MELITA FURCELADZE

საზოგადოება 1731174543

„სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნებიო“ და ასეა დე… აქ ხარ და სულ ასე იქნები“ – მელიტა ფურცელაძის ემოციურო პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, ლევან კბილაშვილის ერთ-ერთ საოცარ შესრულებას გვიზიარებს, სადაც სიმღერას „თბილისო“ მღერის. მელიტა ფურცელაძე წერს, რომ ყოველდღიურად გრძნობს, რომ ლევანი კვლავ მისი ოჯახის გვერდით არის.„სხვაგან არც საქართველოს მსგავსი ქვეყანაა, არც თბილისის მსგავსი ქალაქი შენც რომ სულ სხვანაირი ხარყველა დედას მისი შვილი განსაკუთრებული ჰგონია და რასაკვირველია ასეც არის, მაგრამ შენ განსხვავებულად რაღაცნაირი ხარ, ვერ მოვძებნე შესატყვისი სიტყვა, ამის დასტურია შენი ყოველდღიური ჩვენთან ერთად ყოფნასიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები“-ო და ასეა დეაქ ხარ და სულ ასე იქნები“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

MELITA FURCELADZE

ტაბლოიდი 1726338080

„მამაშენის დაბადების დღემ ისე ჩაიარა, უყველაფროდ და უშენოდ დედი…“ – მელიტა ფურცელაძის ემოციური პოსტი

მომღერალ ლევან კბილაშვილის მამა 11 სექტემბერს იუბილარი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ლევანის დედა მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან უჭირს ლევანის გარეშე ცხოვრება.„მამაშენის დაბადების დღემ ისე ჩაიარა, უყველაფროდ და უშენოდ დედი… და მაინც… მამაშენს გაუმარჯოს ლევანო“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

სალო კბილაშვილი

საზოგადოება 1724524606

„დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე…“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და გარდაცვლილ მომღერალზე

„დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე… ჯერ კიდევ სანამ ლევანიკო ჩვენთან იყო, რაღაც ახალ სიმღერას გააკეთებდა, ახალი ინტერპრეტაციით, მოისმენდნენ მის ცოცხლად ნამღერს და სანამ ლევანი ამ სიმღერას ჩაწერდა, ვიღაც დაასწრებდა და მის ვერსიას სტუდიურს გახდიდა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი წერს და გარდაცვლილი მომღერლის ვიდეოს ავრცელებს.მისი თქმით, ამ ფაქტზე ლევან კბილაშვილს გული სწყდებოდა, თუმცა არასოდეს უთქვამს საყვედური, თუ რატომ ჩაწერა ამა თუ იმ მომღერალმა სიმღერის ლევანისეული ვერსია მანამ, სანამ ლევანი თავადვე ჩაწერდა.სალო კბილაშვილის თქმით, რასაც ლევანი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, რადგან მასავით უბრალოდ არ გამოუვათ.„დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე… ჯერ კიდევ სანამ ლევანიკო ჩვენთან იყო, რაღაც ახალ სიმღერას გააკეთებდა, ახალი ინტერპრეტაციით, მოისმენდნენ მის ცოცხლად ნამღერს და სანამ ლევანი ამ სიმღერას ჩაწერდა, ვიღაც დაასწრებდა და მის ვერსიას სტუდიურს გახდიდა.ამის გამო ძალიან ბრაზდებოდა და გული სწყდებოდა ხოლმე, თუმცა ისევ ლევანის დიდი ადამიანობიდან გამომდინარე, არასოდეს უთქვამს არავისთვის, რომ მისი ვერსია იყო და რატო ჩაწერა… შემდეგი იყო უკვე ახალი ჯგუფი, რომელიც ლევანმა შექმნა “pan-geo levan kbilashvili” მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს, ახლებურ ვერსიებს ასრულებდნენ, ესეც რა თქმა უნდა ლევანისეული ვერსიები იყო…მუშაობდა ალბომზე, რომლის დასრულებას სამწუხაროდ თავად ვერ მოესწრო, მაგრამ მის დაბადების დღეზე ალბომი გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც მას უნდოდა ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ლევანის სიმღერებს ალბომიდან , ან ისე შესრულებულს, რომლებიც ალბომში არ არის შესული, მაგრამ მისი სავიზიტო ბარათებია, ახლა სხვები ისე მღერიან, „გესიამოვნება” თითქოს, მათი ვერსიაა, მაგრამ სინამდვილეში ვისაც მოსმენილი აქვს ლევანის ნამღერი, ზუსტად მიხვდება ყველაფერს…ხელის მოძრაობები, მანერები ჯდომის დროს, ჩაცმულობაც კი… მე არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს ეს ყველაფერი, მაგრამ…. ერთი რამ ვიცი, იმას რასაც ლევანი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, უბრალოდ არ გამოუვათ… მართალია შემიძლია ყველა მოვნიშნო, მაგრამ თავს შევიკავებ… უბრალოდ დავდებ რამდენიმე სიმღერას ლევანის შესრულებით და მიხვდებით ვის ვგულისხმობ… ალბათ თავადაც მიხვდებიან“ – წერს სალო კბილაშვილი.  @salo.kbilashvili დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე… 🥹 ჯერ კიდევ სანამ ლევანიკო ჩვენთან იყო, რაღაც ახალ სიმღერას გააკეთებდა, ახალი ინტერპრეტაციით, მოისმენდენ მის ცოცხლად ნამღერს და სანამ ლევანი ამ სიმღერას ჩაწერდა, ვიღაც დაასწრებდა და მის ვერსიას სტუდიურს გახდიდა. ამის გამო ძალიან ბრაზდებოდა და გული სწყდებოდა ხოლმე, თუმცა ისევ ლევანის დიდი ადამიანობიდან გამომდინარე, არასოდეს უთქვამს არავისთვის, რომ მისი ვერსია იყო და რატო ჩაწერა… შემდეგი იყო უკვე ახალი ჯგუფი, რომელიც ლევანმა შექმნა “pan-geo levan kbilashvili” მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს, ახლებურ ვერსიებს ასრულებდნენ, ესეც რა თქმა უნდა ლევანისეული ვერსიები იყო… მუშაობდა ალბომზე, რომლის დასრულებას სამწუხაროდ თავად ვერ მოესწრო, მაგრამ მის დაბადების დღეზე ალბომი გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც მას უნდოდა 🥹❤️ ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ლევანის სიმღერებს ალბომიდან , ან ისე შესრულებულს, რომლებიც ალბომში არ არის შესული, მაგრამ მისი სავიზიტო ბარათებია, ახლა სხვები ისე მღერიან, “გესიამოვნება” თითქოს, მათი ვერსიაა, მაგრამ სინამდვილეში ვისაც მოსმენილი აქვს ლევანის ნამღერი, ზუსტად მიხვდება ყველაფერს… ხელის მოძრაობები, მანერები ჯდომის დროს, ჩაცმულობაც კი… მე არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს ეს ყველაფერი, მაგრამ…. ერთი რამ ვიცი, იმას რასაც ლევანი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, უბრალოდ არ გამოუვათ… მართალია შემიძლია ყველა მოვნიშნო, მაგრამ თავს შევიკავებ… უბრალოდ დავდებ რამოდენიმე სიმღერას ლევანის შესრულებით და მიხვდებით ვის ვგულისხმობ… 😉ალბათ თავადაც მიხვდებიან 😉#levankbilashvili🖤 #fy #viralvideo ♬ original sound - salo kbilashvili

ლევან კბილაშვილი

საზოგადოება 1724059620

VIDEO: „კონცერტის ეთერში გასვლის შემდეგ დავურეკე აჩიკოს… თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი…“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძის კონცერტიდან ერთ-ერთ მონაკვეთს გვიზიარებს, რა დროსაც აჩიკომ სიმღერა მეგობარ ლევან კბილაშვილს და ლაშა გოგიაშვილს მიუძღვნა.აღნიშნულისთვის ლევანის დედა აჩიკოს მადლობას უხდის და მას წარმატებები უსურვა.„საღამოს, ეთერში გასვლის შემდეგ დავურეკე აჩიკოს  თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე, ვერაფერი მითხრა, არც არაფერია სათქმელი.სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიო, ღირსება ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანისთვის.ღირსეული და კარგი კაცი ხარ ჩემო აჩიკოიმიტომ რომ, იცი ნამდვილი მეგობრობის და მეგობრის ფასივერ ვუსმენ და არ ვიცი რა სიმღერა მიუძღვენი ლევანიკოს და ლაშიკოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შენს საღამოზე აუცილებლად იქნებოდნენ და ალბათ იქიდან შენთან ერთად მღეროდნენ.წარმატებები ჩემო აჩი“, – წერს მელიტა ფურცელაძე. 

