მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1779635647

დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური… - მაიკო ონაშვილის ემოციური ინტერვიუ ძმაზე

მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, ჟურნალ„სარკესთან“ ემოციურად საუბრობს ძმასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე და იმ მძიმე ტკივილზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.როგორც მაიკო ონაშვილი იხსენებს, მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული და სიახლოვე ბავშვობიდანვე არსებობდა.„მამუკა ჩემ მიმართ ბავშვობიდანვე ძალიან შეყვარებული ძმა იყო. ერთი კანფეტი რომ ჰქონოდა, იმასაც მე მომცემდა. ასეთი სიყვარული ბოლომდე გამოგვყვა,“- ამბობს ის.მისივე თქმით, ისინი ოჯახში სიყვარულსა და სითბოში იზრდებოდნენ და მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობდნენ.- ალბათ მოფერებით მეტსახელებსაც გეძახდათ.- კი, უამრავ სახელს. ხუმრობით კუკურისაც კი მეძახდა. მეც, მამუკასაც და მთელ ჩვენს ოჯახს ცხოველები ძალიან გვიყვარს. მამუკა ცხოველებზე გიჟდებოდა.  პანდემია რომ იყო, აგარაკზე ბევრი უპატრონო ცხოველი შევიფარეთ.ერთ ამბავს მოგიყვებით: მამუკას ორმოცი არ იყო გასული, სახლში ვიყავით და დედას ვუთხარი, ახლა პატარა კნუტი რომ გვყავდეს, გულს გადავაყოლებდით-მეთქი. თუ დამიჯერებთ, ზუსტად 10 წუთში ჩვენი სახლის ღია ფანჯრიდან შემომესმა კნუტის ტირილი. გავიხედე და დავინახე მიტოვებული კნუტი, რომელიც საცოდავად კნაოდა. სახლში შემოვიყვანე და კუკური დავარქვი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მამუკას გამოგზავნიილი კნუტი, რომელსაც ჰქვია კუკური…სულ ვხუმრობდით. დილით მოვიდუღებდით ყავას, დავსხდებოდით და ვსაუბრობდით. ძალიან მაკლია…მომღერლის და განსაკუთრებული ემოციით იხსენებს 2022 წლის 1 აგვისტოსაც - დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 55 წლის მამუკა ონაშვილი მძიმე ავტოავარიაში მოყვა.„დილით მეგობარი მოვიდა და მითხრა, მამუკა ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალიაო. მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, თუმცა საავადმყოფოში რომ მივედი...“- იხსენებს მაიკო ონაშვილი.

გოგა მესხი

ტაბლოიდი 1770732060

VIDEO: „ეძღვნება მამუკა ონაშვილის ხსოვნას“ - გოგა მესხმა ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო

გოგა მესხმა, რომელიც მაყურებელმა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო და  შეიყვარა, ახალი ვიდეოკლიპი გადაიღო, რაც მომღერალ მამუკა ონაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.ემოციური, ნოსტალგიური და გულიდან წამოსული ქართული სიმღერა აერთიანებს პოეზიას, მუსიკას და კინემატოგრაფიულ ხედვას.🎬 ვიდეოკლიპი გადაღებულია თანამედროვე ვიზუალურისტილით და ღრმა ემოციური ატმოსფეროთი.🎶 სიმღერა – სოსო ებრალიძე✍️ ტექსტი – ვახტანგ გოგოლაშვილი🎼 ვერსია – მამუკა ონაშვილი„🖤🕊 ეძღვნება მამუკა ონაშვილის ხსოვნას“, - წერს გოგა მესხი

mamuka onashvili

ტაბლოიდი 1719087945

„რა ბედნიერი ვყოფილვარ“ – რა ფოტოს აქვეყნებს მამუკა ონაშვილის და

მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაია ონაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.და-ძმის ერთობლივ მხიარულ ფოტოს მაია ონაშვილი ემოციურ ტექსტს ურთავს:„რა ბედნიერი ვყოფილვარ“, – წერს მაია ონაშვილი.

მამუკა ონაშვილი

ტაბლოიდი 1717244192

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ლია კაპანაძე

საზოგადოება 1710507360

„ორსული მიმატოვა, მაშინ 35 მანეთი მქონდა ხელფასი... მას კი ერთ-ერთი მოცეკვავე შერთეს ცოლად" - ლია კაპანაძე ცნობილ რეჟისორთან ურთიერთობაზე

მსახიობი ლია კაპანაძე თავისი სიყვარულის ისტორიას გადაცემაში “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბი“ იხსენებს და  რეჟისორ გია მატარაძესთან  გატარებულ პერიოდზე საუბრობს.მსახიობის თქმით, საყვარელ ადამიანს ორსული დააშორეს და ქორწინება სხვა ქალთან აიძულეს.ასევე ნახეთ:„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო...“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზეVIDEO:„ძალიან ცუდად რომ იყო და მივიდოდი, გამოსძახებდა ხოლმე, აჭამეთო…“ - მაკა მახარაძე სოფიკო ჭიაურელთან ურთიერთობას იხსენებს

