მამა შალვა

საზოგადოება 1782340897

„ერთს ვკითხე, ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? მაშინ, შენ რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია...“ - მამა შალვა

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია პოდკასტში „წარმატების ისტორია“ ღალატის შესახებ საუბრობს. „ღალატი ღალატია, კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი კაცს - ორივე შემთხვევაში ღალატია. ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, მე ჩემს ცოლს ვუღალატე და მინდა, შემირიგდესო. მას ვკითხე, შენს ცოლს რომ ეღალატა, შენ შეურიგდებოდი მეთქი? რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდიო. მაშინ, შენ რატომ ითხოვ, შენი ცოლი შეგირიგდეს?! შენ თუ იმას ფიქრობ, ცოლმა გიღალატა და უფლება არ აქვს შგირიგდეს, შენ რომ უღალატე შენს ცოლს, რა უფლება გაქვს, რატომ ითხოვ შერიგებას?! ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ადამიანები ზოგჯერ, რწმენას საკუთარ თავზე ირგებენ. მათთვის წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომლითაც ცხოვრობენ. ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხული არ აქვს. ჩვენ წმინდა წერილს სამწუხაროდ, არ ვიცნობთ, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ“, - ამბობს მოძღვარი. 

13 ივნისი

პოლიტიკა 1781354669

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.საკრებულოს წარმომადგენლები დედაქალაქის მერთან ერთად დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც დაღუპულთა მემორიალთან ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ გადაიხადა.2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა.როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 13 ივნისის ტრაგიკული დღე უდიდესი ტკივილის, მაგრამ ამავე დროს ერთიანობისა და ადამიანური თანადგომის სიმბოლოა. ზურაბ აბაშიძის თქმით, 11 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი დააზარალა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა.„იმ ღამემ ყველას დაგვანახა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს სტიქია და რამდენად ძლიერი - ადამიანური სოლიდარობა. პატივს მივაგებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ მაშველებს, მოხალისეებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს დღეებში ერთმანეთის გვერდით იდგა. სწორედ მათმა თავდადებამ და ერთიანობამ გადააქცია ტრაგედიის დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანადგომის მაგალითად“, - განაცხადა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ზურაბ აბაშიძემ.2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

მამა შალვა

საზოგადოება 1780656481

მამა შალვა კეკელია: როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა, ჩვენი მრევლის ბევრი წევრი ორსულად იყო და განიცდიდნენ, რომ ჩვენი შვილის ნათლია პატრიარქი ვეღარ იქნებაო. 600-მდე საბუთი გვაქვს უკვე მიღებული საყოველთაო ნათლობისთვის

საყოველთაო ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.მისი თქმით, ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები.„გაგვახარა მისმა უწმინდესობამ შიო მესამემ და 17 მაისს გამოაცხადა, რომ ტრადიციას გააგრძელებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები. განსაკუთრებულად ველით ამ დღეს, რადგან მისმა უწმინდესობამ პირველად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის ნათლულების დალოცვაში. ეს როგორც დიდი პასუხისმგებლობა, ისე სიხარულიცაა.როდესაც უწმინდესი გარდაიცვალა, ჩვენი მრევლის ბევრი წევრი ორსულად იყო და განიცდიდნენ, რომ ჩვენი შვილის ნათლია პატრიარქი ვეღარ იქნებაო. 600-მდე საბუთი გვაქვს უკვე მიღებული. ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს“, - აღნიშნა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1779001118

ახალი პატრიარქი შიო მესამე პირველ წირვას აღავლენს სამების ტაძარში და მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ მთელი ერი - დეკანოზი შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან ქაშვეთის ტაძრისკენ მსვლელობა უკვე დაიწყო.მრევლი წინამძღვართან ერთად რუსთაველის გამზირზე მთავარ ღონისძიებას შეუერთდება, რომელიც საბოლოოდ სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან, მამა შალვა კეკელია მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაიძრა.მანამდე კი სპეციალურ მიმართვაში ყველას მოუწოდა ერთად დგომისა და მსვლელობაში მონაწილეობისკენ, რათა პატივი მიაგონ ამ დღეს და მხარი დაუჭირონ ახალ აღსაყდრებულ პატრიარქ შიო III-ს, რომელიც სამებაში პირველ დიდ სადღესასწაულო წირვას ასრულებს."განსაკუთრებული დღეა, იმიტომ, რომ მისი უწმინდესობა უკვე აღარ არის ამ ქვეყანაზე, ის გველოდება ჩვენ, ჩვენ როგორ პატივისცემას გამოვხატავთ მის მიმართ და მისი დაწესებული ამ დღესასწაულის მიმართ.ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე პირველ წირვას აღავლენს სამების ტაძარში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მას გვერდით დავუდგეთ მთელი ერი, მთელი ქვეყანა და ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და რომ მთელი ერი ვართ იმ გზაზე, რასაც მართლმადიდებლობა ჰქვია, სიწმინდე ჰქვია და ღვთის ერთგულება ჰქვია", - განაცხადა მამა შალვამ.