levani

საზოგადოება 1724007031

თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე, ვერაფერი მითხრა, არც არაფერია სათქმელი... - მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძის კონცერტიდან ერთ-ერთ მონაკვეთს გვიზიარებს, რა დროსაც აჩიკომ სიმღერა მეგობარ ლევან კბილაშვილს და ლაშა გოგიაშვილს მიუძღვნა.აღნიშნულისთვის ლევანის დედა აჩიკოს მადლობას უხდის და მას წარმატებები უსურვა.„საღამოს, ეთერში გასვლის შემდეგ დავურეკე აჩიკოს  თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე, ვერაფერი მითხრა, არც არაფერია სათქმელი.სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიო, ღირსება ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანისთვის.ღირსეული და კარგი კაცი ხარ ჩემო აჩიკოიმიტომ რომ, იცი ნამდვილი მეგობრობის და მეგობრის ფასივერ ვუსმენ და არ ვიცი რა სიმღერა მიუძღვენი ლევანიკოს და ლაშიკოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შენს საღამოზე აუცილებლად იქნებოდნენ და ალბათ იქიდან შენთან ერთად მღეროდნენ.“ - წერს მელიტა ფურცელაძე.

ლევანი

საზოგადოება 1723212794

VIDEO: ლევან კბილაშვილის ხსოვნას მუსიკოსმა გიორგი დათიაშვილმა ემოციური ანიმაციური კლიპი მიუძღვნა

კომპოზიტორმა გიორგი დათიაშვილმა, ლევან კბილაშვილის ბავშვობის მეგობარმა, მომღერალმა და ანიმაციურ მხატვართან ერთად კლიპი შექმნა, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.„მჯერა, გაგიხარდებოდა ეს პროექტი, რადგან სიახლეებისკენ სულ გქონდა ლტოლვა. ვიცი, კიდევ ბევრჯერ წარდგები შენი მსმენელის წინაშე“, – წერს გიორგი დათიაშვილი და ანიმაციურ კლიპს აქვეყნებს. 

ლაშა ბექაური

faceამბები 1722583214

„ქედს ვიხრი შენს წინაშე... გაგიმარჯოს მაგარო კაცო. როდესმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.ფაქტს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და ლაშას გამარჯვებას ულოცავს.„გილოცავ, ჩემო ლაშა, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით.“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო,“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

kbila

შოუბიზნესი 1718388090

„ისტერიკა რომ მჭირდა, მამა შალვას ვკითხე: როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი? ვერაფერი მითხრა, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა...“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური ინტერვიუ

ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქრისტეს ასაკი იქ შეასრულა, სამყაროს შემოქმედთან. მალე მისი გარდაცვალებიდან ორი წელი გავა. 12 ივნისს მოსული, 21 ივნისს წავიდა... რიცხვების ამგვარად უცნაური გადანაცვლებით... ნეტა, რა ემოცია მოიცავდა, რომ გაეგო, რომ ახლა მისი სახლი ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე დგას?! დგას და იანვრიდან მოყოლებული ამაყად ატარებს იმ მომღერალი ბიჭის სახელს, ოცდაათ წელში რომ სამყაროსთვის თავის შეყვარება მოასწრო. იმდენი რომ შეძლო, ნაცნობ-უცნობი მის საფლავს დაეძებს, შვებულებებსაც კი ლევანის ოჯახში მისასვლელად და მის სამუდამო განსასვენებლის სანახავად რომ იღებენ და თბილისში ჩამოდიან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ლევანის დაბადების დღეს მის ოჯახში მივიდა, მომღერლის მოძღვარი - მამა შალვა კეკელია გახლდათ. როგორც ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე „პრაიმტაიმს“ უყვება, გარდაცვლილი შვილის მოძღვრის ნუგეში მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხან შეუძლია მისი სიტყვის შესრულება, ხან კი, ეს უბრალოდ მის ძალებს აღემატება...მელიტა ფურცელაძე: არ არსებობს დრო ისე გავიდეს, რომ მამა შალვამ არ მანუგეშოს. ის ჩემი შვილის მოძღვარი იყო. როდესაც ეს ამბავი გავიგე, არც მახსოვს ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. ერთი მახსოვს, მამა შალვა და მამა საბა მოვიდნენ, არ ვიცი, რა დრო იყო. ისტერიკა მქონდა, გვერდით დამიჯდა, შევხედე და ვეკითხებოდი: რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე, რა გავაკეთო-მეთქი? მამა შალვას ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამოსდიოდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. არ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ალბათ, საშუალება რომ ჰქონოდა, ხმამაღლაც ამოიგმინებდა.  შევხედე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი მითხრა. ტიროდა ისე, როგორც მე ვტიროდი...მე არ მავიწყდება გიორგი ტყემალაძის სახეც, როდესაც საკრებულოში შევხვდი, ჩვენს ქუჩაზე ლევანის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ოჯახთან შეხვედრა და ჩვენი გაცნობა ითხოვა. ლევანიკოზე ვსაუბრობდით, შინაურულად. თვალები აუცრემლიანდა, თავი დახარა, თითქოს ტელეფონს უყურებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ არც არაფერს კითხულობდა; მან ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო და თვალცრემლიანს თავი ზევით არ აუწევია და ვერ მიყურებდა... მე ეს თვალები და სახე არ დამავიწყდება. უღრმესი მადლობა მას, ნინია ვარდოსანიძეს და მთლიანად საკრებულოს კოლექტივს... თიანეთის გზატკეცილის ქუჩას რამდენიმე თვეა ჩემი ლევანიკოს სახელი ჰქვია. იმ კაცს, ვინც ძველ ნომრებს ახლით ცვლიდა, მოსახლეობითვის უკითხავს, ვინ არის ეს ბიჭი, რა გააკეთა ქუჩას რომ მის სახელს არქმევენო? მოსახლეობას გახარებია ლევანიკოს სახელი რომ დაერქვა ქუჩას. მე ჭიშკარს რომ გამოვაღებ, არ შემიძლია, ვერ ვუყურებ ჩემი შვილის სახელს და გვარს სახლის ნომერზე... ***ვინ არ მოვიდა მის დაბადების დღეზე. ნაცნობი თუ უცნობი. ჩამოსული იყო ბრეგოვიჩის და კუსტურიცას დირექტორის ვაჟი. მოგვიყვა, როგორ თბილად გაუხსენებია ემირ კუსტურიცას ლევანიკო, როგორ მამღერა ქართული სიმღერაო. ბრეგოვიჩი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლევანიკო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. ის სულ იწვევდა ლევანს თავის კონცერტებზე, რომელსაც რუსეთში ატარებდა. ჩემთვის ასეთი ადამიანებისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავს. პეტერბურგიდან ქართული ანსამბლი იყო ჩამოსული, ვისთან ერთადაც ლევანს აქვს კონცერტებზე ნამღერი. დამირეკა ლუბა უსპენსკაიამ, ქალიშვილთან ერთად უნდა ჩამოვიდე და ლევანიკოს საფლავზე აუცილებლად უნდა წავიდეო. სიცოცხლეში აქ, ჩვენთან დიდად არავინ უთმობდა ყურადღებას, არც თვითონ იქცევდა სპეციალურად ყურადღებას და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდაცვალების შემდეგ კი, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. მერე ნახეს, ალბათ, მისი ნამღერი და აღიარეს...