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1710490920

„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო...“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე

გადაცემაში „ჩვენი შოუ“  ნინაკა გელაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ გადაარჩინა მამუკამ არტისტი სცენაზე გულის წასვლისგან.„ქალი მეგობარი არ მყოლია ისეთი ერთგული, როგორიც მამუკა იყო. არ გამოეპარებოდა არცერთი დეტალი.ერთხელ კონცერტზე, სიმღერის დასრულებისას, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი. ისე მოხდა, რომ კიბის დეკორაციის საფეხურამდეც მისვლას ვერ ვასწრებდი, რომ დავმჯდარიყავი.ეს მამუკამ შეამჩნია, გამოვიდა და დამიწყო დამშვიდება, თან სულ მიბერავდა… არ იდარდოო, აღარ იცეკვო, არც მე ვიცეკვებ, ხელში აგიყვან და ისე გაგიყვან სცენიდანო. მაშინ კულისებში იყო მზია კვირიკაშვილი და სიცილით კვდებოდა, ამათ ახალი დადგმა მოუფიქრებიათო…“ – იხსენებს მსახიობი.ასევე ნახეთ:VIDEO:„ძალიან ცუდად რომ იყო და მივიდოდი, გამოსძახებდა ხოლმე, აჭამეთო…“ - მაკა მახარაძე სოფიკო ჭიაურელთან ურთიერთობას იხსენებს„ვიცი, ცოტა დაუჯერებელი ამბავია, თუმცა სიმართლეა... ის „ფერფლისგან აღდგა“ – რას წერ გიორგი კალანდია

სნუპ დოგი

მსოფლიო 1690868999

სნუპ დოგმა 93 წლის ქალს, რომელსაც დეველოპერები მიწას ართმევდნენ, 10 000 დოლარი გადაურიცხა

სნუპ დოგმა 93 წლის ქალს, რომელსაც დეველოპერები მიწას ართმევდნენ, 10 000$ გადაურიცხა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.51 წლის ამერიკელი რეპერი და მსახიობი 93 წლის ქალის დახმარებას ცდილობს, რომელიც, მისი თქმით, საკუთარ "დედას და ბებიას აგონებს".ჯოზეფინ ვრაითს დეველოპერი უჩივის და ამტკიცებს, რომ ქალის სატელიტური თეფში, ფარდული და ვერანდა მის დაგეგმილ მშენებლობას აფერხებს. სამხრეთ კაროლინაში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთი სამამულო ომის დროიდან ქალის ოჯახის საკუთრებაა. ქალი დეველოპერს დაშინებასა და შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მას მიწის გაყიდვას აიძულებენ.ასევე ნახეთ:მარიამი კარგადაა! დიდი მადლობა ყველას... რთული დღეები გადვიტანეთ - სასიხარულო ინფორმაცია 18 წლის გოგოზე„...მაშინ ფაქტობრივად, ყველასთვის მოვკვდი, ბიძაჩემი მეუბნებოდა, სახლში აღარ შემოგიშვებო“ - რას ჰყვება მერიემი„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

მამუკა ონაშვილი

საზოგადოება 1690838437

„ჩემთვის შოკი იყო... მთელი ღამე ვლოცულობდი, არ მჯერა, რომ აღარ არის...“ - მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა

ყველასათვის საყვარელი მომღერლის, მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან წელიწადი გავიდა.2022 წლის 30 ივლისის საბედისწერო ღამეს, მამუკა ონაშვილი ავტოავარიაში მოყვა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა.,,წარმოუდგენელი რამ მოხდა, არ მჯერა, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ვფიქრობდი, გადარჩებოდა...ის იყო უსაყვარლესი ადამიანი, განსაკუთრებით მეგობრებისთვის. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, რამდენჯერ ღამის 3 საათზე გავარდნილა. გვერდში მდგომი, კეთილი, საოცარი იუმორით....მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, არ მჯერა, რომ მამუკა აღარ არის. მთელი ღამე ვლოცულობდი, მითხრეს, გადარჩება და გამოვა მდგომარეობიდანო, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა...", - ამბობდა მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე ,,პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.ნახეთ, ირინა ჩიხლაძის ინტერვიუ სრულად, რომელიც ,,პრაიმტაიმმა" გასულ წელს ჩაწერა.მამუკა ონაშვილი და ირინე ჩიხლაძე - ,,ფოთოლცვენა"