შალვა კეკელია

საზოგადოება 1778941742

ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს - მამა შალვა კეკელია

"ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნოს," - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.მან მოუწოდა საზოგადოებას, შეუერთდნენ დაგეგმილ მსვლელობას."ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს და ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის, ოჯახის სიწმინდის, ილია მეორის და მისი ხსოვნის მიმართ, ასევე, ჩვენმა ახალმა პატრიარქმა იცოდეს რომ მთელი ერი მის გვერდითა, მასთან ერთად ვართ ყველანი და ჩვენ მას გვერდით დავუდგებით," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1777117566

დღევანდელი დღე არის ძალიან სამწუხარო, ასევე დიდი სიხარულის დღე, რადგან დღეს მისი უწმინდესობა მარადიულ სიხარულში წარდგა ღმერთთან - მამა შალვა კეკელია

40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან - სიონის საპატრიარქო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა აღავლინა.დეკანოზი, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია) აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან სამწუხარო, ასევე დიდი სიხარულის დღეა, რადგან დღეს მისი უწმინდესობა, მარადიულ სიხარულში წარდგა ღმერთთან"დღევანდელი დღე არის ძალიან სამწუხარო, ასევე დიდი სიხარულის დღეა, სიხარულის იმიტომ, რომ დღეს მისი უწმინდესობა, მარადიულ სიხარულში წარდგა ღმერთთან და იმ საოცარ წიაღში, სადაც მარადიული სიხარულია. ყველა ქრისტიანი იმას ოცნებობს, რომ მისი ცხოვრება ისე წავიდეს, რომ ღმერთთან დამკვიდრდეს. დღეს გამომშვიდობების დღე იყო. ამ წირვაზე თან დავემშვიდობეთ უწმინდესს ამქვეყნიურად, თან ვიცით რომ მარადიულ სიხარულშია პატრიარქი და იქიდან შეგვეწევა და დაგვეხმარება,"- აცხადებს მამა შალვა (კეკელია).წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.ადგილზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1775239702

„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა, აღდგომა სულ სხვა რამეა“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.მან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამახინჯებულ ხალხურ ტრადიციებზე ისაუბრა.„ადამიანები წითელ კვერცხს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და პასკის გამოცხობას, ვიდრე მსახურებაზე დასწრებას, ჯვარცმის მსახურებას. ეს არ არის სწორი. ეშმაკს უნდა, რომ ეს სიხარული, რაც აღდგომაა, სხვანაირად შეცვალოს. შენს ეკლესიაში მისვლას მაშინ აქვს ძალა, როდესაც იქ შენ მორიდებით და მოწიწებით დადგები და მსახურებას მთელი გულით მოუსმენ. მინდა ხალხს ვთხოვო, ვინც აღდგომას ტაძარში მოვა, იმისთვის არ წამოვიდნენ ტაძარში რომ ილაპარაკონ“,- ამბობს მამა შალვა კეკელია.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1774299154

„მთელ ერს პატიება და შენდობა აქვს სათხოვნელი, რომ არ დავიცავით...“ - ვრცელდება მამა შალვა კეკელიას ქადაგება

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას ქადაგებას ავრცელებს.„პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში ეწერა - „ნიჭიერ კაცს დაფასება სჭირდება... და მერე აგრძელებს, რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია. მთავარია აღმოაჩინო, რისი ნიჭი გაქვს, რით შეგიძლია ამ ქვეყანას ემსახურო“ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პატრიარქი, ამდენი აყვედრეს და რა არ ილაპარაკეს მასზე. მთელ ერს პატიება და შენდობა აქვს სათხოვნელი, რომ არ დავიცავით ის. ერთი ილია უკვე მოვკალით, ტყვია ვესროლეთ, ნუთუ არ უნდა გამოვფხიზლდეს ჩვენი ერი?! ნუთუ არ გვეყო ქართველებს ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ერთმანეთის დამცირება. პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ეს ქვეყანა უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება პატრიარქი გიყვარდეს და მის შექმნილ საპატრიარქოს, ეკლესიას და გაზრდილ შვილებს ლანძღავდე და ამით რწმენის სულს კლავდე ახალგაზრდებში.მაგრამ ქართულ სულს ვერ მოკლავენ. ქართველი დღეს დადგა ფეხზე, მთავარია, ეს ერთობა შევინარჩუნოთ, ადამიანებს ვაპატიოთ და ჩავეხუტოთ. თუ პატრიარქი გვიყვარს, არ შეიძლება სხვა ადამიანების მიმართ ბოროტება გვქონდეს, უსიყვარულობა ან სიძულვილი. არ შეიძლება.ვერ გადავრჩებით, თუ ქართველი ერი არ დაბრუნდა ეკლესიაში, თუ არ მივიდნენ მოძღვრებთან, დადგნენ მსახურებებზე და აღსარებაზე. სწორედ ეს უნდოდა პატრიარქს მთელი ცხოვრება, რაც დღეს ხდება. სულ ამაზე ლოცულობდა - „ღმერთო, გადაარჩეინე და გაამთლიანე საქართველო“. და „ღმერთო, ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე“ ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველებს ამ გზაზე სიარული“

