კვარა

სპორტი • 1792663955

შეძლებს თუ არა ხვიჩა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას? - ნაკრების ექიმი კვარას მდგომარეობაზე

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მინდორს 25 წლის ქართველი ვარსკვლავი - ახლა საქართველოში თითქმის ყველას ეს აინტერესებს, რადგან ხვიჩამ უკანასკნელი წლების განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთათვისაც ფეხბურთი სრულიად უცხო იყო, სპორტის ეს სახეობა ახლობელი გახადა.Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კვარას ტრავმაზე დეტალური ანალიზი გააკეთა ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ და რამდენიმე წლის წინანდელ გიორგი ჩაკვეტაძის დაზიანებასთანაც საინტერესო პარალელი გაავლო.„წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება დასამალი არ არის, რომ ერთ-ერთი რთული ტრავმაა, რაც შეიძლება ფეხბურთელმა მიიღოს. საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად, აღდგენის პროცესიც არის ხანგრძლივი, დაახლოებით შვიდიდან ცხრა თვემდე, მაგრამ საბედნიეროდ, თანამედროვე ტრავმატოლოგია და რეაბილიტაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხბურთელი სრულფასოვნად დაუბრუნდეს მინდორს და ითამაშოს ისე, როგორც თამაშობდა იქამდე.ამ ტრავმის მიღების ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს კავშირში. ამ დაზიანებას ფეხბურთელი სამ შემთხვევაში იღებს - პირველი - ეს არის პირდაპირი კონტაქტის, არის არაკონტაქტური მექანიზმით გამოწვეული და შეიძლება იყოს საერთოდ არაკონტაქტური ტრავმა. ხვიჩას შემთხვევაში, საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებულ არაპირდაპირი კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებასთან - კერძოდ, „ბარსელონას“ ფეხბურთელთან მაღალი სიჩქარით მოძრაობაში ის მოვიდა კონტაქტში, საყრდენი, ანუ მარჯვენა ფეხი დარჩა ისე რომ, ფეხმა გააკეთა ეგრეთ წოდებული შიდა როტაცია, რაც არის დამახასიათებელი მექანიზმი იმისათვის, რომ ეს იოგი გაწყვეტილიყო.შვიდიდან ცხრა თვე კი არის მოცემული სამკურნალოდ, მაგრამ თუ კონკრეტულად ჩემი აზრი გაინტერესებთ, აჯობებს, ეს სეზონი ხვიჩასთვის დამთავრებულად ჩავთვალოთ და მომავალი სეზონიდან შეუდგეს დატვირთვებსა და გუნდთან ერთად თამაშს. კი, შესაძლებელია შვიდ თვეშიც დაბრუნება, მაგრამ მერწმუნეთ, რაც უფრო მეტხანს, ანუ რვა თვემდე, ან ცხრა თვემდე გაგრძელდება რეაბილიტაციის პროცესი, მით უფრო კარგი იქნება კვარას სრულფასოვანი აღდგენისთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საჩქარო არაფერი არის და აქ სიჩქარემ შესაძლოა, პირიქით, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.რეციდივის საფრთხე, ზოგადად, ნებისმიერ ტრავმასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თანამედროვე მედიცინა, ტრავმატოლოგია, რეაბილიტაცია, საბედნიეროდ, იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ სწორად წარიმართა მკურნალობა, ტრავმის გამიზეზება აღარ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ დაზიანებას რეციდივი ახასიათებს და ასპროცენტიანი არაფერი არ არის.ხვიჩასთან კონტაქტი მქონდა ტრავმის მიღების დღეს და მეორე დღესაც. ასევე, ვესაუბრე „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელსა და პირველი გუნდის მთავარ ექიმს. მათ გვითხრეს, რომ ყველაფრის საქმის კურსში აუცილებლად ჩაგვაყენებენ. ახლა იქ მიდის მსჯელობა, თუ რომელი კლინიკა და რომელი ექიმი აირჩიონ. მუდმივ კონტაქტზე ვართ და მომავალში რეაბილიტაციის პროცესშიც ყველა ფაზის საქმის კურსში ვიქნებით თავიდან ბოლომდე.შეძლებს თუ არა ხვიჩა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას? გააჩნია ოპერაციას როდის გაიკეთებს და როგორ დაემთხვევა დროში, თორემ ფიქსატორით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გიორგი ჩაკვეტაძესაც ანალოგიური ტრავმა ჰქონდა - წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება. არა მგონია, რომ სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ ჩაკვეს სისწრაფე დაეკარგა, თუმცა გიორგისთან დაკავშირებით ოპერაციის შემდგომ იყო კუნთებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, მაგრამ საბედნიეროდ, ეს წარსულს ჩაბარდა და არ ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძეს სისწრაფე ჰქონდეს დაკარგული“, - ამბობს ხარაბაძე.