სულ მეგობრების და ახალ-ახალი ნაცნობების გარემოცვაში იყო. დავურეკავდი და ვკითხავდი, მითხარი, ვისთან ერთად ხარ ახლა-მეთქი. არ იცნობო, მეტყოდა. მეც ახლა გავიცანიო და ვინც გაიცნობდა, მერე აღარ შორდებოდნენ. გულგრილს ვერავის ტოვებდა.მე ვხედავ როგორ დააკლდათ მეგობრებს ლევანიკო. კვირაში რამდენჯერმე მიდიან მის საფლავზე. მერე იქიდან დამირეკავენ, შეიძლება მოვიდეთო? რას ჰქვია არ შეიძლება! მოდიან, მოგვიკითხავენ. ალბათ, ლევანიკო ძალიან მადლობელია, რომ ეს ბიჭები ასე იქცევიან... ვოცდები, ისეთი რამეები ხდება. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ სრულიად სხვანაირი ლევანიკო აღმოვაჩინე. მე ხომ მეგონა ვიცნობდი, ვიცოდი მასზე ყველაფერი. არაფერი დაფარული არ არსებობდა მასზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გაოცებული ვარ. დღე არ გავა უცხო ადამიანი არ შემეხმიანოს, კვირა არ გავა, ვიღაცამ თაიგული არ გამოგზავნოს. თვე არ გავა, ვინმე სპეციალურად არ ჩამოვიდეს მის საფლავზე მისასვლელად... ოჯახებიანი ქალბატონები ჩამოდიან, სულ უცხო ხალხი...ერთხელ მირეკავს გოგონა და რუსულად მეუბნება, თუ შეიძლება ჭიშკართან ვდგავარ და გამიღეთო. აღმოჩნდა ყაზახი გოგო, რომელიც პირადად არც იცნობდა ჩემ შვილს. შვებულება ავიღე და ჩამოვედი, რომ ლევანის საფლავზე მივიდეო. გავოგნდი, სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა ხელში. და რამდენი მოსულა ასე...გიო დათიაშვილმა ლევანიკოს ნამღერზე - "პატარა გოგო დამეკარგა" ანიმაციური კლიპი გადაიღო. მე ვერ ვუსმენ ლევანიკოს სიმღერებს. ფეისბუქზე თუ შემომხვდება, ხმას ვუწევ და ისე ვუყურებ მის კადრებს. ხმოვანი შეტყობინებები მაქვს ტელეფონში უამრავი, მაგრამ ვერ ვრთავ. როგორ მინდა, ხანდახან დავაჭირო თითი და მოვისმინო - დე, ჩავფრინდიიი, დე, უკვე სახლში მივედი... ავედი... ვერ ვუსმენ, არ შემიძლია. შეიძლება მოვკვდე.მისი ოთახი დავასრულე. ლამაზი გამოვიდა. ყველა მასთან დაკავშირებული ნივთი იქ არის. თუმცა ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ ვეხებით იმ ყუთს და საკონცერტო სამოსს, რომელიც მოსკოვიდან ჩამოგვივიდა... ერთმანეთს ვერ ვეუბნებით, ამოიღე ნივთებიო.ამ სივრცეში გვინდა ლევანიკოსთან მოსულ ადამიანებს ვუმასპინძლოთ. ყველა მისი ჯილდო იქ მაქვს. ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. უმაღლესშიც უმაღლესი შეფასებები ჰქონდა. ოღონდ გაოცებული ვარ, როგორ ახერხებდა, არ ვიცი, რადგან არ მინახავს რომ ემეცადინა. თავს კი ყველგან საუკეთესოდ წარმოაჩენდა.***შორს ვხედავ ხოლმე სიზმრად. თვალს მოვკრავ. ახლოს, ჩახუტებით არ მინახავს. "ჯეოსტარის" დროს ერთი მეგობარი ჰყავდა. ამ გოგომ სიზმარი მომიყვა: მიცანი, ლევანიკოო, უკითხავს ანის. როგორ არა, გიცანი, გენაცვალე შენო. "გენაცვალე შენს" ბოლო დროს ამბობდა. ყველას ასე მიმართავდა. ანის უთქვამს, ლევანიკო, დედა როგორ გნატრულობსო, მე დედას თითქმის ყოველდღე ვხედავო, უთქვამს ჩემს შვილს...მე ყოველდღე მივდივარ მასთან, საფლავზე, სადაც ჩემი სამყარო მაქვს; უნდა მივიდე, ჩამოვჯდე, დავალაგო, მცენარეები მოვრწყო. ლევანიკოც იქ მხედავს, ალბათ...ასევე დაგაინტერესებთ:"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"რატომ არიან დები ფანდურებით საფლავის ქვაზე და რატომ ჰქვია იმ სოფელს სამღერეთი?" - ეთერ თათარაიძე საოცარი ისტორიით