კეკელია

საზოგადოება 1774281531

„შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა, აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ" - მამა შალვა კეკელია პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს

 თბილისის ვაკის მაცხოვრის ტაძრის დეკანოზი, მამა შალვა კეკელია თავისი ცხოვრების მომენტებს, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს უკავშირდება, „სარკეს“ უზიარებს.მამა შალვა ამბობს, რომ ცხოვრების 30 წელი, უწმინდესის სიახლოვეს გაატარა. დეკანოზი ჟურნალთან პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წუთებს იხსენებს:„ღვთის მადლით რეანიმაციაში შესვლის საშუალება მომეცა. მე მამა ნათანელმა და მამა ლუკამ ზეთისცხება ჩავატარეთ. სიხარულის განცდა გვქონდა. არც გვიფიქრია იმ საშინელებაზე, რამ მერე მოხდა.თვითონ უკვე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და საოცარი ის იყო, რომ შეგრძნება მაინც ჰქონდა და თვალი დაახამხამა. როგორც წესი აპარატზე შეერთებული ადამიანები ამას ვერ ახერხებენ. წესით არაფერი არ უნდა იგრძნო. ზეთიანი ფუნჯი რომ შევახე თვალზე,დაახამხამა მაგ დროს. ისეთი სიმშვიდე და ძალა მოდიოდა მისგან, საოცარი...მერე საპატრიარქოდან წმინდა ნაწილები მოვაბრძანეთ. საპატრიარქოში წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა ინახება, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და წმინდა გიორგის მუხლი. მე და მამა ნათანელი წავედით საპატრიარქოში და ეს სიწმინდეები მივაბრძანეთ კლინიკაში, რომ უწმინდესი დაგველოცა.ჯვარი გადავსახე და გულზე დავადე ეს სიწმინდეები, იქვე დავუდეთ ყველაფერი და მერე ამოვედით ზემოთ, სადაც დარბაზი იყო და იქ ვიხდიდით პარაკლისებს. პარაკლისის დროს ვიგრძენი, რომ პატრიარქი გადიოდა ამ ქვეყნიდან. როგორც კი ეს განცდა გამიჩნდა, მაშინვე რეანიმაციისკენ წავედი. რომ შევედი, ძალიან დამძიმებული იყო და ბოლო წამები მასთან ერთად გავატარე. ყველაზე მძიმე დღე იყო...უწმინდესი სამების ტაძარში რომ მივაბრძანეთ, დღესასწაულის განცდა უფრო მქონდა, ვიდრე სხვა რამ. წმინდანს რომ მიასვენებენ და ერი რომ დღესასწაულობს, ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. ღრმად მწამს, რომ ერთი წმინდანი კიდევ შეგემატა ზეცაში. აქ დაგვაკლდა, მაგრამ იქ შეგვემატა...“- იხსენებს მამა შალვა კეკელია.ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ 23-29 მარტის ნომერში.

მამა შალვა

საზოგადოება 1774024479

„გამაფრთხილეს, პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო“ - მამა შალვამ უცნობი ამბავი გაამხილა

 მამა შალვა კეკელიამ გადაცემაში “იმედი Live”, პატრიარქის და მისი ურთიერთობიდან აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.”როცა პატრიარქთან მიწევდა მორიგეობა დედებმა გამაფრთხილეს,  პატრიარქი შეიძლება გამოვიდეს და გითხრას ნაყინი მიყიდეო. არ გაბედო, ეგეთი რამე არ გააკეთო, რადგან დიაბეტი აქვს და ნაყინი არ შეიძლებაო. მართლაც დედები როცა გამოვიდნენ კელიიდან და ყველამ დაიძინა. ნახევარ საათში გამოვიდა უწმინდესი და მითხრა, ნაყინი მიყიდეო. გამოვედი წრე დავარტყი ეზოს, ვიფიქრე ალბათ პატრიარქმა უკვე დაიძინათქო და ავედი. დამხვდა და უყურებდა ტელევიზორს. მოვატყუე უწმინდესი, არ იშოვებოდა ნაყინი-მეთქი. როგორია პატრიარქის მოტყუება? შინაგანად დამენგრა ყველაფერი, მაგრამ ვიცოდი მისთვის არ უნდა მიმეტანა ნაყინი. მთელი ღამე ვერ დავიძინე, დედა ღვთისმშობელს პატიებას ვთხოვდი.  რამდენიმე დღის შემდეგ რიცა ისევ მომიწია მორიგეობა, ვუთხარი მაპატიეთ, იმ დღეს არც კი წავსულვარ ნაყინზეთქო. საღამოს გამოვიდა, 50 ლარიანი მომცა და მითხრა ამის ნაყინი მიყიდეო, მაშინ 50 თეთრი ღირდა ნაყინი და ასი ნაყინის ფული იყო. დიღომში იყიდებოდა ძვირიანი ნაყინები და პატრიარქისთვის ბევრი ნაყინი რომ არ მომეტანა დიღომში წავედი. როცა მოვიტანე, სწრაფად დავიწყე ბევრი ნაყინის ჭამა, პატრიარქს ცოტა რომ შეხვედროდა, თვითონ მხოლოდ ნახევარი ნაყინი ჭამა და დანარჩენი მაცივარში დავმალეთ. მეორე დილით როცა გაუზომეს შაქარი და მომატებული ჰქონდა, დაიწყეს ექიმებთან რეკვა და იმის გარკვევა, საიდან აეწია შაქარი, პატრიარქი მეუბნებოდა არ თქვა ნაყინი რომ ვჭამეო და როცა უკვე გადაფრენაზე დაიწყეს ფიქრი, დედაოებს ვუთხარი, მე ვაჭამე ნაყინი-მეთქი და იმის მერწ გამომიშვეს საპატრიარქოდან” - გაიხსენა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელია

საზოგადოება 1773938511

მამა შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულების მსვლელობაზე: მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ - ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს

მისმა უწმინდესობამ 2007 წელს ასეთი ინიციატივა განაცხადა, რომ ის იქნებოდა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია. ღვთის მადლით 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს მის უწმინდესობა. ასეთი მასშტაბის პიროვნება ილია ჭავჭავაძის შემდეგ არ გვყოლია, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ, პატრიარქის ნათლულების მსვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას.მისი თქმით, პატრიარქის სურვილი იყო, რომ ერთმანეთის სიყვარული ჰქონოდა ერს და ეს ბავშვები ამ სიყვარულის სიმბოლოები არიან.„ეს ის თაობაა, რომელიც ხვალ და ზეგ ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ეს ის თაობაა, რომელსაც ერთმანეთი ძალიან ეყვარებათ. ამ ბავშვებს ყოველთვის ემახსოვრებათ მისი ნათლიასთან, როგორ მივიდნენ პანაშვიდზე, როგორი დიდი ტკივილი ნახეს. ვხედავდით გუშინ, რომ პატრიარქის ნათლულების გუნდი იდგა სამების ტაძართან და პატრიარქს ელოდებოდნენ, რომ პატრიარქი მიესვენებინათ იქ. ეს ბავშვები ყველანი ტიროდნენ, ეს ხომ გულწრფელი ცრემლებია და გულწრფელი სიყვარული მათი უწმინდესობის მიმართ. მე მჯერა, რომ ეს ბავშვები გააგრძელებენ იმ გზას, რაც პატრიარქს უნდოდა და პატრიარქს უნდოდა ერთი რამ, რომ ჩვენ, ქართველებს ერთმანეთი გვყვარებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც ამ ქვეყანას გააბრწყინებს. ეს ქვეყანა ძალიან წინ წავა, მე ამის მჯერა და მთელი არსებით მჯერა პატრიარქის სიტყვების, რომ აფხაზეთი დაბრუნდება. პატრიარქმა თქვა, რომ მე აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდები და პატრიარქი აფხაზეთში აუცილებლად დაბრუნდება. იმიტომ, ტომ ეს ბავშვები აფხაზეთში და სამაჩაბლოში უეჭველი დაბრუნდებიან. ეს ბავშვები იქ ჩაატარებენ ამ მსახურებას. და აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება მანამ, სანამ ჩვენ, ქართველები ერთმანეთის შეყვარებას და პატივისცემას არ ვისწავლით“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

შალვა კეკელია

საზოგადოება 1773830502

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.მისი თქმით, არ ახსოვს, რომ ილია მეორეს ვინმე გაელანძღა ან ვინმეზე აუგი ეთქვას. მან ასევე ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც პატრიარქმა იმ ადამიანების სახელების ჩაწერა სთხოვა, რომლებიც მას ტელეეთერში ლანძღავდნენ.„ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო.მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.