ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1781102460

ფინანსთა მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

ფინანსთა მინისტრი

პოლიტიკა 1781090905

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე

მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ შეფასებისას.როგორც მან აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების,  ასევე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას.„ორივე მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა ფუნქციონირების და დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის, ისე რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე. აღნიშნული შეთანხმება უფრო ფართო დაფინანსების პაკეტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთვის, ჯამში, 750 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტის ფარგლებში დამატებით შეთანხმებებს ხელი მომდევნო თვეებში მოეწერება. შეთანხმებაში მსოფლიო ბანკთან ერთად მონაწილეობენ აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, დაახლოებით, 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმების გაფორმებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში გაფორმდება 1.2-1.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც საგზაო, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

პოლიტიკა 1780667162

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს -  ანვაი ბორვანკარს და საორი ტანაკას.ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა

ფინანსები 1780664391

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.საუბარი შეეხო საერთაშორისო და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებს. განხილულ იქნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების პერსპექტივა აზიურ ბაზარზე და აღინიშნა ინვესტორთა მხრიდან მზარდი ინტერესი ამ მიმართულებით.შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები, განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.

ფინანსთა მინისტრი

პოლიტიკა 1780479426

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1779886299

ლაშა ხუციშვილი IMF-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.მხარეებმა განიხილეს ტექნიკური თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფისკალური პოლიტიკის და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების  მიმართულებით.ასევე, ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს როლს, აღნიშნული მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის პროექტებში.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.

შეხვედრა

ფინანსები 1777882712

ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს შეხვდა.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მხარეებმა ისაუბრეს ADB-სთან 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგიით განსაზღვრული პროგრამების მიმდინარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან აქვს ინტენსიური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე.საუბარი შეეხო ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, რეგიონულ, მუნიციპალურ და სხვა სექტორებში. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი და რეგიონული მიმართულებით.წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა 1777879590

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი წარმატებული ურთიერთობები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, ექვსი მილიარდი აშშ დოლარია, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ღირებულება ორ მილიარდს აღემატება და დამატებით მიმდინარეობს მუშაობა ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტებზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საშუალოვადიანი პროგნოზები.მან ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: გზები, ენერგეტიკა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური პოტენციალის, ციფრული კავშირების, ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას.თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმაც აღნიშნა საქართველოს როლის გაძლიერება შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით  და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა ორმხრივ და რეგიონულ დონეზე.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ADB-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლიზა რაითი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

ნათია თურნავა

ფინანსები 1776678168

წარმოვჩნდით როგორც ახალი და მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი - ნათია თურნავა აშშ-ში ვიზიტს აფასებს

 ყველგან, სადაც კი გვქონდა შეხვედრა, საუბარი იყო პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკის ძლიერი პოზიციების შეფასებაზე, ჩვენს მედეგობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ინტენსიური კვირა იყო, რომლის ფარგლებშიც შედგა არაერთი მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრა თუ დისკუსია.ქართული დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავამ დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებთან.„პირველ რიგში, გამოვყოფ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან. მათთან შეხვედრებისას წინ არის წამოწეული რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები და ამისათვის საერთაშორისო სავალუტო  ფონდი ძალიან კარგ პლატფორმას გვთავაზობს.საუბრები გვქონდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის როლზე, რაც ახალმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევამ - ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა. მისასალმებელია საყოველთაო შეფასება, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თავისი ეკონომიკური და  პოლიტიკური სტაბილურობით, თავისი მიმზიდველობით, რეფორმირებული სტრუქტურებით, გამჭვირვალობით და მაღალის ხარისხის ინფრასტუქტურით, რომელიც მზად არის მიიღოს დამატებითი ტვირთები, გაწიოს დამატებითი ლოგისტიკური მომსახურება და რაც მთავარია, წარმოვჩნდით როგორც ახალი და  მზარდი რეგიონული ფინანსური ჰაბი, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი ინვესტორი მომავალში აირჩევს საქართველოს იმისთვის, რომ აქ დაფუძნდეს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრთან ერთად ამერიკული საინვესტიციო კომპანიების J.P. Morgan-სა და Bank of America-ს ინვესტორებთან გამართა შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა.„რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გლობალურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ფონდებთან. ვესაუბრეთ მათ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე, ჩვენს სიძლიერეზე. წარმოვაჩინეთ თუ რატომ არის მიმზიდველი მათთვის საქართველოში ინვესტირება. რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი იყო ინტერესი მათი მხრიდან და ეს დადასტურებულია კიდეც იმ არსებული ინვესტიციებით, მათ შორის, საფინანსო ბაზარზე, რაც უკვე განხორციელებულია საქართველოში. ინვესტორთა მხრიდან ინტერესი კვალავაც მზარდია“,  -  განაცხადა ნათია თურნავამ.გარდა ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.„ჩემს კოლეგასთან, გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საწინდარია და მნიშნველოვანია ქვეყნებს შორის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.აშშ-ში ვიზიტისას სებ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი რანგის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში. ასევე, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ცენტრალური ბანკის მმართველებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.13-18 აპრილს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ცენტრალური ბანკირები და ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. განიხილავდნენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის თემებს.

ნათია თურნავა

პოლიტიკა 1776408214

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და საფინანსო სექტორის ჯანსაღი მაჩვენებლები. ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე საფინანსო სისტემის მდგრადობას.საუბარი შეეხო გლობალურ გამოწვევებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის ხანგრძლივობას გავლენა ექნება არსებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე.თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.ინრომაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1776328745

მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით - ლაშა ხუციშვილი

მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან და ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის არაერთ პრიორიტეტულ სფეროს.მისი თქმით, როგორც რეფორმებით, ისე ეკონომიკური განვითარებით საქართველო გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში არამედ მსოფლიოში.„ბოლო 5 წლის პროგნოზით, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ჩვენ საუბარი გვქონდა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასა და დაფინანსებაში მსოფლიო ბანკი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლის სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან. მსოფლიო ბანკი რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორად საქართველოში, რომელსაც განხორციელებული აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს  ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1776249963

ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანტონელა ბასანის და სხვადასხვა სექტორული მიმართულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, დაკავშირებადობის ხელშეწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.შეხვედრაზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, განსაკუთრებით, შუა დერეფნის მიმართულებით.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, იუჯინ რუგენაათი, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი,  საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.