩვენი გადაწყვეტილების გარდამტეხ წერტილად იქცა 2022 წლის მაისში ჩატარებული კონფერენცია ევროპული მომავლის შესახებ, სადაც დავინახეთ ქრისტიანული ღირებულებების, როგორც ევროპელი ხალხების იდენტობისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილის სრული უგულებელყოფა.  ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ 300-გვერდიან ტექსტში არცერთხელ არ არის ნახსენები ევროპის ქრისტიანული ღირებულებები და მისი ფესვები. ჩვენ ვიგრძენით მოვალეობა, რომ აქტიურად ჩავრეულიყავით საჯარო დისკუსიაში და მიგვეთითებინა ევროპულ ღირებულებათა ჩარჩოში ქრისტიანული ღირებულებების არარსებობაზე.2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნების წინა დღეს, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციების კომისიასთან და ორგანიზაციის, „ერთად ევროპისკენ“ თანამშრომლობით, თესალონიკში ორგანიზება გაუკეთდა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – პოლიტიკა როგორც ყოველდღიურობის ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სივრცე. კონფერენციაში მონაწილეებმა ხელი მოვაწერეთ მიმართვის ტექსტს პოლიტიკური ჯგუფებისადმი, რათა ევროპული განვითარების საძირკველად ქრისტიანული ღირებულებები აღიარონ. ამ ინიციატივამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ევროპის ხალხთა პარტიის კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და ევროპარლამენტის რელიგიის, რწმენისა და ცნობიერების, სინდისის თავისუფლების ინტერჯგუფის გააქტიურებაში, რომლის აღდგენაშიც მართლმადიდებლობის ასამბლეამ წამყვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ამავე მიზნისთვის თანამშრომლობს საპარლამენტთაშორისო კავშირთანაც, ჩვენ ცალმხრივად ვუჭერთ მხარს საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციებსა და მოწოდებებს, რომლებიც მიღებულ იქნა მარაკესა და რომში. ამ ტექსტებით ეროვნულ პარლამენტებსა და მსოფლიოს პარლამენტარებს  მოუწოდებენ, ძალისხმევა მიმართონ საპარლამენტო და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის მშენებლობისაკენ.საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაციების მიზნების განხორციელების ძალისხმევაში ჩვენი ასამბლეის წვლილი აღიარებულია საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. პოლიტიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასეთი ინიციატივის წარმატებით განხორციელებისათვის ყველაზე მომწიფებული სივრცე ევროკავშირი გახლავთ, რომელსაც სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტები და ინსტიტუციური პროცედურები აქვს, რათა ევროკავშირის აღმშენებლობის ცენტრში ქრისტიანული ღირებულებები დააბრუნონ, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მეჩვიდმეტე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღია, რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგის დამკვიდრებას რელიგიებთან და იძლევა საუკეთესო საფუძველს, რომ სული და ხორცი შევასხათ საპარლამენტთაშორისო კავშირის წინადადებებს და საპარლამენტო რელიგიურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1790926304

ირაკლი კობახიძე: თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურება ეპოქალურია, მან დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა, შექმნა ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს

თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება ჭეშმარიტად ეპოქალურია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს.„თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურება კი - ჭეშმარიტად ეპოქალურია. სწორედ მისმა სიყვარულითა და სიბრძნით გამსჭვალულმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში. პატრიარქმა ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მღვდელი