leo

საზოგადოება 1718348821

„თურმე რა რთულია „დედობა… დღეს მე ვისმენ ამბებს ლევანიკოზე და მიკვირს, როგორ იყო ამისთანა“ – ლევან კბილაშვილის დედა

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„თურმე რა რთულია „დედობა”. „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს”— ო , განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, თვითონ, ღმერთისგან და ბუნებისგან ჰქონდა დამადლებული ყველაფერი. მე უბრალოდ გზა ვაჩვენე როგორი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ეცხოვრა, რა იყო კარგი და რა ცუდი და უმთავრესი: არ ეღალატა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, რომ ღალატი და ორპირობა ეს ქართველისთვის “არაკაცობაა”, ხოლო “არაკაცობა”- ოჯახის, გვარის, სამშობლოს სირცხვილია.ლევანი დაიბადა მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდა ქვეყანას, სამშობლოს. ამ დროს მისი მამა- ჯემალ კბილაშვილი, რომელიც თამამად შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო და უმწიკვლო პოლიციელი იყო, რომელიც ყველა ცხელ წერტილსა თუ შემთხვევაზე პირველ ხაზზე იმყოფებოდა და მხოლოდ და არა მარტო ამიტომ, ლევანიკოს ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო გვქონდა სასაუბროდ ვუყვებოდი ამბებს, დღეს უკვე ისტორიას, რომელიც გადმოცემით კია მქონდა გაგებული, ჩემი თვალით ნანახი და განცდილი იყო. ვხედავდი, როგორი ამაყი და ბედნიერი მისმენდა ხოლმე.დღეს მე ვისმენ ამბებს ლევანიკოზე…ვისმენ და არ მიკვირს იმიტომ, რომ ასეთი და კიდევ და უფრო “დიდია”, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური კითხვის ნიშანი მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში – როგორ იყო ამისთანა, რომ სრულიად უცხო ადამიანებისთვის სრულიად ახლობელი და ოჯახის წევრი გახდა.ნაცნობსა და უცნობს, შინაურსა თუ გარეულსყველას თავისი ლევანიკო,ყველას თავისი ლევანო ჰყავს. მადლობა გადაცემისთვის.მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ლევანის დედა.

კბილაშვილი

ტაბლოიდი 1718299109

„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ - ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა

ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა. ცნობილი მომღერალი მოსკოვში, ბინაში, ბენდის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტი აღმოჩნდა. ის 12 ივნისს 33 წლის გახდებოდა.„მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის..." - წერდა , რამდენიმე თვის წინათ, მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში.

ლევან კბილაშვილი

ტაბლოიდი 1717866811

VIDEO: „ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ მაესტრო...“ – ლევან კბილაშვილის დედა რომა რცხილაძის და ლევან კბილაშვილის შესრულებას გვიზიარებს

რამდენიმე დღის წინ ქართველ კომპოზიტორს რომა რცხილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. აღნიშნულის შესახებ მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რომას ვარსკვლავის გახსნას ულოცავს.მელიტა ფურცელაძე რომა რცხილაძის და ლევან კბილაშვილის მიერ შესრულებულ „ნატვრის ხე“-ს აზიარებს, რომელიც 2011 წელს პროექტ „ჯეოსტარში“ იმღერეს.„ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ მაესტრო ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთთუ არ ვცდები ლევანიკო იყო პირველი, რომელმაც თქვენთან ერთად შეასრულა ეს „უკვდავი ჰიტი“ მადლობას გიხდით იმ ბედნიერი და ძვირფასი წუთებისთვის, რომელიც ლევანიკოს აჩუქეთ  “, – წერს მელიტა ფურცელაძე.

levani

faceამბები 1714395300

PHOTO: „არ ვიცი ვინ ჰყავდა დღეს ლევანიკოს სტუმრად... “ - ლევან კბილაშვილის დედა შვილის საფლავზე დატოვებულ საჩუქარზე წერს

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა.„არ ვიცი ვინ ჰყავდა დღეს ლევანიკოს სტუმრად. დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის  “, – წერს მელიტა ფურცელაძე.