ხვიჩა კვარა

სპორტი • 1792648571

პსჟ-ს გეგმაშია, ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივოს

ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელების სურვილია, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივონ.ამასთან, კლუბის მიზანია, კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ახალი კონტრაქტის პირობები საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

კვარა

სპორტი • 1792607387

„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს...“ - როგორ ამხნევებენ ხვიჩას მძიმე ტრავმის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარები დაუტოვა.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩას კუმირის, რონალდოსია:„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ლუკა ლოჩოშვილი: მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ შენს გვერდით ვართ.ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი.სოსო ნებიერიძე: შენს გვერდით ვართ. ფერან ტორესი: ძმაო, ყოველთვის შენთან ვარ.დონარუმა: წინ, ჩემო მეგობარო! ჩვენ შენთან ვართ!adidasfootball: როცა დაბრუნდები, შენ გვერდით ვიქნებით. მთელი სიყვარული შენ;სიმეონე: მტკიცედ იყავი, ძმაო!„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს, მხოლოდ თავის 3.5 მილიონ ადამიანს მიმართავს და ჰპირდება, რომ ამ მოცემულობასაც ღირსეულად გაუმკლავდება, იშრომებს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.ჩვენი ძვირფასი.. უძვირფასესი სიყვარულის ბიჭი! ხვიჩა, მადლობა ყველაფრისთვის აქამდე და კიდე მომავლისთვის, რომელსაც შენთან ერთად დაველოდებით სულმოუთქმენლად.“ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

ნიცა თავაძე

საზოგადოება • 1792603432

ნიცა თავაძე ტრავმირებულ მეუღლეს საჯაროდ მიმართავს

ნიცა თავაძე ტრავმირებულ მეუღლეს საჯაროდ მიმართავს.„ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, აღვნიშნეთ ისეთი მომენტები, რომლებზეც ოდესღაც მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, და გადავლახეთ სირთულეები, რომლებმაც გზადაგზა უფრო ძლიერები გაგვხადა. მაგრამ მე ვიცი, რომ ადამიანის სიძლიერის ნამდვილი საზომი ის კი არ არის, როგორ დგას ფეხზე მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, არამედ ის, თუ როგორ წამოდგება მაშინ, როცა ცხოვრება უმძიმეს განსაცდელებს უმზადებს.მე საკუთარი თვალით ვნახე შენი მსხვერპლი, შენი დისციპლინა, შენი შეუპოვრობა და ის უთვალავი ბრძოლა, რომლებსაც ჩუმად გადიოდი, რათა დღევანდელი ადამიანი გამხდარიყავი. მე ვიცი შენი გული, შენი ხასიათი და ის ძალა, რომელსაც საკუთარ თავში ატარებ. და ვიცი, რომ ვერც ერთი დაბრკოლება, ვერც ერთი მარცხი და ვერც ერთი რთული პერიოდი ვერ წაგართმევს ყველაფერს, რაც აქამდე შექმენი.ზოგჯერ ცხოვრება ყველაზე ძლიერ ადამიანებს ისეთი განსაცდელების წინაშე აყენებს, რომლებსაც ისინი არასდროს ელოდნენ. მაგრამ მთელი გულით მჯერა, რომ ეს მომენტიც ჩვენი დაუჯერებელი ისტორიის კიდევ ერთი ნაწილი გახდება. ერთ დღეს უკან მოვიხედავთ და ამ პერიოდს გავიხსენებთ არა იმით, თუ რამდენად რთული იყო ის, არამედ იმით, თუ რამდენი ძალა დაგვჭირდა მის გადასალახად.არაფერში არასდროს ვყოფილვარ ისე დარწმუნებული, როგორც შენში. არა იმიტომ, რომ წინ მიმავალი გზა მარტივი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ამ გზას გადის.ყოველი გამარჯვების, ყოველი გამოწვევის, ყოველი ცრემლისა და ყოველი ტრიუმფის დროს შენს გვერდით ვიდგები. ამ გზის არც ერთ წამს მარტო არ შეხვდები.ჩვენ უკვე დავწერეთ ჩვენი ისტორიის რამდენიმე დაუჯერებელი თავი და საუკეთესო თავები ჯერ კიდევ წინ გველოდება. ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება. სწორედ აქ იწყება კიდევ ერთი დაბრუნება - დაბრუნება, რომლის შემდეგაც იმაზე ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.ერთად. ყოველთვის. ❤️ მიყვარხარ“, - წერს თავაძე.ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ამის შესახებ ოფიციალურადმისმა კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ განაცხადა.ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდება.

გიორგი ნემსაძე

საზოგადოება • 1792590780

„ძალიან მძიმე დღეა ქართული სპორტისთვის...“ - გიორგი ნემსაძის მოულოდნელად გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლეგენდარულ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:„რა სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხაროა ნათელი დაადგეს გიორგი ნემსაძის სპეტაკ სულს“„ძალიან მძიმე დღეა ქართული სპორტისთვის...“ „ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ქართულმა ფეხბურთმა საოცარი ადამიანი. ნათელი შენ სულს კაპიტანო“გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

რონალდო ხვიჩა

სპორტი • 1792590177

რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს: „არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს“

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარი დაუტოვა.„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა რონალდომ.ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

დდ

საზოგადოება • 1792584424

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ - „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება:„საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე კაპიტანო“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გიორგი ნემსაძე

საზოგადოება • 1792582790

გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

სს

სპორტი • 1792581342

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.როგორც გაირკვა მას „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაუწყდა და რამდენიმე დღეში ოპერაციას გაუკეთებენ.„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა გულშემატკივრებისთვის მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თავისი ემოციები გაუზიარა.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით“,- წერს კვარაცხელია.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი • 1792575644

მძიმე ინფორმაცია პარიზიდან - ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია დასჭირდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. სამწუხაროდ, მედიაში გაკეთებული წინასწარი პროგნოზი გამართლდა და ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.„ბარსელონასთან“ გუშინდელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება“, - წერს კლუბი.რაც შეეხება კიდევ ორ ტრავმირებულს - უსმან დემბელესა და მარკინიოსს, ისინი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან.

კვარაცხელია

სპორტი • 1792574477

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს.რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდეა.ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

bj

საზოგადოება • 1792560327

შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია - რას წერს ფრანგული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე

,,პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.ქართველი ფეხბურთელი მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა. მას მოედნიდან გასვლა სამედიცინო პერსონალის დახმარებით მოუწია.ფრანგული გამოცემა L’Équipe კვარაცხელიას ტრავმის შესახებ წერს. ჯერჯერობით, დამატებითი სამედიცინო შეფასების გარეშე, რთულია იმის თქმა, რამდენად სერიოზულია დაზიანება და რამდენ ხანს მოუწევს ქართველ ფეხბურთელს უქმობა. L’Équipe-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანებას შიშობენ, თუმცა დიაგნოზი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სამედიცინო გამოკვლევების პასუხებს 21 ოქტომბერს ელოდებიან.

✕