საზოგადოება • 1789675435

ვისთვის არის საჭირო კვეთებულის ლოცვაზე დასწრება - მოძღვრის განმარტება

სოციალურ ქსელში, ხშირად შეგხვდებათ კითხვა „სად შეიძლება დაესწრონ კვეთებულის ლოცვას“. კითხვის ავტორები ფიქრობენ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო მათი ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც სურთ. უჩივიან უენერგიობას, ხშირად მიზეზი პირადულია. სწორედ ამ საკმაოდ დელიკატურ საკითხზე, არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე საუბრობს და ამბობს, რომ კვეთებულის ლოცვებზე დასწრება სჭირდება მხოლოდ მას, ვისაც ეშმაკისგან წართმული აქვს თავისუფალი ნება, ანუ არის შეპყრობილი.შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, მოძღვრის კურთხევის გარეშე? - ბოლო დროს მართლაც ერთგვარ მოდად იქცა კვეთებულის ლოცვაზე დასწრება, კვეთებულის ლოცვების კითხვა. თუ ადამიანი თვითონ მიდის კვეთებულის ლოცვაზე, ეს ნიშნავს, რომ შეპყრობილი არ არის. შეპყრობილობა ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია თავისუფალი ნება, არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ანუ მისი გონება მთლიანად შეპყრობილია ბოროტისგან. მხოლოდ ასეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი კვეთებულის ლოცვა. ზოგიერთი ამბობს, რომ ცუდი აზრები მოსდის, ბედი არ ეხსნება, მატერიალურად უჭირის ან სულიერი პრობლემები აქვს და მიაჩნიათ, რომ ამ მდგომარეობიდან კვეთებულის ლოცვებზე დასწრება გამოიყვანს. ეს არასწორი მიდგომაა. კიდევ ვიმეორებ, კვეთებულის ლოცვა ეკითხება ადამიანს, რომელიც არის შეპყრობილი, თავის თავისუფალ ნებას ვეღარ აკონტროლებს. მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ადამიანს კვეთებულის ლოცვების წაკითხვა. ამისათვის მან უნდა გამოიკვლიოს, არის თუ არა ეს ადამიანი შეპყრობილი. - არის ტაძრები, სადაც კონკრეტულ დღეებში საგანგებოდ აღევლინება კვეთებულის ლოცვები?- იკითხება, მაგრამ ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება. როდესაც პარაკლისები ან წირვა ტარდება ტაძარში, ყველასთვისაა განკუთვილი, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ მსახურებებში, მაგრამ კვეთებულის ლოცვა არის მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.- თვლიან, რომ კვეთებულზე დასწრებას ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს...- კვეთებულს არავითარი ჯადოს საწინააღმდეგო მოქმედება არა აქვს. საერთოდ, ქრისტიანი ჯადოს, ავ თვალსა და მსგავს მოვლენებს არ უნდა აქცევდეს ყურადღებას. ვისაც სწამს, რომ ჯადო გაუკეთეს და ამის გამოა ცუდად, ეს მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი შორსაა ქრისტიანობისგან. ამგვარი დამოკიდებულებით უფალს ვეწინააღმდეგებით. როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანია, უფლის სწამს, მასზე ამყარებს სასოებას და ცხოვრობს ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრებით, ზიანი მიაყენოს ვიღაცის მიერ ჩატარებულმა აბსურდულმა რიტუალებმა, რასაც ჯადოს ეძახიან. მისი მფარველი ხომ უფალია. ე.წ. ჯადო, არაკეთილისმყოფელთა მიერ აღსრულებული რიტუალები, სწორედ მასზე მოქმედებს, ვისაც სარწმუნოება არა აქვს. მორწმუნე ადამიანი ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს.არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე

ანდრეი სიბიგა

მსოფლიო • 1789660680

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.დიპლომატის თქმით, უკრაინა ნამდვილად მზად არის რუსეთთან ენერგეტიკული ზავისთვის. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ კრემლს ამ ინიციატივისადმი ინტერესი ჯერ არ გამოუხატავს.სიბიგამ აღნიშნა, რომ სწორედ აშშ-ის ხელისუფლება შეიძლება გახდეს ის ძალა, რომელიც მოსკოვს სწორი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს.„ჩვენ ვემზადებით პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და მჯერა, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა გახდეს“, - გაუსვა ხაზი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.გარდა ამისა, სიბიგამ განმარტა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ენერგეტიკულ ზავს, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტას.დიპლომატმა კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინას ამ ომის დასრულება სურს.„ჩვენ გვაქვს წინადადებები, გვაქვს ხედვა, თუ როგორ წავიდეთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს მხარდაჭერა და უნდა დავივიწყოთ ნებისმიერი ილუზია რუსეთის კეთილ განზრახვებზე. რუსეთს მხოლოდ ზეწოლის ენა ესმის“, - დასძინა სიბიგამ.

იოანე ნათლისმცემელი

საზოგადოება • 1789070415

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მონანიებისაკენ მოუწოდებდა. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.ძველი ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას და მისის ქალიშვილის, სალომეას საამებლად, იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა, რადგან ნათლისმცემელმა ამხილა იგი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“.იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ.ტროპარი„ხსენებაი მართლისი ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი უფლისაი, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყველთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და, ამისათვისცა სულისა ეგთჳს წმიდისა მიერ გამოჩინებულსა, ვნებულსა სისხლითა შენითა, გიხაროდენ, წინამორბედო, მეოხ-ჰყავ უფლისა მიერ შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს“.კონდაკი„წინამორბედისა დიდებულსა თავისკვეთასა, საიდუმლონი სარგებელისანი ისმინნედ ყოველთა, რამეთუ ჰეროდიაშმა უსჯულომან ითხოვა ნათცემი, და არა ცხოვრება მოიხვეჭა, არცა სჯული ღვთისაი, არამედ ცრუგულებაი მფლობელისა ჰეროდეს თანა“.