კანიე უესტი

შოუბიზნესი 1690809600

Twitter-მა კანიე უესტის ანგარიში აღადგინა

კანიე უესტის ანგარიში Twitter-ზე აღდგენილია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.გაზეთში აღნიშნულია, რომ Twitter-მა უესტისგან მიიღო დაპირება, რომ ის არ გამოიყენებს პლატფორმას ანტისემიტური და სხვა მტრული პუბლიკაციების გასავრცელებლად.ამასთან, რეპერი ანგარიშზე გამოქვეყნებული კონტენტის მონეტიზაციას ვერ შეძლებს, მის პოსტებთან კი რეკლამა არ გამოჩნდება. ანგარიშის აღდგენის შემდეგ უესტს ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია. Twitter -ზე მას 31,6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.უესტის ანგარიში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ძალადობისკენ მოწოდებების გამო დაიბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეპერმა რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რომლებშიც დავითის ვარსკვლავში სვასტიკის გამოსახულება გამოიყენა.ოქტომბრის დასაწყისში კი უესტის ანგარიშს დროებითი შეზღუდვა დაუწესეს ანტისემიტური ტვიტების გამო. რეპერს ანგარიშზე წვდომა მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც Twitter-ი ილონ მასკმა შეიძინა.ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

ძილი

საზოგადოება 1690804680

რატომ იღვიძებს ზოგი ადამიანი ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს

თუ ღამის 3-4 საათზე ხშირად გეღვიძებათ და ფიქრების კორიანტელს თავს ვერ აღწევთ, მარტონი ნამდვილად არ ხართ. ეს ფენომენი ადამიანებში საკმაოდ გავრცელებულია, რაც პანდემიამ მეტად გაამწვავა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.სანამ ამის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ღამის განმავლობაში ისედაც ბევრჯერ ვიღვიძებთ, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, რადგან ამ დროს მსუბუქი ძილის ფაზაში ვართ. ამის მიუხედავად, ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, არ გვამახსოვრდება.სხვანაირადაა საქმე, როცა რაიმე სტრესს განვიცდით. ეს უფრო მეტად გვაფხიზლებს და შუაღამისას ჭერზე მიჩერებულს გვტოვებს. იგივე გავლენა აქვს, მაგალითად, სუფთა ჰაერის ნაკლებობასაც.ახლა კი გადავიდეთ მთავარზე: მაშ, რა ხდება ღამის 3-4 საათზე?ადამიანთა დიდი ნაწილი 11-დან 12 საათამდე პერიოდში იძინებს და დილის 7-8 საათზე იღვიძებს. შუალედში ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა იმატებს, ძილიც ისეთი ღრმა აღარაა, სხეულში მელატონინის საკმარისი რაოდენობა უკვე გამოყოფილია, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონე კი იზრდება.„ღამის განმავლობაში ძილის ციკლი თვალების სწრაფის მოძრაობის ფაზიდან (REM) საპირისპირო ფაზაში (non-REM) გადადის. თითოეულ მათგანს საკუთარი, განსხვავებული ზღვარი გააჩნია, რომლისთვისაც მარტივად გაღვიძებაა დამახასიათებელი.ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს გაღვიძების სავარაუდო ახსნა ისაა, რომ ასევე ერთსა და იმავე დროს ვიძინებთ, შესაბამისად, მსუბუქი ძილის ფაზასაც გარკვეულ საათებში ვაღწევთ და ვფხიზლდებით", - აცხადებს მეცნიერი ანესა დასი.ეს შესაძლოა, შემაწუხებელ სიზმრებსაც უკავშირდებოდეს, რომლებიც განვლილი დღის ამბებს ან მომდევნო დღის გეგმებს ეხება. ასეთი საფიქრალი ტვინის გააქტიურებას იწვევს, რაც დასვენებაში ხელს გვიშლის.სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე გეგმები ჩამოვწეროთ, რათა ამაზე ფიქრი ძილში არ ჩაგვყვეს. 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტიანია. მაგრამ თუ მსგავსი პრობლემა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაწუხებთ, სჯობს, ექიმს მიმართოთ და ინსომნიის მკურნალობაზე იზრუნოთ.ასევე ნახეთ:რატომ დააქვს კიმ ჩენ ინს საკუთარი უნიტაზი თანბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი - ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

GWP

საზოგადოება 1690802905

წყალი 18 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

დღეს, 31 ივლისს, სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩა N103-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 31 ივლისს 14:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 31 ივლისს, 14:30 საათიდან, ხვალ პირველი აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის, ფრისის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, ნავთლუღის მეორე და მიმდებარე დასახლებებს. სოფლ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი

ქაშიბაძე

საზოგადოება 1690797900

„დამწვრობით მომიყვანეს კაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ექიმი გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში თავის მოვლის შესახებ საუბრობს:- 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.- მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?- ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს... დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს - გარუჯული გოგონები.- ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს... რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას - ზეთს, კარაქს, მაიონეზს... მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს... რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ. წყარო ასევე ნახეთ:„მეგონა ცხოვრება მთავრდებოდა და... მადლობა ღმერთს ამ დიდი სიხარულისთვის“ - ლევან გორგაძე ახალშობილი შვილის ფოტოს აქვეყნებსრა საფრთხე ემუქრება ბავშვს, რომელსაც უფროსები ინტიმურ ადგილებში კოცნიან და ეფერებიან„ეს ამბავი არსად თქმულა“ - როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი