მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1779635647

დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური… - მაიკო ონაშვილის ემოციური ინტერვიუ ძმაზე

მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, ჟურნალ„სარკესთან“ ემოციურად საუბრობს ძმასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე და იმ მძიმე ტკივილზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.როგორც მაიკო ონაშვილი იხსენებს, მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული და სიახლოვე ბავშვობიდანვე არსებობდა.„მამუკა ჩემ მიმართ ბავშვობიდანვე ძალიან შეყვარებული ძმა იყო. ერთი კანფეტი რომ ჰქონოდა, იმასაც მე მომცემდა. ასეთი სიყვარული ბოლომდე გამოგვყვა,“- ამბობს ის.მისივე თქმით, ისინი ოჯახში სიყვარულსა და სითბოში იზრდებოდნენ და მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდნენ.- ალბათ მოფერებით მეტსახელებსაც გეძახდათ.- კი, უამრავ სახელს. ხუმრობით კუკურისაც კი მეძახდა. მეც, მამუკასაც და მთელ ჩვენს ოჯახს ცხოველები ძალიან გვიყვარს. მამუკა ცხოველებზე გიჟდებოდა.  პანდემია რომ იყო, აგარაკზე ბევრი უპატრონო ცხოველი შევიფარეთ.ერთ ამბავს მოგიყვებით: მამუკას ორმოცი არ იყო გასული, სახლში ვიყავით და დედას ვუთხარი, ახლა პატარა კნუტი რომ გვყავდეს, გულს გადავაყოლებდით-მეთქი. თუ დამიჯერებთ, ზუსტად 10 წუთში ჩვენი სახლის ღია ფანჯრიდან შემომესმა კნუტის ტირილი. გავიხედე და დავინახე მიტოვებული კნუტი, რომელიც საცოდავად კნაოდა. სახლში შემოვიყვანე და კუკური დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური…სულ ვხუმრობდით. დილით მოვიდუღებდით ყავას, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით. ძალიან მაკლია…მომღერლის და განსაკუთრებული ემოციით იხსენებს 2022 წლის 1 აგვისტოსაც - დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 55 წლის მამუკა ონაშვილი მძიმე ავტოავარიაში მოყვა.„დილით მეგობარი მოვიდა და მითხრა, მამუკა ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალიაო. მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, თუმცა საავადმყოფოში რომ მივედი...“- იხსენებს მაიკო ონაშვილი.

გოგა მესხი

ტაბლოიდი 1770732060

VIDEO: „ეძღვნება მამუკა ონაშვილის ხსოვნას“ - გოგა მესხმა ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო

გოგა მესხმა, რომელიც მაყურებელმა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო და  შეიყვარა, ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო, რაც მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.ემოციური, ნოსტალგიური და გულიდან წამოსული ქართული სიმღერა აერთიანებს პოეზიას, მუსიკას და კინემატოგრაფიულ ხედვას.🎬 ვიდეოკლიპი გადაღებულია თანამედროვე ვიზუალურისტილით და ღრმა ემოციური ატმოსფეროთი.🎶 სიმღერა – სოსო ებრალიძე✍️ ტექსტი – ვახტანგ გოგოლაშვილი🎼 ვერსია – მამუკა ონაშვილი„🖤🕊 ეძღვნება მამუკა ონაშვილის ხსოვნას“, - წერს გოგა მესხი

mamuka onashvili

ტაბლოიდი 1719087945

„რა ბედნიერი ვყოფილვარ“ – რა ფოტოს აქვეყნებს მამუკა ონაშვილის და

მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაია ონაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.და-ძმის ერთობლივ მხიარულ ფოტოს მაია ონაშვილი ემოციურ ტექსტს ურთავს:„რა ბედნიერი ვყოფილვარ“, – წერს მაია ონაშვილი.