სიბერე

საზოგადოება • 1788633541

მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა - რას ამბობენ მეცნიერები

ალბათ, ბევრ ადამიანს სურს იცოცხლოს მაქსიმალურად დიდხანს, რის გამოც ასეთი პოპულარულია სხვადასხვა კვლევა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ადამიანს 150 წელს მიაღწიოს, მით უმეტეს, რომ მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია ასწლოვან ადამიანებზე. ზოგიერთი მათგანი იმ საიდუმლოსაც კი უზიარებს საზოგადოებას, თუ როგორ მიაღწიოს 100 წელს და რაში მდგომარეობს „მარადიული“ სიცოცხლის საიდუმლო.რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა მაქსიმუმ — რას ამბობენ მეცნიერები?გამოცემა New Scientist-ის ავტორებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, მაქსიმუმ რამდენ წელს შეუძლია იცოცხლოს ადამიანმა და რამდენიმე წლის წინ დაწერეს სტატია ჟანა კალმანზე, რომელიც დღემდე რჩება სიცოცხლის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდის მფლობელად. ქალი 1875 წელს დაიბადა და 1997 წელს, ოფიციალური ვერსიით, 122 წლისა და 164 დღის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, ზოგიერთი სკეპტიკოსი მიიჩნევს, რომ ჟანას ოჯახმა თაღლითობას მიმართა და ხანდაზმული ქალის ნაცვლად მისი ქალიშვილი ივონი გაასაღა, რომელმაც დედის პიროვნება მიითვისა,  სინამდვილეში კი ჟანა 1934 წელს გარდაიცვალა. სხვადასხვა ვერსიის მიუხედავად, ჟანა კალმანი მაინც რჩება სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდსმენად იმ პირობით, თუ ის მართლაც ასეთ პატივსაცემ ასაკში გარდაიცვალა და არანაირი სიყალბე არ ყოფილა.მიუხედავად ამისა, მეცნიერები მაინც სვამენ კითხვას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ და მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა 200 წლამდე იცოცხლო. აქ უამრავი ეჭვი ჩნდება, რადგან კალმანის გარდა ასეთ ასაკს არავის მიუღწევია და მისი შემთხვევა ჭეშმარიტად გამონაკლისია. სიცოცხლის ხანგრძლივობით მეორე ადამიანი გახდა კანე ტანაკა, რომელმაც 119 წელი და 107 დღე იცოცხლა, ხოლო დღეისათვის, მეცნიერთა დათვლებით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს 117 წელი შეუსრულდა.თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე უნიკალური შემთხვევის გამოკლებით, მეცნიერები მიდრეკილნი არიან იფიქრონ, რომ არსებობს ბუნებრივი ზღვარი იმისა, თუ მაქსიმუმ რამდენი წელი შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა. მის დასადგენად ორი მიდგომის გამოყენებაა შესაძლებელი:დადასტურებული ასწლოვნების შესახებ დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა;კომპიუტერული მოდელირების გამოყენება.მეცნიერებმა, რომლებიც პირველ მეთოდს იყენებდნენ, გამოაქვეყნეს ანალიტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ადამიანის მაქსიმალური ასაკი დაახლოებით 115 წელს შეადგენს, 125 წლამდე მიღწევის შესაძლებლობის გამოურიცხავად. სხვა კვლევაში კი სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კალმანის რეკორდი ძალიან მალე მოიხსნება.კომპიუტერული მოდელირების გამოყენებისას მეცნიერები აანალიზებენ 85 წლისა და უფროსი ასაკის მოზრდილებში ერითროციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობის მოკლევადიან რყევებს. ამ რყევებს სპეციალისტები გარდაქმნიან ტერმინალური ასაკობრივი დაავადებებისადმი ორგანიზმის გამძლეობის მაჩვენებლად. როდესაც ეს გამძლეობა ქრება, დგება გარდამტეხი წერტილი. მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ეტაპი შეიძლება განსხვავდებოდეს თავად ადამიანის მიხედვით, თუმცა ჩვეულებრივ 120 წლის ასაკში დგება. ყველაზე გამძლე ადამიანებისთვის ზედა ზღვარი ოდნავ მაღალია განსაზღვრული — 150 წელი.თუმცა, გამოცემა New Scientist-ის ავტორების აზრით, ასეთი კვლევები არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფაქტორს — მედიცინის მომავალ მიღწევებს. მაგალითად, 1920-იან წლებში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ 105 წელზე დიდხანს სიცოცხლე შეუძლებელი იყო, თუმცა საუკუნის განმავლობაში მედიცინის, კვებისა და სანიტარიული პირობების გაუმჯობესებასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც ხელი შეუწყო ხანგრძლივობის რეკორდების დამყარებას.მეცნიერთა გუნდმა ჩაატარა გონებრივი ექსპერიმენტი — მათ წარმოიდგინეს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება დაბერების ყველა თეორიულად განკურნებადი მიზეზის აღმოფხვრა. ერთადერთ განუკურნებელ მიზეზად დარჩება ჩვენს უჯრედებში დნმ-ის დაზიანება, რომელიც დაბერებასთან ერთად გარდაუვალი იქნება. ასეთ სცენარში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი 194 წლამდე გაიზარდა.

