„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ - ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა

კბილაშვილი

ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა. ცნობილი მომღერალი მოსკოვში, ბინაში, ბენდის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტი აღმოჩნდა. ის 12 ივნისს 33 წლის გახდებოდა.

„მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.

ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის..." - წერდა , რამდენიმე თვის წინათ, მომღერლის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში.