„ქედს ვიხრი შენს წინაშე... გაგიმარჯოს მაგარო კაცო. როდესმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – მელიტა ფურცელაძე

ლაშა ბექაური

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ფაქტს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და ლაშას გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავ, ჩემო ლაშა, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით.

“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“

ქედს ვიხრი შენს წინაშე… მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო,“, – წერს მელიტა ფურცელაძე.