სიზმარი

რჩევები • 1788191160

უჩვეულო პრაქტიკა შეყვარებულებს შორის კავშირის გასაძლიერებლად - სპეციალისტის რჩევები

ყველა გოგონას სიამოვნებს საყვარელი ადამიანის ნათქვამი: „დამესიზმრე“. ბევრისთვის ეს სიახლოვის განსაკუთრებულ ნიშანია, თითქოს სიზმარშიც კი ადამიანები ერთმანეთთან ახლოს რჩებიან. უძველესი დროიდან სიზმრებს იდუმალი მნიშვნელობა ენიჭებოდა: ითვლებოდა, რომ მათი მეშვეობით შეიძლებოდა მინიშნებების მიღება, ვინმეს განწყობის შეგრძნება ან გონებრივად დაახლოება ძვირფას ადამიანთან. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მეცნიერულად დაამტკიცო, რომ ერთ ადამიანს შეუძლია სრულად აკონტროლოს მეორის სიზმრები. თუმცა, არსებობს სხვადასხვა სულიერი პრაქტიკა, რომელიც ეხმარება ადამიანს სწორ ტალღაზე მორგებაში, საკუთარ გრძნობებზე ფოკუსირებასა და პარტნიორთან განსაკუთრებული ემოციური კავშირის შექმნაში. პარტნიორის სიზმრებში გამოჩენის სურვილი მხოლოდ რომანტიკას არ ეხება. ხშირად ეს გამომდინარეობს სურვილიდან, ვიგრძნოთ ერთიანობა, დავარწმუნოთ პარტნიორი მის ძლიერ გრძნობებში, ან უბრალოდ შეახსენოთ მას თქვენი ყოფნა, თუნდაც შორიდან.დაძინებამდე ჩვენი გონება უფრო მშვიდი ხდება, ჩვენი ფიქრები ნელდება და ემოციები, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერი იყო დღის განმავლობაში, შეიძლება უფრო ნათლად გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ ბევრი პრაქტიკოსი გვირჩევს საღამოს გამოყენებას სასურველ სურათზე კონცენტრირებისთვის.მეთოდი 1: წყლის საშუალებით ჰარმონიის დამყარებაწყალი დიდი ხანია ენერგიის, განწმენდისა და ემოციური კავშირის სიმბოლოდ ითვლება. სხვადასხვა ტრადიცია მას მიაწერს ინფორმაციის შენახვისა და ადამიანის განზრახვების გადმოცემის უნარს.ამ მეთოდის მოსინჯვისთვის, ძილის წინ დაასხით ერთი ჭიქა სუფთა წყალი და რამდენიმე წუთი მშვიდად გაატარეთ თქვენს საყვარელ ადამიანზე ფიქრში. შეგიძლიათ გონებაში წარმოიდგინოთ თქვენი შეხვედრა, სასიამოვნო საუბარი ან ერთად გატარებული ბედნიერი მომენტი.შემდეგ ნელა დალიეთ წყალი, განაგრძეთ თქვენი მეორე ნახევრის იმიჯის შენარჩუნება გონებაში. ამის შემდეგ, სასურველია დაუყოვნებლივ დაწვეთ დასაძინებლად, ტელეფონით ან სხვა აქტივობებით ყურადღების გაფანტვის გარეშე.ეს პრაქტიკა შეიძლება გახდეს ერთგვარი საღამოს რიტუალი, რომელიც დაგეხმარებათ მოდუნებაში და საყვარელი ადამიანის თბილ ფიქრებზე ჰარმონიაში.მეთოდი 2: ვიზუალიზაციის ძალაქვეცნობიერთან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზა სასურველი სიტუაციის ნათლად წარმოდგენაა. ფსიქოლოგები ასეთ ტექნიკას ვიზუალიზაციას უწოდებენ: ადამიანი ქმნის გონებრივ გამოსახულებას და მასზე კონცენტრირდება.დაძინებამდე შეგიძლიათ კომფორტულად მოკალათდეთ საწოლში, დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე ოცნებობს. მნიშვნელოვანია დეტალების გათვალისწინება: სად ხართ, რა ემოციებს განიცდით, რაზე საუბრობთ.