მამუკა ონაშვილი

ტაბლოიდი 1717244192

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1690838437

„ჩემთვის შოკი იყო... მთელი ღამე ვლოცულობდი, არ მჯერა, რომ აღარ არის...“ - მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა

ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა.2022 წლის 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.,,წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობდი, გადარჩებოდა...ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით....მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს, გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა...", - ამბობდა მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე ,,პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.ნახეთ, ირინა ჩიხლაძის ინტერვიუ სრულად, რომელიც ,,პრაიმტაიმმა" გასულ წელს ჩაწერა.მამუკა ონაშვილი და ირინე ჩიხლაძე - ,,ფოთოლცვენა"

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1690532520

„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

„ჩვენი შოუს“ ერთ-ერთი გადაცემა მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მეგობრები ყველასთვის საყვარელი მომღერლის, აქამდე უცნობ ამბებს იხსენებენ.ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი გულის წასვლას სცენაზე და ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთა, რომ კონცერტის მონაწილეებს ექსპრონტად დადგმული ახალი წარმოდგენა ეგონათ.„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი.ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი. ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა... არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო...“ - იხსენებს მსახიობი.ასევე დაგაინტერესებთ:„ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებსVIDEO: „პირველად ვნახე თუ როგორ ასრულებს „არწივის ცეკვას“ სიამაყით ქართველი ქალი! - ნანუკამ თურქი მაყურებელი აღაფრთოვანა„ეს წესები დახრჩობისგან გადაგარჩენთ“ - რა უნდა იცოდეთ მდინარეში და ტბაში ცურვისას

მამუკა ონაშვილის ძმიშვილი

ტაბლოიდი 1687173840

VIDEO: მამუკა ონაშვილის ძმისშვილი კიდევ ერთხელ ამღერდა

მამუკა ონაშვილის და, მაიკო აქვეყნებს თავისი ქალიშვილის, ანა უსტიაშვილის შესრულებას.„მადლობელი ვარ“ ანა უსტიაშვილმა რატი მეზვრიშვილის აკომპანემენტით ოჯახურ წრეში შეასრულა.„სუპერ გოგო გყავთ“, წერენ კომენტარებში. ასევე ნახეთ:👉 „როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო…“ - 3 წელი შაქარას მკვლელობიდან და მეგობრის გახსენება👉 „... ასეთი ორშაბათი გვაქვს დღეს, რომელიც სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდება!“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება👉 VIDEO: კრიმინალური გარჩევა ძმებს შორის - ბათუმში მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი და დაკავებული 8 პირი👉 როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მამუკა ონაშვილი და ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე

საზოგადოება 1685626132

„ჩემთვის შოკი იყო... არ მჯერა, რომ აღარ არის“ - მამუკა ონაშვილს ყოფილი მეუღლე იხსენებს

მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარი იქნებოდა. სამწუხაროდ, მომღერალი 55 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, გზისპირზე მდგარს ავტომობილი დაეჯახა. ორი დღე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.მომღერალს დაბადების დღეს დისშვილი, თეონა უსტიაშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს და ძველ კადრებს გვიზიარებს.წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მომღერალმა ირინა ჩიხლაძემ, რომელთანაც გულახდილი ინტერვიუ ჩავწერეთ.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:„ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით.საერთოდ, ვერიდები ჩვენ პირად ურთიერთობაზე საუბარს, ეს არა მარტო ჩემი, არამედ, მამუკას სურვილიც იყო.- როდის ნახეთ ბოლოს მამუკა?რამდენჯერმე ვნახე ბოლო ხანებში, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ გქონია. კოვიდამდე რამდენიმე დღით ადრე. ისე დავშორდით, არ გვიჩხუბია და აქედან გამომდინარე, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა.- სიმღერა „ფოთოლცვენა“(კომპ. ნ. ერგემლიძე), რომელიც ერთად ჩაწერეთ, დღემდე აქტუალურია...სამწუხაროდ, მხოლოდ, ეს ერთი სიმღერა გაქვს ერთად ჩაწერილი. პროფესიით მომღერალი ვარ, ადრე აზერბაიჯანში, ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, ახლა აქ რესტორან „მეტეხის ჩრდილში“.- ერთადერთი მეუღლე ბრძანდებოდით?როგორც ვიცი, ცოლად არავინ შეურთავს, ადრე ჭორები გავრცელდა ერთ-ერთ ქალბატონზე და რომ ვკითხე არ დამიდასტურა.- რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს - გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო მარტო! არც არასდროს ვყოფილვარ მარტო, მაგრამ გადავწყვიტე შევქმნა ოჯახი!“...არ ვიცი, არ გამიგია, სოციალურ ქსელშიც კი არ გვქონდა კონტაქტი. რაც შემიძლია გითხრათ, ნამდვილად კარგი ადამიანი იყო. წაიკითხეთ სრულად

