„ძალიან მძიმე დღეა ქართული სპორტისთვის...“ - გიორგი ნემსაძის მოულოდნელად გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

გიორგი ნემსაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„რა სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხაროა ნათელი დაადგეს გიორგი ნემსაძის სპეტაკ სულს“

„ძალიან მძიმე დღეა ქართული სპორტისთვის...“

 „ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ქართულმა ფეხბურთმა საოცარი ადამიანი. ნათელი შენ სულს კაპიტანო“

გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

✕