მთავარი წესია, ეს შედეგის დაძაბულ მოლოდინში არ გადაიზარდოს. რაც უფრო მშვიდია თქვენი მდგომარეობა, მით უფრო ადვილია სასიამოვნო ფიქრებში ჩაძირვა და მოდუნება.ეს პრაქტიკა სასარგებლოა მაშინაც კი, თუ თქვენი პარტნიორი თქვენზე ოცნებობს. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ საკუთარი გრძნობები და ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ურთიერთობაზე.მეთოდი 3: ჯადოსნური სიტყვები ძილის წინზოგიერთი ადამიანი სიტყვების ძალის სჯერა და ძილის წინ მოკლე აფირმაციებს იყენებს. ეს მეთოდი მედიტაციის მსგავსია: გარკვეული სიტყვების გამეორება დაგეხმარებათ ფოკუსირებაში და შფოთვითი ფიქრებისგან გათავისუფლებაში.დაძინებამდე შეეცადეთ მოდუნდეთ და თქვით:„ღამით ვლაპარაკობ, ღამით მოვდივარ, მინდა შენს სიზმარში ვიყო“.შეგიძლიათ ეს ფრაზა სამჯერ გაიმეოროთ და შემდეგ წარმოიდგინოთ თბილი შეხვედრა თქვენს საყვარელ ადამიანთან. ამის შემდეგ, უმჯობესია დაივიწყოთ ყოველდღიური საზრუნავი და მშვიდად დაიძინოთ.რა არის მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ამ პრაქტიკის დაწყებამდეთუ გადაწყვეტთ ამ მეთოდების მოსინჯვას, ღირს რამდენიმე მარტივი წესის დამახსოვრება:საუკეთესოა პრაქტიკის შესრულება კარგ ხასიათზე, შფოთვის ან ძლიერი მოლოდინების გარეშე;მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ყურადღება გაამახვილოთ ადამიანთან დაკავშირებულ სასიამოვნო ემოციებზე;არ აღიქვათ ეს, როგორც სხვა ადამიანის კონტროლის საშუალება;მშვიდი ძილი და შინაგანი წონასწორობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად შედეგი.ზოგჯერ ინტიმურობის ყველაზე ძლიერი გრძნობები წარმოიქმნება არა უჩვეულო რიტუალებიდან, არამედ ერთმანეთის ნამდვილი გრძნობებიდან, ზრუნვიდან და თბილი მოგონებებიდან.მართლა შესაძლებელია სხვის სიზმარში შესვლა?მეცნიერული თვალსაზრისით, ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს სხვა ადამიანის სიზმრები. თუმცა, საყვარელ ადამიანებს შორის ემოციური კავშირი არსებობს: ჩვენ ხშირად გვახსოვს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ვხედავთ ნაცნობ სახეებს სიზმარში და განვიცდით ძლიერ ემოციებთან დაკავშირებულ მოვლენებს.ამიტომ, საღამოს პრაქტიკები შეიძლება აღვიქვათ არა გავლენის მაგიურ მეთოდად, არამედ სიყვარულის ლამაზ სიმბოლოდ და უფრო ახლოს ყოფნის სურვილად. ზოგჯერ, სწორედ ეს პატარა პირადი ტრადიციებია, რაც ურთიერთობებს უფრო ნაზს და რომანტიკულს ხდის.შესაძლოა, ერთ დილით თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ჭეშმარიტად თქვას: „მე შენ დამესიზმრე“. და თუ არა, თავად დასაძინებლად მომზადების აქტი დაგეხმარებათ იგრძნოთ მეტი სიმშვიდე, სითბო და მადლიერება თქვენი ურთიერთობის მიმართ.

ფერისცვალება

საზოგადოება • 1787115660

ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).ნახეთ, ლოცვა, რომელიც მორწმუნეებმა ამ დღეს უნდა წაიკითხონ:ტროპარი:მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.კონდაკი:მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

✕