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1685619400

„ნასვამი ვარ, მომაკითხე, საჭესთან არ მინდა დაჯდომაო...“ - რას იხსენებს მამუკა ონაშვილის დისშვილი

მომღერალი მამუკა ონაშვილი 56 წლის გახდებოდა. დღეს დაწერილ უამრავ პოსტს შორის ერთ-ერთი მის დის შვილს, თეონა უსტიაშვილს ეკუთვნის. ის ბიძასთან გატარებულ ერთ დღეს იხსენებს.„ნასვამი ვარ, მომაკითხე, საჭესთან არ მინდა დაჯდომაო. მივაკითხე. მალოდინა, გაუგრძელდა ქეიფი... ხო და თუ არ მორჩები მალე, იცოდე, ვიცეკვებ მეთქი. იმდენი იცინა. მიესალმეთ, ჩემი პირადი მძღოლი და დაცვა ცეკვავსო. უამრავი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა“ - წერს თეონა ისტიაშვილი.ნახეთ კადრები ↓

ჩუმი კიბო

ტექნოლოგიები 1685600109

„ჩუმი“ კიბოს მოულოდნელი სიმპტომი - ეს უნდა იცოდეთ

მუცლის მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით წერს."მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს", - განმარტეს ექსპერტებმა.ამასთან, მედიკოსების თქმით, დროდადრო მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.ექიმებმა აღნიშნეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად "ჩუმ დაავადებას" უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.ასევე დაგაინტერესებთ:👉 VIDEO: როგორ შეხვდა ნუცა ბუზალაძეს დედა აეროპორტში - კადრები ადგილიდან👉 VIDEO: მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარი იქნებოდა - მომღერლის დისშვილი ემოციურ, უცნობ ვიდეოს აქვეყნებს👉 ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც თვეების სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, სრულად განკურნეს

მამუკა ონაშვილი

ტაბლოიდი 1685595595

VIDEO: მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარი იქნებოდა - მომღერლის დისშვილი ემოციურ, უცნობ ვიდეოს აქვეყნებს

მამუკა ონაშვილი დღეს იუბილარი იქნებოდა. მომღერალს დაბადების დღეს დისშვილი, თეონა უსტიაშვილი სოციალურ ქსელში ულოცავს და ძველ კადრებს გვიზიარებს.„დაბადების დღეს გილოცავ, იქ სადაც ხარ…დაუჯერებელია, პირველი დაბადების დღე უშენოდ”, – წერს თეონა უსტიაშვილი.

ბენდი

საზოგადოება 1682750633

VIDEO: „ონა, როგორც დაგპირდი...“ -  „ღამის შოუს ბენდმა“ მამუკა ონაშვილის სიმღერა შეასრულეს

გელა გნოლიძემ და „ღამის შოუს ბენდმა“ მორიგი ნამუშევარი წარმოგვიდგინეს.ამჯერად, მათ მამუკა ონაშვილის სიმღერა „ოცნების დღე“ შეასრულეს.მათ სიმღერა მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.„ონა. როგორც დაგპირდი. გვენატრები!“ – წერს გელა გნოლიძე სოციალურ ქსელში.